გილდია • Guild

გილდია • Guild გილდია - დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში

The “Gildia” represents a new trade union of culture and media workers, bringing together employees, students and activists. The aim of the “Gildia” (Guild) is improvement of labour and social conditions in the indicated sector and promoting industry transparency and prosperity.

18/04/2026
•/ „გილდია“ ეხმიანება მსახიობების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას ▫️ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ...
25/03/2026

•/ „გილდია“ ეხმიანება მსახიობების მიმართ სავარაუდო დისკრიმინაციულ მოპყრობას

▫️ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა, რომ მსახიობები გიგა დათიაშვილი, ბექა ხაჩიძე და დევი ბიბილეიშვილი სერიალ „ბოლო სეზონის“ როლებიდან მოხსნეს. მათთვის ამ დრომდე არ უცნობებიათ მიზეზი, რაც საფუძვლიან ეჭვს აჩენს, რომ ეს გადაწყვეტილება განპირობებულია მსახიობების მიერ საჯაროდ გამოთქმული მოსაზრებებით. კერძოდ, მსახიობებმა ერთ-ერთ ვიდეოში გამოთქვეს უარყოფითი მოსაზრება აზარტულ თამაშებზე. კომპანია, რომელიც იღებს სერიალ „ბოლო სეზონს“ სპონსორდება ონლაინ ტოტალიზატორისა და კაზინოსგან _ Crystalbet-ისგან. სწორედ ამას უკავშირებენ მსახიობები ხელშეკრულების მოულოდნელად შეწყვეტას.

▫️ საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, 1. ყველა ადამიანი სამართლის წინაშე თანასწორია, დისკირმინაცია კი აკრძალულია. მე-17 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად კი, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.

▫️ „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის 1-ლი მუხლის მიხედვით, ამ კანონის მიზანია დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრა და ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფა, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად.

▫️ ამავე კანონის მე-2 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების მიხედვით კი, 1. საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია. 2. პირდაპირი დისკრიმინაცია არის ისეთი მოპყრობა ან პირობების შექმნა, რომელიც პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით სარგებლობისას ამ კანონის 1-ლი მუხლით გათვალისწინებული რომელიმე ნიშნის გამო არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ამგვარი მოპყრობა ან პირობების შექმნა ემსახურება საზოგადოებრივი წესრიგისა და ზნეობის დასაცავად კანონით განსაზღვრულ მიზანს, აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში, ხოლო გამოყენებული საშუალებები თანაზომიერია ასეთი მიზნის მისაღწევად.

‼️ იმის გათვალისწინებით, რომ მსახიობებისთვის არ განუმარტავთ, რატომ მოხსნეს როლებიდან ე.ი. უცნობია, არსებობს თუ არა რაიმე ობიექტური გამართლება, თანაც იმ პირობებში, როდესაც ისინი სერიალში საკვანძო როლებს ასრულებდნენ, ვარაუდი, რომ ხელშეკრულება დისკრიმინაციული მოტივით შეწყდა („არ გაგრძელდა“), საფუძვლიანია.

ჩვენ ვიცით, რომ კრისტალბეთის მსგავსი კორპორაციების მხრიდან სახელოვნებო სფეროში ცენზურის შემთხვევები არახალია, აღნიშნული ფაქტი კი მკაფიოდ უსვამს ხაზს სიტუაციის პრობლემურობას. ისედაც მძიმე სოციალურ პირობებში ჩაყენებული ხელოვანები ხშირად ხდებიან სოციალურად უპასუხისმგებლო კომპანიების პიარკამპანიების მსხვერპლნი. დათიაშვილის, ბიბილეიშვილისა და ხაჩიძის პრინციპული პოზიცია სამაგალითოა, მათი გამოხატვის თავისუფლება კი კონსტიტუციითაა გარანტირებული.
მსახიობების სურვილის შესაბამისად, „გილდია“ მათი უფლებების დასაცავად გამოიყენებს საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებულ ყველა სამართლებრივ ინსტრუმენტს

შეგახენებთ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ, 2026 წლის 5 თებერვ...
07/03/2026

შეგახენებთ, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციამ, 2026 წლის 5 თებერვალს, ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე საჯაროდ განაცხადა, რომ სპექტაკლ „DARK WEB“-ის პრემიერა რეჟისორ გეგა გაგნიძის მიერ დაგეგმილი „სუბიექტური პოლიტიკური აქტის“ გამო გააუქმა, ვინაიდან თეატრი ემიჯნება სივრცის „პოლიტიზირებას“, რაც „გილდიას“ შეფასებით, თეატრის მხრიდან, აბსოლუტურად, პოლიტიკური ნიშნით ცენზურისა და დისრკიმინაციის გამოვლინებაა.

ამასთან ერთად, გვინდა აღვნიშნოთ, რომ შექმნილი ვითარების ერთ-ერთი პრობლემური და მიუღებელი ნაწილი არის, თეატრის მიერ დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურების საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, სპექტაკლზე დასაქმებულ პირებს, უკვე შესრულებული სამუშაოს მიუხედავად, არ აქვთ მიღებული შესაბამისი ანაზღაურება. თეატრი თავს არიდებს ფინანსური ვალდებულებების შესრულებას და ადამიანებს უტოვებს აუნაზღაურებელ შრომას. ეს ეწინააღმდეგება როგორც სამართლიანობასა და პროფესიულ ეთიკას, ასევე დადებულ ხელშეკრულებას.

ასევე, ფაქტი, რომ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატულ თეატრმა გეგა გაგნიძესთან და სპექტაკლზე დასაქმებულ სხვა პირებთან ცალმხრივად შეწყვიტა ხელშეკრულებები, ჩვენი შეფასებით, იყო სრულიად უსაფუძვლო. ამასთან, თეატრმა უხეშად დაარღვია ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის სამართლებრივი პროცედურები.

პროფესიული კავშირი „გილდია“ მოუწოდებს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ადმინისტრაციას, შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებები, მათ შორის ფინანსური ვალდებულებები, უზრუნველყოს სპექტაკლზე დასაქმებული ყველა პირის მიერ შესრულებული სამუშაოს შესაბამისი ანაზღაურება, და შეწყვიტოს შრომითი სტანდარტების უგულებელყოფა.

24/02/2026

💬 გიგა ბექაური: "სახელოვნებო სფეროს დარჩა რა?! ან სახელმწიფომ უნდა მისცეს ფული, რომელიც ეუბნება, რომ პოლიტიკურ პოზიციას ნუ გამოხატავ, და შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ აღარ უნდა ილაპარაკო, მაგალითად, ანტიგონეზე, იმიტომ, რომ გამოდის, რომ საუბრობ დიქტატურაზე. მაკბეტი აღარ უნდა დადგა, იმიტომ, რომ გამოდის, რომ საუბრობ ტირანიაზე."

📌 სრული ეპიზოდი იხილეთ ბმულზე: https://www.youtube.com/watch?v=H62gDzUvigY

‼️ გილდია სოლიდარობას უცხადებს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებს, რომლებიც თეატრის, პროფესიისა და მოქალაქეობრივ...
21/02/2026

‼️ გილდია სოლიდარობას უცხადებს ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის მსახიობებს, რომლებიც თეატრის, პროფესიისა და მოქალაქეობრივი ღირსების დასაცავად საკუთარი ნებით ტოვებენ დასს.

🫆 თეატრიდან წავიდნენ მსახიობები:
კახა კინწურაშვილი, ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, დავით ბეშიტაშვილი, ტასო ჭანტურაია, მანუ თავაძე და ლუკა ჯაფარიძე

19/02/2026

დაიწყო გამოსახლებები, გააზიარეთ და არ დავუშვათ კიდევ ერთი ოჯახის ქუჩაში დატოვება.

თბს ბანკი -

საქართველოს ბანკი -

მიმღები - მარიამ შურღაია

გილდია ეხმიანება სპექტაკლის გაუქმების შესახებ ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას! 5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ...
09/02/2026

გილდია ეხმიანება სპექტაკლის გაუქმების შესახებ ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილებას!

5 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ბათუმის დრამატული თეატრის ხელმძღვანელობამ გააუქმა რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლი “Dark Web”, მიზეზად კი მიუთითა, თითქოს ხელმძღვანელობამ შეიტყო, სპექტაკლის დროს რეჟისორი აპირებდა „სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას“ და თეატრი „კატეგორიულად ემიჯნება თეატრის სივრცის პოლიტიზირებას.“

საქართველოს კონსტიტუციის მე-20 მუხლის თანახმად, შემოქმედების თავისუფლება უზრუნველყოფილია. შემოქმედებით პროცესში ჩარევა და შემოქმედებითი საქმიანობის სფეროს ცენზურა დაუშვებელია. კონსტიტუციის ტექსტი, ბევრი სხვა უფლებისგან განსხვავებით, რომელთა შეზღუდვასაც უშვებს, შემოქმედებითი თავისუფლების მიმართ კატეგორიულია და კრძალვას ცენზურას.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ, გაუგებარია, რა და ვისგან გაიგო თეატრის ხელმძღვანელობამ, როდესაც ე.წ. „ჩაბარებაც“ კი არ ჩატარებულა, ანუ სპექტაკლის თეატრისთვის წარდგენის დაგემილი ღონისძიებაც „ჩაიშალა“, ასევე გაუგებარია რას ნიშნავს, „რეჟისორი აპირებდა სუბიექტური პოლიტიკური აქტის განხორციელებას.“ ვარაუდის გამო უფლების შეზღუდვა არათუ კონსტიტუციურ, არამედ არავითარი საღი აზრის ჩარჩოში არ თავსდება და წარმოადგენს თვითნებობას, შემოქმედებით თავისუფლებაში უხეშ ჩარევას, კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვას, კანონის უზენაესობის პრინციპის უგულებელყოფასა და დემოკრატიის სიკვდილს თეატრში.

თეატრი იმთავითვე ჩამოყალიბდა დემოკრატიულ ინსტიტუტად ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. თეატრი უბრალოდ ვერ იარსებებს მშრომელების და მაყურებლის გარეშე. ხალხს კი აქვს სხვადასხვა ინტერესი, მათ შორის, ინტერესი ვიწრო ან ფართო გაგებით პოლიტიკური საკითხების მიმართ, სოციალური საკითხების მიმართ და ა.შ. თეატრის სცენაზე თამაშდება რეალური ან გამოგონილი ისტორიები, რომლებიც თავისთავად შეიცავს კომპლექსური ადამიანური ყოფის მრავალფეროვან თავისებურებებს. ადამიანები არიან არა მხოლოდ მაყურებლები, არამედ მსახიობები და რეჟისორებიც, მაყურებლების მსგავსად მათაც აქვთ აზრები და მათი გამოხატვის როგორც სურვილი, ისე უფლება.

რომც ჩავთვალოთ, რეჟისორი მართლაც აპირებდა სპექტაკლში პოლიტიკური საკითხს შეხებოდა, საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად, აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ კანონის შესაბამისად, დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველსაყოფად, სხვათა უფლებების დასაცავად, კონფიდენციალურად აღიარებული ინფორმაციის გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად ან სასამართლოს დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად. ეს ჩანაწერი იმას ნიშნავს, რომ სხვა არცერთი საფუძვლით არ შეიძლება აზრის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. თეატრის განცხადებაში ერთადერთი, რაც იკითხება, შეზღუდვის მიზეზი არის ის, რომ „თეატრი ემიჯნება თეატრალური სივრცის პოლიტიზირებას.“ ე.ი. კონსტიტუციურ უფლებას ზღუდავს საკუთარი ახირების გამო.

ბათუმის დრამატული თეატრის გადაწყვეტილება, გააუქმოს სპექტაკლი, არის საგანგაშო აქტი! გილდია მკაცრად გმობს ამ თვითნებობას და მოუწოდებს სახალხო დამცველს, დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ფაქტზე! გილდია საჭიროების შემთხვევაში სასამართლოშიც დაიცავს რეჟისორის უფლებებს.

Update - თანხა შეგროვდა ❤️
05/02/2026

Update - თანხა შეგროვდა ❤️

❗️ხვალ, 5 თებერვალს, 12:00 საათზე ანდრო ჭიჭინაძის, რეზო კიკნაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო ა...
04/02/2026

❗️ხვალ, 5 თებერვალს, 12:00 საათზე ანდრო ჭიჭინაძის, რეზო კიკნაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილისა და სერგეი კუხარჩუკის პროცესია სააპელაციო სასამართლოში.

თამრი ოხიკიანის საქმეზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ საავტორო უფლებების დარღვევა დაადგინა!2023 წელს ფოთის სახელმწიფო თეატ...
26/01/2026

თამრი ოხიკიანის საქმეზე, ფოთის საქალაქო სასამართლომ საავტორო უფლებების დარღვევა დაადგინა!

2023 წელს ფოთის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რეჟისორმა საბა ასლამაზიშვილმა თავის სპექტაკლში “ყვარყვარე” უნებართვოდ გამოიყენა მხატვარ/სცენოგრაფ თამრი ოხიკიანის ნამუშევარი იმგვარად, რომ ნამუშევარი უხეშად შეცვალა, ჩვენი შეხულებით კი, დააზიანა.

ამ საკითხზე, 2 წლიანი დავის შემდეგ, ფოთის საქალაქო სასამართლომ თამრი ოხიკიანის საავტორო უფლების დარღვევა დაადგინა.

თამრი ოხიკიანის ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ელისაბედ შენგელია გილდიასთან ერთად წარმოადგენდა.

Address

Vazha-Phshavela 1/43
Tbilisi
0160

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when გილდია • Guild posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to გილდია • Guild:

Share

Category