22/05/2026
საქართველოს გულის ფონდის სახელით, გულითადად ვულოცავთ 80 წლის იუბილეს საქართველოს გულის ფონდის პრეზიდენტს, ქართული კარდიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებელს, ბატონ მერაბ მამაცაშვილს.
გვინდა უდიდესი მადლობა გადავუხადოთ კარდიოლოგიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ამ სფეროში ახალი თაობების აღზრდისა და პროფესიული განვითარების ხელშეწყობისთვის, ასევე ჯანმრთელი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში გაწეული მრავალწლიანი და ფასდაუდებელი საქმიანობისთვის.
ბატონო მერაბ, გისურვებთ ჯანმრთელობას, მხნეობას, დიდხანს სიცოცხლეს და კიდევ მრავალ წარმატებულ წელს ქართული მედიცინისა და საზოგადოების სამსახურში.