საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი

საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი ღირსეული შრომითი გარემო

📢 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე —...
19/06/2026

📢 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.

📍 ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ და Expertise France-ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორმა ოდრიუს ბიტინასმა.

📍 შეხვედრაში მონაწილეობდნენ შპს თბილისის მიკრო ავტობუსის წარმომადგენლები

📍 განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმებების მნიშვნელობაზე, მათ სპეციფიკასა და პრაქტიკულ განსხვავებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კოლექტიური ხელშეკრულებების როლზე დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესში, ასევე პროფესიული კავშირების საქმიანობაზე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

📍 მონაწილეებმა იმსჯელეს შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და დასაქმებულთა ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის მექანიზმებზე.

📍 შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

📢 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე —...
19/06/2026

📢 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.

📍 ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტმა ლავრენტი ალანიამ და Expertise France-ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორმა.

📍 შეხვედრაში მონაწილეობდნენ შპს „სანიტარის“ წარმომადგენლები.

📍 განხილვის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმებების მნიშვნელობაზე, მათ სპეციფიკასა და პრაქტიკულ განსხვავებებზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა კოლექტიური ხელშეკრულებების როლზე დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესების პროცესში, ასევე პროფესიული კავშირების საქმიანობაზე შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით.

📍 მონაწილეებმა იმსჯელეს შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და დასაქმებულთა ინტერესების ეფექტიანი წარმომადგენლობის მექანიზმებზე.

📍 შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

 #ესდღეჩვენია
26/05/2026

#ესდღეჩვენია

📢 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება ერთიანი მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის კიდევ ერთ ისტორიულ გამ...
22/05/2026

📢 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება ეხმიანება ერთიანი მსოფლიო პროფკავშირული მოძრაობის კიდევ ერთ ისტორიულ გამარჯვებას!-მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ დაადასტურა, რომ გაფიცვის უფლება არის გაერთიანების თავისუფლების განუყოფელი ნაწილი და დაცულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №87 ფუნდამენტური კონვენციით -„გაერთიანების თავისუფლებისა და ორგანიზების უფლების დაცვის შესახებ.
📌 ამ გადაწყვეტილებამ წერტილი დაუსვა ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე დავას, რომელიც დამსაქმებელთა ჯგუფმა 2012 წელს წამოიწყო იმ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც შსო-ს ზედამხედველმა ორგანოებმა და ასევე არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ და სასამართლომ დიდი ხნის წინ გადაწყვიტეს:
🙌 გაფიცვა არის გაერთიანების თავისუფლების ნაწილი და შესაბამისად, მშრომელთა ფუნდამენტური უფლება.
📍 მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება გააძლიერებს მსოფლიოს ყველა დასაქმებულს და პროფკავშირს და საშუალებას მისცემს მათ ეფექტურად გამოიყენონ გაფიცვის უფლება შრომითი უფლებების დაცვის და სამუშაო პიროების გასაუმჯობესებლად.
📍 ეს არის ძლიერი ინსტრუმენტი იმ თანამედროვე ტენდეციების წინააღმდეგ, რომლებიც ორიენტირებულები არიან გაფიცვის უფლების შეზღუდვაზე, მისი ორგანიზების სისხლის სამართლის წესით დასჯაზე და მის აკრძალვაზეც კი.
🇬🇪 ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, დღემდე ქართველ მშრომელებს არა აქვთ სოლიდარული გაფიცვის უფლება, რაც მნიშვნელვნად ასუსტებს მათ ბრძოლებს ღირსეული სამუშაო პირობებისთვის!

19/05/2026
📢 სოციალური დიალოგი და თანამშრომლობა — დასაქმებულთა ინტერესებისთვისსოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ფარგლებ...
18/05/2026

📢 სოციალური დიალოგი და თანამშრომლობა — დასაქმებულთა ინტერესებისთვის

სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილი და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები — გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ავტობუსების დირექტორი პაატა ბეჟანიშვილი, მონიტორინგის სამსახურის დირექტორი მალხაზ ჩარკვიანი და მეტროპოლიტენის დირექტორი გია ხუცურაული შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებს.

🤝 შეხვედრაზე განიხილეს:
▪️ დასაქმებულთა შრომითი პირობები
▪️ სამუშაო გარემოს გაუმჯობესების გზები
▪️ თანამშრომლებსა და დამსაქმებელს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სოციალური დიალოგის როლზე, როგორც სტაბილური და სამართლიანი შრომითი ურთიერთობების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზე.

📌 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს დასაქმებულთა საჭიროებების უკეთ გაგებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.📢 სოციალური დიალოგი და თანამშრომლობა — დასაქმებულთა ინტერესებისთვის

სოციალური დიალოგისა და სოციალური პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირების პრეზიდენტი ლავრენტი ალანია თბილისის მეტროპოლიტენის მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ბესიკ ხარატიშვილი და სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლები — გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი, ავტობუსების დირექტორი პაატა ბეჟანიშვილი, მონიტორინგის სამსახურის დირექტორი მალხაზ ჩარკვიანი და მეტროპოლიტენის დირექტორი გია ხუცურაული შეხვდნენ სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულებს.

🤝 შეხვედრაზე განიხილეს:
▪️ დასაქმებულთა შრომითი პირობები
▪️ სამუშაო გარემოს გაუმჯობესების გზები
▪️ თანამშრომლებსა და დამსაქმებელს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობა

მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს სოციალური დიალოგის როლზე, როგორც სტაბილური და სამართლიანი შრომითი ურთიერთობების უზრუნველყოფის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტზე.

📌 მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს დასაქმებულთა საჭიროებების უკეთ გაგებას და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას.
შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

📢 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებასაქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატ...
15/05/2026

📢 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2026 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით, ა.ბ.-ს სარჩელი ლავრენტი ალანიას მიმართ პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

საქმე ეხებოდა ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას. შეგახსენებთ, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2023 წლის 26 დეკემბერს სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და მოპასუხეს დააკისრა ინფორმაციის გამოქვეყნება და 500 ლარის გადახდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2025 წლის 23 ივნისს, თუმცა საკასაციო ეტაპზე, უზენაესმა სასამართლომ საქმე სხვაგვარად შეაფასა.

საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო განცხადება შეეხებოდა საჯარო პირს და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხს, ასევე ეფუძნებოდა უკვე გავრცელებულ ინფორმაციას. ამასთან, არ დადასტურდა, რომ მოპასუხემ იცოდა ინფორმაციის მცდარობის შესახებ ან გამოიჩინა უხეში დაუდევრობა.

📌 შედეგად:
▪️ გაუქმდა სააპელაციო სასამართლოს განჩინების ნაწილები
▪️ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება
▪️ ა.ბ.-ს დაეკისრა 450 ლარის გადახდა ლავრენტი ალანიას სასარგებლოდ (სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება)

➡️ აღნიშნული გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სიტყვის თავისუფლებასა და მნიშვნელობას სამართლებრივ სივრცეში
Levan Khvingia Tamar Surmava Lavrenti Alania

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ ხალხს ახალი პატრიარქის არჩევას!დაე, სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო III-ს  მსახურებ...
11/05/2026

ვულოცავ საქართველოს მართლმადიდებელ ხალხს ახალი პატრიარქის არჩევას!
დაე, სრულიად საქართველოს პატრიარქი შიო III-ს მსახურება იყოს სიბრძნით, სულიერი ძალით, მოწყალებით გამორჩეული და უწმინდესი პატრიარქის ილია II-ს და ღვთისმშობლის პირველი წილხვედრი ქვეყნის ღირსი!
ვუსურვებ მის უწმინდესობა პატრიარქ შიოს, რომ მისი ხელმძღვანელობით გაძლიერდეს რწმენა, ერთიანობა და სიყვარული ადამიანების გულებში, ხოლო ეკლესია კვლავ დარჩეს საყრდენად ყველასთვის, ვინც სულიერ გზასა და მხარდაჭერას ეძებს.
დაე, შიო III-ის პერიოდი გახდეს მშვიდობის, თანხმობისა და კეთილი ცვლილებების დრო!
ღირსია! ἄξιος! Axios!

Address

ვაჟა ფშაველას 1 შესახვევი 1/43
Tbilisi
0162

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 19:00
Wednesday 10:00 - 19:00
Thursday 10:00 - 19:00
Friday 10:00 - 19:00
Saturday 10:00 - 15:00
Sunday 10:00 - 15:00

Telephone

+995591013141

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირი:

Share

Category