მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union

მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union პროფესიული კავშირი
Trade Union
(1)

უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში📣 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახ...
28/10/2025

უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში

📣 31 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნის ასისტენტ-პროფესორ ნიკოლოზ წიქარიძის ხელმძღვანელობით 2016-2025 წლებში მოქმედი სამეცნიერო გუნდი „პლეისტოცენის გარდატეხები კავკასიაში: ჰომინინები, გარემო და კულტურა” (PTC – “Pleistocene Turnovers in the Caucasus: Hominins, Environment, and Culture”) წარადგენს არქეოლოგიური და პალეობიოლოგიური კვლევის ანგარიშს.

📝 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ცუცხვათის, საკაჟიას, ორთვალას და წოფის მღვიმეებში ჩატარებული უახლესი და გარდამტეხი აღმოჩენები ნეანდერტალელთა და ანატომიურად თანამედროვე ადამიანთა გავრცელების შესახებ.

📚 დამსწრეები ასევე გაეცნობიან ახალ სამეცნიერო პუბლიკაციებსა და კვლევის შედეგებს, მიმდინარე სამეცნიერო ლანდშაფტს, საერთაშორისო თანამშრომლობისა და სამომავლო პერსპექტივებს.

📌 კვლევები განხორციელდა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის, ლუის ლიკისა და გერდა ჰენკელის სამეცნიერო ფონდების, საფრანგეთის ეროვნული სამეცნიერო კვლევების ცენტრის (CNRS) მხარდაჭერითა და საზოგადოებრივი შემოწირულობებით.

🌐 სამუშაო ენა: ქართული

📅 დრო: 31 ოქტომბერი, 12:00 საათი

📍 ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

🔗 დამატებითი ინფორმაციისთვის: https://shorturl.at/38e1R

მოხარული ვართ, გაცნობოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინააღმდეგ მოპოვებული მორიგი მნიშვნელოვანი სამართ...
14/05/2025

მოხარული ვართ, გაცნობოთ თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინააღმდეგ მოპოვებული მორიგი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ თბილისი ოპერისა და ბალეტის თეატრის დირექტორმა ბადრი მაისურაძემ, გაფიცვის მიზეზით, ჩვენი მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union-ის წევრები სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

რამდენიმე თვის წინ, თბილისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ ცნო თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან სამი გაფიცული თანამშრომლის სამსახურიდან გათავისუფლება. თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკისრა დამსაქმებელს მათთვის კუთვნილი კომპენსაციისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ჩვენ მიერ აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. სასიხარულოა, რომ სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ჩვენი არგუმენტაცია, შესაბამისად დამსაქმებელს დააკისრა როგორც კომპენსაციის, ასევე იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.

ბრძოლა გრძელდება!

Tbilisi Opera and Ballet State Theatre

საქართველოს კულტურის სამინისტრო


fans

03/05/2025
1 მაისი შედგა! ბრძოლა გრძელდება!
03/05/2025

1 მაისი შედგა! ბრძოლა გრძელდება!

02/05/2025

მოუსმინეთ გიგა ბექაურს!

29/04/2025

1 მისს, 19:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე!

29/04/2025

🛑 ჭიათურელები უკვე 2 თვეზე მეტია უწყვეტ პროტესტში არიან. ამ ხნის განმავლობაში, ჩვენ ვუყურებთ "ქართული ოცნების", კომპანიისა და გაერთიანებული პროფკავშირების მხრიდან მაღაროელების საინიციატივო ჯგუფის გაშავების მიზანმიმართულ კამპანიას. 60 დღეა ჩვენ ვუყურებთ ჭიათურელების ურყევ, თანმიმდევრულ, გაუტეხელ პროტესტს.

❌ წუხელ, ღამის 3 საათზე დააკავეს ჭიათურის პროტესტში მონაწილე 4 ადამიანი. ასე ცდილობენ ჭიათურის პროტესტის ჩახშობას, ასე უნდათ სოციალური პროტესტების გაქრობა ქვეყანაში.

✊ ჩვენი ვალია გვერდში დავუდგეთ მედგარ ჭიათურელებს და 1 მაისს კიდევ ერთხელ და ხმამაღლა დავდგეთ მხარდამხარ ჭიათურაში!

✊ გელოდებით, 1 მაისს, 13:00 - საათზე, ჭიათურაში!

#ერთმანეთისმხარდამხარ

Address

Abashidze
Tbilisi
0162

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მეცნიერების, განათლებისა და კულტურის პროფკავშირი - SEC Workers Union:

Share

Category