Khatuna Bregvadze / ხათუნა ბრეგვაძე

Khatuna Bregvadze / ხათუნა ბრეგვაძე შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი / ტრენერი

ზოგი დღე უბრალოდ დღეა…ზოგი კი — ემოცია, რომელიც დიდხანს გრჩება გულში...გზა, რომელიც კომპანია ,,ბაუსეიფტთან” ერთად გავიარ...
30/03/2026

ზოგი დღე უბრალოდ დღეა…
ზოგი კი — ემოცია, რომელიც დიდხანს გრჩება გულში...
გზა, რომელიც კომპანია ,,ბაუსეიფტთან” ერთად გავიარე, არ იყო უბრალოდ დრო და მანძილი, ამ კომპანიის შემოქმედ ადამიანებთან ერთად განხორციელებული პროექტები სიამაყით მავსებს. თამამად შემიძლია ვთქვა, დღეს, ის პოზიციონირებს როგორც პროფესიონალთა გუნდი. როცა პატივს სცემ მომხმარებლის ინტერესებს და რეალურად ცდილობ დაიცვა ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა - შენ უბრალოდ კომპანია აღარ ხარ, შენ პროფესიონალი ხარ! რის გამოც, უფრო საპატიო ადგილი გიჭირავს შრომის ბაზარზე.
განვლილი ცხოვრების მანძილზე რამდენი დიპლომი და სერტფიკატიც მაქვს, ჩემთვის ყველაზე ღირებული სწორედ ეს არის, ,, მხარდაჭერის, თანადგომისა და მეგობრობისთვის”. ასეთი მომენტები გახსენებს, რომ ყველაზე დიდი მიღწევა ადამიანებთან კავშირია.
მთელი გულით მინდა გადავუხადო მადლობა კომპანია ,,ბაუსეიფტის” გუნდს, განსაკუთრებით მის დირექტორს ზურაბ გელაშვილს.
მინდა ვუსურვო წარმატებები და წარმატებები, პროფესიულ საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში.
უდიდესი მადლობა ტრენინგის ,,კორპორატიული იმიჯის შექმნის ხელოვნება”, ავტორს ქალბატონ მარიამ კვიციანს და თითოეულ მონაწილეს. ეს იყო შთამბეჭდავი და ძალიან საინტერესო 5 საათი. თავმოყრა ყველა იმ უნარის, რომელსაც ერთდროულად ასე იშვიათად ვიყენებთ ადამიანები.
მადლობა თქვენ მეგობრობისთვის!
28 მარტი

😊😇😊
15/03/2026

😊😇😊

12/02/2026

ქალაქი რუსთავი, მომავალი შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების ჯგუფი.
ბევრი წელია უკვე ამ ტრენინგებს ვატარებ და ამას არ ვაკეთებ მხოლოდ ანაზღაურების გამო, რადგან ეს საქმე ძალიან მიყვარს და მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია. ბევრი საინტერესო ჯგუფი მყოლია, მაგარამ ეს გუნდი (შეგნებულად ვუწოდებ ამ ადამიანებს ,,გუნდს" :) ) იმდენად გამორჩეული იყო, არ შემიძლია არ აღვნიშნო და მადლობა არ გადავუხადო. ჩართულები, მოტივირებულები და პოზიტიურები. მადლობა თქვენ თანამშრომლობისთვის

აი, მესმის სერტიფიკატი 😉😅😇
24/01/2026

აი, მესმის სერტიფიკატი 😉😅😇

08/12/2025
ხშირად დასმული საინტერესო კითხვა:- როგორ ჩავატაროთ ეფექტიანად შრომის უსაფრთხოების ტრენინგები?უკვე ბევრჯერ ნათქვამი მიზეზ...
12/11/2025

ხშირად დასმული საინტერესო კითხვა:
- როგორ ჩავატაროთ ეფექტიანად შრომის უსაფრთხოების ტრენინგები?
უკვე ბევრჯერ ნათქვამი მიზეზები:
👉 1. თანამშრომლების დამოკიდებულება აღნიშნულ ტრენინგებთან დაკავშირებით, ისინი ფიქრობენ, რომ ეს სწავლება ფორმალობაა...
👍 - ტრენინგი და პრეზენტაცია დატვირთე ფაქტებით, შეავსე ობიექტზე არსებული დარღვევების ფოტოებით, საჭიროების მიხედვით გამოიყენე სხვა ობიექტის (იდენტური) დარღვევების ნიმუშები...
👉 2. გამოცდილებისა და სამუშაო სტაჟის მიხედვით, თანამშრომლების დამოკიდებულება ტრენერის მიმართ.
👍 - გაიზიარე და გაუზიარე მათი გამოცდილება სხვა თანამშრომლებს. მიეცი საშუალება იმსჯელონ და გადმოსცენ თავისი აზრი გასაგებად. თქვენ კი ეს დაუკავშირეთ არსებულ კანონმდებლობას.
👉 3. ეფექტიანი კომუნიკაციის მეთოდების უგულებელყოფა.
👍 - ეს არის გასაღები, რომელიც ეფექტიანი ტრენინგისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. მარტივი სასაუბრო ენა, მარტივი და ადვილად გასაგები წინადადებები, თვალით კონტაქტი ყველა მონაწილესთან, პოზიტიური განწყობა და იუმორიც კი მცირე დოზით. ამ ყველაფერს ხელს უწყობს კომფორტული გარემო.
ეს არის სამი ძირითადი პრობლემა, რომელსაც ხშირად ტრენერი აწყდება მუშაობის დროს.
წარმატებები თქვენს საქმიანობაში!

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
18:00 - 19:00
Tuesday 09:00 - 17:00
18:00 - 19:00
Wednesday 09:00 - 17:00
18:00 - 19:00
Thursday 09:00 - 17:00
18:00 - 19:00
Friday 09:00 - 17:00
18:00 - 19:00

Telephone

+995551532525

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Khatuna Bregvadze / ხათუნა ბრეგვაძე posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Khatuna Bregvadze / ხათუნა ბრეგვაძე:

Share

Category