18/06/2026
For English scroll down ⬇️
🇪🇺 ევროპარლამენტის მწვავე შეფასება ჭიათურაში არსებულ შრომით და ეკოლოგიურ კრიზისზე.
ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ უახლეს რეზოლუციის პროექტში საგანგებო ყურადღება დაუთმო ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების შედეგად შექმნილ მძიმე მდგომარეობას. ევროპული ინსტიტუტები პირდაპირ მიუთითებენ შრომითი უფლებების დარღვევებსა და დასაქმებულთა დაშინების ფაქტებზე.
📌 რა წერია დასკვნაში ჭიათურის შესახებ?
შრომითი უფლებების უხეში დარღვევა და ეკოლოგიური ზიანი: ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირის ბაზრისთვის მანგანუმის მოპოვებამ გამოიწვია მეწყრული პროცესები, მდინარე ყვირილასა და მიმდებარე ტერიტორიების დაბინძურება და რაც მთავარია — მკვეთრად დაარღვია მაღაროელთა შრომითი უფლებები.
🔹 რეპრესიები პროტესტის მონაწილეებზე:
ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას იმის გამო, რომ მაღაროელები და აქტივისტები, რომლებიც აპროტესტებენ ამ მანკიერ პროცესებს, განიცდიან საქართველოს ხელისუფლების მხრიდან თვალთვალს, დაშინებასა და უკანონო დაკავებებს.
🔹 ევროპული კომპანიების ვალდებულება:
ევროპარლამენტი მოითხოვს ევროკავშირის „კორპორაციული მდგრადობის დირექტივის“ (CSDDD) ამოქმედებას. ეს ნიშნავს, რომ ევროპული კომპანიები, რომლებიც ყიდულობენ ჭიათურის მანგანუმს, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ღირსეული სამუშაო პირობები, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვა მიწოდების მთელ ჯაჭვში.
🔹 მოწოდება მთავრობას:
ევროპარლამენტი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოში შრომის უფლებების უკუსვლას და მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) კონვენციები, ევროპის სოციალური ქარტია და უზრუნველყოს უსაფრთხო სამუშაო გარემო.
🇪🇺 European Parliament Raises Serious Concerns Over Labour and Environmental Crisis in Chiatura.
In its latest draft resolution on Georgia, the European Parliament has given special attention to the severe labour and environmental conditions in Chiatura caused by manganese extraction. European institutions directly point to violations of workers’ rights and cases of intimidation against employees.
📌 What does the resolution say about Chiatura?
🔹 Serious Labour Rights Violations and Environmental Damage.
The report highlights that manganese extraction for the EU market has contributed to landslides, pollution of the Kvirila River and surrounding areas, and, most importantly, significant violations of miners’ labour rights.
🔹 Repression Against Protesters.
The European Parliament expresses concern that miners and activists protesting these harmful practices have been subjected to surveillance, intimidation, and unlawful detentions by the Georgian authorities.
🔹 Responsibilities of European Companies.
The Parliament calls for the implementation of the EU Corporate Sustainability Due Diligence Directive (CSDDD). This would require European companies purchasing manganese from Chiatura to ensure decent working conditions, respect for human rights, and environmental protection throughout their supply chains.
🔹 Call to the Georgian Government.
The European Parliament strongly opposes the deterioration of labour rights in Georgia and urges the authorities to uphold International Labour Organization (ILO) conventions, respect the European Social Charter, and guarantee safe and healthy working conditions for all workers.
#მაღაროელი #დამოუკიდებელი #პროფესიულიკავშირი #კონფედერაცია #ევროპარლამენტი