28/03/2026
🧪🧫28 მარტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, თსსუ-ის, ივანე თარხნიშვილის სახელობის სტუდენტთა სამეცნიერო საზოგადოებისა და საქართველოს ლაბორატორიული მედიცინის მართვისა და განვითარების ასოციაციის(MDLM) ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია—„ლაბორატორიული მედიცინის სწავლების მეთოდოლოგიისა და კლინიკური პრაქტიკის თანამედროვე ტენდენციები და სამომავლო პერსპექტივები“
🔷 ამავე კონფერენციაზე ძირითადი კონფერენციის პარალელურად ჩატარდა ახლგაზრდა მეცნიერთა სესია
🔷ახალგაზრდა მეცნიერთა სესია გახსნეს
მინოდორა დობრეანუმ(MD, PHD, პროფესორი,ლაბორატორიული
მედიცინის, კლინიკური ბიოქიმიისა და იმუნოლოგიის დეპარტამენტი, ტირგუ-მურეშის მედიცინის ფარმაციის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი(რუმინეთი)) და აბდურაჰმან ჯოშკუნმა(MD, PHD, პროფესორი, კლინიკური ბიოქიმიის დეპარტამენტი, აჯიბადემის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა(თურქეთი), ევროპის ლაბორატორიული მედიცინის საბჭოს ფედერაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი). მოწვეულმა სტუმრებმა განიხილეს დარგთაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობა და ის პრაქტიკული ასპექტები, რაც რუმინეთისა და თურქეთის წამყვან სამედიცინო სკოლებში კვლევის ხარისხის გარანტია.
🔹სხვადასხვა უნივერსიტეტის ქართველმა და უცხოელმა სტუდენტებმა, რეზიდენტებმა და ექიმებმა წარადგინეს მოხსენებები ლაბორატორიული მედიცინის უახლეს სამედიცინო მიღწევებსა და გამოწვევებზე. ამ პროცესმა ხელი შეუწყო პროფესიული დისკუსიის წარმართვასა მომხსენებლებსა და მსმენელებს შორის, რაც სამომავლო საქმიანობის მნიშვნელოვანი წინაპირობაა
🔹ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები.
მადლობა თითოეულ მომხსენებელს აქტიური ჩართულობისა და საინტერესო დისკუსიებისთვის! 🎓✨
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი • Tbilisi State Medical University