GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება

GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება დასაქმებულთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია The Georgian Trade Unions Confederation (GTUC) unites 21 sectoral trade unions and 150,000 members.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 1992 წელს შეიქმნა. მისი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, განსხვავებული იყო დასაქმებულთა უფლებების დაცვის კუთხით მიღწეული შედეგები, ისევე როგორც ორგანიზაციის დემოკრატიულობის და დამოუკიდებლობის ხარისხი. 2006 წლიდან, ორგანიზაცია სრულად გათავისუფლდა პოლიტიკური და ცალკეულ ინტერესეთა ჯგუფების გავლენისაგან და დღემდე, მისი საქმიანობის მთავარ ქვაკუთხედს წარ

მოადგენს მმართველობის დემოკრატიული პრინციპები, საქმიანობის ტრანსფარენტულობა და ანაგრიშვალდებულება საკუთარი წევრების, საქართველოს საზოგადოებისა და საერთაშორისო ცივილიზებული სამყაროს წინაშე.
საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებაში აერთიანებს 21 დარგობროვ პროფესიულ კავშირს, რომელსაც ჰყავს 150 000-მდე წევრი.

გაერთიანების უმაღლესი მმართველი ორგანოა საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა, სადაც 4 (ოთხ) წელიწადში ერთხელ ხდება გაერთიანების თავმჯდომარის არჩევა. ყრილობებს შორის პერიოდში გაერთიანების მმართველი ორგანოა „გამგეობა“, რომლის შემადგენლობაში შედის გაერთიანებაში შემავალი ყველა დარგობრივი პროფკავშირის ხელმძღვანელი ან მათი დელეგირებული პირები. გაერთიანების უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოა საკონტროლო-სარევიზიო კომისია.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება 2006 წლიდან არის პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის (ITUC) და პან-ევროპული რეგიონალური საბჭოს (PERC) დამფუძნებელი და წევრი ორგანიზაცია.

-----
The Georgian Trade Unions Confederation (GTUC) was established in 1992. At various stages of its development, the results achieved in the protection of workers’ rights, as well as the quality of democracy and independence of the organization varied. Since 2006, the organization has completely shaken off the influence of political and individual interest groups, and to this day, the core principle of its activities is democratic principles of governance, transparency and accountability of activities before its members, Georgian society and international civilized world. The highest governing body is the congress, where the president of the confederation is elected in every four years. During the period between the congresses, the governing body is “the Board” that consists of leaders of all sectoral trade unions or their delegated representatives. The highest supervisory body of the confederation is the control and revision commission. The Georgian Trade Unions Confederation (GTUC) has been a founding member and an affiliate organization of the International Trade Union Confederation (ITUC) and Pan-European Regional Council (PERC) since 2006.

🔻 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე —...
23/06/2026

🔻 საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფესიული კავშირის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს შეხვედრაში თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.

🔻 შეხვედრას, რომელსაც ესწრებოდნენ თბილისის მიკროავტუბესებში დასაქმებულები და შპს სანიტარის დასაქმებულები და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, ხელმძღვანელობდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების გენერალური მდივნის მოადგილე ლავრენტი ალანია და Expertise France-ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორი ოდრიუს ბიტინასი.

🔻 შეხვედრაზე განიხილეს ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმებების მნიშვნელობა, მათი პრაქტიკული განსხვავებები და კოლექტიური ხელშეკრულებების როლი დასაქმებულთა შრომითი და სოციალური პირობების გაუმჯობესებაში.

🔻 მონაწილეებმა ასევე იმსჯელეს შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებზე, სოციალური დიალოგის მნიშვნელობასა და პროფესიული კავშირების როლზე დასაქმებულთა ინტერესების ეფექტიან წარმომადგენლობაში.

🔻 ღონისძიება გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

📚 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სკოლა „ალბიონის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.🔻 შეხვედრის ფა...
23/06/2026

📚 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სკოლა „ალბიონის“ მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს შეხვდა.

🔻 შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებს ჩაუტარდათ საინფორმაციო სემინარი არასრულწლოვანთა შრომითი უფლებების, სეზონური დასაქმების სამართლებრივი ასპექტებისა და შრომითი უფლებების დარღვევის შემთხვევაში მათი დაცვის მექანიზმების შესახებ.

🔻 სემინარს უძღვებოდნენ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების აპარატის უფროსი ნატო ნათენაძე, იურისტი ლევან ხვინგია და ახალგაზრდული მიმართულების კოორდინატორი ელენე ჯოხარიძე.

🔻 შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა და მოსწავლეების აქტიური ჩართულობით გამოირჩეოდა.

🔻 ღონისძიება გაიმართა LRDR პროექტის ფარგლებში, რომელსაც საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება (GTUC) ავსტრიის პროფკავშირების ფედერაციის (ÖGB) მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება შრომითი უფლებების შესახებ.

🔻 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული ...
18/06/2026

🔻 გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრსა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი თემაზე — „საჯარო სამსახური, სამართლებრივი და შრომითი ასპექტები“.

🔻 ტრენინგის მიზანი იყო მონაწილეებისთვის საჯარო სამსახურთან დაკავშირებული სამართლებრივი და შრომითი საკითხების შესახებ პრაქტიკული ცოდნის გაზიარება, ასევე იმ ძირითადი რეგულაციებისა და მიდგომების განხილვა, რომლებიც მნიშვნელოვანია საჯარო სექტორში დასაქმებული პირების ყოველდღიურ საქმიანობაში.

📍 შეხვედრის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შრომითი უფლებების დაცვას, საჯარო სამსახურში მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებსა და დასაქმებულთა პროფესიული განვითარების ხელშემწყობ მექანიზმებს.

🔻 15 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების...
16/06/2026

🔻 15 ივნისს, საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტ GIU-ს სამართლის სკოლის, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და Expertise France-ის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა შრომითი დავის თემაზე იმიტირებული სასამართლო პროცესი, რომელშიც GIU-ს სტუდენტები მონაწილეობდნენ.

🔻 პროცესის ფარგლებში მონაწილეებმა შრომის სამართლის აქტუალურ საკითხებზე იმსჯელეს და რეალურ სასამართლო პროცესთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში წარმოაჩინეს სამართლებრივი ანალიზის, არგუმენტაციისა და პროფესიული კომუნიკაციის უნარები.

🔻 ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები. პროცესის დასრულების შემდეგ მონაწილეებს საერთაშორისო სერტიფიკატები გადაეცათ,

📌 ღონისძიება გაიმართა Expertise France-ის მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

#შრომისსამართალი #შრომითიუფლებები

🇬🇪საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ „პლატფორმულ ეკონო...
15/06/2026

🇬🇪საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება მიესალმება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ „პლატფორმულ ეკონომიკაში ღირსეული შრომის შესახებ“ 2026 წლის კონვენციის მიღებას.

🔻 ეს არის პლატფორმის დასაქმებულებისთვის შექმნილი პირველი გლობალური შრომითი სტანდარტი, რომელიც აძლიერებს შრომითი უფლებების დაცვას, კოლექტიური მოლაპარაკებების შესაძლებლობას, ალგორითმული მართვის გამჭვირვალობას, სოციალური დაცვის ხელმისაწვდომობასა და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.

🔻 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად იყო ჩართული კონვენციის შემუშავებისა და მიღების პროცესში და მომავალშიც გააგრძელებს პლატფორმულ ეკონომიკაში დასაქმებულთა უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას.

ვრცლად 👇
https://gtuc.ge/დასაქმებულთა-დაცვის-პირვ/

📢 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ,,ევროპის უნივერსიტეტის’’  სტუდენტებისთვის საჯარო დისკუსია გამართა თემა...
11/06/2026

📢 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ სტუდენტებისთვის საჯარო დისკუსია გამართა თემაზე — „ინდივიდუალური და კოლექტიური შეთანხმება“.

📍 ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნეს Expertise France - ის ტექნიკური დახმარების კოორდინატორმა ოდრიუს ბიტინასმა, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების პრეზიდენტმა რაისა ლიპარტელიანმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შრომის სამართლის კომიტეტის თავმჯდომარემ, ასევე ,,ევროპის უნივერსიტეტის’’ მოწვეულმა ლექტორმა თამარ გაბისონიამ.

📍 დისკუსიის ფარგლებში მომხსენებლებმა — რაისა ლიპარტელიანმა და თამარ გაბისონიამ — ისაუბრეს კოლექტიური და ინდივიდუალური შეთანხმებების სპეციფიკასა და განსხვავებებზე. დამატებით, განხილულ იქნა პროფესიული კავშირების მიერ წარმოებული სამართლებრივი პრაქტიკა კოლექტიური ხელშეკრულებების შედეგად გაუმჯობესებულ შრომით და სოციალურ პირობებთან დაკავშირებით. დისკუსია შეეხო შრომითი უფლებების დაცვის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, ასევე დასაქმებულთა ინტერესების წარმომადგენლობის ეფექტიან მექანიზმებს.

📍 შეხვედრა გაიმართა Expertise France-თან თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის — „ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საქართველოში“ — ფარგლებში.

🇺🇸 AFL-CIO-ს 30-ე კონსტიტუციურ ყრილობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში შრომითი უფლებებისა და პროფკავშირული თ...
10/06/2026

🇺🇸 AFL-CIO-ს 30-ე კონსტიტუციურ ყრილობაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მსოფლიოში შრომითი უფლებებისა და პროფკავშირული თავისუფლებების დაცვის საკითხებს.

🔻 ყრილობის ფარგლებში დელეგატებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს სოლიდარობა ბელარუსის დამოუკიდებელი პროფკავშირების მიმართ და მოითხოვეს ქვეყანაში შრომითი და პროფკავშირული უფლებების სრულფასოვანი აღდგენა.

🔻 ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება — ჯორჯ მინისა და ლეინ კირკლენდის სახელობის ადამიანის უფლებათა ჯილდო (George Meany–Lane Kirkland Human Rights Award) — ბელარუსის დამოუკიდებელ პროფკავშირულ მოძრაობას გადაეცა. ჯილდო ბელარუსი პროფკავშირელების სახელით მიიღეს ორგანიზაციის ლიდერებმა, მათ შორის იმ პირებმა, რომლებიც სულ ახლახან გათავისუფლდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის პატიმრობიდან. ამასთან, ბელარუსი პროფკავშირული აქტივისტების ნაწილი კვლავ უკანონო პატიმრობაში რჩება.

🔻 ამავე ჯილდოთი დაჯილდოვდა მინესოტის AFL-CIO, ადამიანის უფლებების, მუშაკთა და იმიგრანტთა უფლებების დაცვის, სოლიდარობის კამპანიების ორგანიზებისა და დაზარალებული დასაქმებულების სამართლებრივი მხარდაჭერისთვის. მინესოტის პროფკავშირელების საქმიანობა ყრილობის მონაწილეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს და მათ ხანგრძლივი ოვაციებით მიაგეს პატივი.

🔻 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება სოლიდარობას უცხადებს ბელარუს და ამერიკელ კოლეგებს და კვლავ აქტიურად გააგრძელებს საერთაშორისო პროფკავშირული სოლიდარობისა და შრომითი უფლებების დაცვის კამპანიებში მონაწილეობას.

✊ სოლიდარობა საზღვრებს არ ცნობს.

🚫 ყველა სამსახური არასრულწლოვნისთვის არ არის დაშვებული.⚖️ კანონი განსაკუთრებულად იცავს არასრულწლოვანებს იმ სამუშაო გარემ...
10/06/2026

🚫 ყველა სამსახური არასრულწლოვნისთვის არ არის დაშვებული.

⚖️ კანონი განსაკუთრებულად იცავს არასრულწლოვანებს იმ სამუშაო გარემოებისგან, რომლებიც შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს მათ ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან განვითარებას.

📖 თემის შესახებ ვრცლად:
🔗 https://gtuc.ge/993687-2/

🔻 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიის შემდეგ ვიზიტს ამერიკის შეერთე...
09/06/2026

🔻 საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების გენერალური მდივანი ირაკლი პეტრიაშვილი შვეიცარიის შემდეგ ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში აგრძელებს, სადაც მონაწილეობას იღებს AFL-CIO-ს 30-ე კონსტიტუციურ ყრილობაში, ყრილობის დელეგატებმა დღეს, მეორე სრული ვადით აირჩიეს AFL-CIO-ს პრეზიდენტი ლიზა შულერი. შულერი პირველი ქალია, რომელიც ამერიკის შრომითი მოძრაობის უდიდესი გაერთიანების სათავეში დგას და უკვე რამდენიმე წელია მილიონობით ამერიკელი დასაქმებულის უფლებების დაცვისთვის იბრძვის. მისი ხელახალი არჩევა შრომითი მოძრაობის ერთიანობისა და ძლიერი პროფკავშირების მნიშვნელობის კიდევ ერთი დადასტურებაა. ✊

🔻 საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება გულითადად ულოცავს ლიზ შულერს ხელახალ არჩევას AFL-CIO-ს პრეზიდენტის პოზიციაზე და წარმატებას უსურვებს მის მომავალ საქმიანობაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაციების თანამშრომლობა მომავალშიც ხელს შეუწყობს დასაქმებულთა უფლებების, სოციალური სამართლიანობისა და ღირსეული შრომის პრინციპების გაძლიერებას საერთაშორისო დონეზე.

🇬🇪🤝🇺🇸

📝 ხშირად დასაქმებულები ხელშეკრულებას ისე აწერენ ხელს, რომ არ ამოწმებენ ყველაზე მნიშვნელოვან პირობებს.📌 წერია თუ არა ხელფ...
09/06/2026

📝 ხშირად დასაქმებულები ხელშეკრულებას ისე აწერენ ხელს, რომ არ ამოწმებენ ყველაზე მნიშვნელოვან პირობებს.

📌 წერია თუ არა ხელფასი?
📌 მითითებულია სამუშაო საათები?
📌 გაწერილია შვებულების პირობები?
📌 იცი რა შემთხვევაში შეიძლება ხელშეკრულების შეწყვეტა?

📖 თემის შესახებ ვრცლად:
🔗 https://gtuc.ge/993687-2/

Address

ვაჟა-ფშაველას 1/43 , Georgia, Vake District, Vazha-Pshavela I Lane, , Nº 1/43
Tbilisi
0177

Alerts

Be the first to know and let us send you an email when GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to GTUC • საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება:

Share

Category