სოციალურ მუშაკთა გაერთიანება • Social Workers' Union

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სოციალურ მუშაკთა გაერთიანება • Social Workers' Union

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება • Social Workers' Union გაწევრიანების პირობები და ფორმა: https://forms.gle/hho6Mek6uS17MbW4A

სოციალურ მუშაკთა გაერთიანება დაარსდა 2019 წლის 10 აპრილს და წარმოადგენს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციას და დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირს. ჩვენი ორგანიზაცია მეოთხე წელია აქტიურად ლობირებს სოციალური მუშაკების შრომის პირობებისა და უფლებების გაუმჯობესებისთვის, აწარმოებს კვლევებს, ურთიერთობს მედიასთან, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორთან და საერთაშორისო ექსპერტებთან.
სოციალურ მუშაკ

თა გაერთიანების მისიაა საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის დაცვა სოციალური მუშაობის განვითარების გზით.
ჩვენ ვმუშაობთ სისტემური ცვლილებებისთვის, რათა სოციალური მუშაობა გახდეს ანგარიშგასაწევი პროფესია და განვითარდეს მოქალაქეთა დამცავი და გამაძლიერებელი მექანიზმები. ამისათვის ჩვენ ვზრუნავთ სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესებაზე, ვაძლიერებთ სოციალურ მუშაკებს და ხელს ვუწყობთ პროფესიის პოპულარიზაციას.

📢 სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მხარს უჭერს უფასო სასკოლო კვების ინიციატივას!🛑უფასო სასკოლო კვება არ არის მხოლოდ სოციალურ...
08/06/2026

📢 სოციალურ მუშაკთა გაერთიანება მხარს უჭერს უფასო სასკოლო კვების ინიციატივას!

🛑უფასო სასკოლო კვება არ არის მხოლოდ სოციალური დახმარების პროგრამა. საერთაშორისო გამოცდილება და მრავალწლიანი კვლევები აჩვენებს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი სოციალური პოლიტიკა, რომელიც ერთდროულად უწყობს ხელს ბავშვთა კეთილდღეობას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და სიღარიბის შემცირებას.
📒კვლევები ადასტურებს, რომ ბავშვები, რომლებიც სკოლაში რეგულარულად იღებენ სრულფასოვან კვებას, უკეთესად არიან ჩართულნი სასწავლო პროცესში, აქვთ უფრო მაღალი აკადემიური მიღწევები, ნაკლებად აცდენენ გაკვეთილებს და უკეთესი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობით გამოირჩევიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეს პროგრამები იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სიღარიბეში ცხოვრობენ.
⭕️სკოლებში უფასო კვების პროგრამები წარმატებით ფუნქციონირებს მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში. მაგალითად, ფინეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ჯერ კიდევ 1948 წელს ყველა მოსწავლისთვის უფასო სასკოლო კვება დანერგა. დღეს ეს სისტემა ფინეთის განათლებისა და სოციალური კეთილდღეობის მოდელის მნიშვნელოვან ნაწილად ითვლება. შვედეთი და ესტონეთი ასევე უზრუნველყოფენ უნივერსალურ სასკოლო კვებას, რადგან სახელმწიფოსთვის ეს ბავშვებში ინვესტიციად მიიჩნევა და არა ხარჯად.
🛑საქართველოში, სადაც ათასობით ბავშვი კვლავ ცხოვრობს სიღარიბის პირობებში, უფასო სასკოლო კვების დანერგვა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი ბავშვთა უფლებების დაცვისა და სოციალური უთანასწორობის შემცირების მიმართულებით.
‼️სოციალური მუშაკები ყოველდღიურად ვხედავთ, თუ როგორ აისახება ოჯახების ეკონომიკური მდგომარეობა ბავშვების განვითარებაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე. ამიტომ, სასკოლო კვება მხოლოდ განათლების საკითხი არ არის — ეს არის ბავშვთა დაცვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური სამართლიანობის საკითხი.
✍️ ამიტომ, მოვუწოდებთ მოქალაქეებს, მხარი დაუჭირონ უფასო სასკოლო კვების ინიციატივას და საკუთარი ხელმოწერის დაფიქსირებით ხელი შეუწყონ ისეთი პოლიტიკის დანერგვას, რომელიც თითოეული ბავშვის ღირსებას, ჯანმრთელობასა და განვითარების შესაძლებლობას ემსახურება.

✍️ხელმოწერები გროვდება რუსთაველის მეტრსოთან!

🟥დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა- თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ღირსება ჩვენი საზოგადოების საერთო პ...
01/06/2026

🟥დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა- თითოეული ბავშვის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ღირსება ჩვენი საზოგადოების საერთო პასუხისმგებლობაა.

📢ბავშვთა დაცვა არ ნიშნავს მხოლოდ ძალადობისგან დაცვას. ის გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც ყველა ბავშვს აქვს შესაძლებლობა იცხოვროს უსაფრთხოდ, მიიღოს ხარისხიანი განათლება, ჯანმრთელობის სერვისები, სიყვარული, მხარდაჭერა და განვითარდეს საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებისთვის.

👥სოციალური მუშაკები ყოველდღიურად დგანან ბავშვების გვერდით, რომლებიც სიღარიბის, ძალადობის, უგულებელყოფის, დისკრიმინაციისა და სხვა გამოწვევების წინაშე არიან.

🌺ჩვენ გვჯერა, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, გაიზარდოს სიყვარულით, პატივისცემითა და მხარდაჭერით სავსე გარემოში.

‼️ბავშვთა უფლებები არ არის პრივილეგია – ისინი ფუნდამენტური უფლებებია, რომელთა დაცვაზეც პასუხისმგებელია სახელმწიფო, საზოგადოება, ოჯახი და თითოეული ჩვენგანი.

#წამალი #ბავშვებს!

📢📢📢აბა გელოდებით 🫂 #წამალი  #ბავშვებს!
30/05/2026

📢📢📢აბა გელოდებით 🫂

#წამალი #ბავშვებს!

უკვე შეგროვდა 105,945 ხელმოწერა.
29/05/2026

უკვე შეგროვდა 105,945 ხელმოწერა.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართ.....

26 მაისი — ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ღირსების დღეა.1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხად...
26/05/2026

26 მაისი — ჩვენი თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ღირსების დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა — ეს იყო ხალხის არჩევანი თავისუფლების, თანასწორობისა და უკეთესი მომავლისთვის.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ დამოუკიდებლობა მხოლოდ ისტორიული თარიღი არ არის — ეს არის ყოველდღიური პასუხისმგებლობა, ბრძოლა და ზრუნვა ერთმანეთზე.

სოლიდარობა #სინდისის #პატიმრებს!

სოლიდარობა #რეჟიმის #ტყვეებს!

#წამალი #ბავშვებს!

უკვე 94,756 ხელმოწერა
25/05/2026

უკვე 94,756 ხელმოწერა

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართ.....

გელოდებით 📢🫂🟥
24/05/2026

გელოდებით 📢🫂🟥

📢📢📢უკვე შეგროვდა 89 558 ხმა! „მიეცით ბავშვებს წამალი“ - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პეტი...
24/05/2026

📢📢📢უკვე შეგროვდა 89 558 ხმა!

„მიეცით ბავშვებს წამალი“ - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერად პეტიცია შეიქმნა.

📢 „ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართვის მნიშვნელობას, თუმცა მიგვაჩნია, რომ ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ღირსების დაცვა სახელმწიფოს უმთავრესი ვალდებულებაა.

სიცოცხლის გადარჩენა სახელმწიფოს მთავარი პასუხისმგებლობაა“, - ნათქვამია პეტიციის აღწერაში.

👉 პეტიციის ბმული:
https://manifest.ge/petition/e4471071-a016-4bd1-8efa-f79938fd1894

#წამალი #ბავშვებს

Lets fight against DMD - ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართ.....

დილამშვიდობისა მოქალაქეებო!უკვე შეგროვდა 78 786 ხმა !გელით 💖 #წამალი  #ბავშვებსLets fight against DMD - ერთად ვებრძოლოთ ...
23/05/2026

დილამშვიდობისა მოქალაქეებო!

უკვე შეგროვდა 78 786 ხმა !

გელით 💖

#წამალი #ბავშვებს

Lets fight against DMD - ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, ვაცხადებთ, რომ სრულად ვაცნობიერებთ სახელმწიფო ბიუჯეტის პასუხისმგებლიანად მართ.....

📣📣📣გიზიარებთ საქართველოში მოქმედი პროფესიული ასოციაციების განცხადებას ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ჩვენს მოსახლეობაზე ზ...
20/02/2026

📣📣📣გიზიარებთ საქართველოში მოქმედი პროფესიული ასოციაციების განცხადებას ილიას სახელწიფო უნივერსიტეტის ჩვენს მოსახლეობაზე ზრუნვის პროგრამების მხარდასაჭერად.

🗒📝📍განცხადებას და ხელმომწერ ასოციაციებს ნახავთ შემდეგ ბმულზე:

https://shorturl.at/kfGRX

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სოციალურ მუშაკთა გაერთიანება • Social Workers' Union posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share

Category