პროფკავშირების ახალი გაერთიანება / New Confederation - NCIU

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • პროფკავშირების ახალი გაერთიანება / New Confederation - NCIU
Call Directions Website Contact the organization

პროფკავშირების ახალი გაერთიანება / New Confederation - NCIU დამოუკიდებელი პროფესიული კავშირები? „დამოუკიდებელი პროფკავშირების ახალი გაერთიანება“ დაფუძნდა 2020 წლის 20 იანვარს.

გაერთიანება დააფუძნა საქართველოში მოქმედმა დამოუკიდებელმა პროფკავშირებმა: "ერთობა 2013-მა", "სოციალურ მუშაკთა გაერთიანებამ" და "სოლიდარობის ქსელმა". ახალი გაერთიანება წარმოადგენს მშრომელთა მრავალფეროვან სპექტრს: მემანქანეებს, ექთნებს, სოციალურ მუშაკებს, ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტებს, სოციალურ აგენტებს, მასწავლებლებს, კურიერებს, მთარგმნელებს, მოლარეებს, ჟურნალისტებს და სხვა.

„პროფკავშირების ახალი გაერთიანების“ მიზანია გააძლიეროს მშრომელთა უფლებები და გააუმჯობესოს სამუშაო პირობები ახალი კავშირებისა და უკეთესი კანონმდებლობის შექმნით. რაც მთავარია აღნიშნულ პროცესში მშრომელთა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია. ჩვენ განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ, რათა ძალაუფლების კონცენტრაცია შეიცვალოს და ის აღმოცენდეს დაბლიდან, არა მხოლოდ ტრადიციულად მძიმე ინდუსტრიის მშრომელებისთვის, არამედ არასტაბილურ შრომაში ჩართული ადამიანებისთვის.

12/05/2026

დღეს 12 მაისია - ექთნების საერთაშორისო დღე! გილოცავთ ექთნებო პროფესიულ დღეს! ექთან ნონა ზანდარაშვილის მიმართვა:

03/05/2026

ღმერთმა ნათელში ამყოფოს სოსოს სული 🥲🥲🥲 გვახსოვდეს ჩვენი მაგარი თანამებრძოლი!

დღეს, პირველი მაისია - მშრომელთა დღე! საქართველოში მშრომელი ადამიანები კვლავ დაუფასებლები არიან. მიუხედავად წარმატებული ...
01/05/2026

დღეს, პირველი მაისია - მშრომელთა დღე! საქართველოში მშრომელი ადამიანები კვლავ დაუფასებლები არიან. მიუხედავად წარმატებული პროფკავშირული საქმიანობისა და ბრძოლისა, მათი საქმიანობა არაა აღიარებული, მთავრობა კი სოციალურ პარტნიორად მხოლოდ პეტრიაშვილის არადემოკრატიულ, ყვითელ პროფკავშირს მოიაზრებს. ქვეყანაში მინიმალური ხელფასი კვლავ თვეში 20 ლარია. არსებობს პროფესიები, სადაც კვირაში 48 საათიანი შრომის მიუხედავად კომპანიები მშრომელებს ქვეყანაში არსებულ ზღვრულ საარსებო მინიმუმზე დაბალ თვიურ ანაზღაურებას უხდის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროფკავშირის ბრძოლის შედეგად მთავრობამ წინ გადადგა პირველი ნაბიჯი და ექთნების, დამახმარეების, სანიტრებისა და ექიმებისთვის მინიმალური ანაზღაურების სტანდარტის დაწესებით გაზარდა მათი ხელფასები, განსაკუთრებით რეგიონებში დასაქმებულებისთვის, ეს არაა საკმარისი და საჭიროა საქართველოში ყველა პროფესიაზე გავრცელდეს! ამავდროულად, ხშირ შემთხვევაში დასაქმებულთა სამუშაო პირობები ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ სტანდარტებს. მთელ რიგ კომპანიებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულთა პროფესიული უფლებები მნიშვნელოვნად იზღუდება. ადგილი აქვს პროფკავშირული საქმიანობის შეზღუდვას, დასაქმებულთა დისკრიმინაციას, კოლექტიური გათავისუფლებებსა და გათავისუფლებულთა პროფესიული საქმიანობის შეზღუდვას. „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანება“ ვითხოვთ:

1. სახელმწიფომ დაიწყოს საცხოვრებელი ხელფასის სტანდარტის დანერგვა, ჩაანაცვლოს საარსებო მინიმუმის ხელფასის დათვლის მოძველებული მეთოდოლოგია, რომელიც არც 30 წლის წინ და არც ახლა არ აკმაყოფილებს მოსახლეობის საჭიროებებს. საცხოვრებელი ხელფასი გულისხმობს მშრომელთა ანაზღაურების ისეთ სტანდარტს, რომელიც უზრუნველყოფს „სულ მინიმუმ ბაზისური, თუმცა ღირსეული ცხოვრების პირობებს, რაც საზოგადოების მიმდინარე ეკონომიკური განვითარების დონის შესაბამისი იქნება. მშრომელები და მათი ოჯახები უნდა ცხოვრობდნენ სიღარიბის ზღვარს ზემოთ და შეძლონ სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება.“

2. დაინერგოს ღირსეული მინიმალური ხელფასის სტანდარტი ყველა სფეროში დასაქმებულებისთვის, რადგან 27 წლის წინ მიღებული მინიმალური ხელფასის სტანდარტი თვეში 20 ლარი საგანგაშოდ შეუსაბამოა.

3. მოხდეს სამმხრივ კომისიაში, „დამოუკიდებელი პროფესიული კავშირების ახალი გაერთიანების“ დაშვება. დასრულდეს მთავრობისა და „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ მხრიდან ჩვენი გაერთიანების დისკრიმინაცია კომისიაში მონაწილეობაზე უარის თქმით. ჩვენი პროფკავშირი აერთიანებს სფეროების პროფესიულ კავშირებსს, რომლებიც არ არიან „საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების“ წევრები. ჩვენ ვაერთიანებთ ჯანდაცვის, ზრუნვის, ტრანსპორტის, მომსახურების და ფინანსურ სფეროებში დასაქმებულებს. დაუშვებელია ამ დასაქმებულებისა და მათი ბრძოლის იგნორირება, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებიც ჩვენი პროფკავშირის წევრები არიან. ახალ გაერთიანებას ერთობლივადაც და მის დამფუძნებელ ორგანიზაციებს ცალ-ცალკეც გვაქვს დიდი გამოცდილება დასაქმებულთა ინტერესების დაცვის მიმართულებით, ეს არის კოლექტიური ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, კანონპროექტების წერა, სასამართლო დავები თუ გაფიცვების ორგანიზება, ჩვენ ვეხმარებით ქვეყანაში სოციოეკონომიკურ და დემოკრატიულ პროგრესს.

Address

2 Station Square
Tbilisi
0100

Opening Hours

Monday 10:00 - 19:00
Tuesday 10:00 - 17:00
Wednesday 10:00 - 17:00
Thursday 10:00 - 17:00
Friday 10:00 - 17:00

Telephone

+995579003888

Alerts

Be the first to know and let us send you an email when პროფკავშირების ახალი გაერთიანება / New Confederation - NCIU posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to პროფკავშირების ახალი გაერთიანება / New Confederation - NCIU:

Shortcuts

Share

Category