პარტნიორობა ჯანმრთელობის კვლევისა და განვითარებისთვის არის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც დაარსდა 2006 წელს.
ორგანიზაციის მთავარი მანდატია სამეცნიერო-კვლევითი მტკიცებულებების მოპოვების გზით მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობა და ჯანმრთელობის პოლიტიკისა და სისტემების რეფორმების მხარდაჭერა.
პარტნიორობის მიერ ინიცირებული საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევის ფორუ
მი წარმოადგენს შესაბამისი პროფილის ეროვნული და საერთაშორისო უნივერსიტეტების, სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრებისა და ორგანიზაციების სტრატეგიულ თანმშრომლობას, რომლის მიზანია ერთობლივი სამეცნიერო-პრაქტიკული პროექტების განხორციელება საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და განათლების მიმართულებით. ფორუმი წარმოადგენს მოქნილ და ეფექტურ მექანიზმს ადგილობრივ და საერთაშორისო თანამშრომლობაში სხვდასხვა პარტნიორის ჩასართავად, ამ თანამშრომლობისთვის საჭირო ადამიანური და ფინანსური რესურსების მოსაზიდად, რაც აუცილებელია წარმატებული საპროექტო განაცხადების შესამუშავებლად, დაფინანსების მოსაპოვებლად და სხვადასხვა სამეცნიერო-კვლევითი და პრაქტიკული პროექტების განსახოციელებლად. Partnership's mandate is to promote the health of the population in Georgia as well as beyond its boundaries by developing and implementing evidence-based health policy. Partnership has initiated Public Health Research Forum - a strategic collaboration of relevant national and international universities, scientific research centers and organizations with the aim to implement joint projects in public health research and education. Public Health Research Forum ensures a flexible and effective mechanism for establishing international cooperation, mobilizing human and material resources, and receiving and implementing grants from various donors.