სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება Union of Georgian Medical Associations

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება Union of Georgian Medical Associations

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება Union of Georgian Medical Associations საქართველოს სამედიცინო ასოციაციები?

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება არის ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაცია სამედიცინო სფეროში, მისი საქმიანობის მიმართულებებია:
- სამედიცინო შემთხვევების კლინიკური რეცენზირება,
- პროტოკოლების/გაიდლაინების შემუშავება, მათ დანერგვაში მონაწილეობა,
- კლინიკური დავების (მათ შორის მულტიდისციპლინურ ეთიკურ კომიტეტზე) განხილვა,
- სასწავლო პროგრამების შემუშავება/შეფასება, სამედიცინო პერსონალის ტრეინინგი;
- სამედიცინო შემთხვევების კლინიკური ექსპერტიზა/აუდიტი

22/04/2026
22/04/2026

https://www.facebook.com/profile.php?id=100066791904264 გამოიწერეთ სამედიცინო ხარისხის შეფასებისა და აკრედიტაციის საბჭოს გვერდი და გაეცანით სიახლეებს 👇

Medical & health

25/12/2025
24/12/2025

სამედიცინო დახმარების ხარისხის გამოწვევები:
✅ ნოზოკომიური(საავადმყოფოსშიდა) ინფექციები.
✅ სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასება

📣გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი დავით ჯიქია

📣გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე

📣📣13-14 დეკემბერს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი შეხვედრა გაიმართა.შეხვედრაზე განხილული იქნა სამედიცინო დ...
16/12/2025

📣📣13-14 დეკემბერს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იქნა სამედიცინო დახმარების ხარისხის ერთერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა:
📣ნოზოკომიური(საავადმყოფოსშიდა) ინფექციები.
მთავარი მომხსენებელი იყო საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი პროფესორი დავით ჯიქია.

შეხვედრაზე ასევე განიხილეს:

📣 სამედიცინო დახმარების ხარისხის შეფასების/ რეცენზირების საკითხები.
აღინიშნა,რომ
ორივე პრობლემას აერთიანებს ერთი რამ, არ ხდება
საკითხების იდენტიფიცირება/ აღრიცხვა.

ნოზოკომიური ინფექციების ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში ფაქტიურად არ არსებობს. სხვადასხვა შიდა კვლევებითა და ემპირიული შეფასებით მისი წილი საერთო ინფექციებში, ოპტიმისტური პროგნოზითაც კი 25% ს აღემატება.
ზოგ კლინიკაში კი შესაძლოა ის 50 % საც აღემატებოდეს.
ცნობისთვის აშშ ის 3-5 % ხოლო ევროკავშირში 7% მდეა.

ნოზოკომიური ინფექციები წარმოადგენს დიდ საფრთხეს პაციენტების სიცოცხლისთვის, როგორც კონკრეტული დაავადების გამოსავალის, ასევე ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კუთხით.
სახელმწიფოსთვის კი, ეს იწვევს დანახარჯების საგრძნობ ზრდას.

ნოზოკომიური ინფექციების პრობლემას სხვადასხვა მიზეზი აქვს. საჭიროა სერიოზული ღონისძიებების გატარება ამ მიზეზების აღმოსაფხვრელად.დღეს სამწუხაროდ კლინიკების მიერ ხდება ამ პრობლემის დაფარვა , რის მიზეზსაც სახელმწიფოსგან დაფინანსების არ მიღების საფრთხე წარმოადგენს.

ანალოგიური ვითარებაა სამედიცინო შეცდომების განხილვის დროს.

ქვეყანაში ჩამოყალიბებულია არასწორი მიდგომა სამედიცინო შეცდომის მიმართ, რაც მის კრიმინალიზაციაში მდგომარეობს.
ამ
ფაქტორის გამო მათი იდენტიფიცირებისა და შემდეგ მათ გამოსწორებაზე მუშაობის ნაცვლად ხდება მათი დაფარვა.

სხდომაზე აღინიშნა, რომ
სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება უკვე წლებია ითხოვს ამ საკითხებისადმი მიდგომის შეცვლას, რასაც გაერთიანების არაერთი განცხადება თუ შეხვედრა დაეთმო და სახელმწიფოსადმი მიმართვა მოჰყვა.

გაერთიანებაში იმედოვნებენ, რომ
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, პრობლემის მოგვარება შესაძლებელია მხოლოდ ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, კლინიკების , სახელმწიფოსა და დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით.

20/02/2025

👉კლინიკების საერთაშორისო აკრედიტაცია - რა იცვლება პაციენტებისთვის? - თემაზე საუბრობს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი არჩილ მორჩილაძე.

28/01/2025

🎉🎉სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების წევრები ვუერთდებით პროტესტს დამოუკიდებელი ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის პატიმრობის გამო, ასევე ჩვენს სერიოზულ შეშფოთებას იწვევს შიმშილობის მე 17 დღის ფონზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის არარსებობა.

პიროვნების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და ადამიანის ფუნდამენტური უფლების-სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და პირდაპირი მოვალეობაა.

ჩვენ მოვითხოვთ:
​1.​ჯანდაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველყოს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგი და მკურნალობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
​2.​სახალხო დამცველის ოფისმა დამოუკიდებლად შეაფასოს და გაასაჯაროოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
​3.​საერთაშორისო ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა დაიცვან მისი უფლებები, მათ შორის ჯანმრთელობისა და ღირსების უფლება.

ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ სათანადო სამედიცინო მონიტორინგისა და მკურნალობის უზრუნველყოფა არა მხოლოდ სამართლებრივი ვალდებულებაა, არამედ მორალური პასუხისმგებლობაც. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობა და სიცოცხლე არ უნდა დადგეს რისკის ქვეშ გაუმჭირვალობის, უყურადღებობის ან გულგრილობის გამო.

დროული ქმედების გაჭიანურებამ შესაძლოა ჯანმრთელობის გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. ასეთ შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრებათ მათ, ვინც დროულად არ იმოქმედებს და არ შეასრულებს მათზე დაკისრებულ ვალდებულებას!

ხელმომწერები

სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი- არჩილ მორჩილაძე

გულის რიტმის ასოციაცია - კახაბერ ეცადაშვილი

კარდიოქირურგთა ასოციაცია-
ზაზა კაციტაძე
ზვიად ბახუტაშვილი

ფსიქიატრთა საზოგადოება
ნინო ოკრიბელაშვილი

"ცერებრული ჰემოცირკულაციის და ნეიროსონოლოგიის საქართველოს საზოგადოება" მარიკა ალფაიძე

საქართველოს მცირე ინვაზიურ ქირურგთა ასოციაცია
დავით აბულაძე

“ხარისხის საკონსულტაციო ჯგუფი”
მარინა შიხაშვილი

საქართველოს უროლოგთა
ასოციაცია
ამბროსი პერტია

საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლიგიის ასოციაცია
მალხაზ მიზანდარი

კარდიოლოგთა საზოგადოება-
არჩილ ჩუხრუკიძე

ტრანსპლანტოლოგთა ასოციაცია-
გია თომაძე

ონკოლოგთა ასოციაცია-
გურამ მენთეშაშვილი

Სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდი"-თავმჯდომარე გიორგი Ჩახუნაშვილი

ეპიდემიოლოგთა და ინფექციის კონტროლის ასოციაცია
ლიკა ჯანაშვილი

ორთოპედ ტრავმატოლოგთა კავშირი -ზურაბ ხაბეიშვილი

საქართველოს რეპროდუქციული მედიცინისა და ემრიოლოგიის ასოციაცია- ლიკა ჭყონია

საქართველოს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის და რეაბილიტაციის ასოციაცია-
ზურაბ ფაღავა

ანგიოლოგთა და სისხლძარღვთა ქირურგთა ასოციაცია
-თათული აბზიანიძე

ხელმოწერები განახლდება..

📣 28 დეკემბერი , 13:00 სთ.📣 სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალადობის წინააღმდეგ;📣 მსვლელობა დაიწყება ევროკავშირის წარ...
25/12/2024

📣 28 დეკემბერი , 13:00 სთ.
📣 სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ძალადობის წინააღმდეგ;
📣 მსვლელობა დაიწყება ევროკავშირის წარმომადგენლობიდან საქართველოში, ი.ჭავჭავაძის 64 .

📣📣📣 19 დეკემბერს , 20:00 საათზე გაიმართება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან პარლამენტის შე...
18/12/2024

📣📣📣 19 დეკემბერს , 20:00 საათზე გაიმართება სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობა მეტრო რუსთაველიდან პარლამენტის შენობისკენ!

10/12/2024

❗️❗️❗️

09/12/2024

📣📣📣 ვითხოვთ, ჩვენი კოლეგის,
პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილის დაუყოვნებელ გათავისუფლებას!

Address

Aleksandre (Sasha) Ioseliani Street 2
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება Union of Georgian Medical Associations posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება Union of Georgian Medical Associations:

Share