UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია

UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია In 2003, UNAG became the recipient of the World Tolerance Award, established by the Friends of the United Nations.

United Nations Association of Georgia (UNAG) is a Georgian non-for-profit organization that has worked since 1995 to encourage, support and safeguard the democratic aspirations of the people of Georgia. UNAG has been a member of the World Federation of United Nations Associations (WFUNA) since 1996, a non-governmental body, uniting more than 100 UNAs worldwide. In 2010 and 2012, the Council of Nat

ional Minorities, operated under the auspices of the Public Defender of Georgia, recognized and awarded UNAG for its contributions to promoting the culture of tolerance in Georgia.

საქართველოს გაეროს ასოციაცია ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც 1995 წლიდან მოღვაწეობს საქართველოში.

საქართველოს გაეროს ასოციაცია 1996 წლიდან არის გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის წევრი, რომელიც 1946 წლიდან ეროვნული გაეროს ასოციაციების გაერთიანებას წარმოადგენს მსოფლიოს 100-ზე მეტი ქვეყნიდან. 2003 წელს, საქართველოს გაეროს ასოციაცია „გაერთიანებული ერების მეგობრები“-ს ტოლერანტობის გლობალური ჯილდოს გამარჯვებული გახდა. 2010 და 2012 წლებში, საქართველოს გაეროს ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულმა ეროვნული უმცირესობების საბჭომ საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის „ტოლერანტობის ქომაგის“ წოდებით დააჯილდოვა.

16/11/2024

16 ნოემბერი, ტოლერანტობის საერთაშორისო დღეა! 🌏🤝

საქართველოს გაეროს ასოციაცია და USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამა ხელს უწყობს საქართველოში ტოლერანტობის კულტურის განმტკიცებას და მრავალფეროვნების წარმოჩენას.

1995 წლის 16 ნოემბერს, იუნესკომ ტოლერანტობის პრინციპების შესახებ დეკლარაცია მიიღო. ტოლერანტობის დღის აღნიშვნა კი, 1996 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის ინიციატივით დაიწყო.

ტოლერანტობის დღე კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის პატივისცემის, დიალოგისა და თანამშრომლობის აუცილებლობის შეხსენებაა.

აღნიშნულ ვიდეოში, საქართველოში მცხოვრებ ერთ-ერთი მცირერიცხოვანი ხალხის, უდიების შესახებ მოგითხრობთ.
____
November 16th: International Day for Tolerance! 🌍🤝

The UN Association of Georgia and USAID Unity Through Diversity Program are committed to promoting tolerance and celebrating diversity in Georgia.

This day, established by the UN in 1996, reminds us of the importance of respect, dialogue, and cooperation among cultures and civilizations.

In honor of this day, we’re sharing a story about the Udi people, one of Georgia’s unique minority groups, and their cultural contributions.

22/10/2024

თუ თორნიკეს პოლიტიკური განწყობები გაინტერესებს, ჩვენს ვიდეოში გაგიზიარებს ✅

შენს პოლიტიკურ იდენტობას ჩვენი ქვიზის მეშვეობით გაიგებ bit.ly/4ghdwuD

ხოლო თუ უფრო დეტალურად გაინტერესებს, სად იდგებოდი პოლიტიკურ კომპასზე და რომელი პარტიაა შენს ღირებულებებთან ყველაზე ახლოს, ქართული პოლიტიკური კომპასიც მოგიმზადეთ ✅

geocompass.ge
#არჩევანიშენია

ვიდეო მომზადებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საქართველოს გაეროს ასოციაციის პარტნიორობით.

18/10/2024

შენი აზრით, რომელი არქეტიპია თათო? 🎭

თუ გაინტერესებს შენი პოლიტიკური აიდი, გააკეთე ჩვენი ქვიზი ⬇️

http://bit.ly/4ghdwuD

თუ უფრო მეტი გინდა გაიგო შენს შეხედულებებზე და აღმოაჩინო რომელი პარტიის ხედვები ემთხვევა შენს მოსაზრებებს ყველაზე მეტად, შეავსე საარჩევნო კომპასი ამ ბმულზე:
http://geocompass.ge

ვიდეო მომზადებულია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI) და საქართველოს გაეროს ასოციაციის პარტნიორობით.

07/10/2024

🏀 საქართველოს გაეროს ასოციაცია (UNA Georgia), ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy და USAID/Georgia, ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ახალ ინიციატივას იწყებს. ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინიციატივა მიზნად ისახავს გრძელვადიანი საკომუნიკაციო კამპანიის დაწყებას ახალგაზრდებსა და მოზარდებში ჯანმრთელობის, ფიტნესის, სპორტისა და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით.

🏀 ინიციატივა გააერთიანებს კომპანიებს, ინდივიდებს, სპორტულ სახეებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს. ამ თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიაში შეიქმნება სასტიპენდიო ფონდი, რომელიც დაეხმარება ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერ ახალგაზრდებს მოიპოვონ სრული დაფინანსება აკადემიაში სასწავლებლად.

📊 სასტარტო ეტაპზე გაეროს ასოციაციამ უკვე უზრნველყო 3 ახალგაზრდის სრული დაფინანსება, რომლებიც ამ მხარდაჭერით შეძლებენ სწავლას შეძლებენ ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში. ბოლო კვლევებით საქართველოში, ახალგაზრდების მხოლოდ 17.5% ერთვება რეგულარულ სპორტულ ან ფიზიკურ აქტივობაში, ხოლო ახალგაზრდების 39.4% ამბობს რომ საერთოდ არ არის დაინტერესებული სპორტით ან სხვა რეკრეაციული ფიზიკური აქტივობით. აღნიშნული სტატისტიკა მიუთითებს ჯანსაღი ცხოვრების შესახებ ინფორმაციისა და შესაძლებლობების ნაკლებობაზე, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებში.

ინიციატივა მიმდინარეობს USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

🏀 The United Nations Association of Georgia (UNA Georgia), the Zaza Pachulia Basketball Academy (ZBA), and USAID/Georgia are launching a new initiative focused on healthy living.

🏀 The Healthy Lifestyle Initiative aims to establish a long-term communication campaign promoting health, fitness, sports, and an active lifestyle among youth and adults. This initiative will bring together private sector, individuals, sports figures, and international organizations in a united effort. As part of this cooperation, a scholarship fund will be launched at the Zaza Pachulia Basketball Academy, helping talented young people from across the country secure full funding to study at the academy.

📊 At the initial stage of the initiative, the United Nations Association of Georgia has already fully funded three young students, enabling them to attend the Zaza Pachulia Basketball Academy. Recent surveys in Georgia highlight that only 17.5% of young people engage in regular sports or physical activity, while 39.4% express no interest in sports or other recreational activities. These statistics demonstrate a lack of information and opportunities for healthy living, especially among the younger population.

This initiative is part of the USAID "Unity through Diversity" Program, implemented by the United Nations Association of Georgia with the support of the United States Agency for International Development (USAID).

საქართველოს გაეროს ასოციაცია და (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy), USAID/Georgia ს...
03/10/2024

საქართველოს გაეროს ასოციაცია და (ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია • Zaza Pachulia Basketball Academy), USAID/Georgia საქართველოს მხარდაჭერით იწყებს „ჯანსაღი ცხოვრების შესახებ“ ახალ ინიციატივას.

ინიციატივა მსხვილი კერძო სექტორის ჩართულობით მოიცავს:
🏀 საკომუნიკაციო კამპანიას ახალგაზრდებისთვის ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის შესახებ.
🏀 სასტიპენდიო ფონდის დაარსებას ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიაში - სპორტში თანაბარი შესაძლებლობების და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით.

2 ოქტომბერს, ინიციატივის დაწყებას მიეძღვნა ღონისძიება, რომლის ფარგლებში ზაზა ფაჩულიამ, მისი სახელობის კალათბურთის აკადემიაში უმასპინძლა აშშ-ის ელჩს საქართველოში რობინ დანიგანს, საერთაშორისო, კერძო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლებს.

კამპანიის შედეგად საზოგადოებას ექნება შესაძლებლობა მიიღოს ახალი, საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების ყველა ასპექტის შესახებ და მონაწილეობა მიიღოს სპორტულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

კამპანიის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ეტაპობრივად.

ინიციატივა მიმდინარეობს USAID-ის "ერთიანობა მრავალფეროვნებაშია" პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით.

🌐 17 სექტემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაცია, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარ, არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავა...
18/09/2024

🌐 17 სექტემბერს, საქართველოს გაეროს ასოციაცია, კონსტანტინოპოლის ქართული სამრევლოს წინამძღვარ, არქიმანდრიტ ილია ჯინჯოლავასთან, სახალხო დამცველთან არსებულ ტოლერანტობის ცენტრთან და რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლებთან ერთად, ჰალკის წმინდა სამების მონასტერს და მონასტრის ბიბლიოთეკას სტუმრობდა. წმინდა სამების მონასტერში, ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგი გაიმართა, რომელიც საერთო გამოწვევებს და ერთობლივი ინიციატივების განხორციელებას შეეხებოდა.

🤝 შეხვედრა USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
--------
On September 17, the United Nations Association of Georgia, along with Archimandrite of the Ecumenical Throne, the Georgian Parish of Constantinople, Father Ilia Jinjolava, the Tolerance Center under the auspices of the Public Defender's Office, and representatives of the Council of Religions, visited the Halki Holy Trinity Monastery and its library. At the Holy Trinity Monastery, a dialogue between Christian churches took place, focusing on shared challenges and the implementation of joint initiatives.

This visit took place as part of the USAID Unity Through Diversity program, implemented by the United Nations Association of Georgia, with financial support of the United States Agency for International Development (USAID).

USAID/Georgia

16/09/2024

GEO|ENG 👇
👩‍💻მიიღე ანაზღაურებად სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა, დაგეგმე შენი კარიერა და შეიძინე უნარები, რომელსაც თანამედროვე სამყარო გთავაზობს.

✊საქართველოს გაეროს ასოციაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ახალგაზრდებში დასაქმების პერსპექტივის გაუმჯობესება და შრომის ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდაა. ამ მიზნის მისაღწევად, ხელს ვუწყობთ ახალგაზრდებში პროფესიული სამუშაო გამოცდილების, სამუშაო ეთიკის და შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნის შეძენასა და უნარ-ჩვევების განვითარებას.

🚀 აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროგრამის „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ფარგლებში ვაცხადებთ კერძო სექტორში სტაჟირების პროგრამას, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ USAID-ის 'ერთიანობა მრავალფეროვნებაშია' პროგრამის მონაწილე ახალგაზრდებს საქართველოს 14 ქალაქიდან (თბილისი, ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ბათუმი, გორი, თელავი, ნინოწმინდა, ახალქალაქი, ახალციხე, დმანისი, მარნეული, გარდაბანი და ახმეტა).

🔗 იპოვე შენთვის სასურველი ვაკანსია და გაიარე რეგისტრაცია პორტალზე - https://shorturl.at/eCOSX

👥 თუ ჯერ არ ხარ ახალგაზრდული ცენტრის წევრი, იპოვე შენი ქალაქი ან მასთან ახლოს არსებული ცენტრი გასაწევრიანებლად - https://una.ge/Youth_Centers?lang=ge

🇺🇸 ENG - https://una.ge/archive?lang=en&id=871

USAID/Georgia
#ერთიანობამრავალფეროვნებაშია

🌐 საქართველოს გაეროს ასოციაციამ, საქართველოს სახალხო დამცველთან, ტოლერანტობის ცენტრთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტი...
16/09/2024

🌐 საქართველოს გაეროს ასოციაციამ, საქართველოს სახალხო დამცველთან, ტოლერანტობის ცენტრთან, ევანგელურ ალიანსთან და კონსტანტინოპოლის ქართულ სამრევლოსთან თანამშრომლობით, გამართა რელიგიათა საბჭოს წარმომადგენლების ვიზიტი სტამბულში, ყოვლადუწმინდეს მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსთან. მსოფლიო პატრიარქმა, მის სიტყვაში, ხაზი გაუსვა ქრისტიანულ ეკლესიათა შორის დიალოგის მნიშვნელობას და აუცილებლობას, მშვიდობისა და ტოლერანტობის განმტკიცებისთვის.

🤝 შეხვედრა USAID პროგრამა „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია” ფარგლებში გაიმართა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს გაეროს ასოციაცია, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
----
The United Nations Association of Georgia, in collaboration with the Public Defender of Georgia, the Tolerance Center, the Evangelical Alliance, and the Georgian Parish of Constantinople, facilitated a significant visit by representatives of the Council of Religions to meet with Ecumenical Patriarch Bartholomew of All Saints.

During the meeting, His Holiness emphasized the critical role of dialogue between Christian churches in fostering peace and strengthening tolerance across communities.
This visit took place as part of the USAID Unity Through Diversity program, implemented by the United Nations Association of Georgia, with financial support of the United States Agency for International Development (USAID).



USAID/Georgia

📣 საქართველოს გაეროს ასოციაციია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას. 🔵 სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://una...
13/09/2024

📣 საქართველოს გაეროს ასოციაციია აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას.

🔵 სტაჟირების შესახებ დეტალური ინფორმაცია - https://una.ge/archive?id=909

💥 ამ წუთებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენცია “გამოავლინე სიმართლე” იმართება. 🎤 ღონისძიება დოიჩ...
12/09/2024

💥 ამ წუთებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ფაქტების ანალიტიკოსთა კონფერენცია “გამოავლინე სიმართლე”
იმართება.

🎤 ღონისძიება დოიჩე ველე აკადემიის (DWA) მედიის განვითარების მიმართულების დირექტორმა - ნატაშა შვანკემ, DWA-ს საქართველოს პროგრამის დირექტორმა - კატრინ ვერმა, მედიის განვითარების ფონდის (MDF) აღმასრულებელმა დირექტორმა - თამარ კინწურაშვილმა და გერმანიის საელჩოს საქართველო და აზერბაიჯანის განვითარებისა და თანამშრომლობის მიმართულების ხელმძღვანელმა- ანნა-მარია შნაიდერმა და USAID-ის პროგრამა ერთიანობა მრავალფეროვნებაშია ხელმძღვანელმა - ლაშა ჯუღელმა გახსნეს.

👇

Address

2, Dolidze Str. Tbilisi
Tbilisi
0171

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322332516

Alerts

Be the first to know and let us send you an email when UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to UNA Georgia • საქართველოს გაეროს ასოციაცია:

Share