Eurodesk Georgia

Directions Website

Eurodesk Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Eurodesk Georgia, Non-Governmental Organization (NGO), Adam Mitskevichi 29, Tbilisi.

🚀 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიმართა Eurodesk Network Meeting & General Assembly 2...
19/10/2026

🚀 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით, გერმანიის ქალაქ ვისბადენში გაიმართა Eurodesk Network Meeting & General Assembly 2026, სადაც სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება, ახალი იდეები განიხილეს და ახალგაზრდებისთვის ევროპული შესაძლებლობების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე იმსჯელეს.

🎯 შეხვედრის მთავარი თემები იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ახალგაზრდულ სფეროში, ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი რეალური ჩართულობა, ევროპული მობილობის შესაძლებლობების პოპულარიზაცია და ახალგაზრდული საინფორმაციო საქმიანობის განვითარება.

🤝 შეხვედრის ფარგლებში ქსელის წევრებმა წარმოადგინეს წარმატებული პროექტები და ინოვაციური პრაქტიკები, რომლებიც ახალგაზრდების ინფორმირებულობის გაზრდასა და მათ საერთაშორისო შესაძლებლობებში ჩართულობას უწყობს ხელს.

🎉 შეხვედრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი აღმოჩნდა Eurodesk საქართველოსთვის. ქსელის წარმომადგენლებმა ჩვენს გუნდს Eurodesk-ში წევრობის 5 წლის იუბილე მიულოცეს და ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღსანიშნავად ხუთწლიანი წევრობის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადმოგვცეს. ეს აღიარება Eurodesk საქართველოს საქმიანობისა და ევროპულ ქსელში ჩვენი ხუთწლიანი მონაწილეობის მნიშვნელოვანი დასტურია.

📚 ვისბადენში მიღებული გამოცდილება და ახალი იდეები ხელს შეუწყობს Eurodesk საქართველოს საქმიანობის კიდევ უფრო განვითარებას, ახალგაზრდებისთვის ევროპული შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და საერთაშორისო პროგრამებში მათი ჩართულობის მხარდაჭერას.

✨ Eurodesk საქართველო - 5 წელი ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების შექმნის, ინფორმაციის გაზიარებისა და ევროპასთან დაკავშირების გზაზე! 🇬🇪🇪🇺

🤩   კამპანიის ფარგლებში Eurodesk Georgia აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს - “TIME TO DESIGN”! ✨ თემა: „მეგობრობა ევროპაში...
12/10/2026

🤩 კამპანიის ფარგლებში Eurodesk Georgia აცხადებს ილუსტრაციების კონკურსს - “TIME TO DESIGN”!
✨ თემა: „მეგობრობა ევროპაში“ 🤝🇪🇺
🎨 გიყვარს ხატვა, დიზაინი და გსურს შენი თვალით დანახული მეგობრობის ისტორია ვიზუალურად გადმოსცე? მაშინ ეს კონკურსი სწორედ შენთვისაა!
რა ასოციაციას გიჩენს ევროპული მეგობრობა? ერთობლივი მოგზაურობა, კულტურების გაზიარება, ახალი აღმოჩენები თუ საერთო თავგადასავლები? გადმოეცი მეგობრობის მნიშვნელობა შენი უნიკალური სტილით, ფერებითა და ემოციით!
🎯 კონკურსის პირობები:
• შექმენი ორიგინალური ილუსტრაცია/დიზაინი თემაზე - „მეგობრობა ევროპაში“;
• ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება არ არის ნებადართული;
• ნამუშევარი უნდა იყოს შენი ავტორობით შექმნილი.
📩გამოგზავნის ვადა: 23 ოქტომბრის ჩათვლით
📧 ელფოსტა: [email protected]
🗳️ ოქტომბრის ბოლოს Eurodesk Georgia-ს Facebook გვერდზე გაიმართება ხმის მიცემა და გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც ყველაზე მეტ მოწონებას დაიმსახურებს!
🎁 პრიზები და შესაძლებლობები:
• გამარჯვებული მიიღებს გასართობი სივრცის ვაუჩერსა და სხვა საჩუქრებს!
• გამარჯვებული ნამუშევარი დაიბეჭდება და გამოყენებული იქნება Eurodesk Georgia-ს ბრენდირებულ ნივთებზე (მაგ. მაისურებზე, ჩანთებზე და ა.შ.)!
💡 გამოავლინე შენი კრეატიულობა და გახდი Time To Move-ის ნაწილი!
🔗 დამატებითი ინფორმაცია კამპანიის შესახებ: https://timetomove.eurodesk.eu

#ახალგაზრდობა
#ევროდესკსაქართველო #მოხალისეობა #სწავლა
#საინტერესოშესაძლებლობა

  - ოქტომბრის კამპანია დაიწყო! 🌍✨Time to Move Eurodesk-ის ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული შესაძლებლ...
09/10/2026

- ოქტომბრის კამპანია დაიწყო! 🌍✨
Time to Move Eurodesk-ის ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც ახალგაზრდებს ევროპული შესაძლებლობების აღმოჩენაში ეხმარება: სწავლა, მოხალისეობა, სტაჟირება და მოგზაურობა. 🤝
ეს ინიციატივა 30-ზე მეტი ქვეყნის ასობით ორგანიზაციასა და 1000-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს - ყოველ ოქტომბერს ევროპა ერთიანი გამოცდილებებისა და ახალი შესაძლებლობების სივრცედ იქცევა.
📌 წელს Eurodesk Georgia კამპანიას უერთდება მთავარი თემით „მეგობრობა ევროპაში“ და წარმოგიდგენთ ილუსტრაციების კონკურსს!
👉 გამოხატე შენი კრეატიული ხედვა (ნახატი ხელით ან ციფრულად) ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენების გარეშე. საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება Eurodesk Georgia-ს ბრენდირებულ სუვენირებსა და ვიზუალურ მასალებზე. 🎨
🎯 კამპანია გეხმარება აღმოაჩინო საერთაშორისო მობილობის გზები და მიიღო ახალი გამოცდილება.
გამოიყენე შანსი, ჩაერთე კონკურსში და შექმენი შენი დიზაინი, რადგან ! 🚀
#ახალგაზრდობა #ევროდესკსაქართველო #მოხალისეობა #სწავლა #საინტერესოშესაძლებლობა

📢 ევროპის კვირეულის ფარგლებში - შესაძლებლობა 15 -17 წლის მოსწავლეებისთვის! 🇪🇺✨გაიცანი ევროპაში არსებული შესაძლებლობები დ...
22/04/2026

📢 ევროპის კვირეულის ფარგლებში - შესაძლებლობა 15 -17 წლის მოსწავლეებისთვის! 🇪🇺✨

გაიცანი ევროპაში არსებული შესაძლებლობები და ისწავლე, როგორ მოამზადო ისეთი განაცხადი, რომელიც ნამდვილად გამოგარჩევს 🌍

ეს ორდღიანი ონლაინ შეხვედრები დაგეხმარება, უკეთ გაერკვე საერთაშორისო პროგრამებში და გადადგა პირველი ნაბიჯები შენი განვითარებისკენ 🚀

🗓️ 29-30 აპრილი
⏰ 18:00 საათზე
💻 ონლაინ ფორმატი

🔹 29 აპრილი
შეხვედრაზე გაიგებ:
• რა შესაძლებლობები არსებობს ევროპაში ახალგაზრდებისთვის 🌍
• როგორ მოამზადო ეფექტური CV 📄
• როგორ დაწერო ძლიერი და დამაჯერებელი სამოტივაციო წერილი ✍️

📌 შეხვედრის ბოლოს მიიღებ პრაქტიკულ დავალებას, რომელიც დაგეხმარება მიღებული ცოდნის გამოყენებაში

🔹 30 აპრილი
• განვიხილავთ შენს მიერ მომზადებულ CV-ს 📄
• მიიღებ ინდივიდუალურ რეკომენდაციებსა და პრაქტიკულ რჩევებს მისი გაუმჯობესებისთვის 💡

🎯 ეს ორი დღე დაგეხმარება, გახდე უფრო თავდაჯერებული და მომზადებული საერთაშორისო შესაძლებლობების გამოყენებისთვის

📩 დარეგისტრირდი და გამოიყენე შანსი, მიიღო ცოდნა, რომელიც მომავალში რეალურად გამოგადგება.

📝მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია: https://youthtbilisi.ge/aqtivoba/european-youth-week-onlain-shekhvedrebi-15-17-tslis-mostsavleebistvis

⏳რეგისტრაციის ბოლო ვადა: 27 აპრილი, 18:00 საათი.

📩 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ - ფოსტაზე: [email protected]

2026 წლის 6 აპრილს, თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში, Eurodesk Georgia-მ გამართა საინფორმაციო შეხვედრა საერთაშ...
08/04/2026

2026 წლის 6 აპრილს, თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრში, Eurodesk Georgia-მ გამართა საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ ✨

💬 შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია სხვადასხვა შესაძლებლობებზე, რომლებიც მათ აძლევს შანსს განვითარდნენ, მიიღონ ახალი გამოცდილება და ჩაერთონ საერთაშორისო გარემოში 🌍

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობის წარმოჩენა, მათი მოტივაციის ამაღლება და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს პიროვნულ განვითარებასა და ახალი პერსპექტივების აღმოჩენას 🚀

#სწავლა #საინტერესოშესაძლებლობა✅ #სწავლისშესაძლებლობა #ევროდესკსაქართველო #შესაძლებლობები #მონაწილეობა #ახალგაზრდობა #სტაჟირება

🌍 გინდა მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, მოგზაურობა და ახალი გამოცდილებების მიღება, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო?ეს შ...
27/03/2026

🌍 გინდა მონაწილეობა საერთაშორისო პროექტებში, მოგზაურობა და ახალი გამოცდილებების მიღება, მაგრამ არ იცი საიდან დაიწყო?
ეს შეხვედრა სწორედ შენთვისაა!

💡 შეხვედრის ფარგლებში მიიღებ ამომწურავ ინფორმაციას და პრაქტიკულ რჩევებს საერთაშორისო შესაძლებლობებზე, რომლებიც ხელმისაწვდომია ქართველი ახალგაზრდებისთვის.

👉 რას გაიგებ შეხვედრაზე:
📌 რა შესაძლებლობები არსებობს ევროპაში ახალგაზრდებისთვის;
🎓 როგორ ჩაერთო გაცვლით პროგრამებში, ტრენინგებსა და მოხალისეობრივ პროექტებში;
🔍 სად და როგორ მოძებნო პროგრამები დამოუკიდებლად;
📝 როგორ შეავსო აპლიკაცია ისე, რომ შენი კანდიდატურა გამორჩეული იყოს;
🚀 რა ნაბიჯებია საჭირო საერთაშორისო გზის დასაწყებად;

👥 შეხვედრა განკუთვნილია 18-25 წლის ახალგაზრდებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან პიროვნული და პროფესიული განვითარებით.

📍 საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის ოფისში 6 აპრილს, 18:00 საათზე.

📝მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია: https://youthtbilisi.ge/aqtivoba/shesadzleblobebi-utskhoetshi-stsavla-mokhaliseoba-da-moklevadiani-proeqtebi
⏳რეგისტრაციის ბოლო ვადა: 3 აპრილი, 18:00 საათი.

📩 დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ-ფოსტაზე: [email protected]

გისურვებთ წარმატებებს!✨

2025 წლის 16 დეკემბერს, სამგორის მოსწავლე  ახალგაზრდობის სახლში, Eurodesk Georgia-მ გამართა საინფორმაციო შეხვედრა საერთა...
17/12/2025

2025 წლის 16 დეკემბერს, სამგორის მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, Eurodesk Georgia-მ გამართა საინფორმაციო შეხვედრა საერთაშორისო შესაძლებლობების შესახებ.

💬 შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია:
✨ მოხალისეობის პროგრამებზე
✨ მოკლევადიან საერთაშორისო გაცვლით პროექტებზე
✨ ევროპულ ინიციატივებში ჩართვის გზებსა და პრაქტიკულ რჩევებზე

შეხვედრის მიზანი იყო ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო გამოცდილების მნიშვნელობის წარმოჩენა, მათი მოტივაციის ამაღლება და იმ შესაძლებლობების გაცნობა, რომლებიც ხელს უწყობს თვითგანვითარებას, ახალი გამოცდილების მიღებასა და საერთაშორისო კონტაქტების გაძლიერებას.
👉 აღმოაჩინე შენი ევროპა Eurodesk-თან ერთად.
#სწავლა #საინტერესოშესაძლებლობა✅ #სწავლისშესაძლებლობა #ევროდესკსაქართველო #შესაძლებლობები #მონაწილეობა #ახალგაზრდობა #სტაჟირება

🎨   კამპანიის ფარგლებში გამართულ კომიქსების დიზაინის კონკურსში - „მეგობრობა ევროპაში“ გამოვლინდა გამარჯვებული - ირაკლი ც...
13/11/2025

🎨 კამპანიის ფარგლებში გამართულ კომიქსების დიზაინის კონკურსში - „მეგობრობა ევროპაში“ გამოვლინდა გამარჯვებული - ირაკლი ცხადაია.
მცირედი განსხვავებით მეორე და მესამე ადგილზე გავიდნენ სალომე ბექაური და ნინო მოსიაშვილი.

🏅 კონკურსის გამარჯვებულებსა და მონაწილეებს საჩუქრები გადაეცათ თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის მიერ.

მადლობა მონაწილეებს გამოგზავნილი ნამუშევრებისთვის და აქტიური ჩართულობისთვის 💬🌟
ასევე დიდი მადლობა ჩვენს ფეისბუქ აუდიტორიას მხარდაჭერისა და ინტერესისთვის 💛
#ევროდესკსაქართველო #სწავლა #საინტერესოშესაძლებლობა Eurodesk #სწავლისშესაძლებლობა

Address

Adam Mitskevichi 29
Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Eurodesk Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share