Georgian Association of Guides - SAGA

Call Directions Website Contact the organization

Georgian Association of Guides - SAGA Tourist Guiding - Georgian Association of Guides (SAGA) The Association that aims to professionalize and harmonization of tourism sector in Georgia.

Composing professional coaching and guiding visitors, the association works to promote tourism in general and more professionalism in the sector.

🔜დაინიშნა საქართველოს გიდების ასოციაციის მისაღები გამოცდები 2026 წლის შემოდგომის ნაკადისთვის ❤ 📅გამოცდები ჩატარდება 31 ო...
07/10/2026

🔜დაინიშნა საქართველოს გიდების ასოციაციის მისაღები გამოცდები 2026 წლის შემოდგომის ნაკადისთვის ❤

📅გამოცდები ჩატარდება 31 ოქტომბერს. რეგისტრირებული კანდიდატები მოწვეულები იქნებიან ინსტრუქტაჟზე, გადაეცემათ საგამოცდო მარშრუტი და ტექნიკური ინსტრუქციები გამოცდებთან დაკავშირებით. ინსტრუქტაჟი ჩატარდება პარასკევს, 23 ოქტომბერს.

✍️დეტალური ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე და შეავსეთ ფორმა: https://forms.gle/7ogTWwQ8envxHaXY7

😍 წარმატებებს გისურვებთ!

‼️შეხსენება – პრაქტიკოსი გიდების საყურადღებოდ: არ გამოგრჩეთ სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინი...
02/10/2026

‼️შეხსენება – პრაქტიკოსი გიდების საყურადღებოდ: არ გამოგრჩეთ სავალდებულო რეგისტრაცია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პლათფორმაზე. რეგისტრაციის არ ქონის შემთხვევაში, 2027 წლის 1 იანვრიდან გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით. პლათფორმაზე რეგისტრაცია უფასოა და ხორციელდება ონლაინ. გიზიარებთ წერილს საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან:

"საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორებისთვის მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ძალაში შევიდა https://places.georgia.travel/ პლატფორმაზე სავალდებულო რეგისტრაცია. აქვე გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის ვადა არის 2026 წლის ბოლომდე, ჯარიმა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.

გიდის რეგისტრაციისთვის სავალდებულოა:

📌პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წინა და უკანა გვერდის ატვირთვა;
❗️უნდა მონიშნოთ "დასაქმებული კომპანიის მიერ", იმ შემთხვევაში, თუ ერთ კომპანიაში ხართ მუდმივად დასაქმებული და ატვირთოთ ცნობა კომპანიიდან.
❗️ან უნდა მონიშნოთ თვითდასაქმებული და ატვირთოთ ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

გიგზავნით რეგისტრაციის ბმულს: https://places.georgia.travel/platform/login

ასევე, ვიდეო ინსტრუქციას: https://places.georgia.travel/chvens-shesakheb " @გამომწერები

აღმოაჩინე საქართველო places.georgia.travel-თან ერთად, რომელიც წარმოადგენს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცი....

📣 ხვალ, 26 აგვისტოს იწყება რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამის შემოდგომის ნაკადზე 🍂❤️🤝 ...
25/08/2026

📣 ხვალ, 26 აგვისტოს იწყება რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამის შემოდგომის ნაკადზე 🍂❤️

🤝 ნაკადი ნაწილობრივ ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ.

✅ პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული, მკაცრი აღრიცხვის ფორმის სერტიფიკატი.

‼️ რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ vet.emis.ge-ზე, 26 აგვისტოდან 9 სექტემბრის ჩათვლით. რეგისტრაციის შემდეგ მსმენელი მოწვეული იქნება გასაუბრებაზე.

📅 სასწავლო პერიოდი: 14.09.2026 – 06.12.2026
📌 პროგრამის დეტალები: https://vet.ge/programs/short/489

‼️ პროგრამაზე მოსახვედრად აუცილებელია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ატესტატი და რეგისტრაციისთვის საჭირო ტექნიკური მოთხოვნების გათვალისწინება. რეგისტრაციის ინსტრუქციის მისაღებად მოგვმართეთ:

💬 პირად შეტყობინებაში
📧 ელ–ფოსტაზე: [email protected]
☎️ ან დაგვიკავშირდით: 230 96 20 — ორშ.–პარ. 12:00–19:00

❤️ გისურვებთ წარმატებებს!

17/06/2026

📌ჩაინიშნეთ: 21 ივნისი, მთაწმინდის პარკი 🎡
🌾ძალზე საინტერესო და მნიშვნელოვანი, ქართული ხორბლისადმი მიძღვნილი ღონისძიება გველის წინ 😍
https://www.facebook.com/share/1DgwdTrJRp/

Send a message to learn more

☀️ საქართველოს გიდების ასოციაციის მორიგი მისაღები გამოცდები ამჯერად ქ. ბათუმში ჩატარდა 🏖️✅გამოცდების შედეგების საფუძველზ...
16/06/2026

☀️ საქართველოს გიდების ასოციაციის მორიგი მისაღები გამოცდები ამჯერად ქ. ბათუმში ჩატარდა 🏖️

✅გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩვენს დიდ ოჯახს 21 ახალი წევრი შემოუერთდა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს პროფესიონალი გიდების ქსელს საქართველოში.

🌐ახალი წევრები ტურისტულ მომსახურებას ქართულ, ინგლისურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, რუსულ და ფრანგულ ენაზეც კი გასწევენ 😍 ხოლო მათი პროფილები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://guides.ge/en/regional

🥳ვულოცავთ ჩვენს ახალ წევრებს და ვუსურვებთ პროფესიულ წარმატებას, საინტერესო ტურებსა და მრავალ კმაყოფილ სტუმარს! 🥰❤️

📌გიზიარებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწოდებულ ინფორმაციას გიდების სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე. ...
09/06/2026

📌გიზიარებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწოდებულ ინფორმაციას გიდების სავალდებულო რეგისტრაციის თაობაზე.
ტექსტში მოცემულია რეგისტრაციისა და ინსტრუქციის ლინკები:

"მოგესალმებით,
გაცნობებთ, რომ სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით შექმნილია ახალი პლატფორმა places.georgia.travel
პლატფორმა აერთიანებს საქართველოში არსებულ ტურისტულ ობიექტებსა და სერვისებს, რაც ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებს საშუალებას აძლევს მარტივად მოძებნონ სასურველი ობიექტი და მომსახურება თემატიკის, ინტერესებისა და ადგილმდებარეობის გათვალისწინებით.
გარდა ამისა, ტურიზმის ინდუსტრიისა და მომიჯნავე სექტორების წარმომადგენლებს ეძლევათ საშუალება პლატფორმაზე ასახონ საკუთარი სერვისები და პროდუქტები, ამავდროულად ავტომატურად მოხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ერთიან ბაზაში. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც საქართველოში მოგზაურობით დაინტერესებული პირებისთვის, ისე ტურიზმის სექტორში მომუშავე ბიზნესებისა და სხადასხვა უწყებებისთვის.

❕რეგისტრაცია არის უფასო ❕

საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გიდებისთვის, ტურისტული სააგენტოებისა და ტუროპერატორებისთვის მიმდინარე წლის პირველი ივნისიდან ძალაში შევიდა აღნიშნულ პლატფორმაზე სავალდებულო რეგისტრაცია. აქვე გაცნობებთ, რომ რეგისტრაციის ვადა არის 2026 წლის ბოლომდე, ჯარიმა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან.
გიდის რეგისტრაციისთვის სავალდებულოა:
❗️ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წინა და უკანა გვერდის ატვირთვა;
❗️ უნდა მონიშნოთ დასაქმებული კომპანიის მიერ, იმ შემთხვევაში, თუ ერთ კომპანიაში ხართ მუდმივად დასაქმებული და ატვირთოთ ცნობა კომპანიიდან.
❗️ ან უნდა მონიშნოთ თვითდასაქმებული და ატვირთოთ ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

გიგზავნით რეგისტრაციის ბმულს: https://places.georgia.travel/platform/login
ასევე, ვიდეო ინსტრუქციას: https://places.georgia.travel/chvens-shesakheb
მადლობა თანამშრომლობისთვის.
პატივისცემით,"

აღმოაჩინე საქართველო places.georgia.travel-თან ერთად, რომელიც წარმოადგენს სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული  ადმინისტრაცი....

ჩვენს დიდ ოჯახს მისი წევრი და საყვარელი კოლეგა – ეკა გოგიჩაიშვილი გამოაკლდა...💔ვიზიარებთ ეკას ოჯახის წევრების და ახლობლე...
08/06/2026

ჩვენს დიდ ოჯახს მისი წევრი და საყვარელი კოლეგა – ეკა გოგიჩაიშვილი გამოაკლდა...💔
ვიზიარებთ ეკას ოჯახის წევრების და ახლობლების მწუხარებას.. 😔
პანაშვიდი არის დღეს, დაკრძალვა – სამშაბათს, 9 ივნისს 2 საათზე. სარიტუალო დარბაზი, 1 სართული, უნივერსიტეტის ქუჩა 6.

ეკატერინე გახლავთ პროფესიონალი ტურისტული გიდი საქართველოში. გიდობა მისთვის არა მხოლოდ საქმიანობა, არამედ ოცნე....

🌺 დღეს ჩვენი  უსაყვარლესი, პოზიტიური და კეთილგანწყობილი ადამიანის — Kety Meladze-ს დაბადების დღეა ❤️✨ ადამიანი, რომლის ე...
30/05/2026

🌺 დღეს ჩვენი უსაყვარლესი, პოზიტიური და კეთილგანწყობილი ადამიანის — Kety Meladze-ს დაბადების დღეა ❤️

✨ ადამიანი, რომლის ენერგია, პროფესიონალიზმი და დამოკიდებულება ქმნის სივრცეს, სადაც ადამიანები ყოველდღიურად იზრდებიან, ვითარდებიან და საკუთარი საქმე კიდევ უფრო მეტად უყვარდებათ ✨

🌞კიდევ მრავალჯერ გვენახეთ ასეთი ღიმილიანი, ბედნიერი და სიამაყით სავსე — საქართველოს დროშით მსოფლიო ასპარეზზე ❤️

27/05/2026

📌გიზიარებთ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას უკანასკნელ დღეებში გავრცელებული კანონპროექტის თაობაზე (კულტურული ტურიზმის გიდის მიმართულებას ეხება პირველი საკითხი. ამ საკითხის ტექნიკურ მხარეზე დაზუსტებითანავე გაგიზიარებთ ინფორმაციას):

"მოგესალმებით,

არსებული მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მიმდინარე ეტაპზე „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიცირებულია ცვლილებები და მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურები.

ამასთან, წარმოგიდგენთ ინფორმაციას კანონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ, რომლებიც მიზნად ისახავს სამართლებრივი რეგულირების დახვეწასა და სფეროს ეფექტიანი ფუნქციონირების უზრუნველყოფას.

გიზიარებთ ინფორმაციას „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი მნიშვნელოვანი ცვლილებების შესახებ:

საკითხი 1: ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების სავალდებულო რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი; ტუროპერატორი; ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი), დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი; გრძელვადიანი დასვენებისა და დროის განაწილების ხელშეკრულებების მიმწოდებელი; საფეხმავლო გამყოლი, რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლები, კერძოდ, სამთო გამყოლი, სათხილამურო გამყოლი და ალპური გამყოლი) - ექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.
სავალდებულო რეგისტრაცია ძალაშია 2025 წლის 1 იანვრიდან.
რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში, სუბიექტი ექვემდებარება დაჯარიმებას 500 ლარით - რეგულაციის ამოქმედების თარიღს წარმოადგენს 2026 წლის 1 ივნისი.


ინიცირებული ცვლილება:

1. ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია აღარ იქნება სავალდებულო, შესაბამისად, უქმდება აღნიშნულ რეგულირებაზე ჯარიმა, რომელიც ძალაში უნდა შესულიყო 2026 წლის 1 ივნისიდან;

2. ტურისტული საქმიანობის სუბიექტები: ტურისტული გიდი; ტუროპერატორი; ტურისტული სააგენტო (ტურაგენტი) დაექვემდებარებიან სავალდებულო რეგისტრაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში - 2026 წლის 1 ივნისიდან. რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სუბიექტი დაჯარიმდება 500 ლარით, იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში - 1000 ლარით. ჯარიმა ამოქმედდება 2027 წლის 1 იანვრიდან. რეგისტრაცია არის უფასო.


საკითხი 2: რისკის შემცველი ტურისტული მომსახურებების მიმწოდებლების (ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლები) სავალდებულო სერტიფიცირება

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

სამთო, ალპური, სათხილამურო გამყოლის სავალდებულო სერტიფიცირების წესი, საქმიანობის სფერო და ტერიტორიული კომპეტენციების ტექნიკური რეგლამენტი ძალაში შედის - 2026 წლის 1 ივნისიდან
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების (ალპური, სამთო, სათხილამურო გამყოლები) სერტიფიცირებას ახორციელებს აკრედიტებული პერსონალის სერტიფიცირების ორგანო.

ინიცირებული ცვლილება:

რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების (ალპური, სამთო, სათხილამურო გამყოლები) სერტიფიცირებას განახორციელებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია;
სერტიფიცირების გარეშე ალპური, სამთო და სათხილამურო გამყოლების საქმიანობის განხორციელება დაექვემდებარება ჯარიმას 3000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 6000 ლარით - ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.
რისკის შემცველი ტურისტული მომსახურების მიმწოდებლების მიერ ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევა დაექვემდებარება გაფრთხილებას ან დაჯარიმებას - 1500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 3000 ლარით - ამოქმედდება 2027 წლის 1 ივნისიდან.

საკითხი 3: გადახდისუუნარობისგან დაცვა

კანონის მოქმედი რედაქციის მიხედვით:

ტუროპერატორი, ტურაგენტი, დაკავშირებული ტურისტული მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია გადახდისუუნარობისგან დაცვა მოახდინოს 1) დაზღვევის პოლისით ან 2) საბანკო უზრუნველყოფით - რეგულაციის ამოქმედების თარიღს წარმოადგენს 2027 წლის 1 ივნისი.

ინიცირებული ცვლილება:

გადახდისუუნარობისგან დაცვის შესახებ ნორმების ამოქმედების ვადა გადავადდება - 2030 წლის 1 ივნისამდე.

გადახდისუუნარობის შესახებ აღნიშნული ნორმების ამოქმედებამდე, მთლიანად გადამუშავდება გადახდისუუნარობისგან დაცვის თავი.

აქვე მოგახსენებთ, რომ ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, მოქმედ „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონში ინიციირებული სხვა შესწორებები წარმოადგენს ტექნიკური ხასიათის ცვლილებებს და არა შინაარსობრივს და მიზნად ისახავს კანონის ნორმების დაზუსტებასა და რედაქციულ გამართვას.

ამასთან გაცნობებთ, რომ ტურიზმის კანონში ტურისტული გიდის სერტიფიცირებასთან დავაკშირებული საკითხის ცვლილებები არ ხორციელდება. მოქმედი რედაქციის თანახმად ტურისტული გიდი ექვემდებარება ნებაყოფლობით სერტიფიცირებას 2025 წლის 1 ივნისიდან."

Send a message to learn more

📣 ხვალ, 21 მაისს, შეზღუდული დროით, გაიხსნება რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამის მაისის...
20/05/2026

📣 ხვალ, 21 მაისს, შეზღუდული დროით, გაიხსნება რეგისტრაცია კულტურული ტურიზმის გიდის პროფესიული მომზადების პროგრამის მაისის ნაკადზე, რომელიც ნაწილობრივ ფინანსდება საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ 🤩

✅პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა მკაცრი აღრიცხვის ფორმა - სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი

‼️პროგრამაზე რეგისტრაცია შესაძლებელია მხოლოდ პლათფორმა https://vet.emis.ge -ს მეშვეობით, შეზღუდული დროით, მხოლოდ 21–24 მაისის მონაკვეთში.

📌სასწავლო პერიოდია: 25.05.2026-16.08.2026
პროგრამის დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე https://vet.ge/programs/short/489?programName=%E1%83%99%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%96%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%92%E1%83%98%E1%83%93%E1%83%98
რეგისტრაციის დეტალებზე მოგვმართეთ:
✅ ნომერზე 2309620 (ორშ.-პარ. 12:00-19:00 სთ-მდე)
✅ პირადი შეტყობინების მეშვეობით
✅ ელ-ფოსტის მეშვეობით: [email protected]
🏫 მისამართზე: ს. ჯანაშიას ქ. #5, ვერა, თბილისი
❤ გისურვებთ წარმატებებს!

Address

Simon Janasia Street 5
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Association of Guides - SAGA posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Association of Guides - SAGA:

Shortcuts

Share