Ilia's Legal House • ილიასი

Ilia's Legal House • ილიასი ილიას სამართლის სახლი (ილიასი)

Ilia's Legal House (Iliasi)

ორგანიზაცია ილიასი სამართლის სახლის (ილიასის) პრიორიტეტია ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები; ორგანიზაცია ახორციელებს სხვადასხვა ინიციატივას, რომელიც ემსახურება ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისა და დემოკრატიული თანაცხოვრებისთვის მომზადებას სასკოლო ასაკიდან და ,,მეგობრული სკოლის’’ იდეის რეალიზებას; ილიასი მუშაობს ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და რეაგირების ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებ

ის მიმართულებით, ხელს უწყობს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის პრინციპის სასამართლო და ადმინისტრაციულ პრაქტიკაში დანერგვას.

⬜️2024 წლის 27-29  ნოემბერს  ლიკანში  გაიმართა ტრენერთა ტრენინგი პროექტის ,,ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში...
23/12/2024

⬜️2024 წლის 27-29 ნოემბერს ლიკანში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი პროექტის ,,ერთად ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში.
🟪პროექტში მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.
⬜️პროექტის პარტნიორები არიან სოციო-სამართლებრივი კვლევების საერთაშორისო ცენტრი SOCLES ჰაიდელბერგიდან/ბერლინიდან (გერმანია) და ილიას სამართლის სახლი (ილიასი) თბილისიდან (საქართველო).
🟪პროექტს მხარს უჭერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

🙋‍♀️ბავშვებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სკოლაში ბულინგის ნამდვილი ისტორიები. აი, რას გვიყვებიან ისინი:1️⃣სკოლაში პირველივე კლ...
22/11/2024

🙋‍♀️ბავშვებს ვთხოვეთ, მოეწოდებინათ სკოლაში ბულინგის ნამდვილი ისტორიები. აი, რას გვიყვებიან ისინი:
1️⃣სკოლაში პირველივე კლასიდან მაბულინგებდნენ სხეულის გამო. ბავშვები, ვინც არ მიცნობდნენ, თავს ჩემგან შორს იჭერდნენ მხოლოდ იმის გამო, რომ სხვებზე მეტს ვიწონი. დღემდე ესეა ზოგი ბავშვი და უნდა შეწყდეს სხეულის ფორმებზე დაცინვა და ბულინგი. ჩვენ - პუტკუნები გავხდებით (თუ მოგვინდება), მაგრამ აი მაგათ რა ეშველებათ, არ ვიცი. ალბათ, ღმერთი მიატოვებს.
2️⃣წონის გამო მიუღებელი სიტყვებით მომმართავდნენ დაბალ კლასებში. შემდეგ წონაში კლება გადავწყვიტე არაჯანსაღი გზით. ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემები გამიჩნდა.
3️⃣ინსტაზე ინფლუენსერები უგამხდრესები არიან. რადგან მასეთი არ ვარ, ესე იგი უშნო ვარ, - ასე ფიქრობენ გოგოები და ცდილობენ ბავშვობიდან მოერგონ ამ სტანდარტებს,რომლებიც სადღაც ვიღაცამ დააწესა და ეს მათ ცხოვრებას უმწარებს.
4️⃣შენ კიდევ ჭამა გინდა? -მასწავლებელი ეუბნება ჩემს კლასელს, რომელიც უსაყვარლესია და ცოტათი პუტკუნა. ამის შემდეგ საშინლად დაკოპმლექსდა. არადა, ამ შემთხვევამდე არასოდეს უთქვამს, რომ არ მოსწონდა საკუთარი თავი.
---------------------
#ბულინგი
# სკოლის მოსწავლეების გამოგზავნილი ნამდვილი ისტორიები
----------------------
🤝 მომზადებულია პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოება სკოლაში ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი სისტემის მისაღწევად'' ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Europe Foundation • ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით.

🙋‍♀️ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობთ, მაგრამ ერთნაირები არ ვართ.ზოგი რომ შერლოკ ჰოლმსის სერიებს უყურებს და ზოგი - ვიქტორია სეკ...
18/11/2024

🙋‍♀️ჩვენ ერთ სკოლაში ვსწავლობთ, მაგრამ ერთნაირები არ ვართ.
ზოგი რომ შერლოკ ჰოლმსის სერიებს უყურებს და ზოგი - ვიქტორია სეკრეტის შოუს, ამას არ ვგულისხმობ.
ერთნაირი ბავშვები არ ვართ მასწავლებლისთვის, დირექტორისთვის.
ორ კატეგორიად გვყოფენ: კარგები და ცუდები.
კარგები ვართ ავტომატურად ისინი, ვისაც კარგი მშობლები გვყავს. დილით ალუბლის ტარტის სუნით ან ტაფამწვარით გვაღვიძებენ. მაგიდაზე ცხელი ჩაი ან ცივი სმუზი დგას. გაუთოებული ტანსაცმელი საკიდზეა და გაპრიალებული ბოტასი - კარადაში. ჩვენ თვითონაც შეგვიძლია ავიღოთ, მაგრამ ისინი სულ ღელავენ, ვაითუ დავაგვინოთ და ხელში გვაგებებენ. კარებში გასვლისას სენდვიჩიან სასკოლო ჩანთას და ტელეფონს გვაწოდებენ. თუ აღმოჩნდება, რომ შუადღეს რომელიმე დავალება არ გვახსოვს, სასწრაფოდ მიიწერებიან ჩატში და გაგვიგებენ. საღამოს რეპეტიტორებთან და სპორტზე მივდივართ. კიდევ უფრო საღამოს ოჯახში ყველანი ჩვენს ტელეფონებში ვართ და რაღაცნაირად მაინც ერთად ვართ. ჩვენზე გიჟდებიან სახლში მშობლები და მასწავლებლები -სკოლაში.

ცუდები ვართ ცუდი მშობლების შვილები. დავალებების წერით თავს არ ვიკლავთ. ჩანთებში წიგნები და რვეულები, სკოლის ცხრილის მიხედვით ჩაწიკწიკებული არ გვაქვს. ჩვენს მშობლებს არ სცალიათ, ჩვენს მაგივრად გაიგონ, რა გვაქვს გაკვეთილად ან მით უმეტეს, ჩვენთან ერთად იმეცადინონ. საერთოდაც, არ სცალიათ ჩვენს მშობლებს, თავიანთი პრობლემებიც ყოფნით და დრო კი არაფრისთვის ყოფნით. განა სხვაზე ნაკლებად ვუყვარვართ მშობლებს, უბრალოდ, ასეთი ცხოვრება აქვთ. მასწავლებლები რომ გვტუქსავენ და ზედმეტი მოსდით, ჩვენ თავს ვიცავთ და, ამაზე, უზრდელი ხარო გვეუბნებიან; თუ მასწავლებელს ვერ გავეცით პასუხი, სხვა ბავშვებს მივდგებით. ოღონდ ყველანი ასე არ ვართ. ზოგი ჩვენგანი, უბრალოდ, ჩვენთვის ვართ, თითქოს არც ვართ კლასში. მოკლედ, გულზე არავის ვეხატებით.

და კიდევ არიან ,, ეს იცი, ვისი შვილია?! ‘’კატეგორიის ბავშვები. მათ ყველაფრის უფლება აქვთ. მათ იციან თუ არა გაკვეთილი ან აქვთ თუ არა დავალება, ეს არაფერს ცვლის. ისინი ხელშეუხებელნი არიან.
გაინტერესებს, ვინ რომელი ვართ?
ადვილად გვიცნობ:
როცა ვაგვიანებთ ,,ეს იცი ვისი შვილია?!’’ ბავშვები, ფართოდ გაღიმებული და ხელოვნურად განათებული სახით გვხვდებიან მასწავლებლები; ჩვენ, კარგ ბავშვებს საყვედურით გვეუბნებიან, ვისთვის ავხსნა გაკვეთილი, შენ თუ დაიგვიანეო. მერე ჩვენი დედიკოები უბოდიშებენ და ისინი ამაზე დნებიან, ოჰ, სამაგიეროდ მერე ისე მომიყვა გაკვეთილი, მასიამოვნაო. ჩვენ, ცუდი ბავშვები როცა ვიგვიანებთ, კარებთან გვაყენებენ ან ირონიაგამორეული ხმით გვკითხავენ - ღამე ტელეფონში თამაშს შერჩი თუ დააკალი წიგნს თავიო?! (ბოლო წინადადებაზე კლასი ხორხოცებს)
სულ მინდება, ცუდი ბავშვი ვიყო.
---------------------
#ბულინგი
# სკოლის მოსწავლეების გამოგზავნილი ნამდვილი ისტორიები
----------------------
🤝 მომზადებულია პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოება სკოლაში ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი სისტემის მისაღწევად'' ფარგლებში, რომელიც ხორციელდება Europe Foundation • ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით.

08/11/2024
08/11/2024
📣2024 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა სკოლის მოსწავლეების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა7 სკოლა: 🔴თბილისის №53 სა...
08/11/2024

📣2024 წლის 15 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა სკოლის მოსწავლეების კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა
7 სკოლა:
🔴თბილისის №53 საჯარო სკოლა
🟠თბილისის №71 საჯარო სკოლა
🟡თბილისის №132 საჯარო სკოლა
🟢თბილისის №182 სკოლა
🔵Კაზრეთის №2 სკოლა
🟣გორის №10 სკოლა
🟢თბილისის №26 საჯარო სკოლა
📑 მოსწავლეებმა წარადგინეს ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის სკოლის პოლიტიკის დოკუმენტები და ანგარიშები განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.
🤝 პროექტის - ,,სამოქალაქო საზოგადოება სკოლაში ბავშვთა ჩაგვრის (ბულინგის) წინააღმდეგ ეფექტიანი სისტემის მისაღწევად ხორციელდება Europe Foundation • ევროპის ფონდის (EPF) ფინანსური მხარდაჭერით.

წერილი ვენერა მასწავლებელს🙋‍♀️ერთ დილას, როცა საშინლად წვიმდა და სკოლაში წასვლა სიკვდილივით მეზარებოდა, დედა ცუდად გახდა...
05/11/2024

წერილი ვენერა მასწავლებელს

🙋‍♀️ერთ დილას, როცა საშინლად წვიმდა და სკოლაში წასვლა სიკვდილივით მეზარებოდა, დედა ცუდად გახდა და სასწრაფოს გამოვუძახეთ. მამამ მაინც გამაგდო გარეთ და ისე ნელი ნაბიჯებით ვიარე სკოლამდე, რომ მთლიანად, კაბის ბოლო ძაფამდე სველი გამოვცხადდი გაკვეთილზე. დაგვიანების გამო ერთი-ორი მწარე სიტყვაც სილასავით გამილაწუნა მასწავლებელმა და ჩემს სკამზე დავესვენე. ფანჯრიდან ალვის ხეების შიშველი ტოტები ჩანდა და წვიმის ტირეებით აკინძული უთვალავი მწკრივი. დედაზე ვფიქრობდი: რა ცუდი ფერი ედო, რა ჩამქრალი მზერით იწვა ლოგინზე. ნეტა არ წამოვსულიყავი, კორპუსის გვერდით დავმალულიყავი, სასწრაფოს მანქანის სიახლოვეს, და ექიმები რომ გამოვიდოდნენ, მეკითხა, როგორაა დედა, რამეს ხომ არ მიმალავს მამა, და მერე წამოვსულიყავი-მეთქი.
აი, ამაზე ვფიქრობდი და უცებ დირექტორის მოადგილემ შემოგლიჯა კლასის კარი: „ინფორმაცია მოგვივიდა, ამ კლასში თურმე ტილიანი ბავშვები სწავლობენ და უნდა შევამოწმოთო“. ორი მასწავლებელი შემოჰყვა დამხმარედ, დაგვაწყობინეს თავები მერხებზე და ჩვენს თმებში იქექებოდნენ. მერე სამი ბავშვის გვარი გამოაცხადეს, მათ შორის ჩემიც: „ვიდრე ტილებს არ მოიშორებთ, სკოლაში არ დაგინახოთო!“ – გვიყვიროდნენ. არც ვიცოდი, ტილები თუ მყავდა.
16
დაირეკა თუ არა ზარი, გავაცდინე ყველა დანარჩენი გაკვეთილი და სირბილით მოვედი სახლში. დედა უკეთ იყო. ჩაი მიეტანა ფანჯარასთან და სვამდა. არაფერს ვუმალავ დედას. „ტილები მყოლია და მთელ კლასში გამოაცხადეს, შემრცხვა და სახლში გამოვიქეცი-მეთქი!“ ჩაის დალევა მიატოვა, ნაწნავის ბოლოთი თავისკენ ჩამომქაჩა და თმებში ჩამხედა: „კი, გყავს, მაგრამ ხვალამდე მოგაშორებ. წადი ხვალ სკოლაში და ბავშვებს უთხარი, რომ რაღაც შეეშალათო!“ „ცუდად რომ ხარ-მეთქი?“ – კითხვა შევუბრუნე. „არაუშავსო!“ – მიპასუხა.
გავედი საძინებელში, რომ სველი ტანსაცმელი გამომეცვალა, და როცა დავბრუნდი, დედას ეძინა. მიწოლილა ლოგინზე და ჩასძინებია. ვერ გავაღვიძე. დავუჯექი თავთან და უცებ გამახსენდა სადღაც წაკითხული, რომ თუ ადამიანს ტილები ჰყავს და კვდება, ეს ტილები სასწრაფოდ გამორბიან მიცვალებულის თავიდანო. ამის წარმოდგენამ შემზარა და ადგილს ვერ ვპოულობდი, თან იმაზე ვდარდობდი, ხვალ რომ სკოლაში არ წავიდე, ბავშვები დარწმუნდებიან, რომ მართლა ტილები მყავს-მეთქი. დედას შუაღამისას გაეღვიძა, სასწრაფოდ წამოდგა და ჩემს თმებს დაუწყო მოვლა. ასე გავათენეთ.
დილით, სკოლაში რომ მივედი, დამრიგებელმაც და ბავშვებმაც გაიკვირვეს – „ტილიანებს ხომ აგიკრძალეს სკოლაში მოსვლაო?“ დანარჩენები არც იყვნენ, მხოლოდ მე. სულ არ შემრცხვენია ტყუილის და განვაცხადე: „ვენერა მასწავლებელს შეეშალა, ან მოიტყუა. არავითარი ტილები არ მყავს-მეთქი!“ გაცოფდა დამრიგებელი: „აბა თავი მაჩვენეო!“ მასთან ერთად მთელი კლასი თავზე დამესია და თმებს მიჩიჩქნიდნენ. ნახეს, რომ სუფთა ვარ და შემეშვნენ. ის ბავშვები კი, დანარჩენი ტილიანები, ერთი კვირა არ დადიოდნენ სკოლაში და როცა დაბრუნდნენ, მთელი კლასი მათ დასცინოდა.
ახლა ერთადერთი მიზეზით დავწერე ეს წერილი, რომელსაც სკოლაში ვტოვებ და, იმედია, ადრესატამდე მივა:
ვენერა მასწავლებელო, მე უკვე სტუდენტი ვარ. მასწავლებლობას ვაპირებ და ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ თქვენ არ უნდა გგავდეთ! ზუსტად ვიცი, ამ სამყაროდან რომ არ წავიშალო, არასოდეს უნდა გამირბინოს თავში ბავშვის საჯაროდ თუ არა საჯაროდ დაცინვის აზრმა. აი, ამის გაკეთების უფლება არ უნდა მისცეს გულმა ტვინს, თორემ თავზე ტილების სირბილი იოლი აღსაკვეთია. მე ახლა ულამაზესი ფერის თმა მაქვს. უფრო ოქროსფერი გამიხდა, ვიდრე აქამდე მქონდა. რამდენიმე წელი ვცდილობდი, ის დღე დამევიწყებინა, თქვენ რომ კლასის კარი შემოანგრიეთ და მერე მივხვდი: პირიქით, არასოდეს უნდა დავივიწყო და განსაკუთრებით ახლა, როცა მასწავლებლობას ვაპირებ.

#ბულინგი
#ნამდვილიისტორიები
#მიმეგობრე! მარტო ვარ სკოლაში!

რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს💁‍♂️ძალიან მსუქანი ვარ. დედაც გამხდარია, მამაც, ჩემი ორივე დაც. ნათე- სავებიც კი გამხდრე...
05/11/2024

რომ აპატიებ და მაინც რომ გახსოვს

💁‍♂️ძალიან მსუქანი ვარ. დედაც გამხდარია, მამაც, ჩემი ორივე დაც. ნათე- სავებიც კი გამხდრები მყავს და არ ვიცი, რატომ ვარ მარტო მე ასეთი მსუქანი.
ერთხელ კლასელის დაბადების დღეზე ვიყავი. კარადის კარზე მაღალი და ვიწრო სარკე იყო დაწებებული და ბავშებმა დაცინვა დამიწყეს: „ამაში რომ ჩაიხედო, ვერ ჩაეტევიო!“ მომეჩვენა, რომ აზვიადებდნენ, ჩავიხედე და მართლა ვერ ჩავეტიე სიგანეში. ყველა ჩაეტია, მე – ვერ!
ვიცი, რა მეჭმევა და რა – არა, და ამას არასოდეს ვარღვევ. ზოგჯერ წამლებსაც ვსვამ და ვვარჯიშობ კიდეც, მაგრამ მაინც ვერ ვხდები. მამაჩემი სულ მამშვიდებს: „ნუ გეშინია, შენხელა მეც ასეთი წონის ვიყავი, მაგრამ ახლა ხომ მიყურებ, როგორ ფორმაში ვარო!“ მაგრამ, მგონი, მატყუებს. უბრალოდ, არ მოსწონს, რომ ასეთი შეშინებული და შერცხვენილი დავ- დივარ და აღარ იცის, რა მომიხერხოს.
კლასელებმა ათასნაირი სახელი შემარქვეს. ზოგი „მურა დათვს“ მეძახის, ზოგი – „ზვავს“ და „მეწყერს“, ზოგი – „დედამიწისნახევარას“. მე ამას უკვე შევეჩვიე და არ ვბრაზდები, მაგრამ ზოგჯერ ისე საშინლად მექცევიან, ვეღარ ვითმენ და ვყვირი, ან ვინმეს ვცემ. თუმცა, სხვას რომ ვცემ, მე უფრო მეშინია, რამე არ მოვატეხო, ან მოვაგლიჯო.
მამა მეუბნება: „ცოტა შენს ჯანმრთელობას მივხედოთ და რაგბიზე შეგი- ყვანო!“ ძალიან მინდა მალე მოვიდეს ეს დრო, რომ მერე ჩემი კლასელები და მასწავლებლები დავპატიჟო და ის მატჩი ჩემმა გუნდმა მოიგოს. ამაზე რომ ვფიქრობ, კლასელების დაცინვა უფრო იოლი გადასატანი ხდება. მე კეთილი ვარ. „თითქმის ყველა მსუქანი კეთილიაო“ – ასე ამბობენ. ვინც დამცინიან, ისინიც კი ამას ამბობენ – „კეთილიაო!“ და მე მიხარია ამ ორი რამის წარმოდგენა – როგორ მოიგებს ჩემი გუნდი რაგბის, როცა მასწავლებლებს და ბავშვებს დავპატიჟებ, და როგორ გავხდები კიდევ უფრო კეთილი, და როცა დიდი კაცი ვიქნები, ეზოს ბავშვებს ვეყვარები, ზურგზე შემოვისვამ და ვარბენინებ. მაგრამ ჯერ იქამდე დიდი დროა: ჯერ არც ჯანმრთელი ვარ, არც – მორაგბე, არც – კაცი. ჯერ მოსწავლე ვარ, რომელსაც „დედამიწისნახევარას“ ეძახიან და ერთმანეთს ენაძლევებიან, შემომწვდება თუ არა სახტუნაო მუცელზე და მერე მართლა ამოწმებენ ამას.
გუშინ სკოლის კიბეზე ძალიან ცუდად გავხდი და საფეხურზევე ჩამოვჯექი. ხომ ცუდად ვიყავი, მაგრამ ყველას სახე მახსოვს, ვინც იცინოდა. ერთ მასწავლებელსაც კი გაეცინა წამით. მერე ეს სიცილი თავისივე ხელის- გულით ჩამოიწყვიტა თუ ჩამოიფერთხა ტუჩებიდან, თითქოს უშველებელი კალია შეახტა და მოიშორაო. აი, ხომ წამით გაეცინა, მაგრამ მაინც სულ მემახსოვრება მისი სახე. განა იმიტომ, რომ ვერ ვაპატიებ. უბრალოდ, ისეთი წყენით მეწყინა, როცა პატიობ, მაგრამ მაინც გახსოვს.

#ბულინგი
#ნამდვილიისტორიები
#მიმეგობრე!მარტოვარსკოლაში!

25/10/2024

Address

Tbilisi

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ilia's Legal House • ილიასი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ilia's Legal House • ილიასი:

Share