ქართული ხორბალი Heritage Grain

ქართული ხორბალი Heritage Grain გაერთინება "ქართული ხორბალი"

გაერთიანება ქართული ხორბალი ემსახურება ქართული ხორბლის კულტურის დაცვას და პურ-ცხობის ტრადიციების აღდგენას საქართველოში. ვამრავლებთ და ვავრცელებთ ხორბლის ენდემურ სახეობებს და უძველეს ხალხურ ჯიშებს, ხელს ვუწყობთ სათესლე მეურნეობების გაჩენას, ბიო წარმოებას და პროფესიული კადრის მომზადებას ამ სფეროში.

საქართველო პურისა და ღვინის ქვეყანა! აი კიდევ ერთისაერთაშორისო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშ...
30/04/2026

საქართველო პურისა და ღვინის ქვეყანა!

აი კიდევ ერთი
საერთაშორისო კვლევა, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველო ხორბლის წარმოშობის უძველესი კერაა.

https://www.facebook.com/share/p/1CRYYnJoGU/?mibextid=wwXIfr

1 მაისს, 14:00 საათზე, ეროვნულ მუზეუმში საქართველოს ტერიტორიაზე პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერის დამადასტურებელი უახლესი სამეცნიერო კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართება.

2026 წლის 27 აპრილს, აშშ-ის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ჟურნალში (PNAS) გამოქვეყნებული სტატია, სახელწოდებით “An Independent Center for the Origin of Bread Wheat in the Neolithic Period of Georgia in the South Caucasus “, ადასტურებს, რომ საქართველო პურის ხორბლის (Triticum aestivum) წარმოშობის დამოუკიდებელი და დღეისათვის დოკუმენტურად დადასტურებული უძველესი კერაა.

სტატია ეყრდნობა აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით ჩატარებულ საერთაშორისო მულტიდისციპლინურ კვლევას, რომელიც ეფუძნება საქართველოში, გადაჭრილ და შულავერის გორებზე აღმოჩენილ 8 000 წლის წინანდელ არქეოლოგიურ მასალასა და პალეოეთნობოტანიკოსის პროფესორ ნანა რუსიშვილის მრავალწლიან სამეცნიერო კვლევებს.

ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტში რადიოკარბონული მეთოდით ჩატარებული დათარიღების საფუძველზე დადასტურდა, რომ საქართველოს ნეოლითურ ნამოსახლარებში გამოვლენილი მასალა პურის ხორბლის არსებობის მსოფლიოში უძველეს, დღემდე ცნობილ ფიზიკურ მტკიცებულებას წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ კვლევის თანაავტორთა შორის არიან ქართველი და უცხოელი მეცნიერები: მინდია ჯალაბაძე, ინგა მარტყოფლიშვილი, მარინე მოსულიშვილი, ნანა მელაძე, დავით მაღრაძე, ელიზაბეტა ბოარეტო და სტივენ ბატიუკი.

საერთაშორისო მულტიდისციპლინური კვლევა საქართველოს კულტურის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოს პროექტის „ღვინისა და ვაზის კვლევა და პოპულარიზაცია“ - ფარგლებში, ტორონტოს უნივერსიტეტის, ვაისმანის ინსტიტუტისა და „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

გილოცავთ!ქრისტეს აღდგომას, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას! სიკეთე, სიყვარული ხვავი და ბარაქა საქართველოს!
12/04/2026

გილოცავთ!
ქრისტეს აღდგომას, სიკვდილზე სიცოცხლის გამარჯვებას!
სიკეთე, სიყვარული ხვავი და ბარაქა საქართველოს!

გილოცავთ 💛✨
11/04/2026

გილოცავთ 💛✨

აი ასეთი არაჩვეულებრივი ამბავია! https://www.facebook.com/100064540309230/posts/1347852097376121/?mibextid=rS40aB7S9Ucbx...
25/03/2026

აი ასეთი არაჩვეულებრივი ამბავია!

https://www.facebook.com/100064540309230/posts/1347852097376121/?mibextid=rS40aB7S9Ucbxw6v

🏆🥇“პურის ფესტივალი” გახდა აკანთუსის პრიზის ოქროს ჯილდოს გამარჯვებული!

პურის ფესტივალი, რომელიც 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით და ქ. თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება, მიზნად ისახავს ქართული ენდემური ხორბლის ჯიშებისა და პურის ტრადიციების დაცვას, კვლევასა და პოპულარიზაციას, ასევე მცირე მეწარმეთა მხარდაჭერას

✅ ფესტივალი საგანმანათლებლო აქტივობებითა და მასტერკლასებით ხელს უწყობს ტრადიციული ცოდნის გადაცემასა და კულტურული იდენტობის გაძლიერებას

🟢 აკანთუსის პრიზი დაარსდა ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტის (ERHG) მიერ 2025 წლის 27 მაისს, ბრიუსელში გამართულ გენერალურ ასამბლეაზე, რომელიც ჩატარდა ისტორიული ბაღების VIII ევროპული ფორუმის ფარგლებში.

ERHG-ის სამეცნიერო კომიტეტის მიერ დაორგანიზებული პრემია მიზნად ისახავს გამოავლინოს და დააჯილდოოს გამორჩეული ინიციატივები ისტორიული ბაღების დაცვის, რესტავრაციისა და პოპულარიზაციის მიმართულებით.

პრიზის გამარჯვებულებს ავლენს ჟიური, რომელიც დაკომპლექტებულია ERHG-ის სამეცნიერო კომიტეტის წევრებით და გასცემს სამი სინჯის (ბრინჯაო, ვერცხლლი, ოქრო) ჯილდოს.

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღს კატეგორიაში - “საზოგადოებრივი ჩართულობა, განათლება და ცნობიერების ამაღლება” - წარდგენილი ჰქონდა “პურის ფესტივალი”, რომელიც დაჯილდოვდა უმაღლესი, ოქროს სინჯის პრიზით!

პურის ცხობის მასტერკლასების, გამოფენებისა და საგანმანათლებლო აქტივობების მეშვეობით, ფესტივალი ვიზიტორებს სთავაზობს უშუალო გამოცდილებას გაეცნონ ხორბლის ქართულ ენდემურ სახეობებს, ხორბლის მოყვანის და წარმოების ტრადიციებსა და კულტურულ თავისებურებებს და ჩაერთონ ტრადიციული ქართული პურის მომზადების პროცესში.

ეს ერთი მხრივ ხელს უწყობს ხორბლის კულტურის პოპულარიზაციას და იმ მცირე მეწარმეების ცნობადობის გაზრდას, რომლებსაც თავიანთ ფერმერულ მეურნეობებში მოჰყავთ ხორბლის ადგილობრივი სახეობები და ჯიშები.

🟢 ევროპის ისტორიული ბაღების მარშრუტი (ERHG) არის არაკომერციული ასოციაცია, რომელიც 2017 წლიდან აერთიანებს ევროპის სხვადასხვა ქვეყნის მნიშვნელოვან ისტორიულ ბაღებს ერთ საერთო მარშრუტში.

2020 წელს მას მიენიჭა ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტის ოფიციალური სტატუსი.

ასოციაცია აერთიანებს 31 წევრ ბაღს და სხვადასხვა ტიპის ისტორიულ სივრცეებს, მათ შორის: სამეფო სასახლეებს, ციხესიმაგრეებს, მონასტრებს, არისტოკრატიულ მამულებს და რა თქმა უნდა, ბოტანიკურ ბაღებს.

🌾👏🏻 აღნიშნულ პრესტიჟულ კონკურსში გამარჯვება ზრდის საქართველოს საერთაშორისო კულტურულ პრესტიჟს, აძლიერებს ადგილობრივი ტრადიციების მნიშვნელობას და ხელს უწყობს ქართული ხორბლისა და პურის კულტურის გლობალურ პოპულარიზაციას!

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის სახელით მადლობას ვუხდით კონკურსის ჟიურის წევრებს, “პურის ფესტივალის” პროექტის ინიციატორებს, ორგანიზატორებს, მეცნიერ მუშაკებს, ვინც ჩართულია ფესტივალის შემეცნებითი ნაწილის განვითარებაში, ყველას ვინც წვლილი შეიტანა პურის ფესტივალის პოპულარიზაციაში!

European Route of Historic Gardens

მადლობა პროექტის წარდგენისას მნიშვნელოვანი ჩართულობისთვის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო

#ბოტანიკურიბაღი #პურისფესტივალი #სიახლეები

დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის @საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია
27/02/2026

დიდი მადლობა ამ აღიარებისთვის
@საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

ლალის პურიწითელი დოლი, კრაწუნა ქერქით, პურის სუნით და გემოთი
21/02/2026

ლალის პური
წითელი დოლი, კრაწუნა ქერქით, პურის სუნით და გემოთი

ლალის პური ზანდური
28/01/2026

ლალის პური
ზანდური

✨🎄
29/12/2025

✨🎄

Address

2 Shatberashvili Street Block 8, Ap. 15
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 22:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00
Saturday 11:00 - 14:00
Sunday 00:00 - 22:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ქართული ხორბალი Heritage Grain posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ქართული ხორბალი Heritage Grain:

Share