ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association

ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association ასოციაცია ტყის პროდუქტი

ასოციაცია “ტყის პროდუქტის” ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ტყის პროდუქტებით მდგრადი კომერციული სარგებლობის მხარდაჭერა, რაც ხორციელდება კერძო, კოოპერატიულ, დარგობრივ, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ინტერესებზე მორგებული თანამშრომლობით ნედლეულის შეგროვების, კულტივაციის, წარმოებისა და მარკეტინგის განმახორციელებელ ფიზიკურ და იურიდიული პირებს შორის. ასოციაცია ასევე ქმნის თანამშრომლობის პლატფორმას დარგის ს

ტრატეგიული დაგეგმვის და მართვის პროცესებში ბიზნესის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. The main activity of the Association "Forest Product" is the support of sustainable commercial use of forest products, which is carried out in cooperation with private, cooperative, sectoral, state and public interests in the collection, cultivation, production and marketing of raw materials Between individuals and legal entities. The association also creates a collaboration platform to ensure business participation in the strategic planning and management processes of the sector.

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის მხარდაჭერის პროგრამათუ გაქვთ ეკოტურისტული ბიზნესი ან საქმიანობთ ტყის მერქნული თუ არამ...
15/04/2026

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის მხარდაჭერის პროგრამა

თუ გაქვთ ეკოტურისტული ბიზნესი ან საქმიანობთ ტყის მერქნული თუ არამერქნული პროდუქტების წარმოების სფეროში, შეგიძლიათ მიიღოთ ფინანსური მხარდაჭერა თქვენი ბიზნეს იდეის გასავითარებლად.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 20 აპრილი, 2026

სამიზნე მუნიციპალიტეტები: ხულო, ქედა, ჩოხატაური, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მესტია, დუშეთი, საგარეჯო, გურჯაანი

🔗განაცხადის ფორმების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/P0TGL

ციფრული კატალოგი თქვენი ბინზესისა და პროდუქტების შესახებ.ინიციატივა ხორციელდება ასოციაციის წევრებისთვის და გაწევრიანების...
30/03/2026

ციფრული კატალოგი თქვენი ბინზესისა და პროდუქტების შესახებ.

ინიციატივა ხორციელდება ასოციაციის წევრებისთვის და გაწევრიანების მსურველებისთვის.

ასოციაცია „ტყის პროდუქტი“ იწყებს კატალოგის შემუშავებას, რომლის მიზანია მეწარმეების საქმიანობის მხარდაჭერა და მათი პროდუქციის ცნობადობის ამაღლება. კატალოგი ხელს შეუწყობს მწარმოებლებსა და მომხმარებლებს შორის პირდაპირი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას.

კატალოგი განთავსდება ასოციაციის განახლებულ პორტალზე, რაც საშუალებას მოგცემთ, ფართო საზოგადოებას წარუდგინოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ, გააცნოთ თქვენ მიერ წარმოებული პროდუქტები და გაზარდოთ რეალიზაციის შესაძლებლობები.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ არასრულად შევსებული კითხვარის შემთხვევაში, წარმოდგენილი ინფორმაცია ვერ განთავსდება კატალოგში.

კითხვარის შევსების ბოლო ვადა: 30 აპრილი, 2026 წელი

თუ გსურთ, თქვენი პროდუქცია კატალოგში იყოს წარმოდგენილი, გთხოვთ, შეავსოთ კითხვარი: https://forms.gle/XopfXvshYcoHcJjP8

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამა  მცირე და საშუალო ბიზნესისთვისასოციაცია ტყის პროდუქტი აცხადებს ...
13/03/2026

🌳🌲ტყის პროდუქტებისა და ეკოტურიზმის განვითარების პროგრამა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის

ასოციაცია ტყის პროდუქტი აცხადებს საპილოტე პროექტების თანადაფინანსების საკონკურსო პროგრამას ასოციაციის წევრებისთვის, ან ასოციაციაში გაწევრიანების მსურველი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც სამიზნე მუნიციპალიტეტებში (ხულო, ქედა, ჩოხატაური, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, მესტია, დუშეთი, საგარეჯო და გურჯაანი) აწარმოებენ ტყის მერქნულ ან არამერქნულ პროდუქტებს, ან ეწევიან მომსახურებას ეკოტურიზმის სფეროში.

წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა: 2026 წლის 20 აპრილი, 18:00 საათი.

🔗დამატებითი ინფორმაციისათვის და განაცხადის ფორმების სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://shorturl.at/P0TGL

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით, სამუშაო შ...
06/03/2026

✅ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ორგანიზებით, სამუშაო შეხვედრა „საქართველოში ინკლუზიური და ეკოლოგიურად მდგრადი ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების გაძლიერება“ გაიმართა.

🔸 შეხვედრაზე ტყის არამერქნული პროდუქტების (სოკოები, სამკურნალო და ტექნიკური ნედლეული, ბალახოვანი და ბუჩქოვანი მცენარეებისა და მათგან წარმოებული პროდუქტების) ეკონომიკური, ეკოლოგიური და სოციალური პოტენციალის სრულფასოვანი გამოყენების ხელშეწყობის, ტყის არამერქნული პროდუქტების ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების ერთიანი ხედვის და კოორდინირებული მოქმედებების დაგეგმვის საკითხები განიხილეს.

🔸 შეხვედრა მისასალმებელი სიტყვით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა გახსნა.

👤 „საქართველო მდიდარია ტყის არამერქნული პროდუქტებით - ქვეყანაში არსებობს 100-ზე მეტი სახეობის პროდუქტი. მნიშვნელოვანია, რომ გაეროს ტყის კომისიის წარმომადგენლებთან ერთად გვაქვს ამ რესურსების მდგრადი მოპოვების ეკოლოგიური, ეკონომიკური და სოციალური ასპექტების განხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.

🔸 სამუშაო შეხვედრის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა პრიორიტეტული ღირებულებათა ჯაჭვების იდენტიფიცირების, წარმოების, გადამუშავების, მარკეტინგის, ბაზარზე ხელმისაწვდომობის, ხარისხის გაუმჯობესების, სერტიფიცირებისა და მიკვლევადობის მექანიზმების გაძლიერების, პროდუქციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის გზით რისკების შემცირების და გრძელვადიანი სტრატეგიული დაგეგმვის ხელშეწყობის საკითხებზე.

➡️ https://mepa.gov.ge/Ge/News/Details/26319

#გარემოსდაცვა2026
#მთავრობა2026

📣 ასოციაცია ტყის პროდუქტი აცხადებს განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე (30%-იანი თანადაფინანსების მექანიზმით)  ტყის...
19/11/2024

📣 ასოციაცია ტყის პროდუქტი აცხადებს განაცხადების მიღებას საგრანტო პროგრამაზე (30%-იანი თანადაფინანსების მექანიზმით) ტყის არამერქნული პროდუქტებით მოსარგებლე მცირე ბიზნესებისა და შინამეურნეობების გასაძლიერებლად.

საგრანტო პროგრამის ფარგლებში, შერჩეულ მონაწილეებს გადაეცემათ მათ მიერ არჩეული მცირე აღჭურვილობა, რომელსაც ისინი საწარმოო პროცესების დაწყება/გაუმჯობესებისთვის გამოიყენებენ.

🔗 რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://forms.gle/sbkTARwSd7zKCGMw6

⏰ განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 25 ნოემბერი, 23:59.

ინიციატივა, ტყის კეთილდღეობა: მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ტყის არამერქნული პროდუქტების მეშვეობით, ხორციელდება პროექტ „ECO.Georgia“-ს ფარგლებში, GIZ-თან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით.

#საგრანტოკონკურსი

🌳 სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თიანეთში ადგილობრივ ში...
27/09/2024

🌳 სატყეო სექტორის რეფორმის მხარდაჭერის პროექტ „ECO.Georgia”-ს ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართა თიანეთში ადგილობრივ შინამეურნეობებთან და შემგროვებლებთან. პროექტის ბენეფიციარებმა მოინახულეს ადგილობრივი საწარმო კოოპერატივი, თიანეთის ნობათი, ადგილზე გაეცნენ წარმოების პროცედურებსა და პროდუქციას.

ინიციატივა, ტყის კეთილდღეობა: მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ტყის არამერქნული პროდუქტების მეშვეობით,
ხორციელდება პროექტ „ECO.Georgia“-ს ფარგლებში, GIZ-თან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარადაჭერით.

პროექტის ფარგლებში, ტყის კეთილდღეობა: მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ტყის არამერქნული პროდუქტების მეშვეობით, სამუშ...
23/09/2024

პროექტის ფარგლებში, ტყის კეთილდღეობა: მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერება ტყის არამერქნული პროდუქტების მეშვეობით, სამუშაო ვიზიტი გაიმართა კომპანია ბიპისი • BPC - Bio Product Company -ში.

პროექტის ბენეფიციარი დამწყები მეწარმეები ადგილზე გაეცნენ კომპანიის საწარმოო პროცესებსა და NTFP ექსპერტის მიერ შემუშავებული მდგრადი მოპოვების სახელმძღვანელოსა და რესურსების შეფასების მეთოდოლოგიას.

ინიციატივა ხორციელდება პროექტ „ECO.Georgia“-ს ფარგლებში, GIZ-თან თანამშრომლობითა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარადაჭერით.

Address

Vazha-Pshavela VII Block, 25-th Building
Tbilisi
0186

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ასოციაცია ტყის პროდუქტი/Georgian Forest Product Association:

Share