Georgian Pharmaceutical Students’ Association

Georgian Pharmaceutical Students’ Association საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია / Georgian Pharmaceutical Students’ Association

„საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია“ (GPSA) არის საქრთველოს
აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების ფარმაცევტული ფაკულტეტის
სტუდენტებისა და ახალგაზრდა ფარმავცეტების დამოუკიდებლი და
აპოლიტიკური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს საქართველოს „ევროპის
ფარმავცეტ სტუდენტთა ასოციაციაში“ (EPSA) და უზრუნველყოფს მისი მიზნების
ეროვნულ დონეზე განხორციელებას.
„საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია“ არის

რეგისტრირებული
არასამეწარმეო იურიდიული პირი_ასოციაცია.
საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის მიზნებია:
• წარმოადგინოს ქართველი ახალგაზრდა ფარმაცევტი და ფარმაციის
ფაკულტეტის სტუდენტი ევროპის ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციაში;
• ხელი შეუწყოს ევროპელ თანატოლებთან სამართლებრივი, საგანმანათლებლო
და ცხოვრებისეული გამოცდილების, უნარ-ჩვევების ურთიერთგაცვლას, მათთან
დაახლოებასა და თანამშრომლობას;
• ახალგაზრდულ ურთიერთობებს მისცეს საერთაშორისო ხასიათი;
• დანერგოს მაღალკვალიფიციური ფარმაცევტული განათლების მიღებისთვის
აუცილებელი ევროპული სტანდარტები;
• შექმნას პროფესიონალი ფარმაცევტის ჩამოყალიბებისთვის საჭირო ჯანსაღი
გარემო და დაეხმაროს ფარმაცევტ სტუდენტებს არაფორმალური თუ
პროფესიული განათლების მიღებაში.
• განავითაროს სტუდენტური და ახალგაზრდული ურთიერთობები პროფესიული
კუთხით;
• დაეხმაროს ახალგაზრდა ფარმაცევტებს და სტუდენტებს აზროვნების
• ჩამოყალიბებაში, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და სათანადო
უმაღლესი განათლების მიღებაში;
• მოახდინოს ახალგზარდობისა და სტუდენტობის ინტეგრაცია ევროპულ
სივრცეში და ამით ხელი შეუწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოებას;
• ასოციაციის წევრი შეიძლება იყოს საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი
სასწავლებლის ფარმაცევტული ფაკულტეტის ნებისმიერი სტუდენტი და
ახალგაზრდა ფარმაცევტი, რომელიც იზიარებს ასოციაციის მიზნებს, მზადაა
დასახული ამოცანების განსახორციელებლად იკისროს ამ წესდებით
გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები და აქვს სათანადო უნარ-ჩვევები.

🏫🎓საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ტრადიციულად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ო...
07/06/2026

🏫🎓საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ტრადიციულად მონაწილეობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ღია კარის დღის ღონისძიებაში.

წარმოდგენილი აქტივობები
🔬სადგური I :
მიკროსკოპია;
🧫სადგური II :
იდენტიფიკაცია;
💊სადგური III :
კაფსულირება.

🥼აბიტურიენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მედიკამენტები შესაბამის ორგანოებთან დაეკავშირებინათ. ასევე, საკუთარი ცოდნის საფუძველზე უნდა გამოეცნოთ, წარმოდგენილი ფრაზები მითს ასახავდა თუ რეალობას.

🟢 საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია აბიტურიენტებს უსურვებს კარიერულ წინსვლასა და წარმატებას!

ჩვენ თსსუ ავირჩიეთ, აირჩიე შენც!🤍💙

#აირჩიესაუკეთესო #თსსუ

🇬🇪 საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! • 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს ...
25/05/2026

🇬🇪 საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

• 1700 წელია რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს!

#ესდღეჩვენია #26მაისი

13/05/2026
For English scroll down 👇🏻22 აპრილს გაიმართა საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის გაცნობითი პრეზენტაცია საერთაშორი...
23/04/2026

For English scroll down 👇🏻

22 აპრილს გაიმართა საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაციის გაცნობითი პრეზენტაცია საერთაშორისო სტუდენტებისთვის. 🌍💊

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს გავაცანით ორგანიზაციის მისია, ძირითადი მიმართულებები და ის შესაძლებლობები, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ ფარმაციის ფაკულტეტის სტუდენტებს, როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

მადლობა მონაწილეებს ინტერესისა და აქტიური ჩართულობისთვის! 🤍💚

On April 22, the Georgian Pharmaceutical Students’ Association conducted an introductory presentation for international students. 🌍💊

During the session, participants were introduced to the organization’s mission, key areas of work, and the opportunities GPSA offers to pharmacy students on both national and international levels.

We would like to thank all participants for their interest and active engagement! 🤍💚

ქრისტე აღდგა!საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!❤️🕯️
11/04/2026

ქრისტე აღდგა!

საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!❤️🕯️

📣გაცნობებთ, რომ წარმატებით დასრულდა თეორიული ვორკშოპი: ,,კლინიკამდელი კვლევის საფუძვლები”, რომელიც თბილისის სახელმწიფო ს...
25/03/2026

📣გაცნობებთ, რომ წარმატებით დასრულდა თეორიული ვორკშოპი: ,,კლინიკამდელი კვლევის საფუძვლები”, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის იოველ ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის ბაზაზე ჩატარდა.

👉🏻 ვორკშოპის ტრენერი გახლდათ - კარენ მულკიჯანიანი,
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის
ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის
კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის უფროსი.

✅პროექტში სტუდენტთა შერჩევა განხორციელდა წინასწარ განსაზღვრული გამოკითხვის საფუძველზე.

ვორკშოპის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს მნიშვნელოვანი თეორიული ცოდნა და გაეცნენ აქტუალურ საკითხებს კვლევების მიმართულებით. განსაკუთრებით საინტერესო იყო ლაბორატორიული ნაწილის ელემენტები, სადაც მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაკვირვებოდნენ და შეესწავლათ ლაბორატორიულ ცხოველებთან მუშაობის ძირითადი პრინციპები. 🐁

❗️გაცნობებთ, რომ ვორკშოპის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გამოაგზავნონ სამოტივაციო წერილი, რომელშიც დააფიქსირებენ საკუთარ ინტერესს და პროფესიულ მიზნებს კვლევით მიმართულებაში.
წარდგენილი წერილების საფუძველზე გამოვლინდება მონაწილეთა კატეგორია, რომელსაც შეარჩევს თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის კლინიკამდელი ფარმაკოლოგიური კვლევის დეპარტამენტის უფროსი ბატონი კარენ მულკიჯანიანი.
შერჩეულ სტუდენტს კი შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ დამატებითი პრაქტიკული ტრენინგი ფარმაკოქიმიის ინსტიტუტში.

მადლობას ვუხდით თსსუ-ის სტუდენტებთან და კურსდამთავრებულებთან ურთიერთობისა და კარიერული განვითარების სამსახურს მხარდაჭერისთვის. 🙏🏻

გვინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თსსუ-ის ი.ქუთათელაძის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის. 💛💚

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს…„ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევა იმის მიხედვით,...
18/03/2026

სრულიად საქართველოს ვუსამძიმრებთ ამ დიდ ტკივილს…

„ყოველ ადამიანს აქვს რაღაც გასაჭირი და ეს გასაჭირი ეძლევა იმის მიხედვით, რამდენად შეუძლია აიტანოს ეს გასაჭირი. ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ მოგვცეს ისეთი განსაცდელი, რომელსაც აიტანს ქართველი ადამიანი და ყოველი ჩვენთაგანი. ღმერთმა ინებოს, რომ წყალობა, მშვიდობა, სიხარული და სიყვარული სუფევდეს ჩვენში“

მუდამ ჩვენ გულში იქნება მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის.

🌸 ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი 🌸საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ულოცავს ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს...
07/03/2026

🌸 ქალთა საერთაშორისო დღე - 8 მარტი 🌸
საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია ულოცავს ყველა ქალს ქალთა საერთაშორისო დღეს!

👉🏻ეს დღე გვახსენებს იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ქალები ასრულებენ საზოგადოებრივი განვითარების, მეცნიერებისა და ჯანდაცვის სფეროში. ფარმაციის მიმართულებით ქალების წვლილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც განათლებაში, კვლევაში, ისე პაციენტზე ორიენტირებულ ფარმაცევტულ პრაქტიკაში.

🌍დღეს მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ქალი ფარმაცევტი, მკვლევარი და სტუდენტი ყოველდღიურად ზრუნავს მედიკამენტების უსაფრთხოებასა და პაციენტთა ჯანმრთელობაზე. მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ცოდნა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე ფარმაციის განვითარებაზე.💊

საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის ყველა ქალ ფარმაცევტს, სტუდენტსა და მომავალ პროფესიონალს, რომლებიც საკუთარი ცოდნითა და შრომით ქმნიან ჯანსაღ მომავალს.🥼💗

� �

3 მარტი, დედის დღეა!🌸დედობა იწყება ზრუნვით - საკუთარი ჯანმრთელობიდან.ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტოზური მკ...
02/03/2026

3 მარტი, დედის დღეა!
🌸დედობა იწყება ზრუნვით - საკუთარი ჯანმრთელობიდან.

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მედიკამენტოზური მკურნალობა განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ინდივიდუალურ შეფასებას მოითხოვს, რაც გულისხმობს სარგებელი/რისკის შეფასებასა და ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაციას. მრავალი მოქმედი ნივთიერება გადის პლაცენტარულ ბარიერს, რის გამოც შეიძლება თვითმკურნალობა საფრთხის შემცველი აღმოჩნდეს, როგორც დედისთვის, ასევე ნაყოფისთვის.🤰🏻

👩🏻‍⚕️ უსაფრთხო ფარმაკოთერაპია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში არ არის მხოლოდ კლინიკური საკითხი - ეს არის ზრუნვა ორი სიცოცხლის ჯანმრთელობაზე.

👉🏻ჩვენ ვასრულებთ მნიშვნელოვან როლს უსაფრთხო ფარმაკოთერაპიის უზრუნველყოფაში:
✔️ ორსულობასა და ლაქტაციასთან თავსებადი პრეპარატების იდენტიფიცირებაში;
✔️უსაფრთხო დოზირების და მიღების რეჟიმის განსაზღვრაში;
✔️პოტენციური რისკებისა და წამალთან ურთიერთქმედებების შეფასებაში;
✔️სანდო, განახლებული და სამეცნიერო მტკიცებულებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიწოდებაში.

საქართველოს ფარმაცევტ სტუდენტთა ასოციაცია გილოცავთ დედის დღეს! თითოეული ჯანმრთელი დედა არის ძლიერი მომავლის საფუძველი!🩷

28/02/2026

სემესტრის რიგით I შეხვედრა, წარმატებები ჩვენს გუნდს!

Address

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 17:00
Tuesday 09:00 - 17:00
Wednesday 09:00 - 17:00
Thursday 09:00 - 17:00
Friday 09:00 - 17:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Pharmaceutical Students’ Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Pharmaceutical Students’ Association:

Share