ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა

  • Home
  • ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა
Call Directions Website Contact the organization

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა, Non-Governmental Organization (NGO), ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას 32, .

საქართველოს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია “აფბა” არასამთავრობო ორგანიზაციაა. “აფბა” თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ასპირანტების ჯგუფმა 1994 წლის მარტში დააფუძნა.

“აფბა” თავის რიგებში აერთიანებს ახალგაზრდა ფინანსისტებს, ეკონომისტებს, ბიზნესმენებს, აგრეთვე სხვა სპეციალობის, პროფესიის იმ პირებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ფინანსებით, ეკონომიკისა და ბიზნესის განვითარების საკითხებით და საქმიანობენ აღნიშნულ სფეროებში ან სწავლობენ უმაღლეს სასწავლებლებში.

“აფბაში” ფუნქციონირებს შემდეგი კვლევითი ცენტრები – ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტი, საბიუჯეტო ოფისი, ბიზნესგარემოს შემსწავლელი ჯგუფი, მეწარმეთა საბჭო, ტურიზმის კვლევის ცენტრი, საბანკო-საფინანსო კომიტეტი, მენეჯმენტის ჯგუფი, სოციოლოგიური და მარკეტინგული კვლევების ცენტრი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური. “აფბას” მიერ განხორციელებული პროექტების განხილვა ხდება საჯაროდ, მას-მედიის და საზოგადოების წარმომადგენელთა მონაწილეობით.

ასოციაცია მიზნად ისახავს ახალგაზრდა ფინანსისტთა, ეკონომისტთა და ბიზნესმენთა ინიციატივების პრაქტიკულ განხორციელებას, აღნიშნულ სფეროებში ახალგაზროდა კადრების თვითდამკვიდრების პროცესში მონაწილეობის მიღებას, ახალგაზრდა კადრების კვალიფიკაციის ამაღლებისათვის ხელშეწყობას, საფინანსო-ეკონომიკური ცოდნის თანამედროვე მიღწევების პოპულარიზაციას.

“აფბა” ახორციელებს კვლევებს და შეიმუშავებს რეკომენდაციებს როგორც სახელისუფლო სტრუქტურებისთვის, ისე კერძო სექტორისთვის ქვეყნის საფინანსო-ეკონომიკური სისტემის მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად და სამეწარმეო გარემოს გასაუმჯობესებლად.

“აფბა” აქცენტს აკეთებს პროფესიონალიზმზე.

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა
12/09/2026

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია – აფბა

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირში....

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია - აფბაბოლ...
11/09/2026

„ბიტნეტის“ კრიპტო ტრანზაქციების მოცულობა და ხასიათი ეჭვს იწვევს, რომ ის ფინანსურ პირამიდებთან მჭიდრო კავშირშია - აფბა

ბოლო დროს ფართოდ გავრცელებულ კრიპტო-ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის” - აფბას ანალიტიკურმა სამსახურმა მოკვლევა ჩაატარა.

მოკვლევის პირველად შედეგებთან დაკავშირებით გთავავაზობთ აფბას განცხადებას:

„მას შემდეგ, რაც ბოლო თვეებში, საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილში, განსაკუთრებულად გააქტიურდა კრიპტო-პირამიდებში ჩართულობის დონე, შევეცადეთ ამ მოცულობითი ფულადი ნაკადების მოძრაობის ტრაექტორიებში გარკვევა.

აფბას ანალიტიკური სამსახურის მიერ განხორციელებული მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად იკვეთება, რომ საქართველოში ლიცენზირებული ერთ-ერთი ვირტუალური აქტივების სერვისის პროვაიდერი (ვასპი) – „ბიტნეტი“, შესაძლოა, მჭიდრო კავშირში იყოს კრიპტო პირამიდებთან. მათ შორის, აწ უკვე ჩამოშლილ პირამიდასთან, რომელმაც საქართველოს ათასობით მოქალაქის კუთვნილი თანხის „აორთქლება“ გამოიწვია.

ამ შესაძლო დანაშაულებრივი კავშირით, გარდა იმისა, რომ არარეალური დაპირებების ხიბლის ქვეშ, კონკრეტული ადამიანების კონკრეტული სახსრების დაკარგვას ეწყობა ხელი, ასევე ხელი ეწყობა საქართველოს მოსახლეობაში არსებული ფულადი რესურსის ქვეყნიდან გადინებას.

მოკვლევამ აჩვენა, რომ კრიპტო-პირამიდების ციებ-ცხელება საქართველოში 2025 წლის ზაფხულიდან იღებს სათავეს და განსაკუთრებით აქტიურდება 2026 წლის იანვრიდან.

გამოიკვეთა, რომ აპრილიდან მოყოლებული სულ განხორციელებულია 100 000 -მდე ტრანზაქცია. მათი 55% „ბიტნეტთან“ არის დაკავშირებული. ამ კომპანიასთან მიმართებით ტრანზაქციების ჯამურმა მოცულობამ 100 მილიონამდე USDT შეადგინა.

კრიპტო პირამიდებთან „ბიტნეთის“ შესაძლო მჭიდრო და სახიფათო კავშირზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ ტრანზაქციების ეს მოცულობა აღემატება, დროის იმავე მონაკვეთში, ისეთ გლობალურ ბირჟებზე განხორციელებული ტრანზაქციების ჯამს, როგორებიც არიან - Binance, Bybit და Bitget, ათეულობით მილიარდობით ბრუნვით და ასობით მილიონობით მომხმარებლით მსოფლიოში.

„ბიტნეტთან“ კავშირში იძებნება 22 საფულე, საიდანაც ჯამში 50 000 -ზე მეტი ტრანზაქციით, მხოლოდ აპრილის შემდეგ, 62 მილიონამდე USDT (საქართველოს მოქალაქეების მიერ კრიპტო ფინანსურ პირამიდებში ჩადებული ფული) არის გასული და შემოსული არის მხოლოდ 35 მილიონამდე USDT.

„ბიტნეტთან“ დაკავშირებული ტრანზაქციების მოცულობა და მათი ხასიათი, რაც ღია წყაროებში არსებული ბლოკჩეინების მონაცემების შესწავლისა და სისტემატიზების შედეგად გამოიკვეთა, უდავოდ იწვევს შეშფოთებას და დასაბუთებულად იძლევა იმ ვარაუდის გამოთქმის საშუალებას, რომ აღნიშნული ვასპი - „ბიტნეტი“ -ვირტუალური აქტივების სერვისის ლიცენზირებული პროვაიდერი, არა მხოლოდ სერვისს უწევდა კრიპტო-ტრანზაქციებით დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებს, არამედ შესაძლოა, იმთავითვე სრული შეცნობით იღებდა მონაწილეობას ფინანსური პირამიდის მომსახურებაში, რაც დასაწყისშივე ცხადი იყო, რომ საქართველოს მოქალაქეების კუთვნილი რესურსის განიავებას მოიტანდა შედეგად.

უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის შესწავლისას აფბას ანალიტიკურმა ჯგუფმა ასევე გამოიყენა ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა CHAINALYSIS და Elliptic, რომლებიც წარმოადგენს მსოფლიოში აღიარებულ ინსტრუმენტს კრიპტო ტრანზაქციების კვლევისთვის.

მივესალმებით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ბოლო პერიოდში გავრცელებული იმ გაფრთხილების სულისკვეთებას, რომლითაც საქართველოს მოქალაქეებს კრიპტო-პირამიდებთან კავშირისას მეტი სიფრთხილის გამოჩენისკენ მოუწოდეს.

იმავდროულად, მოვუწოდებთ მარეგულირებელს და ასევე შესაბამის სამართლადამცავ სტრუქუტრებს, გადაუდებლად და სიღრმისეულად შეისწავლონ როგორც ამ კონკრეტული ვასპის - „ბიტნეტის“ ტრანზაქციების ხასიათი, ისე ზოგადად, ფინანსურ პირამიდებთან ვასპების კავშირები და მათი შესაბამისობა რეგულაციებთან. მოვუწოდებთ მათ, პირველივე შეუსაბამობის დაფიქსირების შემთხვევაში, მიიღონ მყისიერი და გადამჭრელი ზომები, რათა შეჩერდეს, კრიპტო ფინანსურ პირამიდებთან კონტექსტში, ქვეყნიდან მოსახლეობის სახრების გადინება"

აფბა უერთდება ნათია ჯანაშიას ადვოკატების მოთხოვნას ფინანსურ პოლიციაში 4 მილიონი დოლარის დატაცების საქმეზე გამოძიების დაჩ...
05/08/2026

აფბა უერთდება ნათია ჯანაშიას ადვოკატების მოთხოვნას ფინანსურ პოლიციაში 4 მილიონი დოლარის დატაცების საქმეზე გამოძიების დაჩქარების თაობაზე

ვრცლად - https://shorturl.at/EDgXg

ნათია ჯანაშიას წარმოებულ საბოტაჟს ექსტრემისტული ხასიათი აქვსვრცლად - https://shorturl.at/81fUO
30/07/2026

ნათია ჯანაშიას წარმოებულ საბოტაჟს ექსტრემისტული ხასიათი აქვს

ვრცლად - https://shorturl.at/81fUO

აფბა - სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია„სებ-ის ...
29/07/2026

აფბა - სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია

„სებ-ის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის, უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია“, - ამის შესახებ „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია“ - აფბაში აცხადებენ.

„ტურბულენტური გეოპოლიტიკური პროცესების გამო (ახლო აღმოსავლეთში გეოპოლიტიკური დაძაბულობის რეესკალაცია), რომლის შედეგადაც გლობალურ ბაზრებზე ენერგომატარებლებზე, საკონტეინერო გადაზიდვებსა და სხვა მასთან მომიჯნავე სექტორების სერვისებსა თუ პროდუქტებზე ფასები და შესაბამისად, ინფლაციური წნეხი მნიშვნელოვნად იზრდება, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება, ჩვენი მოლოდინების სრულ თანხვედრაშია.

ეროვნული ბანკი აგრძელებს ფრთხილ და პრევენციულ რეჟიმში მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ერთის მხრივ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლო დიაპაზონში იყოს, მეორე მხრივ, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელზე უარყოფითი ზეგავლენა არ ჰქონდეს. შედეგად, მიმდინარე წლის ივნისში საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) 3.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო ეკონომიკურმა ზრდამ წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის მაისში 6.4 პროცენტი, ხოლო პირველ ხუთ თვეში საშუალოდ 7.8 პროცენტი შეადგინა.

ამასთან, ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის 75.43 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.30 მილიარდი ლარით (1.75%-ით) მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.41% -ით მეტი). პლუს, 2026 წლის ივნისის ბოლოსათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 58.37% შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, შემცირდა 0.07 პროცენტული პუნქტით).

მოცემული პარამეტრები ცხადყოფს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარება საერთო სურათს ხელს არ უშლის, პირიქით, დადებითად მოქმედებს მასზე. ამიტომ, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე დატოვება ჩვენი მოლოდინის სრულ თანხვედრაშია. ამასთან, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ გაურკვეველი და სწრაფად ცვალებადი გეოპოლიტიკური ვითარებების გამო, არამხოლოდ საქართველოს ეროვნული ბანკი, არამედ სამეზობლო ქვეყნებისა და არამხოლოდ სამეზობლო, შედარებით მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებით გამოირჩევიან და აქ გამონაკლისი არც საქართველოს ეროვნული ბანკია“, - აღნიშნავენ აფბაში.

ლონდონის სასამართლოს პირველი სხდომა – ნათია ჯანაშიას სრული ფიასკოვრცლად - https://shorturl.at/sVpTH
22/07/2026

ლონდონის სასამართლოს პირველი სხდომა – ნათია ჯანაშიას სრული ფიასკო

ვრცლად - https://shorturl.at/sVpTH

ნათია ჯანაშია საქართველოს და “საქართველოს ბანკს” საბოტაჟით ემუქრებავრცლად - https://shorturl.at/8EcJH
14/07/2026

ნათია ჯანაშია საქართველოს და “საქართველოს ბანკს” საბოტაჟით ემუქრება

ვრცლად - https://shorturl.at/8EcJH

„ნათია ჯანაშიას მოწოდება სისტემაშემქმნელი ბანკის ბოიკოტისკენ, საბოტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავს“ – აფბასრულად - https://s...
06/07/2026

„ნათია ჯანაშიას მოწოდება სისტემაშემქმნელი ბანკის ბოიკოტისკენ, საბოტაჟის აშკარა ნიშნებს შეიცავს“ – აფბა

სრულად - https://shorturl.at/w8R04

რატომ გახდნენ ქართველი მოსამართლეები ნათია ჯანაშიას სამიზნევრცლად - https://shorturl.at/qG6FO
28/06/2026

რატომ გახდნენ ქართველი მოსამართლეები ნათია ჯანაშიას სამიზნე

ვრცლად - https://shorturl.at/qG6FO

“ნათია ჯანაშიას შეტევას ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე კრიმინალური ელფერი აქვს” – აფბასრულად: https://shorturl.at/nEhVw
22/06/2026

“ნათია ჯანაშიას შეტევას ბრიტანულ-ქართულ აკადემიაზე კრიმინალური ელფერი აქვს” – აფბა

სრულად: https://shorturl.at/nEhVw

Address

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშველას 32

Telephone

571871781

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა:

Shortcuts

  • Want your organization to be the top-listed non profit organization?

Share