Rural SMEs Development - Georgia

Rural SMEs Development - Georgia Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Rural SMEs Development - Georgia, Non-Governmental Organization (NGO), 5 Mikheil Asatiani Street, Tbilisi.

The overarching goal of the Rural Small and Medium Sized Enterprise Development Project (RSMEDP) is to increase income and employment for rural women and men in Georgia. The RSMEDP is financed by the Swiss Agency for Development and Cooperation and is implemented by Swisscontact, in consortium with Mercy Corps and The Springfield Centre.

For English Scroll Down ⬇გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით 🌄...
16/12/2024

For English Scroll Down ⬇

გიზიარებთ ჩვენს გამოცდილებას საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში მეწარმეობის ხელშეწყობის კუთხით 🌄
ჩვენთვის დიდი პატივი იყო ქართველ და შვეიცარიელ სტუდენტებთან შეხვედრა და დისკუსია თემაზე - მეწარმეების მხარდაჭერა მაღალმთიან რეგიონებში. 🇬🇪🇨🇭შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის (SCO) ეროვნული პროგრამის ოფიცერმა, რატი ანჯაფარიძემ, ისაუბრა შვეიცარიის პრიორიტეტებსა და პორტფოლიოზე საქართველოში, ხოლო RSMEDP-ის გუნდის ლიდერმა, რიჩარდ როუზმა, სტუდენტებს გაუზიარა პროექტის გამოცდილება მაღალმთიან რეგიონებში მყოფი მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის (SMEs) ბიზნესის ხელშემწყობი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის შესახებ. 💼

2024 წლის 10 დეკემბერს გაიმართა ჰიბრიდული ღონისძიება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ციურიხის უნივერსიტეტის (UZH) ერთობლივი სასწავლო კურსის „მთის მდგრადი განვითარება“ ფარგლებში. ღონისძiებას უძღვებოდნენ დოქტორი გვანცა სალუქვაძე და დოქტორი ანინა მიშელი, ასევე პროფესორი დოქტორი ნორმან ბაქჰაუსი და დოქტორი თემურ გუგუშვილი. სესიის მეშვეობით შეიქმნა პლატფორმა მნიშვნელოვანი დიალოგისთვის მდგრად მეწარმეობასა და მის როლზე რეგიონულ განვითარებაში, რამაც გააერთიანა აკადემიური ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. 🌱🤝

Sharing our experience of facilitating entrepreneurship in mountainous Georgia 🌄

We were delighted to engage students from Georgia and Switzerland in a discussion on how entrepreneurs can be supported in mountainous regions. 🇬🇪🇨🇭
Alongside Rati Anjaparidze, National Program Officer at the Swiss Cooperation Office for the South Caucasus (SCO), who discussed Switzerland’s portfolio and priorities in Georgia, Richard Rose, Team Leader for the RSMEDP, shared experience of how the project supports access to key business support services for SMEs located in mountain regions of the country. 💼

The hybrid event on December 10, 2024, was organised as part of the joint study course “Sustainable Mountain Development”, by Tbilisi State University (TSU) and the University of Zurich (UZH).
Facilitated by Dr. Gvantsa Salukvadze and Dr. Annina Michel, alongside Prof. Dr. Norman Backhaus and Prof. Dr. Temur Gugushvili, the session provided a platform for a meaningful dialogue on sustainable entrepreneurship and its role in regional development, connecting academic insights with practical experience. 🌱🤝

28/11/2024

For English Scroll Down ⬇

გიორგი ტაბუაშვილის კაკლის ბაღისთვის გამოყენებული თანამედროვე ტექნიკა 🌰🚜

ასოციაციებს შესაძლებლობა აქვთ, მხარი დაუჭირონ თავიანთ წევრ ფერმერებსა და მეწარმეებს მათი საერთო ინტერესების სერვისის მომწოდებლებთან მიტანის გზით. 🤝 ამის მაგალითია ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, რომელიც, პროექტის მხარდაჭერის შედეგად, თავიანთი წევრი მცირე და საშუალო მეწარმეების სახელით, მოლაპარაკებებს აწარმოებს სალიზინგო და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომწოდებლებთან.

გიორგი ტაბუაშვილმა მონაწილეობა მიიღო ასოციაციის მიერ მოწყობილ ისეთ სხვადასხვა ღონისძიებაში, როგორიცაა: ტექნიკის გამოფენა, სადემონსტრაციო ღონისძიება და ინდივიდუალური კონსულტაცია საერთაშორისო ექსპერტთან კაკლის სექტორში. აღნიშნულ აქტივობებში მონაწილეობის შედეგად, მეწარმე გაეცნო კაკლის სექტორში არსებულ თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს, მიიღო ინფორმაცია შესაბამისი ტექნიკის, მათ შორის, კომბაინების, ტრაქტორებისა და ბაღის შესაწამლი აპარატების, უპირატესობების, ისევე როგორც არსებული დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. 💡

ახალი ტექნიკა ხელს შეუწყობს გიორგის ბაღის პროდუქტიულობის ზრდას და მდგრად განვითარებას. 🌱 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ ქვემოთ მოცემული ვიდეო. 🎥

Modern machinery for Giorgi Tabuashvili’s Walnut Orchard 🌰🚜

Associations can support their members by representing their collective interests to service providers. 🤝 This is the case with the Almonds and Walnuts Producers’ Association which, with the support of the project, is negotiating deals with leasing and agricultural machinery supplier companies on behalf of its member SMEs.

Giorgi Tabuashvili accessed modern agricultural technologies in the walnut sector after participating in various events arranged by the association, such as machinery exhibition day, demonstration events, and individual consultation with an international walnut expert. There, he understood the benefits of machinery equipment, including harvesters, tractors, and garden sprayers, as well as the available financing options. 💡

The new equipment will boost the productivity of Giorgi's orchard and support sustainable growth. 🌱 See more in the video below. 🎥

For English Scroll Down ⬇SDC-ის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრს თელავშიმოხარულნი ვიყავ...
15/11/2024

For English Scroll Down ⬇

SDC-ის შემფასებელთა ჯგუფი ეწვია აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრს თელავში

მოხარულნი ვიყავით წარმოგვეჩინა ჩვენი მუშაობა აწარმოე საქართველოს საკონსულტაციო ცენტრების ქსელის მხარდასაჭერის კუთხით, როგორც SDC-ის პორტფელის მაგალითი საქართველოში. 🌍

საკონსულტაციო ცენტრები მომსახურების მიწოდების ახალი მოდელია, რომელიც მიზნად ისახავს მეწარმეებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, მათ ცოდნით აღრურვასა და მომსახურებებზე წვდომის შექმნას, რაც ბიზნესის წარმატების საფუძველია. 💡 საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკისა და ახალი და ინოვაციური მომსახურების დანერგვით, ტექნიკური დახმარების გაწევით, RSMEDP მხარს უჭერს აწარმოე საქართველოს, რათა შესთავაზოს მომსახურებები, რომლებიც მორგებულია რეგიონის მცირე და საშუალო მეწარმეების საჭიროებებზე. 🚀

შემფასებელთა გუნდი შეხვდა თელავის საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებს და გაეცნო თუ როგორ გამოიყენება პროექტის მიერ დანერგილი ბიზნეს დიაგნოსტიკის სერვისები მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის მათზე მორგებული მომსახურების მიწოდებაში და როგორ ეხმარება ეს სერვისი მეწარმეებს იმის გაგებაში, თუ როგორ შეუძლიათ საუკეთესო ინვესტიციების განხორციელება თავიანთ საწარმოებში. 💼 მათ ასევე დაინახეს, თუ როგორ შეიძლება ფინანსური საკონსულტაციო სერვისების მოდელების გამოყენება, მიკრო-მეწარმეებისთვის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით. 💰

გუნდი ასევე შეხვდა ორ ადგილობრივ მეწარმეს - თორნიკეს, ავეჯის მწარმოებელს, და მედეას, კაფეს მფლობელს - რომლებმაც ისარგებლეს საკონსულტაციო ცენტრების მიერ მიწოდებული მომსახურებით. 🤝

SDC Evaluation Team Visits Enterprise Georgia Growth Hub in Telavi

We were pleased to showcase our work to support the Enterprise Georgia Growth Hub Network as an example of the SDC portfolio in Georgia. 🌍

Growth hubs are a new service delivery model designed to equip entrepreneurs with information, knowledge, and access to services as the foundations for business success. 💡 In bringing international best practices, piloting new and innovative services, and providing technical assistance, the RSMEDP is supporting EG to offer services aligned to the needs of rural SMEs. 🚀

The evaluation team met the Telavi Growth hub and saw how business diagnostics services, introduced by the project, are being used to make informed service offers to SMEs and help them understand how they can best invest in their enterprises. 💼 They also saw how tailored financial advisory service models can be deployed to enable micro-entrepreneurs to access finance. 💰

The team later met with two local entrepreneurs – Tornike, a furniture maker, and Medea, a café owner – who benefited from services the Growth Hub facilitated. 🤝

For English Scroll Down ⬇RSMEDP-ის გამოცდილების შეჯამება MSD4E-ში 📈🌍✨განვითარების პრაქტიკოსებს შორის არსებობს მზარდი ინტ...
08/11/2024

For English Scroll Down ⬇

RSMEDP-ის გამოცდილების შეჯამება MSD4E-ში 📈🌍✨

განვითარების პრაქტიკოსებს შორის არსებობს მზარდი ინტერესი იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ბაზრის სისტემური განვითარების მიდგომებმა დადებითი გავლენა იქონიოს დასაქმების დონის ზრდაზე 📊📢. 2024 წლის ზაფხულს, ჩვენ ვუმასპინძლეთ ექსპერტს Mercy Corps-ის ოფისიდან - ბლერტა პეტას, რომელმაც საქართველოში RSMED პროექტის გამოცდილება მიმოიხილა.

ექსპერტმა შეისწავლა პროექტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობა, რომელიც ფინანსური საკონსულტაციო სერვისების მიღების სტიმულირებას და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის წახალისებას გულისხმობდა 💼🤝. იგი შეხვდა პროექტში ჩართულ არაერთ დაინტერესებულ მხარეს და პროექტის ფარგლებში გაუმჯობესებული სერვისებისა და ბიზნეს მოდელების ბენეფიციარებს 💬📈.

პროექტის გამოცდილების შესახებ შემაჯამებელი ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ: 📎
https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-11-45/RSMEDP_learning%20brief_Targeting%20of%20LNOB%20groups_1aaedf3284e74000c067ce6671c49258.pdf

https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-11-45/RSMEDP_learning%20brief_Rural%20Financial%20Advisory%20Services_596270c53c9c42719c41342d1b1e5014.pdf

დამატებითი ინფორმაცია „საბაზრო სისტემების განვითარება დასაქმებისთვის (MSD4E)” პრაქტიკოსთა საზოგადოების ინიციატივის შესახებ ხელმისაწვდომია აქ. 🔗 https://beamexchange.org/community/blogs/2023/11/13/building-community-around-msd-employment/

Learning briefs on RSMEDP experience in MSD4E 📖🌍

There is growing interest amongst development practitioners in how market system development approaches can stimulate employment outcomes 📈👥. So, this summer we were pleased to welcome an expert from Mercy Corps, Blerta Peta, who reviewed our experience in Georgia 🌞🇬🇪.

Blerta looked into our work to stimulate the uptake of financial advisory services and in encouraging access to finance by vulnerable groups 💼🤝. She met a range of stakeholders amongst our project partners and end-users of the improved services and business models we introduced 📋💬.

We’re pleased that the learning briefs are now available and can be found here 📎:https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-11-45/RSMEDP_learning%20brief_Targeting%20of%20LNOB%20groups_1aaedf3284e74000c067ce6671c49258.pdf

https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-11-45/RSMEDP_learning%20brief_Rural%20Financial%20Advisory%20Services_596270c53c9c42719c41342d1b1e5014.pdf

More information on the Market Systems Development for Employment (MSD4E) Community of Practice initiative is available here 🔗 https://beamexchange.org/community/blogs/2023/11/13/building-community-around-msd-employment/

For English Scroll Down ⬇️რეგიონში მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე 👩‍🌾ამ განსაკუთრებულ დღეს, ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს...
15/10/2024

For English Scroll Down ⬇️

რეგიონში მცხოვრებ ქალთა საერთაშორისო დღე 👩‍🌾

ამ განსაკუთრებულ დღეს, ჩვენ ავღნიშნავთ საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალთა სიძლიერეს, გამძლეობასა და მიღწევებს. ისინი, როგორც სოფლის მეურნეობის კუთხით, ასევე მცირე ბიზნესში მონაწილეობის კუთხით, გადამწყვეტ როლს ასრულებენ თავიანთი თემების მდგრადობასა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. 🌾

პროექტის - რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების (RSMEDP) ფარგლებში, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვაძლიერებთ რეგიონებში მცხოვრებ ქალ მეწარმეებს, მხარს ვუჭერთ სერვისების ეკოსისტემის განვთარებას, რომელიც უზრუნველყოფს მათ ცოდნით, მომსახურებითა და ფინანსური დახმარებით მათი ბიზნესის განავითარებლად და ადგილობრივი ეკონომიკის გასაძლიერებლად.📈

ქალები, როგორიცაა თეა ხარბედია, არღვევენ ბარიერებს. 51 წლის თეამ მიიღო დაფინანსება რეგიონული განვითარების სააგენტოს პროგრამის „დარგე მომავალი“ მეშვეობით, რომელიც მხარდაჭერილია RSMEDP-ის მიერ.მან წარმატებით აამუშავა დაფნის წარმოების ბიზნესი. მისი თავგადასავალი გვიჩვენებს, თუ რა არის შესაძლებელი, როცა ეძლევათ შესაბამისი ინსტრუმენტები წარმატების მისაღწევად.

ჩვენ განვაგრძობთ ქალების გაძლიერებას და ვაღიარებთ მათ მნიშვნელოვან გავლენას ჩვენს საზოგადოებაზე.💪

გაეცანით ისტორიის უკეთესაც გასაცნობად მიჰყევით შემდეგ ბმულსhttps://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-07-31/240613_Tea_Kharbedi_Grants_RDA_EN.v1_e02b4b816c36f11bce85af23191187f0.pdf


International Day of Rural Women 👩‍🌾

On this special day, we celebrate the strength, resilience, and achievements of rural women across Georgia. Rural women, from agriculture to small businesses, play a crucial role in sustaining their communities and driving economic growth.🌾

Under the Rural Small and Medium Enterprises Development Project (RSMEDP), we are proud to empower rural women entrepreneurs, supporting the ecosystem of services that provide them with knowledge, services, and financial support to grow their businesses and strengthen local economies.
Women like Tea Kharbedia are breaking barriers. 📈

A 51-year-old woman accessed funding through the Rural Development Agency’s 'Plant the Future' programme, with support from RSMEDP. She successfully established a laurel production business. Her journey showcases what’s possible when women are given the tools to succeed.

We are continuing to empower these women and recognize their invaluable impact on our society.💪

Learn more about Tea's journey here:https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-07-31/240613_Tea_Kharbedi_Grants_RDA_EN.v1_e02b4b816c36f11bce85af23191187f0.pdf

For English Scroll Down ⬇RSMED პროექტმა წარადგინა საქართველო DCED საერთაშორისო სემინარზე ნაირობიში🌍RSMED პროექტი მოხარულ...
09/10/2024

For English Scroll Down ⬇

RSMED პროექტმა წარადგინა საქართველო DCED საერთაშორისო სემინარზე ნაირობიში🌍

RSMED პროექტი მოხარულია რომ წარადგინა საქართველო DCED გლობალურ სემინარზე ნაირობიში, კენიაში, სადაც შეიკრიბა 190 მონაწილე 45 ქვეყნიდან, რათა განეხილათ მდგრადი განვითარების, დასაქმებისა და მედეგობის სისტემური მიდგომები. 🤝🌱

RSMED პროექტმა, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, მონაწილეებს გაუზიარა ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ უნდა მოხდეს კომერციული ფინანსების მოზიდვა დიდ მასშტაბზე, საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. 💼💡

ვისაუბრეთ ჩვენს გამოცდილებასა და გამოწვევებზე, რომლებსაც შევეჭიდეთ კომერციული ბანკებისა და ბიზნესის განვითარების სერვის-პროვაიდერების ჩართვასთან დაკავშირებით, რათა რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეებმა გააუმჯობესონ თავიანთი ფინანსების მართვის პრაქტიკა, ზრდა და წვლილი შეიტანონ ეკონომიკურ განვითარებაში. 📈🌾

გარდა ამისა, პროექტმა წარმოადგინა მიღწევები სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით, ხაზი გაუსვა პრაქტიკულ გამოწვევებსა და წარმატებას, რაც დაკავშირებულია საკონსულტაციო სერვისების მიმწოდებლების მიერ მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის ხარისხიანი სერვისების მიწოდებასთან. 🛠️👩‍🌾 როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მხარდაჭერით, ჩვენ წვლილი შეგვაქვს გლობალურ საზოგადოებაში დასაქმების მდგრადი ზრდისა და რეგიონებში ბიზნესის განვითარების პრაქტიკაში. 📊

RSMED Project Representing Georgia at the DCED Global Seminar in Nairobi 🌍

The RSMED Project is proud to represent Georgia at the DCED Global Seminar in Nairobi, Kenya, where 190 participants from 45 countries gathered to discuss systemic approaches for sustainable growth, employment, and resilience. 🤝🌱

The RSMED Project shared insights on how to mobilize commercial finance to scale impact, drawing from our extensive work in facilitating access to finance for rural SMEs in Georgia. 💼💡

We highlighted our experience and challenges in engaging commercial banks and business development service providers to enable SMEs in underserved regions to improve their financial practices, grow, and contribute to economic development. 📈🌾

In addition, the project presented its achievements in job creation, focusing on the practical challenges and successes encountered through supporting business support service providers to reach rural SMEs with relevant and quality services. 🛠️👩‍🌾 By addressing both theory and real-world application, we are contributing to the global community of practice around sustainable growth in employment and business development in rural areas. 📊

For English Scroll down ⬇საქართველოს რეგიონებში ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობა ბიზნესის განვითარების შესაბამისი სერვისები...
04/10/2024

For English Scroll down ⬇

საქართველოს რეგიონებში ფინანსებზე წვდომის ხელშეწყობა ბიზნესის განვითარების შესაბამისი სერვისების მეშვეობით📊

მოხარულნი ვართ "Prestige Audit"-თან თანამშრომლობით, რათა აღვჭურვოთ რეგიონებში მოღვაწე მეწარმეები ისეთი ცოდნით და უნარებით, რაც სჭირდებათ ფინანსური მართვის გაუმჯობესებისთვის 💼 და ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ აუცილებელი ფინანსური მხარდაჭერა .

2024 წლის 24-25 სექტემბერს ფინანსური საკონსულტაციო და აუდიტორულმა კომპანიამ - "Prestige Audit"-მა ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრები რეგიონების მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის. შეხვედრები გაიმართა ბაკურიანში, ბორჯომში, ახალციხეში, ადიგენში, ახალქალაქსა და ნინოწმინდაში.

შეხვედრებზე განხილულ იქნა "Prestige Audit"-ის ფინანსური საკონსულტაციო სერვისების მიღების შესაძლებლობები და ასევე გაზიარებულ იქნა ინფორმაცია შესაბამისი დაფინანსების წყაროების შესაძლებლობებზე, როგორიცაა "აწარმოე საქართველო"-ს ახალი მიკროსესხების პროგრამა. აღნიშნულმა შეხვედრებმა მიაწოდეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია 250-ზე მეტ ადგილობრივ მეწარმეს 👩‍💼👨‍💼. ეფექტური კომუნიკაციის მიზნით შეხვედრები ასევე ჩატარდა სომხურ ენაზე.

Supporting access to finance through appropriate business development services in Georgia's regions📊

We are proud to partner with Prestige Audit to empower rural businesses with the knowledge and tools they need to improve financial management 💼 and access crucial financial support.

The financial advisory and audit company conducted awareness-raising meetings for rural SMEs in Bakuriani, Borjomi, Akhaltsikhe, Adigeni, Akhalkalaki, and Ninotsminda on September 24-25, 2024.

The sessions highlighted opportunities for financial advisory services delivered directly by Prestige Audit and information on relevant and appropriate financing opportunities, such as the new micro loan programme offered by Enterprise Georgia. These sessions provided essential information to over 250 local entrepreneurs 👩‍💼👨‍💼, with some conducted in Armenian to ensure effective communication.

For English Scroll Down ⬇🌍 მსოფლიო ტურიზმის დღე: ტურიზმი საქართველოს რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის 🌍საქართველოს რე...
27/09/2024

For English Scroll Down ⬇

🌍 მსოფლიო ტურიზმის დღე: ტურიზმი საქართველოს რეგიონების ეკონომიკური წინსვლისთვის 🌍

საქართველოს რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ქვეყნის ეკონომიკასა და მრავალ სექტორში, სადაც არსებობს ზრდის შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმში.

27 სექტემბერს, მსოფლიო ტურიზმის დღეს, რეგიონებში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების პროექტი (RSMEDP) აღნიშნავს, თუ როგორ უწყობს ხელს მდგრადი ტურიზმი რეგიონულ განვითარებას. საოჯახო სასტუმროების, ეკო-ტურიზმის ინიციატივებისა და ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერით, ჩვენ ხაზს ვუსვამთ საქართველოს რეგიონების პოტენციალს და ვქმნით უფრო ძლიერ და მდგრად თემებს.

მაია კახიძემ, რომელიც მართავს საოჯახო სასტუმროს ქობულეთში, დასავლეთ საქართველოში, ისარგებლა RSMED პროექტის მომსახურებით. მან მიიღო საბანკო ფინანსებთან წვდომა Enterprise Georgia-ს მიერ განხორციელებული „Graduation“ ინიციატივის დახმარებით. ხუთი წლის მუშაობის შემდეგ, მაიას დაუმტკიცდა სესხი, რომელიც გამოიყენა მანქანის ინვესტიციისათვის, გააუმჯობესა მომსახურეებისა და სტუმრების მართვა და მიიღო უკეთესი ფინანსური შედეგები.

მაიას ისტორიის შესახებ მეტის წასაკითხად დააწკაპუნეთ აქ. 👉https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-02-06/230621_Maia_Kobuleti_GH_EG%20Graduation_V1_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94_0b1971da8335fb912dba3abbf53c74b1.pdf

🌍 World Tourism Day: Tourism as a Driver of Economic Growth in Georgia’s Regions 🌍

Rural SMEs in Georgia play an essential role in the country’s economy, with growth opportunities across many sectors, especially in tourism.

On September 27th, on World Tourism Day, the Rural Small and Medium Enterprises Development Project (RSMEDP) celebrates how sustainable tourism can drive rural development.
By supporting guesthouses, eco-tourism initiatives, and local businesses, we’re unlocking the potential of Georgia’s regions and helping build stronger, more resilient communities.

Maia Kakhidze, who runs a guesthouse in Kobuleti in Western Georgia, benefited from services facilitated by the RSMED project. She accessed bank finance through the ‘Graduation’ initiative, implemented by Enterprise Georgia. After five years of operation, Maia secured a loan to invest in a car, improving her efficiency in managing suppliers and guests, and gaining better financial insights.

To read more about Maia’s story, click here. 👉
https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-02-06/230621_Maia_Kobuleti_GH_EG%20Graduation_V1_%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%AB%E1%83%94_0b1971da8335fb912dba3abbf53c74b1.pdf

For English Scroll Down ⬇RSMEDP ხელს უწყობს ინოვაციებსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზ...
25/09/2024

For English Scroll Down ⬇

RSMEDP ხელს უწყობს ინოვაციებსა და რეგიონებში მცირე და საშუალო ბიზნესის კონკურენტუნარიანობის გაზრდას საქართველოში. 🌱

საერთაშორისო ექსპერტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან წვდომის ხელშეწყობით, ჩვენ ვეხმარებით ფერმერებს შეესაბამებოდნენ საერთაშორისო სტანდარტებს და გზა გაუხსნან ბაზრის ახალ შესაძლებლობებს. 🌍 პროექტი მოიცავდა ტრენინგებს უნარების გაძლიერების მიზნით და ფერმერებისთვის ინდივიდუალურ კონსულტაციებს კაკლისა და ნუშის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებით. 🌰🌿

ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციასთან (AWPA) თანამშრომლობის ფარგლებში, ჯეიმს მაკკენამ, კაკლის სექტორის ექსპერტმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან, კერძოდ დევისიდან, ქართველ ფერმერებს ჩაუტარა რამდენიმე კონსულტაცია 2024 წლის აგვისტოში. 👨‍🌾 სესიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა კაკლის მოსავლის აღება, ბაღების მართვა და მდგრადი პრაქტიკა. 🌳

გარდა ამისა, AWPA-მ დააორგანიზა ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ფოკუსირებული იყო ნუშის გადამუშავებაზე, სურსათის უვნებლობასა და მოსავლის აღების შემდგომ მენეჯმენტზე. ტრენინგს ესწრებოდა 70-ზე მეტი ფერმერი. 👩‍🌾 აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა ექსპერტი ხუან ოლივარეს ფერნანდესის მიერ, რომელიც შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა საერთაშორისო სტანდარტების დაცვა, მათ შორის HACCP-ისა და ნუშის გადამუშავების მოწინავე ტექნოლოგიების მნიშვნელობას. 🥜💡

RSMEDP 2024 წლის თებერვლიდან აქტიურად მუშაობს AWPA-სთან კაკლისა და ნუშის მწარმოებელი ფერმერებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად, 🚜 სალიზინგო კომპანიებთან თანამშრომლობით. 🔧

The RSMEDP continues to foster innovation and enhance the competitiveness of rural SMEs in Georgia. 🌱

By facilitating access to global experts and best practices, we are helping farmers align with international standards and unlock new market opportunities. 🌍 The project’s efforts have included capacity-building training and individual consultations for farmers in walnut and almond production and processing. 🌰🌿

As part of our collaboration with the Almond and Walnut Producers Association (AWPA), James McKenna, a walnut sector expert from the University of California, Davis, conducted several face-to-face consultations with Georgian farmers in August 2024. 👨‍🌾 These sessions covered topics such as walnut harvesting, orchard management, and sustainable practices. 🌳

Additionally, AWPA organized a two-day training focused on almond processing, food safety, and post-harvest management, attended by over 70 farmers. 👩‍🌾 Delivered by expert Juan Olivares Fernández, the training emphasized meeting international standards, including the significance of HACCP and advanced almond processing technologies. 🥜💡

Since February 2024, RSMEDP has been working with AWPA to improve access to machinery for walnut and almond farmers, 🚜 in collaboration with leasing companies. 🔧

For English Scroll Down ⬇🌰 ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ მოწინავე ტექნიკისა და შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობებ...
19/09/2024

For English Scroll Down ⬇

🌰 ჩვენ მოხარულები ვართ მხარი დავუჭიროთ მოწინავე ტექნიკისა და შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობების წარდგენას ნუშის სექტორში არსებული რეგიონული მცირე და საშუალო საწარმოებისათვის. ჩვენმა პარტნიორმა, ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ, 8 სექტემბერს, სოფელ ნიჩბისში, ნუშის მოსავლის აღების სადემონსტრაციო დღე მოაწყო.

🔧 აღნიშნულ დღეს, ფერმერებსა და დაინტერესებულ მხარეებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გაეცნოთ და შეედარებინათ მოსავლის აღების სხვადასხვა ტექნიკა. ტრადიციული მეთოდებიდან დაწყებული უახლესი ინოვაციებით დამთავრებული, მონაწილეები დააკვირდნენ, თუ როგორ ფუნქციონირებენ განსხვავებული ტიპის კომბაინები და აუმჯობესებენ ეფექტურობას.

🚜 ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო აგროტექნიკის მიმწოდებელი კომპანიების, მათ შორის Lovol, Agromotors და NewFert-ის, ასევე ქართველი ინჟინრების მიერ შექმნილი ხელნაკეთი კომბაინის ტექნიკა, რაც გამოარჩევდა ადგილობრივ ნიჭსა და ინოვაციებს სოფლის მეურნეობაში.

🤝 ეს ინიციატივა მიზნად ისახავს სოფლის მეურნეობის სექტორის გაძლიერებას ინტეგრირებული ტექნოლოგიური და ლიზინგის მომსახურების პაკეტების შეთავაზებით, AWPA-სთან, ლიზინგისა და ტექნიკის მიმწოდებელ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით. 🌾

🌰 We are delighted to support the showcasing of advanced machinery and appropriate finance options to rural SMEs in the almonds sector. Our partner, the Almond and Walnut Producers Association (AWPA), conducted an Almond Harvesting Demonstration Day in Nichbisi village, on September 8.

🔧 During the demonstration day, farmers and stakeholders had the chance to explore and compare various harvesting equipment in action. From traditional methods to the latest innovations, participants observed how different harvesters perform and improve efficiency.

💡The event showcased machinery distributed by agri-machinery provider companies, including Lovol, Agromotors, and NewFert, and a handcrafted harvester developed by local Georgian engineers, highlighting local talent and innovation in agriculture.

🚜 This initiative aims to strengthen the agricultural sector with offering integrated technology and leasing service packages, collaborating closely with the AWPA, leasing and machinery supplier companies. 🤝

For English Scroll Down ⬇📣 ჩვენთვის დიდი პატივია ხელი შევუწყოთ სააგენტო „აწარმოე საქართველო“-ს ახალ მიკრო და მცირე მეწარ...
11/09/2024

For English Scroll Down ⬇

📣 ჩვენთვის დიდი პატივია ხელი შევუწყოთ სააგენტო „აწარმოე საქართველო“-ს ახალ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამას, რომელიც ამოქმედდება 16 სექტემბრიდან.

📊 საქართველოს რეგიონებში მეწარმეების დიაგნოსტიკური შეფასების არეალის გაფართოების ხელშეწყობით, ჩვენ მხარს ვუჭერთ „აწარმოე საქართველო“-ს, რათა აღნიშნული შესაძლებლობა ხელმისაწვდომი გახდეს ყველა რეგიონში მყოფი მეწარმისათვის და ისარგებლონ ამ პროგრამით.

📃 ვამაყობთ, რომ ვდგავართ ამ მნიშვნელოვანი პროგრამის უკან და ხელს ვუწყობთ საქართველოს რეგიონებში მეწარმეთა გაძლიერებას.

📣 We are thrilled to support Enterprise Georgia as they launch their Micro & Small Entrepreneurship Support Programme starting September 16th.

📊 Through supporting the extension of diagnostic assessments of entrepreneurs in rural areas, we are supporting Enterprise Georgia to bring this opportunity to rural entrepreneurs, enabling them to benefit from the programme.

📃 We are proud to stand behind this important programme, contributing to the strengthening of rural enterprises across Georgia.

📣📣📣 სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის ახალი პროგრამა 16 სექტემბრიდან ამოქმედდება.

📄თუ ხარ მეწარმე 500 000 ლარამდე შემოსავლით და აკმაყოფილებ არსებულ კრიტერიუმებს, მოდი სააგენტოს საკონსულტაციო ცენტრებში, გაიარე დიაგნოსტიკა და მიიღე:

⚪️ საკონსულტაციო სერვისები 25 000 ლარამდე თანადაფინანსებით
⚪️ სესხის პროცენტის ნაწილობრივი ან სრული დაფინანსება
⚪️ სესხის ძირი თანხის 80 %-იანი უზრუნველყოფა

‼️ პრიორიტეტი ენიჭებათ ქალ და მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრებ მეწარმეებს.

იხილეთ ვრცლად : https://bit.ly/4cVDKzL

📞 დამატებითი კითხვების შემთხევაში, დაგვიკავშირდით - 1525

💫 გისურვებთ წარმატებებს!

For English Scroll Down ⬇📌ქალების გაძლიერება საქართველოში: თეა ხარბედიას წარმატების ისტორია 🌿გაიცანით თეა ხარბედია, მეწა...
06/09/2024

For English Scroll Down ⬇

📌ქალების გაძლიერება საქართველოში: თეა ხარბედიას წარმატების ისტორია 🌿

გაიცანით თეა ხარბედია, მეწარმე ხობიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონიდან, რომელმაც თავისი გატაცება წარმატებულ ბიზნესად აქცია. 🌱

სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამის Plant the Future-ის ფარგლებში მცირე გრანტის მიღებით, თეამ თავისი ოჯახის დაფნის პროდუქცია წარმატებულ საწარმოდ გადააქცია, 🏭 ადგილობრივებისთვის შექმნა სეზონური სამუშაო ადგილები და წვლილი შეიტანა საკუთარი დასახლების განვითარებაში 🌍. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა თეამ აიღო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საჭირო გრანტი, რაც მნიშვნელოვანი მიღწევაა მის სამეწარმეო თავგადასავალში. 🎯

🛤 როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი (დევნილი), თეა მთელი ცხოვრების განმავლობაში მრავალ დაბრკოლებას შეხვედრია. RSMED-ის პროექტმა მხარი დაუჭირა RDA-ს, რათა ხელი შეეწყო მეწარმე ქალებისათვის დამატებითი მხარდაჭერის სერვისების მიწოდებას, რამაც საშუალება მისცა ქალებს, მათ შორის თეას, გადაელახათ მრავალი გამოწვევა 💡, რომელსაც ბევრი რეგიონში მცხოვრები ქალი აწყდება ფინანსების მოპოვების მცდელობისას.

🚀 დღეს მისი ბიზნესი არა მხოლოდ წარმატებულია, არამედ შთაგონების წყაროა სხვა მეწარმე ქალებისთვის საქართველოში.

„არ მჯეროდა, რომ ჩემი ბიზნესისთვის გრანტის მიღება შემეძლო, მაგრამ სწორი მხარდაჭერით ყველაფრის მიღწევაა შესაძლებელი“, - ამბობს თეა ხარბედია. 💬

თეას ისტორია აჩვენებს ქალთა პოტენციალს, ხელი შეუწყონ რეგიონების განვითარებას საქართველოში.

➡️ თეას თავგადასავლის შესახებ მეტის გასაგებად დააწკაპუნეთ აქ, რომ წაიკითხოთ მისი წარმატების სრული ისტორია.https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-07-31/240613_Tea_Kharbedi_Grants_RDA_EN.v1_e02b4b816c36f11bce85af23191187f0.pdf

📌Empowering Women in Georgia: Tea Kharbedia's Success Story 🌿

Meet Tea Kharbedia, an entrepreneur from Khobi, Samegrelo-Zemo Svaneti region, who turned her passion into a thriving business. 🌱

By accessing a small grant under the Rural Development Agency’s Plant the Future programme, Tea transformed her family’s laurel production into a successful enterprise 🏭, creating seasonal jobs for locals and contributing to her community’s development 🌍. This was Tea's first time venturing into agriculture and applying for a grant, marking a significant achievement in her entrepreneurial journey. 🎯

🛤 As an internally displaced person (IDP) from Abkhazia, Tea has faced many obstacles throughout her life. The RSMED project supported the RDA to provide additional support services to women entrepreneurs, enabling women like Tea to overcome some of the many challenges 💡 that rural women face in accessing appropriate finance.

🚀 Today, her business is not only flourishing but also serving as an inspiration for other women entrepreneurs in Georgia.

"I didn’t believe that I could get a grant for my business, but with the right support, you can achieve anything," said Tea Kharbedia.

Tea’s story represents the potential of women to drive rural development in Georgia.

➡️ To learn more about Tea's journey, click here to read her full success story. https://backend.rsmedp.ge/storage/upload/application-pdf/2024-07-31/240613_Tea_Kharbedi_Grants_RDA_EN.v1_e02b4b816c36f11bce85af23191187f0.pdf

Address

5 Mikheil Asatiani Street
Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 18:00
Tuesday 09:00 - 18:00
Wednesday 09:00 - 18:00
Thursday 09:00 - 18:00
Friday 09:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Rural SMEs Development - Georgia posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Rural SMEs Development - Georgia:

Share