25/10/2026
მოხარულები ვართ გაგიზიაროთ საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის გაუს კლუბის (GAU x GYHA) კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აკადემიური მიღწევა! ჩვენი ასოციაციის წევრების ავტორობით გამოქვეყნდა სამეცნიერო ნაშრომი სახელწოდებით:
„თბილისის ხუთი უნივერსიტეტის სამედიცინო სტუდენტების ფსიქოლოგიური კეთილდღეობა: აღქმული სტრესის, შფოთვისა და ძილის ხარისხის ჯვარედინი კვლევა“
Psychological Well-Being Among Medical Students at Five Universities in Tbilisi, Georgia: A Cross-Sectional Study of Perceived Stress, Anxiety, and Sleep Quality.
ნაშრომი გამოქვეყნებულია სამეცნიერო ჟურნალში, რომელიც ინდექსირებულია საერთაშორისო სამეცნიერო მონაცემთა ბაზებში: PubMed, MEDLINE, Scopus, VINITI და EBSCO.
კვლევა შეისწავლის თბილისის ხუთი უნივერსიტეტის სამედიცინო სტუდენტებში აღქმულ სტრესს, შფოთვის დონესა და ძილის ხარისხს, რაც ხელს უწყობს სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობისა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხების უკეთ გააზრებას.
ავტორები და GYHA-ის წევრები:
თორნიკე ჯანგირაშვილი – საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის გაუს კლუბის პრეზიდენტი
გიგა კიკორია – ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
ნიკოლოზ თევდორაშვილი – საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის გაუს კლუბის საბჭოს წევრი
ლუკა კაპანაძე – საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის გაუს კლუბის საბჭოს წევრი
ნატალი ოდიკაძე – საქართველოს ჯანმრთელობის ახალგაზრდული ასოციაციის გაუს კლუბის წევრი
ვამაყობთ, რომ ჩვენი ასოციაციის წევრები აქტიურად მონაწილეობენ სამეცნიერო კვლევებში და თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ მტკიცებულებებზე დაფუძნებული მედიცინის განვითარებას და სამეცნიერო თანამშრომლობის გაძლიერებას.
ვულოცავთ ყველა ავტორს ამ მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევას!
We are pleased to share another important academic achievement of the Georgian Youth Health Association’s Georgian-American University Club (GAU x GYHA)! A scientific study authored by members of our association has been published under the title:
“Psychological Well-Being Among Medical Students at Five Universities in Tbilisi, Georgia: A Cross-Sectional Study of Perceived Stress, Anxiety, and Sleep Quality.”
The study is indexed in international scientific databases, including PubMed, MEDLINE, Scopus, VINITI, and EBSCO. The rese