Liberty Institute • თავისუფლების ინსტიტუტი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Liberty Institute • თავისუფლების ინსტიტუტი

Liberty Institute • თავისუფლების ინსტიტუტი Liberty Institute is Georgian research and advocacy organization that aims advancement of natural law and liberty.

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 19 დამოუკიდებლობა
25/05/2026

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 19 დამოუკიდებლობა

კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულა და თავისუფლების ინსტიტუტი იწყებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროექტს "დემოკრატიუ...

24/05/2026

“დამოუკიდებლობა ჩვენთვის სულ ყოველთვის იყო გადაჯაჭვული დემოკრატიასთან.

საკუთარი პოლიტიკის განვითარება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საკუთარი ეროვნული სახელმწიფო გაქვს.” - სიმონ ჯანაშია, თავისუფლების მოედანი

სიმონ ჯანაშია საუბრობს დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე, როგორც შესაძლებლობაზე, ქვეყანამ თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და საკუთარი პრობლემების შესაბამისი პოლიტიკა შექმნას.

23/05/2026

“დამოუკიდებლობა ჩემთვის არის უპირველესად პასუხისმგებლობა. ერთი თაობის უმოქმედობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ დავკარგოთ თავისუფლება და დავკარგოთ დამოუკიდებლობა.

26 მაისს რუსთაველის გამზირზე გამოსული ბევრი ადამიანი იქნება ფსიქოლოგიური გარდატეხის მომხდენი. რეჟიმი დაინახავს, რომ წამების მიუხედავად, ადამიანების მოწამვლის მიუხედავად, ყველანაირი არაადამიანობის მიუხედავად, რაც ჩაიდინა საქართველოს თავისუფლების და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ, საზოგადოება ვერ გატეხა.

უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი რუსთაველის გამზირზე 26 მაისს, საღამოს 7:00 საათიდან, მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პარლამენტის შენობისკენ.” - გიგა ლემონჯავა, დროა

22/05/2026

ორშაბათს, 25 მაისს, 21:00 საათზე, ტაბულას იუთუბ არხზე უყურეთ დემოკრატიული დღის წესრიგის მეცხრამეტე ეპიზოდს: დამოუკიდებლობა.

დისკუსიაში მონაწილეობენ სიმონ ჯანაშია (თავისუფლების მოედანი), ლიკა გახარია (ფედერალისტები), გიგა ლემონჯავა (დროა) , ბაჩო ქაჯაია (მსახიობი), ნათია მიქელაძე-ბახსოლიანი (მთარგმნელი) და დეკანოზი ზაზა თევზაძე

მონაწილეები იმსჯელებენ, 26 მაისისა და საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ, რა მდგომარეობაშია ქვეყანა ახლა, რას ვკარგავთ და რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად და განსამტკიცებლად.

დემოკრატიული დღის წესრიგი კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტია, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად

22/05/2026

რატომ ვხედავთ პრობლემას მხოლოდ მაშინ, როცა უკვე გვიანია?

ბავშვთა ფსიქოლოგი მაია ცირამუა განმარტავს, რომ ბავშვთა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენა ადრეულ ასაკში იწყება, მაგრამ მათი დროული აღმოჩენა ვერ ხდება, და მხოლოდ მაშინ შეამჩნევენ, როცა სიტუაცია უკვე დამძიმებულია. ფსიქოთერაპევტის თქმით, პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია ადრეული იდენტიფიკაციით - პირველადი ჯანდაცვის, სკოლამდელი და სასკოლო რგოლის კარგი მუშაობით. თუმცა დღეს კოორდინაციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის პრობლემები და სპეციალისტების დეფიციტი ბავშვებს საჭირო დახმარების გარეშე ტოვებს.

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 18 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
18/05/2026

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 18 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური

კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულა და თავისუფლების ინსტიტუტი იწყებს სა...

16/05/2026

ორშაბათს, 18 მაისს, 21:00 საათზე, ტაბულას იუთუბ არხზე უყურეთ დემოკრატიული დღის წესრიგის მეთვრამეტე ეპიზოდს: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

დისკუსიაში მონაწილეობენ ალექსანდრე რაქვიაშვილი (გირჩი), გიორგი კაპანაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), გიორგი შაიშმელაშვილი (თავისუფლების მოედანი), თეონა აქუბარდია (უპარტიო), გიორგი სიხარულიძე (ფედერალისტები), გიორგი ბილანიშვილი (უსაფრთხოების საკითხთა მკვლევარი) და შალვა ლომიძე (თადარიგის გენერალ მაიორი, დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი)

მონაწილეები იმსჯელებენ, რა ტიპის საფრთხეებზე უნდა მუშაობდეს სუსი საქართველოში? რაშია პრობლემა და რატომ ვერ მუშაობს? რა და როგორ უნდა შეიცვალოს სისტემურად, რათა სუსმა ქვეყნის გამოწვევებს ეფექტურად უპასუხოს და ამასთან, ეს არ ხდებოდეს მოქალაქეთა ფუნდამენტური უფლებებისა და საზოგადოების თავისუფლების ხარჯზე.

დემოკრატიული დღის წესრიგი კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტია, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 17 ფასების კომისია
11/05/2026

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 17 ფასების კომისია

კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულა და თავისუფლების ინსტიტუტი იწყებს საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროექტს "დემოკრატიუ...

10/05/2026

ორშაბათს, 11 მაისს, 21:00 საათზე, ტაბულას იუთუბ არხზე უყურეთ დემოკრატიული დღის წესრიგის მეთექვსმეტე ეპიზოდს: ფასების კომისია.

დისკუსიაში მონაწილეობენ ალექსანდრე რაქვიაშვილი (გირჩი), ვასო ურუშაძე (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა), ანა დადიანი (გახარია საქართველოსთვის), გიორგი სიხარულიძე (ფედერალისტები), ხატია ახალაია (მეწარმე), ანა შანშიაშვილი (საქართველოს ტრადიციული რეწვის ასოციაცია), გიორგი კეპულაძე (ეკონომიკური მიმომხილველი).

მონაწილეები იმსჯელებენ ქართული ოცნების ფასების კომისიაზე, რატომ არის მაღალი ფასები? რაშია პრობლემა და რა იქნებოდა სწორი სახელმწიფო პოლიტიკა ფასების მიმართ.

დემოკრატიული დღის წესრიგი კულტურა დემოკრატიისთვის, ტაბულასა და თავისუფლების ინსტიტუტის საერთო პროექტია, რომელიც საზოგადოებრივ-პოლიტიკური დისკუსიის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

06/05/2026

რატომ ინიცირდება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პოლიტიკა ძალოვანი სტრუქტურების მიერ? რატომ მიიღება გადაწყვეტილებები პროფესიული საზოგადოების გარეშე? შეიძლება თქვენი დიაგნოზი თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ?

“ჩვეულებრივ მოავადე ადამიანსაც შეიძლება ჰქონდეს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. პირველადი პაციენტი ხვდება ოჯახის ექიმთან და მას უნდა ჰქონდეს ის უნარ-ჩვევები, რომ დროულად აღმოაჩინოს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა და გადაამისართოს შესაბამის სპეციალისტთან. ჩვენთან კი სისტემა გაუმართავია, საჭიროა ძირეული რეფორმები, ქართული ოცნების მიდგომა კი კრიტიკას ვერ უძლებს - შსს-ს ინიცირებული რეესტრი დაშინების მექანიზმია” - ანი ქავთარაძე, ექიმი, პარტია ახალი

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 16 იშვიათი დაავადებები
04/05/2026

დემოკრატიული დღის წესრიგი | ეპიზოდი 16 იშვიათი დაავადებები

Address

5 Shalva Radiani Street
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Liberty Institute • თავისუფლების ინსტიტუტი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Liberty Institute • თავისუფლების ინსტიტუტი:

Share