საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია/Georgian Logistics Association

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია/Georgian Logistics Association

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია/Georgian Logistics Association Georgian Logistics Association (GLA) is a non-profit organization focusing on logistics, supply chain and transportation sector.

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც ფოკუსირებულია ლოგისტიკისა და სატრანსპორტო სექტორზე. ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა სექტორში მოღვაწე კომპანიებსა და კერძო პირებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები ლოგისტიკის ბიზნესში, ტრანსპორტირებასა და მიწოდების ჯაჭვის მართვაში. Georgian Logistics Association (GLA) is a non-profit organization focusing on logistics and tr

ansportation sector. GLA combines companies and individuals from different industries and science who are actively involved in the business of logistics, transportation and supply chain management. GLA provides a neutral platform to promote the common interests in the regional logistics industry, support the exchange of knowledge ideas among member, assist partnership between service providers and buyers, and ultimately help the development of the Georgia’s logistics sector.

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის (GLA)  თავმჯდომარემ, პროფ. გიორგი დობორჯგინიძემ მონაწილეობა მიითო 2026 წლის 14 მაისს ა...
19/05/2026

საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის (GLA) თავმჯდომარემ, პროფ. გიორგი დობორჯგინიძემ მონაწილეობა მიითო 2026 წლის 14 მაისს ალმატიში გამართულ ყაზახურ-გერმანულ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ფორუმში.
ფორუმის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო შუა დერეფნის განვითარების შესაძლებლობები და გამოწვევები, რეგიონული დაკავშირებადობის გაძლიერება, ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარება და ვაჭრობის გამარტივება.

23/04/2026

GLA Consulting იწყებს თეგეტა მოტორსის მარაგების ოპტიმიზაციის პროექტს

GLA Consulting-თან თანამშრომლობით თეგეტა მოტორსი იწყებს პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს მოთხოვნის დაგეგმვისა და მარაგების მართვის სისტემების გაუმჯობესებას.

პროექტის ფარგლებში, GLA Consulting უზრუნველყოფს:

🔹 მოთხოვნის დაგეგმვის პროცესების დანერგვას
🔹 მარაგების ოპტიმიზაციას
🔹 ABC–XYZ ანალიზის გამოყენებას
🔹 მარაგების პოლიტიკის განსაზღვრას
🔹 KPI სისტემის ჩამოყალიბებას
🔹 S&OP პროცესების განვითარებას

პროექტის შედეგად, თეგეტა მოტორსი შეძლებს გააუმჯობესოს მარაგების ბრუნვა, შეამციროს ჭარბი მარაგები და დეფიციტები, ოპტიმიზაცია გაუკეთოს სამუშაო კაპიტალს და გაზარდოს მომსახურების ხარისხი.

GLA Consulting წარმოადგენს წამყვან საკონსულტაციო კომპანიას, რომელიც სპეციალიზდება მიწოდების ჯაჭვის ოპტიმიზაციაში, ლოგისტიკურ დაგეგმვასა და ოპერაციული ეფექტიანობის გაუმჯობესებაში.

15/04/2026

რატომ არის ABC–XYZ ანალიზი აუცილებელი თქვენი ბიზნესისთვის?

მარაგები ერთ-ერთი ყველაზე კაპიტალინტენსიური აქტივია, თუმცა საქართველოში ბევრი კომპანია კვლავ მართავს მათ ინტუიციით — რაც იწვევს ჭარბ მარაგებს, დეფიციტებს და გაყინულ კაპიტალს.

👉 გამოსავალი? ABC–XYZ ანალიზი
ეს მეთოდი გეხმარებათ:

✔ განსაზღვროთ კრიტიკული და პრიორიტეტული პროდუქტები
✔ დანერგოთ დიფერენცირებული მარაგების პოლიტიკა
✔ შეამციროთ ხარჯები სერვისის გაუარესების გარეშე
✔ გააუმჯობესოთ მოთხოვნის დაგეგმვა და შესყიდვები

📊 მარტივად:
A / B / C → პროდუქტის ღირებულება
X / Y / Z → მოთხოვნის სტაბილურობა

მაგალითად:
🔹 AX – მაღალი ღირებულება, სტაბილური → მკაცრი კონტროლი
🔹 AZ – მაღალი ღირებულება, არასტაბილური → მეტი სიფრთხილე
🔹 CX – დაბალი ღირებულება → ავტომატიზაცია
🔹 CZ – მინიმალური მარაგი

📉 განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოში, სადაც:
იმპორტზე მაღალი დამოკიდებულებაა
მიწოდების ვადები არასტაბილურია
სასაწყობო რესურსები შეზღუდულია

🎯 სწორი მიდგომით შეგიძლიათ:
✔ შეამციროთ მარაგები
✔ გააუმჯობესოთ სერვისი
✔ გაათავისუფლოთ სამუშაო კაპიტალი

GLA Consulting დაგეხმარებათ:
• ABC–XYZ ანალიზი
• მარაგების პოლიტიკის ჩამოყალიბება
• KPI სისტემების დანერგვა

📩 [email protected]
📞 +995 577 47 33 32

22/03/2026

📦 GLA Consulting-მა მონაწილეობა მიიღო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაში
2026 წლის 12-13 მარტს GLA Consulting-მა მონაწილეობა მიიღო თბილისში გამართულ ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაში. ღონისძიებამ გააერთიანა საჯარო და კერძო სექტორის, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

გამოფენის ფარგლებში, GLA Consulting-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, პროფესორმა გიორგი დობორჯგინიძემ, მოდერაცია გაუწია პანელურ დისკუსიას თემაზე: „შუა დერეფანი: გეოპოლიტიკური რისკები, კონკურენტული მარშრუტები და ლოგისტიკური მდგრადობა“.

დისკუსიაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შუა დერეფნის მზარდ სტრატეგიულ მნიშვნელობას, როგორც აზიასა და ევროპას შორის ალტერნატიულ და უსაფრთხო სატრანსპორტო მარშრუტს.

პანელის ფარგლებში განხილულ იქნა:
▪️ ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციები და გეოპოლიტიკური ფაქტორების გავლენა
▪️ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობა და ალტერნატიულ მარშრუტებთან შედარება
▪️ ინფრასტრუქტურული შეზღუდვები და გამტარუნარიანობის ზრდის საჭიროება
▪️ სასაზღვრო და საბაჟო პროცედურების გაუმჯობესება
▪️ სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზაცია და რეგიონული კოორდინაცია

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდაინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვაზე და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რაც კრიტიკულია დერეფნის ეფექტიანობისა და საიმედოობის გასაზრდელად.
ასევე განხილულ იქნა საქართველოს როლი შუა დერეფნის განვითარებაში, როგორც სტრატეგიული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი, რომელსაც აქვს მნიშვნელოვანი პოტენციალი რეგიონული კავშირების გაძლიერებაში.

03/03/2026

📦 საქართველოს სასაწყობე ბაზრის დინამიკა: სტრუქტურული ცვლილებები, ზრდის ტენდენციები და ინფრასტრუქტურული გავლენები

საქართველოს სასაწყობე სექტორი განიცდის სტრუქტურულ ტრანსფორმაციას, რაც განპირობებულია კონტეინერიზებული ვაჭრობის სწრაფი ზრდით, შიდა წარმოების გაფართოებით და ტვირთების პალეტიზაციის მზარდი ტენდენციით.

2020–2024 წლებში კონტეინერიზებული იმპორტი და ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც არსებითად შეცვალა მოთხოვნა თანამედროვე და მაღალი ხარისხის ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე.

აღნიშნული პროცესების გააზრება მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, დეველოპერებისთვის და მიწოდების ჯაჭვის მენეჯერებისთვის, რომლებიც გეგმავენ ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებას.

🔗 სრული ანალიზი ხელმისაწვდომია GLA Consulting-ის ვებგვერდზე:

This website is using a security service to protect itself from online attacks. The action you just performed triggered the security solution. There are several actions that could trigger this block including submitting a certain word or phrase, a SQL command or malformed data.

17/02/2024

თანამედროვე ტექნოლოგიებს და ხელოვნურ ინტელექტს მნიშვნელოვანი როლი აქვს ლოგისტიკური პროცესების ეფექტიანობის გაზრდაში.

ციფრული ლოგისტიკის მენეჯმენტის პროგრამა კავკასიის უნივერსიტეტში იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას გაიღრმავოთ თქვენი ცოდნა ლოგისტიკასა და მიწოდების ჯაჭვის მენეჯმენტში და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით გადაწყვიტოთ კომპლექსიური ლოგისტიკური ამოცანები კომპანიებში.

თუ გაინტერესებთ მეტი, შემოგვიერთდით პრეზენტაციაზე 22 თებერვალს 19.00-ზე

09/10/2023

28 სექტემბერს, ქ. ბრისტოლში (დიდი ბრიტანეთი) საქართველოს ლოგისტიკის ასოციაციის თავმჯდომარე გიორგი დობორჯგინიძე დ...

31/08/2023

აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პრორგამის "დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის" ფარგლებში ს....

http://glac.ge/geo/newsin/8
24/07/2023

http://glac.ge/geo/newsin/8

ჯიელეი კონსალტინგმა (GLA Consulting) დაასრულა მუშაობა დრესაპ ჯგუფის ახალი საწყობის განვითარების პროექტზე. დრესაპ-ი წარმო...

Address

11/23 Atoneli Street
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია/Georgian Logistics Association posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს ლოგისტიკის ასოციაცია/Georgian Logistics Association:

Share