08/09/2026
📍საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორის განვითარებისა და კვალიფიციური კადრების მომზადების მიზნით, სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ ორ პროფესიულ პროგრამაზე 60 მსმენელმა სწავლა დაიწყო.
მოთხოვნად პროფესიებში 4-თვიანი სწავლება ორ მიმართულებას მოიცავს:
✔️ბეჭდვის პროცესების ტექნიკოსი
✔️ბეჭდვის შემდგომი პროცესების ტექნიკოსი
📌პროგრამის ფარგლებში ორი სასწავლო ჯგუფი შეიქმნა, რომლებშიც ჯამში 60 მსმენელი სწავლობს. მათ შორის 24 ქალია.
▪️ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი, თუმცა ჯერ კიდევ არასაკმარისად აღიარებული დარგია, განსაკუთრებით გენდერული თანასწორობის მიმართულებით. პროექტის მიზანია პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა ახალგაზრდებისთვის და განსაკუთრებით ქალებისთვის, რაც ხელს შეუწყობს შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და სამუშაო ძალის უნარებს შორის შეუსაბამობის შემცირებას და საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში ინკლუზიური სამუშაო გარემოს ჩამოყალიბებას.
✔️სწავლების პრაქტიკული ნაწილი მიმდინარეობს ბეჭდვისა და შეფუთვის სფეროს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიაში "კოლორპაკში" ხოლო თეორიული კომპონენტი ხორციელდება "ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტში"
▪️სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სახელმწიფო სერტიფიკატს და შეიძენენ იმ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რომელიც მათ სექტორში დასაქმების რეალურ შესაძლებლობებს გაუზრდის.
🔲პროგრამა ხორციელდება "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით" პროექტის "ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ბეჭდვისა და შეფუთვის სექტორში" ფარგლებში, კომპანია TBSC Consulting-ის ჩართულობით