Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები

Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები, Non-Governmental Organization (NGO), I. Javakhishvili 82, Tbilisi.

Dia is a non-governmental, non-profitable, non-political, non-religious youth organization, which is free in choosing the direction of its activity and is open to all girls and women regardless of race, nationality, class or status The Association of Georgian Girl Scouts Dia is a uniquely girl-only, youth organisation empowers girls and young women by enabling them to be a positive force for chang

e both in themselves and in the world around them. Dia is open for girls and young women aged 6-30 to participate in the exciting adventure of Girl Scouting and offers interesting opportunities for adult volunteers of all ages. Dia is a word in Georgian language meaning “morning star” and part of the word “woman”.

საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია “დია” არის საბავშვო-ახალგაზრდული ორგანიზაცია, რომლის მისიაა ხელი შეუწყოს გოგონებსა და ახალგაზრდა ქალებს შეიმეცნონ საკუთარი თავი და სამყარო მათ გარშემო, განვითარდნენ და შეცვალონ მსოფლიო უკეთესობისკენ.

“დია”-ს წევრი შეიძლება გახდეს 6-დან 30 წლამდე ასაკის ნებიმისერი გოგონა თუ ახალგაზრდა ქალი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის ფასეულობებს და წესებს, და სურს გოგონა სკაუტების საინტერესო თავგადასავალში მონაწილეობის მიღება.

ორგანიზაცია მთლიანად მოხალისეობრივ საწყისებზეა დაფუძნებული და 18 წლის ზემოთ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს ხელი შეუწყოს საქართველოში გოგონების განვითარება-გაძლიერებას - გეპატიჟებით შემოუერთდეთ ჩვენს რიგებს :)

როგორც იცით 22 თებერვალი სკაუტებისთვის საერთაშორისო დღესასწაულია 🎊ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად დამფუძნებელთა დაბადების დღესა...
23/02/2026

როგორც იცით 22 თებერვალი სკაუტებისთვის საერთაშორისო დღესასწაულია 🎊

ამ დღეს ჩვენ ყველა ერთად დამფუძნებელთა დაბადების დღესა და მსოფლიო აზროვნების/ფიქრის დღეს აღვნიშნავთ ☘️

წელს კიდევ უფრო განსაკუთრებული იყო ეს თარიღი, რადგან 100 წლის იუბილე შესრულდა ფიქრის დღის პირველი აღნიშვნიდან! 🩷💫

ღონისძიებაზე ჩვენი მოხალისეები უძღვებოდნენ სხვადასხვა თემატურ ვორქშოფს, რომელთა თემაც მეგობრობა იყო, რომელიც თავისმხრივ ფიქრის დღე 2026-ის მთავარი თემა გახლდათ. 🧑‍🧑‍🧒‍🧒

უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენგანს, ვინც ამ მნიშვნელოვანი და საინტერესო დღის ნაწილი იყავით ✨ მადლობა, ვინც თქვენი წვლილი შეიტანეთ “ფიქრის დღის დონაციის” ყუთში 📥

შემოსული თანხა მოხმარდება ჩვენი მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას და იმ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი საქმის კეთებას, რასაც ახალგაზრდების მხარდაჭერა და გაძლიერება ჰქვია 🪢

თუკი ვინმეს კიდევ გაქვთ ჩვენი მხარდაჭერის სურვილი, იხილეთ პირველი კომენტარი 🔽

22/02/2026

⚜️ 22 თებერვალს სკაუტები დამფუძნებლის და აზროვნების დღეს აღვნიშნავთ. ⚜️

დღეს ჩვენ ვიხსენებთ სკაუტინგის დამფუძნებელს, ლორდ რობერტ ბადენ-პაუელს, და ვფიქრობთ იმ ღირებულებებზე, რომლებმაც შექმნა სკაუტური მოძრაობა.

სკაუტინგი დაიწყო როგორც იდეა — ახალგაზრდების აღზრდა გამოცდილებით, თავგადასავლით, გუნდური მუშაობითა და ბუნებასთან კავშირით და გადაიქცა გლობალურ მოძრაობად, რომელიც მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას.

ბადენ-პაუელის მიერ დატოვებული ღირებულებები: ურთიერთპატივისცემა, პასუხისმგებლობა, საზოგადოების სამსახური, ბუნებაზე ზრუნვა და საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესოდ გამოყენება დღესაც ჩვენი გზამკვლევია.

რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი ამ ღირებულებებს ერთგულად მისდევს და აგრძელებს დამფუძნებლის მიერ დაწყებულ გზას — ვქმნით სივრცეს, სადაც ახალგაზრდები იზრდებიან აქტიურ, მზრუნველ და პასუხისმგებელიან მოქალაქეებად.

ყველა ქართველ სკაუტს გულითადად ვულოცავთ დამფუძნებლის დღეს და მადლობას ვუხდით მათ ერთგულების, შრომის, საზოგადოებრივი სამსახურისა და სკაუტური ღირებულებების გავრცელებისთვის.
Scouts of Georgia - საქართველოს სკაუტები Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები

რუსთავის სკაუტურ ცენტრში დამფუძნებლის დღეს აღვნიშნავთ კოცონის გარშემო შეკრებით. კოცონი დაიწყება 19:00 საათზე და ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს სკაუტური სულის, მეგობრობისა და ერთობის განცდა. 🔥💚

გილოცავთ დამფუძნებლისა და აზროვნების დღეს!

#სკაუტინგი #აზროვნებისდღე #დამფუძნებლისდღე #სკაუტურისული

🌍 სკაუტური სალამი ყველას! 🌍საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დია" გეპატიჟებით მსოფლიო ფიქრის დღე 2026-ზე 🎉ფიქრის დ...
08/02/2026

🌍 სკაუტური სალამი ყველას! 🌍

საქართველოს გოგონა სკაუტების ასოციაცია "დია" გეპატიჟებით მსოფლიო ფიქრის დღე 2026-ზე 🎉

ფიქრის დღე ყოველწლიურად 22 თებერვალს აღინიშნება გოგონა გიდებისა და გოგონა სკაუტების მიერ მთელ მსოფლიოში და უკვე 100 წელია აერთიანებს მეგობრობას, სოლიდარობასა და ერთმანეთის მხარდაჭერას.

✨ 2026 წლის საიუბილეო თემაა:
💛 „ჩვენი მეგობრობა“: გლობალური კავშირები, ერთიანობა და სკაუტური სული!

👧 გოგონა სკაუტები ამ დღეს განსაკუთრებულად ვგეგმავთ და გპირდებით დაუვიწყარ გამოცდილებას!
თქვენ გელით სკაუტური ვორქშოფები, სკაუტინგის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი აქტივობები და ინტერაქტიული თამაშები.

💚 რადგან მსოფლიო ფიქრის დღე ასევე საქველმოქმედო ხასიათის ღონისძიებაა, დაგხვდებათ დონაციის ყუთი და დამსწრეებს შეგეძლებათ გაიღოთ სასურველი თანხა.

⏰ დრო:
13:00 – 15:30

👦👧 დასწრება შეუძლია ჩვენი ორგანიზაციის მიმდინარე ან ყოფილ მოხალისეს/წევრს, სკაუტინგის მოყვარულს ან უბრალოდ ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სურს ჩვენს შესახებ მეტი გაიგოს.

რეგისტრაციისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdXxbicYwUGL0RogCVyOKffgcNzG5BKNbeslZvYM_ba59Qbrg/viewform?usp=sharing&ouid=111951483993155454320

მოდი, ერთად აღვნიშნოთ მეგობრობა, სკაუტური ღირებულებები და 100-წლიანი ისტორია! 🌈💫

გვქონდა პატივი და შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ საინტერესო და სიმბოლური ღონისძიების ნაწილი ✨💚დიდი მადლობა Пласт у Грузії/...
13/12/2025

გვქონდა პატივი და შესაძლებლობა ვყოფილიყავით ამ საინტერესო და სიმბოლური ღონისძიების ნაწილი ✨💚

დიდი მადლობა Пласт у Грузії/ პლასტი საქართველოში 🇬🇪🇺🇦

❗ საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის მინიმუმ ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.
12/12/2025

❗ საქართველოში ყოველ მე-2 ქალს ცხოვრების განმავლობაში ძალადობის მინიმუმ ერთი ფორმა მაინც გამოუცდია.

27/11/2025

💻 ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობა მოიცავს შეურაცხყოფას, მუქარას, კიბერბულინგს და სხვა ფორმებს.
ეს რეალური ძალადობაა რეალური ზიანით. და საქართველოში ონლაინ სივრცეში მყოფ ყოველ მე-2 ქალს ეხება.

📱🚫 ციფრული ძალადობა რეალური ძალადობაა!
ციფრულ ძალადობას #გამართლებაარაქვს.

💻 Technology-facilitated violence includes harassment, threats, hacking, and more.
It’s real. It’s harmful. And it affects 1 in 2 women online in Georgia.

📱🚫 Digital violence is real violence!
There is for online abuse.

#16დღიანიკამპანია

☘️ გიზიარებთ სტატიას ჩვენი ლიდერის შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე მუშაობს ახალგაზრდებთან ⚖️აქტივობები ხ...
25/11/2025

☘️ გიზიარებთ სტატიას ჩვენი ლიდერის შესახებ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის თემებზე მუშაობს ახალგაზრდებთან ⚖️

აქტივობები ხორციელდება პროგრამის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად“ (მე-2 ფაზა) ფარგლებში.

▫️პროგრამა გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.

https://georgia.unwomen.org/en/stories/in-the-words-of/2025/07/in-the-words-of-mzeo-sichinava-together-with-young-people-we-will-achieve-equality-faster

#არაძალადობას
#16დღიანიაქტივიზმი

25/11/2025

❗ციფრული ძალადობა რეალური ძალადობაა.

მრავალი კანონისა თუ პრევენციის მექანიზმის მიუხედავად, ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობა კვლავაც ფართოდ გავრცელებულია - გლობალურად ყოველი 3 ქალიდან 1 აქვს ძალადობის გამოცდილება.

📱 ციფრულ სივრცეში საფრთხე სწრაფად იზრდება - ხელოვნური ინტელექტისა და ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩნდება ძალადობის ახალი ფორმებიც - გაყალბებული ვიდეოები ე.წ. დიფფეიქები, დეზინფორმაცია და კოორდინირებული ონლაინ შევიწროება. ონლაინ დიფფეიქების 90–95%-ის სამიზნე სწორედ ქალები არიან.

📌 საქართველოში იმ ქალების 50,5%-ს, რომლებიც აქტიურად იყენებენ ინტერნეტს, გამოუცდია ტექნოლოგიების საშუალებით ჩადენილი ძალადობა.

�ქალთმოძულე ონლაინ სივრცეები - ე.წ. „მანოსფერო“ - ნორმალიზებას უკეთებს ქალებისა და გოგოების წინააღმდეგ ძალადობას როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ.

ეს ზიანი რეალურია: იწვევს ტრავმას, ახშობს ქალების ხმას, ხელს უწყობს იძულებით კონტროლს - და შეიძლება სიცოცხლესაც კი დაემუქროს.�
2023 წელს, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ 10 წუთში 1 ქალი მოკლა საკუთარმა ოჯახის წევრმა.

საზოგადოებრივი ცხოვრებით დაკავებული ქალები და ახალგაზრდები განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ არიან:�
🚨 4 ჟურნალისტი ქალიდან 1 და 3 პარლამენტარი ქალიდან 1 მიუღია ფიზიკური ძალადობის, მათ შორის მკვლელობის მუქარები ონლაინ.

გლობალურად, 1.6 მილიარდ ქალსა და გოგოს ჯერ კიდევ არ აქვს სამართლებრივი დაცვა ციფრული ძალადობისგან.

ქალებისა და გოგოების უსაფრთხოება ყველგან უნდა იყოს დაცული - ქუჩაშიც და ეკრანზეც.

შემოგვიერთდით, ერთად შევქმნათ ყველასათვის უსაფრთხო ციფრული სივრცე.

💪 გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!
ძალადობას #გამართლებაარაქვს


❗ Digital violence is real violence.

Violence against women and girls remains pervasive — 1 in 3 women globally experience it, despite decades of progress in laws, services, and prevention.

📱 Online, the threat is rapidly growing- with AI and new technologies, abuse is evolving into new forms of violence - from deepfakes and image-based violence to gendered disinformation and coordinated harassment. 90–95% of online deepfakes target women.�
Misogynistic online spaces - the manosphere - continue to normalize violence against women and girls both online and offline.

📌 In Georgia, 50.5% of women active online have faced technology-facilitated abuse.

This harm is not virtual: it causes trauma, silences women’s voices, enables coercive control - and can end lives.�
In 2023, a woman was killed every 10 minutes by someone in her own family.

Women in public life and young women face heightened risk:�
🚨 1 in 4 women journalists and 1 in 3 women parliamentarians have received online threats of physical violence, including death threats.

Globally, 1.6 billion women and girls still lack legal protection from digital violence.

We must ensure safety and dignity for women and girls everywhere — on our streets and on our screens.

💪 Join us in making digital spaces safe for all.

25/11/2025

Today is International Day for the Elimination of Violence against Women, which marks the beginning of our annual of activism against gender based violence. ✊

This year's UN campaign has the theme "Opening Doors", literally and symbolically, to how recognizing and raising awareness of gender based violence can help create change.

Here in WAGGGS' Europe region, we have decided to create 16 mini-tasks for each day of the campaign that YOU can do to help the cause! The first task is "Open the door to recognition": ⁠Think of a girl or woman who has inspired you. Tag her in the comments! 🧡

23/11/2025
აკადემია 2025 💪🏻🔆 მადლობა არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის! 💚
23/11/2025

აკადემია 2025 💪🏻🔆

მადლობა არაჩვეულებრივი ღონისძიებისთვის! 💚

The Academy 2025 has come to an uplifting close, Uniting 180 Scouts and Guides from every corner of Europe. We did Ignite the Spark! ✨

Throughout this shared journey of learning, discovery, and exchange, participants walked a growing path, building new skills, finding new friends, and strengthening the values that guide their leadership.

They return home inspired, connected, and carrying the spark to uplift others in their communities. 🔥🌟

What an amazing group photo!

It captures the spirit of growth, friendship, and the enthusiasm that shaped these days, a reminder of how far we can go when we learn together.



📷 Dimitris Mastrandrikos

“დია” The Academy 2025-ზე – Ignite the Spark! ჩვენმა მთავარმა და საერთაშორისო კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს სკაუტურ აკად...
23/11/2025

“დია” The Academy 2025-ზე – Ignite the Spark!

ჩვენმა მთავარმა და საერთაშორისო კომისრებმა მონაწილეობა მიიღეს სკაუტურ აკადემია 2025-ში, რომლის მთავარი თემაც იყო “Ignite the Spark“ – “გააღვივე ნაპერწკალი“. ✨🔥

აკადემიამ გააერთიანა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების 200-მდე სკაუტი/გაიდი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მრავალფეროვან თემატურ ვორქშოპებში, ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილებები და წარმატებული პრაქტიკები და ერთად იმსჯელეს მიმდინარე გამოწვევებსა და მათთან გამკლავების მექანიზმებზე. 💬🔍

„დია“-სთვის ეს გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მან გაგვაძლიერა, როგორც სამოქალაქო საზოგადოების წევრები, მოგვცა ძალა და ცოდნა, რათა უფრო ეფექტიანად დავუჭიროთ მხარი გოგონებს და ქალებს საქართველოში, გავაგრძელოთ მათთვის და მათთან ერთად მუშაობა - მიმდინარე გამოწვევებისა თუ სირთულეების ფონზე. 💪🏻

განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ღონისძიების ორგანიზატორებს - World Association of Girl Guides and Girl Scouts, World Scouting, ასევე ჩვენს მასპინძლებს - Greek Guiding Association და Scouts of Greece - ასეთი შთამაგონებელი გარემოს შექმნისთვის. 🙏💙



🇬🇧 English Version

🌟 Dia at The Academy 2025 – Ignite the Spark! 🌟

Our Chief Commissioner and International Commissioner proudly participated in The Academy 2025, held under the inspiring theme “Ignite the Spark.” ✨🔥

The Academy brought together around 200 Scouts and Guides from across Europe, who took part in diverse thematic workshops, shared experiences and best practices, and discussed current challenges and ways to address them together. 💬🔍

For Dia, this experience was especially meaningful. 🔆
It strengthened us as active members of civil society, giving us the motivation, knowledge, and confidence to better support girls and women in Georgia, and to continue working for and with them - even in the face of ongoing challenges and difficult circumstances. 💪🏻

We extend our heartfelt thanks to the organisers - WAGGGS, WOSM, and our wonderful hosts, the Greek Guiding Association and the Scouts of Greece - for creating such an inspiring and empowering learning space. 🙏💙

Address

I. Javakhishvili 82
Tbilisi
0160

Opening Hours

Tuesday 16:00 - 19:00
Friday 16:00 - 21:00
Saturday 11:00 - 19:00

Telephone

+995551175859

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Georgian Girl Scouts Dia "დია" - საქართველოს გოგონა სკაუტები:

Share