21/07/2026
📣 წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრი (GCRT) გულითადად ულოცავს პაუ პერეზ სალესს წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის საკითხებში გაეროს სპეციალური მომხსენებლის პოზიციაზე არჩევას.
პაუ პერეზ სალესი ფსიქიატრი და სასამართლო ექსპერტია, რომელმაც თავისი პროფესიული საქმიანობის მრავალი წელი ადამიანის უფლებების დაცვას, წამების პრევენციასა და წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას მიუძღვნა.
როგორც საერთაშორისოდ აღიარებულმა ექსპერტმა და მკვლევარმა, მან წამების დოკუმენტირების საერთაშორისო სტანდარტების განვითარებასა და წამებაგამოვლილ ადამიანებთან მუშაობის თანამედროვე პრაქტიკის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ბოლო ათი წლის განმავლობაში ის წამების კვლევის სფეროში ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის მთავარი რედაქტორია.
GCRT-ს ბატონ პაუ პერეზ სალესთან მრავალწლიანი პროფესიული თანამშრომლობა და მეგობრობა აკავშირებს. გვჯერა, რომ მისი მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება მას გაეროს სპეციალური მომხსენებლის ღირსეულ კანდიდატად აქცევს.
არჩევის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში პაუ პერეზ სალესმა ისაუბრა იმ პრინციპებზე, რომლებიც მის საქმიანობას განსაზღვრავს, მათ შორისაა - მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, რომელიც თანაბრად აფასებს მეცნიერულ სიზუსტესა და თანაგრძნობას, ასევე საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში ეფექტურ განხორციელებას.
ეს სწორედ ის ღირებულებებია, რომლითაც GCRT მრავალი წელია საზრდოობს და ხელმძღვანელობს.