Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT

Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT, Non-Governmental Organization (NGO), Nino Zhvania Str. N 10, Tbilisi.

14/10/2025

♻️📗 ჩვენს გარემოსდაცვით სასწავლო პროგრამაში 600- ზე მეტი მასწავლებელი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.
მათი ჩართულობა და თანამონაწილეობა გადამწყვეტია გარემოსდაცვითი წიგნიერების გავრცელებაში.
💚ძალიან გვიხარია, რომ ბევრმა მათგანმა მიღებული ცოდნა, მოსწავლეებთან ერთად, უკვე აქცია პრაქტიკულ აქტივობად.

🟢სასწავლო პროგრამა "შევარბილოთ კლიმატის ცვლილება" მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ორგანიზაციის "დავიცვათ საქართველოს სისუფთავე" თანამშრომლობით.
Asian Development Bank Georgia

🎉 მწვანე დროშის მფლობელი სკოლები  უკვე ცნობილია!🌿 ეკოსკოლების პროგრამა საქართველოში წარმატებით ვითარდება და წლიდან წლამდ...
25/06/2025

🎉 მწვანე დროშის მფლობელი სკოლები უკვე ცნობილია!

🌿 ეკოსკოლების პროგრამა საქართველოში წარმატებით ვითარდება და წლიდან წლამდე კიდევ უფრო მეტ სკოლას აერთიანებს. პროგრამა ეფუძნება 7-საფეხურიან მეთოდოლოგიას, რომელიც ხელს უწყობს სკოლის გარემოსდაცვითი მართვის გაუმჯობესებას და მოსწავლეების ჩართულობას ეკოლოგიურ საკითხებში.

📌 2024 წელს მწვანე დროშის მისაღებად განაცხადი წარადგინა 13 სკოლამ. თითოეული განაცხადი შეფასდა საერთაშორისო სტანდარტების და გარემოსდაცვითი განათლების ფონდის (FEE) ჩარჩოს შესაბამისად.

⭐️ განსაკუთრებით გვინდა აღვნიშნოთ ის მონდომება, შრომა და შემოქმედებითი მიდგომა, რაც ეკოსკოლების პროგრამის ყველა მონაწილე სკოლამ გამოავლინა. მათი გარემოსდაცვითი ინიციატივები რეალურ და ხელშესახებ ცვლილებებს ქმნის როგორც სკოლებში, ისე გარშემო საზოგადოებაში.

✅ შეფასების შედეგად ხუთმა სკოლამ წარმატებით განახორციელა შვიდსაფეხურიანი გეგმა და დაიმსახურა „მწვანე დროშის“ ჯილდო.

🟢 2024 წლის მწვანე დროშის მფლობელი სკოლებია:

✅ სოფ. ივანდიდის საჯარო სკოლა (იმერეთი, ხონის მუნიციპალიტეტი)
✅ სოფ. ნაგარევის საჯარო სკოლა (იმერეთი, თერჯოლის მუნიციპალიტეტი)
✅ ქ. ჭიათურის N1 საჯარო სკოლა (იმერეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი)
✅ სოფ. დილითის საჯარო სკოლა (სამცხე-ჯავახეთი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)
✅ გორის N10 საჯარო სკოლა (შიდა ქართლი, გორის მუნიციპალიტეტი)

💚 ვულოცავთ მწვანე დროშის მფლობელ ყველა სკოლას!
თითოეული ასეთი მიღწევა მნიშვნელოვანი წვლილია ეკოლოგიური განათლების, ცნობიერების ამაღლებისა და მდგრადი მომავლის შექმნაში.

🍃 მწვანე დროშის მოპოვება არის დასტური, რომ საქართველოს სკოლები აქტიურად ერთვებიან ეკოსკოლების დიდ საერთაშორისო საზოგადოებაში, რომელიც 80-ზე მეტ ქვეყანას აერთიანებს.

⭕️ დღეს, მიუხედავად მეცნიერების პროგრესისა, კვლავ მრავალი პრობლემა გვაქვს გარემოსდაცვითი ცნობიერების მიმართულებით. ეკოლო...
01/06/2025

⭕️ დღეს, მიუხედავად მეცნიერების პროგრესისა, კვლავ მრავალი პრობლემა გვაქვს გარემოსდაცვითი ცნობიერების მიმართულებით. ეკოლოგიური გამოწვევების იგნორირება დიდი საფრთხის შემცველია, რომლის შედეგებს უკვე ვიმკით.

📚 ამ პროცესში განათლების როლი გადამწყვეტია. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაში სკოლას ჰქონდეს უწყვეტი და თანმიმდევრული მიდგომა.

♻️ კლიმატის ცვლილება ჩემთვის არის არა მხოლოდ გლობალური პრობლემა, არამედ აუცილებელი გამოწვევა, რომლის უკეთ აღქმაში და ქმედითი მიდგომების პოვნისთვის მუდმივად ვცდილობ განვითარებას. ამიტომ მივიღე მონაწილეობა ტრენინგში, რომელიც კლიმატური წიგნიერების გაზრდას ემსახურება.

✨ ეს სასწავლო აქტივობა იყო შესანიშნავი შესაძლებლობა, რამდენიმე დღის განმავლობაში, ფოკუსირებულად გვეფიქრა, ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ეკომეგობრული პრაქტიკები და ერთად დაგვეგეგმა, როგორ უნდა გადავცეთ მოსწავლეებს ცოდნა კლიმატური ცვლილებების ირგვლივ.

🍃 სწავლის პროცესში არაერთხელ გამახსენდა კარლ სეიგანის სიტყვები: “ დედამიწა — ერთადერთი სახლი, რომელიც ოდესმე გვქონია.”

ქეთი ცუხიშვილი - მოქალაქეობა, მე და საზოგადოება - მასწავლებელი


🟢 სასწავლო პროექტი „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ თანამშრომლობით, სპეციალურად მასწავლებლებისთვის.
მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების საკითხების სწავლებას სკოლებში. დაეხმაროს სასკოლო საზოგადოებას, გარემოსდაცვითი ცოდნა სასარგებლო ქმედებებად აქციონ.

Asian Development Bank Georgia

✨ ცვლილებები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება — ახალი იდეებით, ცოდნის გადაცემით, პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით. სკ...
30/05/2025

✨ ცვლილებები ყოველთვის პატარა ნაბიჯებით იწყება — ახალი იდეებით, ცოდნის გადაცემით, პასუხისმგებლობის გათვითცნობიერებით. სკოლა სწორედ ის ადგილია, სადაც შეგვიძლია მოსწავლეებს ავუხსნათ, როგორ შეუძლიათ ჩაერთონ გარემოსდაცვითი პრობლემების გადაწყვეტაში.

📚 მასწავლებლებისთვის მომზადებულ საგანმანათლებლო პროგრამაში „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ მონაწილეობა ჩემთვის იყო შესაძლებლობა, კიდევ უფრო ღრმად გამეცნო კლიმატის ცვლილების თემები და მესწავლა, როგორ უნდა გავუზიარო ეს ცოდნა მოსწავლეებს პრაქტიკული გზებით. ტრენინგის შემდეგ გადავწყვიტე, სკოლაში დავიწყო ახალი ინიციატივები და პროექტები, რომლებიც მოსწავლეების ყოველდღიური ქცევების შეცვლით რეალურ შედეგებამდე მიიყვანს.

🍃 კლიმატური პასუხისმგებლობა ჩემთვის ნიშნავს იმის გაცნობიერებას, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია სამყაროზე ზრუნვა ყოველდღიური ქმედებებით, გარშემომყოფების მოტივირებით და მაგალითის ჩვენებით.

მიხეილ ლაზაშვილი - სამოქალაქო განათლების მასწავლებელი

🟢 სასწავლო პროექტი „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ თანამშრომლობით, სპეციალურად მასწავლებლებისთვის. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების საკითხების სწავლებას სკოლებში. დაეხმაროს სასკოლო საზოგადოებას, გარემოსდაცვითი ცოდნა სასარგებლო ქმედებებად აქციონ.

Asian Development Bank Georgia

🍃 კლიმატის ცვლილება უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, ადამიანების ცხოვრებასა დ...
27/05/2025

🍃 კლიმატის ცვლილება უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია და სულ უფრო დიდ გავლენას ახდენს გარემოზე, ადამიანების ცხოვრებასა და მომავალ თაობებზე. ამიტომ, დღეს, სკოლებში, კლიმატის ცვლილების სწავლება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის გზა ახალი, პასუხისმგებლობიანი თაობის ჩამოსაყალიბებლად, რომელიც შეძლებს უკეთ გააცნობიეროს გლობალური საფრთხეები და ქმედითი გადაწყვეტილებები მიიღოს.

♻️ საქართველოში კლიმატის ცვლილების შედეგები განსაკუთრებით შესამჩნევია; მყინვარების დნობა, ექსტრემალური ამინდი, სოფლის მეურნეობის გამოწვევები. ეს ყველაფერი აღარ არის მხოლოდ სამომავლო პროგნოზი. ჩვენი ქვეყანა უკვე განიცდის ამ ცვლილებებს. სწორედ ამიტომ საჭიროა, რომ სკოლებში მეტი დრო დაეთმოს ამ საკითხებზე მუშაობას და ინტეგრირდეს სხვადასხვა საგანში.

📚 კლიმატური წიგნიერების ირგვლივ ჩატარებულმა სასწავლო აქტივობამ - „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ - კიდევ ერთხელ დამანახა, რომ მნიშვნელოვანია სწავლების მრავალფეროვანი მეთოდების დანერგვა; ინოვაციური მიდგომები, პრაქტიკული აქტივობები, ექსპედიციები, დებატები და პროექტების ინიცირება შექმნის ისეთ სასწავლო გარემოს, სადაც თეორია ქმედებად იქცევა და მოსწავლეები თავად გახდებიან სასარგებლო ცვლილებების ნაწილი.

ანანო გოგინავა, ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

🟢 სასწავლო პროექტი „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ მომზადდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ თანამშრომლობით, სპეციალურად მასწავლებლებისთვის. მისი მიზანია ხელი შეუწყოს კლიმატის ცვლილების საკითხების სწავლებას სკოლებში. დაეხმაროს სასკოლო საზოგადოებას, გარემოსდაცვითი ცოდნა სასარგებლო ქმედებებად აქციონ.

Asian Development Bank Georgia

♻️ საგანმანათლებლო პროექტი - „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ – წარმატებით დასრულდა.🔷 აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ო...
16/05/2025

♻️ საგანმანათლებლო პროექტი - „შევარბილოთ კლიმატის ცვლილება“ – წარმატებით დასრულდა.

🔷 აზიის განვითარების ბანკის (ADB) და ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს" ერთობლივი ინიციატივა – „ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ“ – წარმატებით განხორციელდა.

🌱 სწავლების პროცესში თითქმის 500 მასწავლებელი ჩაერთო მთელი საქართველოდან. მათ შეისწავლეს კლიმატის ცვლილების მიზეზები, შედეგები და შერბილების გზები; ასევე, პრაქტიკული ინიციატივების დაგეგმვის მეთოდები, რომელთა შესრულებაც სკოლებშია შესაძლებელი.

✨ პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს ინტეგრირებული სასწავლო მოდული წარმოადგენდა - თეორიულ მასალებით, აქტივობების კრებულით, საპრეზენტაციო რესურსებითა და პრაქტიკული პროექტების გზამკვლევით. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მასწავლებლებს ყველა ეს მასალა გადაეცათ, რათა აქტიურად გამოიყენონ ისინი გაკვეთილების დაგეგმვისა და ჩატარების პროცესში.

📚 რესურსები ადვილად ადაპტირებადია სხვადასხვა საგანსა და თემასთან, რაც საშუალებას აძლევს მასწავლებლებს, შექმნან ინოვაციური და ინტეგრირებული სასწავლო მოდელები და შესაბამისად, კლიმატის ცვლილების საკითხი მოსწავლეებისთვის უფრო აქტუალური და პრაქტიკული გახადონ.

⭐️ პროექტში მონაწილეობისთვის ყველა მასწავლებელს სერტიფიკატი გადაეცემა.

Asian Development Bank Georgia

♻️ საგანმანათლებლო პროგრამა „შეარბილე კლიმატის ცვლილება“ წარმატებით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის სურვილი 900 - მდე...
24/04/2025

♻️ საგანმანათლებლო პროგრამა „შეარბილე კლიმატის ცვლილება“ წარმატებით მიმდინარეობს და მასში მონაწილეობის სურვილი 900 - მდე მასწავლებელმა გამოთქვა საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან!

✨ პროგრამის მიზანია, მასწავლებლები გახდნენ კლიმატური განათლების ელჩები თავიანთ სკოლასა და თემში. შექმნან მრავალფეროვანი, რეალურ პრობლემებზე ორიენტირებული სასწავლო მასალები. მოსწავლეებს გადასცენ ცოდნა და მოტივაცია გარემოსდაცვითი საკითხები ქმედით აქტივობად აქციონ.

🍃 აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ერთობლივი ინიციატივა მასწავლებლებს სთავაზობს:

🟢 უახლეს მეცნიერულ მონაცემებზე დაფუძნებულ საინფორმაციო მასალებს

🟢 პრაქტიკულ აქტივობებსა და პრობლემებზე ორიენტირებულ დავალებებს

🟢 პროექტების დაგეგმვისა და განხორციელების გზამკვლევს

🟢 საპრეზენტაციო რესურსებს, რომლებიც თემებს მარტივად და საინტერესოდ გადმოსცემს

Asian Development Bank Georgia

🌏 22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც ყოველ წელს, გვახსენებს, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. გა...
22/04/2025

🌏 22 აპრილი დედამიწის დღეა, რომელიც ყოველ წელს, გვახსენებს, რომ ჩვენს პლანეტაზე ზრუნვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. გარემოსდაცვითი განათლების ამაღლება, ცოდნის სასარგებლო ჩვევებად ქცევა, ქმედითი გზაა საერთო კეთილდღეობისკენ.💚

Today is Earth Day, celebrated every year on April 22, reminding us that caring for our planet is a shared responsibility.
Raising environmental awareness through education and turning knowledge into everyday habits is a powerful way to move toward collective well-being. 🌍💚

12/04/2025

🟢 რატომ არის მნიშვნელოვანი კლიმატური ცვლილების ირგვლივ ცოდნის ამაღლება

🟢რა მიზანს ისახავს მასწავლებლებისთვის შექმნილი საგანმანათლებლო პროექტი - „შეარბილე კლიმატის ცვლილება“, რომელიც აზიის განვითარების ბანკის და ორგანიზაცია დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს თანამშრომლობით მიმდინარეობს.

☘️ ამ თემებზე, "დილის პალიტრის" ეთერში, ისაუბრეს აზიის განვითარების ბანკის კლიმატის უფროსმა ოფიცერმა ეკა მიქაძემ და გეოგრაფიის დოქტორმა, ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ და მასწავლებლის სახლის გეოგრაფიის ექსპერტ-კონსულტანტმა, მაია ბლიაძემ.

Asian Development Bank Georgia

🌱 გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის დიდი სურვილის გამო, განაცხადების მიღება გაგრძელებულია 3 აპ...
25/03/2025

🌱 გვინდა გაცნობოთ, რომ ჩვენს სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის დიდი სურვილის გამო, განაცხადების მიღება გაგრძელებულია 3 აპრილამდე.

🖊 გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და დაგვიდასტუროთ მონაწილეობა - https://forms.gle/dY1GousCPbrx2YgZ6

„ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ“

♻️ ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ 📣 თუ ხართ სკოლის მასწავლებელი,გაინტერესებთ კლიმატის ცვლილები....

♻️ ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ📣 თუ ხართ სკოლის მასწავლებელი,გაინტერესებთ კლიმატის ცვლილების საკითხები დ...
25/02/2025

♻️ ვასწავლოთ სკოლაში კლიმატის ცვლილების შესახებ

📣 თუ ხართ სკოლის მასწავლებელი,გაინტერესებთ კლიმატის ცვლილების საკითხები და გსურთ მოსწავლეებიც დააინტერესოთ, მაშინ ეს ტრენინგი თქვენთვისაა!
აზიის განვითარების ბანკი (ADB) ორგანიზაცია „დავიცვათ საქართველოს სისუფთავესთან“ თანამშრომლობით, ახალ საგანმანათლებლო აქტივობას უყრის საფუძველს, რომლის მიზანია სკოლაში გაზარდოს ცოდნა კლიმატის ცვლილების შესახებ.

🟢 ტრენინგში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო საფეხურის მასწავლებლებს მთელი საქართველოდან.

🟢 ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნობიან ინტეგრირებულ პროექტს, „შეარბილე კლიმატის ცვლილება“ და განიხილავენ სასკოლო სივრცეში მისი განხორციელების შესაძლებლობებს.

პროექტი შედგება რამდენიმე კომპონენტისგან:

▶️ საინფორმაციო მასალა
▶️ აქტივობების კრებული
▶️ საპრეზენტაციო რესურსი
▶️ პროექტის განხორციელების გზამკვლევი, რომელიც ტრენინგის დასრულების შემდეგ გადაეცემათ მონაწილეებს.

ტრენინგის საკითხები

⏺️ კლიმატის ცვლილება და მისი გამომწვევი მიზეზები
⏺️ კლიმატის ცვლილების მახასიათებლების კვლევა
⏺️ კლიმატის ცვლილების შედეგები
⏺️ კლიმატის ცვლილების შერბილების გზები
⏺️ შესაბამისი ინიციატივის მოფიქრება და დანერგვა

🌱 ტრენინგის დასრულების შემდეგ, პროექტის მასალების სასწავლო პროცესში ინტეგრირებას შეძლებენ როგორც საბაზო საფეხურის გეოგრაფიისა, ბიოლოგიის და ინგლისურის, ასევე სხვა საგნების მასწავლებლები, რომლებიც იყენებენ ინტეგრირებული სწავლების მეთოდს.

🎓 ყველა მონაწილეს გადაეცემა ტრენინგში მონაწილეობის სერტიფიკატი.

🔗 ტრენინგში მონაწილეობისთვის აუცილებელია შეავსოთ თანდართული ფორმა და დაგვიდასტუროთ მონაწილეობა - https://shorturl.at/l6wyD

📆 განაცხადის მიღების შემდეგ, მონაწილეებს დაეგზავნებათ ტრენინგის განრიგი.

💻 ტრენინგი ჩატარდება ონლაინ, თიმსის პლატფორმაზე.

ხანგრძლივობა: 4 დღე (დღეში 2 საათი სასწავლო აქტივობა)

რეგისტრაციის ბოლო ვადა - 15 მარტი.

Asian Development Bank Georgia

მწვანე დროშის ჯილდოზე განაცხადების მიღება იწყება🍀 ეკო-სკოლების პროგრამაში ჩართულ სკოლებს, რომლებსაც გსურთ  განაცხადი გაა...
13/11/2024

მწვანე დროშის ჯილდოზე განაცხადების მიღება იწყება🍀

ეკო-სკოლების პროგრამაში ჩართულ სკოლებს, რომლებსაც გსურთ განაცხადი გააკეთოთ მწვანე დროშის ჯილდოზე, გთხოვთ სრულყოფილად წარმოადგინოთ მასალა ერთიანი პორტფოლიოს სახით, რაც გულისხმობს:
✓ შევსებულ განაცხადს (განაცხადის ფორმა იხილეთ მომდევნო ბმულზე) https://docs.google.com/document/d/1Szb5Pv8DLtS6U_sG_ngUYNPYRhy4TrGj/edit
✓ ყველა მოთხოვნილი დოკუმენტის წარდგენას
✓ ფოტო, ვიდეო მასალას
ასევე, აუცილებელია, შედგენილი პორტფოლიო გამოგვიგზავნოთ ჩვენი ორგანიზაციის „ დავიცვათ საქართველოს სისუფთავე“ ელექტრონულ მისამართზე: [email protected]ზე, 2024 წლის 14 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.
მიღებული განაცხადების პირველადი განხილვა მოხდება ორგანიზაციის „დავიცვათ საქართველოს სისუფთავეს“ მიერ და სკოლებს, წარმოდგენილი პორტფოლიოს საფუძველზე, მიენიჭებათ შესაბამისი ქულები.
ასევე, ჩვენი ორგანიზაციის წევრები ესტუმრებიან მაღალქულიანი შედეგის მქონე სკოლებს და ადგილზე შეაფასებენ შესრულებული სამუშაოს მოწოდებულ დოკუმენტებთან შესაბამისობას.

დასკვნით ეტაპზე, კომისიის ყველა წევრი დაწვრილებით გაეცნობა საუკეთესო შედეგის მქონე სკოლების პორტფოლიოებს და საბოლოო ქულებით შეაფასებს თითოეულ ეკო-სკოლას. საუკეთესო შედეგის მქონე სკოლები გამოვლინდებიან სასწავლო წლის დასრულების შემდეგ და მწვანე დროშით დაჯილდოვდებიან.
გისურვებთ წარმატებას. 💚

Address

Nino Zhvania Str. N 10
Tbilisi
0179

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+995322227797

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Keep Georgia Tidy - დავიცვათ საქართველოს სისუფთავე - KGT:

Share

KGT-OUR STORY

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ”დავიცვათ საქართველოს სისუფთავე”, შეიქმნა სხვადასხვა სფეროში მომუშავე მეცნიერთა, პროფესიონალთა, გარემოს დაცვის აქტივისტთა და მოხალისეთა გაერთიანების ბაზაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი გარემოსდაცვით საქმიანობაში. ასოციაციის საქმიანობის მიზნებია: - საქართველოს ბუნების დაცვა, ეკოლოგიისა და ეკო-სისტემების შენარჩუნება, გაუმჯობესება. - დანაგვიანების საწინააღმდეგო კამპანიები (რაც შეცვლის საზოგადოების დამოკიდებულებას და ქცევას და ხელს შეუწყობს გააცნობიეროს სუფთა გარემოს მნიშვნელობა). - ბავშვებისა და ახალგაზრდების განათლება (გარემოსდაცვითი განათლების მიღება სხვადასხვა პროგრამებით, გასართობი და ქმედებაზე ორიენტირებული სწავლებით, რაც გააძლიერებს ახალგაზრდობის ჩართულობას მსოფლიო მოთხოვნების შეცვლაში). - ცნობიერების ამაღლება სასოფლო-სამეურნეო და სახიფათო ნარჩენების უარყოფითი ზეგავლენის შესახებ (სხვა და სხვა პროექტების მეშვეობითა და სახელმწიფოს მხარდაჭერით სასოფლო-სამეურნეო და სახიფათო ნარჩენების უარყოფითი ზეგავლენის წინააღმდეგ საბრძოლო მექანიზმების დანერგვის მხარდაჭერა). - ნარჩენებთან ბრძოლის თანამედროვე და საერთაშორისო მეთოდების და მექანიზმების შემუშავება. (შემუშავდეს დაბინძურების საზომი მეთოდები ქალაქებში, სოფლებში, სანაპიროებსა თუ პარკებში, რაც გამოავლენს ნაგვის რაოდენობასა და შემცველობას, ხოლო შედეგი შესაძლებლობას მისცემს შემცირდეს დანაგვიანების მაჩვენებელი ქვეყანაში). - გარემოსდაცვითი დაჯილდოვება (შეაფასოს და მოაწყოს გარემოსდაცვითი დაჯილდოვებები: ეკო-ეტიკეტირებული ღონისძიებები, რაც თავისთავად წარმოადგენს ასოციაციის გარემოსდაცვით ჯილდოს იმ გამართული აქტივობებისთვის, რასაც მიეკუთვნება რიგი საზოგადოებრივი მოვლენების, როგორიცაა კონკურსები, კონცერტები და სხვა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ გარემოზე ზემოქმედების შემცირებაზე). - ასოციაციის მსგავს საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება. - ცნობიერების ამაღლება, მწვანე ეკონომიკის განვითარება და ხელშეწყობა