ABCEG

ABCEG Საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია

The Association of Biomedical and Clinical Engineers of Georgia

საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია
The Association of Biomedical and Clinical Engineers of Georgia

🎄საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ, 2026...
01/01/2026

🎄საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია გულითადად გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს და ახალ, 2026 წელს!🎉🥂✨
💙 გისურვებთ ჯანმრთელობას, მშვიდობას, პროფესიულ წინსვლას და ახალ მიღწევებს. 🚀📈🔬
ახალი წელი იყოს ინოვაციების, წარმატებული თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი პროექტების წელი ჩვენი დარგისთვის და თითოეული თქვენგანისთვის. 💡🤝🏥
🙏 მადლობას გიხდით ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და ერთობლივი საქმიანობისთვის.
ერთად ვქმნით უკეთეს მომავალს მეცნიერებისა და კლინიკური ინჟინერიის განვითარებისთვის საქართველოში. 🌍🔧❤️
🎊🎀 სიყვარულით და საუკეთესო სურვილებით, 🎀🎊
საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია
🎆 #შობა 🎄 #ახალი2026წელი 🔧 #ბიოსამედიცინოინჟინერია 🔬 #კლინიკურინჟინერია 🎉 #გილოცავთ 🥂 ❤️

05/11/2025

🇬🇪 🌍 საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG) აგრძელებს საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას! ✨ ჩართულობა საერთაშორისო ღონისძიებებში ჩვენი ქვეყნის პროფესიული პოტენციალის განვითარების და წარმოჩენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაა.

🎥 იხილეთ მე-6 საერთაშორისო ICEHTMC კონგრესზე გამოქვეყნებული მოკლე ვიდეო, რომელიც ჩვენს ასოციაციას წარმოაჩენს განვითარების ამ ეტაპზე.

💫 ერთად შევძლებთ უფრო მასშტაბური აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას - ამისათვის კი საჭიროა მეტი პროფესიონალის გაერთიანება ასოციაციაში!

👩‍🔬👨‍💻 მოვუწოდებთ ყველა სპეციალისტს, ვინც მუშაობს სამედიცინო ტექნოლოგიებთან:
🎓 სტუდენტებს, 👩‍🔬 ლკექტორ მასწავლებლებს ⚙️ ტექნიკოსებს, 👨‍💻 ბოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინრებს, 🏥 ჯანდაცვის მენეჯერებს, ასევე 🧾 კლინიკებს, სახელმწიფო დაწესებულებებსა და კომპანიებს - შემოგვიერთდით!

🔗 შეავსეთ მარტივი განაცხადი ჩვენი ვებგვერდიდან 👉 www.abceg.org ან ამ ბმულიდან: https://form.jotform.com/242983035426459

🧾 კლინიკებმა, სახელმწიფო დაწესებულებებმა და კომპანიებმა მოგვწერეთ მეილზე: [email protected]

💳 ყოველტვიური საწევრო შენატანი:
• სტუდენტები – 5 ლარი
• დასაქმებული სპეციალისტები – 10 ლარი
• კომპანიები – 100 ან 200 ლარი (სიდიდის შესაბამისად)

👉 გადარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
🏦 თიბისი ბანკი: GE54TB7435736020100006
🏦 საქართველოს ბანკი: GE70BG0000000607804654

🇬🇪 🌐 პირველად - საქართველოს სახელით - „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციამ (ABCEG)“ აქტიური მონაწ...
28/10/2025

🇬🇪 🌐 პირველად - საქართველოს სახელით - „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციამ (ABCEG)“ აქტიური მონაწილეობა მიიღო "გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიანსის (GCEA)" მსოფლიო კონგრესში — ICEHTMC (International Clinical Engineering & Health Technology Management Congress), რომელიც გაიმართა ჩინეთის ქალაქ შენჟენში 17–20 ოქტომბერს.
🤝 ეს მნიშვნელოვანი ფორუმი აერთიანებს მსოფლიოს წამყვან კლინიკურ ინჟინრებს, მეცნიერებსა და ჯანდაცვის ტექნოლოგიების ექსპერტებს, სადაც განიხილება კლინიკური ინჟინერიისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მართვის უახლესი მიღწევები, ინოვაციები და განვითარების სამომავლო მიმართულებები.
🌍 მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის დელეგატებთან ერთად, აქტიურად ვიყავით ჩართული დისკუსიებში ისეთ თემებზე, როგორიცაა სამედიცინო ტექნოლოგიების ეფექტიანი მართვა, ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია და ინჟინერიის როლის გაძლიერება თანამედროვე ჯანდაცვის სისტემებში.
✨ წარვსდექით როგორც სპიკერები, მომხსენებლები და პანელური დისკუსიის მონაწილენი.
💡 ასოციაცია აგრძელებს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გაღრმავებას და მზად არის, მიღებული გამოცდილება და ცოდნა გამოიყენოს საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის განვითარების მხარდასაჭერად, რაშიც თითოეული ინჟინერის და პროფესიონალის ჩართულობის იმედი გვაქვს 🚀

#სამედიცინო #ტექნოლოგიები

🇬🇪 🌐 მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის საზოგადოებისთვის!🤝 „საქართველოს ბიოსამედიცინ...
28/10/2025

🇬🇪 🌐 მნიშვნელოვანი სიახლე საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიის საზოგადოებისთვის!

🤝 „საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG)“ ოფიციალურად გახდა
„სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის საერთაშორისო ფედერაციის (IFMBE – International Federation for Medical and Biological Engineering)“ წევრი!

✨ ეს არის ისტორიული ნაბიჯი საქართველოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების გზაზე.
IFMBE აერთიანებს მსოფლიოს წამყვან პროფესიულ ორგანიზაციებსა და სპეციალისტებს, რომელთა მიზანია სამედიცინო და ბიოლოგიური ინჟინერიის სფეროს წინსვლა, ინოვაციების ხელშეწყობა და გლობალური თანამშრომლობის გაღრმავება.

🔹 ამ წევრობით საქართველო უკვე ოფიციალურადაა წარმოდგენილი მსოფლიო ბიოინჟინერიის პროფესიულ ქსელში;
🔹 ABCEG-ს ეძლევა შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო პროექტებსა და კვლევებში;
🔹 გაიზრდება ქართველი სპეციალისტების ჩართულობა გლობალურ სამეცნიერო და ტექნოლოგიურ ინიციატივებში.

💡 ასოციაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან — საქართველოს ბიოსამედიცინო ინჟინერიის განვითარების და ჯანდაცვის ტექნოლოგიების გაძლიერების მიზნით.

05/04/2025

დარგის პროფესიონალების ძალიან საინტერესო საუბარი მნიშვნელოვან თემაზე 👇

სრული გადაცემა 👉 https://www.myvideo.ge/tv/puls/2025-04-03/21:12:00

საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG) ოფიციალურად გახდა გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიან...
28/03/2025

საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაცია (ABCEG) ოფიციალურად გახდა გლობალური კლინიკური ინჟინერიის ალიანსის (GCEA) წევრი! 🌍🤝 🇬🇪

ეს პარტნიორობა ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქართული კლინიკური ინჟინერიისთვის, საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას და თანამედროვე ტექნოლოგიების გაზიარებას. 🏥💻

გლობალურ ქსელში გაწევრიანებით, ABCEG კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთვება კლინიკური ინჟინერიის მსოფლიო ინიციატივებში, რათა გაუმჯობესდეს ჯანდაცვის სისტემის ხარისხი და ტექნოლოგიური მდგრადობა. 🚀✨

🌐 გაიგეთ მეტი GCEA ს შესახებ:
🔗 www.globalcea.org/home

🩺🔬 გახდი საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციის (ABCEG) წევრი! 📢 თუ ხარ ბიოსამედიცინო ან კლინიკური ი...
01/02/2025

🩺🔬 გახდი საქართველოს ბიოსამედიცინო და კლინიკურ ინჟინერთა ასოციაციის (ABCEG) წევრი!

📢 თუ ხარ ბიოსამედიცინო ან კლინიკური ინჟინერი, სტუდენტი ან ამ სფეროთი დაინტერესებული პროფესიონალი, გაწევრიანდი ასოციაციაში და გახდი ამ დარგის განვითარების ნაწილი! 🌍🤝

🔗 რეგისტრაციისთვის შეავსე ელექტრონული განაცხადი:
👉 https://form.jotform.com/242983035426459

📌 გაერთიანდი პროფესიონალთა საზოგადოებაში, ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი ბიოსამედიცინო და კლინიკური ინჟინერიისთვის! 🚀

#ბიოსამედიცინოინჟინერია #კლინიკურიინჟინერია #გაწევრიანდი

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ABCEG posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Share