Ayn Rand Center Georgia • აინ რენდის ცენტრი საქართველო

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Ayn Rand Center Georgia • აინ რენდის ცენტრი საქართველო

Ayn Rand Center Georgia • აინ რენდის ცენტრი საქართველო ARCG is a non-profit organization that promotes Ayn Rand's Philosophy in the country of Georgia.

Our mission is to spread the life changing philosophy of Ayn Rand in Georgian language.

აინ რენდის ცენტრმა მორიგ რანდევუს უმასპინძლა ✨ შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ აინ რენდის მეტაფიზიკაზე, რეალობის, ადამი...
14/05/2026

აინ რენდის ცენტრმა მორიგ რანდევუს უმასპინძლა ✨

შეხვედრის განმავლობაში ვისაუბრეთ აინ რენდის მეტაფიზიკაზე, რეალობის, ადამიანის ბუნებისა და არსებობის ფუნდამენტურ საკითხებზე. საღამოს განსაკუთრებული ნაწილი კი ჩვენი ცენტრის დირექტორის, Irakli Iagorashvili -ს მიერ ჩატარებული ებრაული პურის ცხობის მასტერკლასი იყო 🍞

პურის ცხობის პროცესში მეტაფიზიკური ჭეშმარიტებები განსაკუთრებით თვალსაჩინოდ იკვეთება: თუ რომელიმე ინგრედიენტს დააკლებ, შეცვლი ან ისეთ მიზანს მოარგებ, რომელიც მის ბუნებას არ შეესაბამება, შედეგიც მაშინვე იცვლება და კარგი პური აღარ ცხვება. რეალობა ვერ მოიტყუება. ზუსტად ასეა ცხოვრებაშიც: ყველაფერი თავისი არსისა და ბუნების შესაბამისად მოქმედებს და ჩვენე თუ გვსურს წარმატებულები ვიყოთ ამ ცხოვრებაში, საჭიროა ეს არსი სწორი გზით შევიცნოთ.

დიდი მადლობა თითოეულ სტუმარს თბილი, საინტერესო და შინაარსიანი საღამოსთვის 🤍

რანდევუს მასპინძელია აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი Dato Rogava

ℹ️ როგორც მოგეხსენებათ ახალი გრანტების კანონის შედეგად შეგვიჩერდა უფლება განვკარგოთ გრანტი, რომელიც 2024 წელს ჩვენი დონორის პრომეთეუსის ფონდისგან მოვიპოვეთ და რომლითაც მრავალ საინტერესო აქტივობას ვახორციელებდით თქვენთვის და ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის! მიუხედავად ამ აკრძალვისა, ჩვენ მოხალისეობრივად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ძვირფასი აუდიტორია და ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდეს სივრცე, სადაც აინ რენდის იდეებზე ისაუბრებენ.

🎉 აინ რენდის ცენტრი საქართველო გეპატიჟებათ მორიგ რანდევუზე, რომელიც გაიმართება 9 მაისს, 17:00 საათზე.ℹ️ როგორც მოგეხსენე...
02/05/2026

🎉 აინ რენდის ცენტრი საქართველო გეპატიჟებათ მორიგ რანდევუზე, რომელიც გაიმართება 9 მაისს, 17:00 საათზე.

ℹ️ როგორც მოგეხსენებათ ახალი გრანტების კანონის შედეგად შეგვიჩერდა უფლება განვკარგოთ გრანტი, რომელიც 2024 წელს ჩვენი დონორისგან, პრომეთეუსის ფონდისგან, მოვიპოვეთ და რომლითაც მრავალ საინტერესო აქტივობას ვახორციელებდით თქვენთვის და ჩვენი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის! მიუხედავად ამ აკრძალვისა, ჩვენ მოხალისეობრივად ვაგრძელებთ მუშაობას, რათა შევინარჩუნოთ ჩვენი ძვირფასი აუდიტორია და ქვეყანაში კვლავ შენარჩუნდეს სივრცე, სადაც აინ რენდის იდეებზე ისაუბრებენ.

აღნიშნულ რანდევუზე მოვაწყობთ დისკუსიას აინ რენდის ხედვებზე რეალობისა და სამყაროს შესახებ (აინ რენდის მეტაფიზიკა). ასევე, ჩვენი ორგანიზაციის დირექტორი გასწავლით, თუ როგორ გამოაცხოთ ებრაული პური ხალა. წინ გველის საკმაოდ შემეცნებითი და გასართობი შეხვედრა.

📅 თარიღი: 9 მაისი
🕔 დრო: 17:00 სთ
📍 ადგილი: თბილისი, ბიძინა ბარათაშვილის 11 (დიღომი)

📝 რეგისტრაცია აუცილებელია: https://forms.gle/nuSmtKsHCfy68JRS8

🗓 დღის წესრიგი:
17:00–18:00 — სტუმრების მიღება
18:00–19:00 — ლექცია და პურის ცხობის მასტერკლასი
19:00–20:00 — შეხვედრის შეჯამება და სამომავლო გეგმები

🎟 ღონისძიება ორგანიზებულია აინ რენდის ცენტრის საქართველოს მიერ.
🌟 რანდევუს მასპინძელია აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი დათო როგავა
📸 რეგისტრაციისას ეთანხმებით, რომ თქვენი ფოტო ან თქვენი კადრი ვიდეოში შეიძლება გამოქვეყნდეს ჩვენს სოციალურ ქსელში.

Irakli Iagorashvili Dato Rogava

21/04/2026

როგორც მოგეხსენებათ, აინ რენდის ცენტრს ამ ეტაპზე შეზღუდული აქვს დონორის გრანტის გამოყენების შესაძლებლობა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას სრულად დამოუკიდებლად, ჩვენი გუნდის პირადი რესურსების, დროისა და ძალისხმევის ხარჯზე. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არსებული გამოწვევების მიუხედავად, შევინარჩუნოთ ის საგანმანათლებლო და ინტელექტუალური სივრცე, რომელსაც წლების განმავლობაში ვქმნიდით.

ამ პროცესში ერთ-ერთ პირველ პროექტად ვიწყებთ „აინ რენდის სკოლას“, 8 სესიისგან შემდგარ ინტენსიურ საგანმანათლებლო კურსს, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილეებისთვიდ აინ რენდის ფილოსოფიის უფრო დეტალურად გაცნობას. კურსი ჩატარდება ყოველ შაბათს, მაისი-ივნისის პერიოდში, და თითოეული სესია იქნება დაახლოებით 2-საათიანი, დისკუსიაზე და მონაწილეთა აქტიურ ჩართულობაზე ორიენტირებული.

პროექტის განხორციელებისთვის ამ ეტაპზე ვეძებთ პარტნიორს, რომელიც გაგვიწევს მხარდაჭერას და უსასყიდლოდ დაგვითმობს სივრცეს აღნიშნული 7-8 სესიისთვის (კვირაში ერთხელ, 2 საათით). ჩვენთვის ასეთი თანამშრომლობა იქნება არა მხოლოდ ტექნიკური დახმარება, არამედ საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული პარტნიორობა, რომელიც ხელს შეუწყობს თავისუფალი აზრის, კრიტიკული მსჯელობისა და განათლების სივრცეების შენარჩუნებას.

ნებისმიერი მხარდაჭერა ამ ეტაპზე ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია და გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავაგრძელოთ ჩვენი მისია, შევქმნათ თავისუფალი, რაციონალური და განათლებაზე ორიენტირებული საზოგადოება.

For English Please Scroll Down ⬇️🇬🇧აინ რენდის ცენტრი საქართველოოფიციალური განცხადებადღეს 9 აპრილია. დღე, რომელიც გვახსენ...
09/04/2026

For English Please Scroll Down ⬇️🇬🇧

აინ რენდის ცენტრი საქართველო
ოფიციალური განცხადება

დღეს 9 აპრილია. დღე, რომელიც გვახსენებს 1989 წელს თავისუფლებისთვის დაღუპულ გმირებს და საქართველოს არჩევანს: იყოს თავისუფალი, დამოუკიდებელი და ღირსეული ქვეყანა.

სიმბოლურია და ამავე დროს ღრმად შემაშფოთებელი, რომ სწორედ ამ დღეს სახელმწიფომ აინ რენდის ცენტრს უარი უთხრა უკვე მიღებული გრანტის გამოყენებაზე იმ არგუმენტით, თითქოს ჩვენი საქმიანობა არ შეესაბამება „ეროვნულ ინტერესებს“.

ვაცხადებთ მკაფიოდ: ასეთი ბუნდოვანი და დაუსაბუთებელი შეფასება წარმოადგენს არა მხოლოდ უსამართლო გადაწყვეტილებას, არამედ საფრთხეს თავისუფალი საზოგადოების პრინციპებისთვის. „ეროვნული ინტერესის“ ამგვარი ინტერპრეტაცია ქმნის პრეცედენტს, რომ დამოუკიდებელი აზრი და თავისუფალი საქმიანობა შეიძლება პოლიტიკური შეფასების საგნად იქცეს.

აინ რენდის ცენტრი წლების განმავლობაში ემსახურება თავისუფლების, ინდივიდუალური უფლებებისა და დასავლური ღირებულებების (სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრების, ბედნიერებისკენ სწრაფვის) პოპულარიზაციას საქართველოში. ეს არის ის საფუძველი, რისთვისაც 9 აპრილის გმირებმა თავი გაწირეს.

ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ ამ გადაწყვეტილებას.
ჩვენ გამოვიყენებთ ყველა კანონიერ გზას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, ჩვენი უფლებების, ჩვენი საქმიანობისა და იმ პრინციპების დასაცავად, რომელსაც ვემსახურებით.

ჩვენ გვჯერა იმ იდეისა, რომელსაც აინ რენდი იცავდა. რომ ადამიანი უნდა იყოს თავისუფალი, იცხოვროს საკუთარი გონებით, არ შელახოს სხვისი უფლებები, საკუთარი შრომის ნაყოფი ეკუთვნოდეს მას და სახელმწიფოს როლი არ უნდა იყოს დამოუკიდებელი აზრის შეზღუდვა, არამედ მისი დაცვა. სწორედ ამ პრინციპების ერთგულება განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას.

“ის ვინც იბრძვის მომავლისთვის, უკვე ცხოვრობს მასში” - აინ რენდი

ჩვენ ამ ბრძოლას გავაგრძელებთ. სანამ ვიბრძვით გრანტის გარეშეც არ შევწყვეტთ ცენტრის საქმიანობას და კვლავ შევიკრიბებით ხოლმე ჩვენს ერთგულ მსმენელთან და მეგობრებთან.

Ayn Rand Center Georgia
Official Statement

Today is April 9 — a day that reminds us of the heroes who died for freedom in 1989 and of Georgia’s choice: to be a free, independent, and dignified country.

It is both symbolic and deeply troubling that on this very day, the state has refused to allow the use of a grant already received by the Ayn Rand Center, claiming that our activities do not align with the “national interest.”

We state clearly: such a vague and unfounded assessment is not only an unfair decision, but also a threat to the principles of a free society. This interpretation of “national interest” creates a dangerous precedent, where independent thought and free activity can become subject to political judgment.

For years, the Ayn Rand Center has worked to promote freedom, individual rights, and Western values — life, liberty, property, and the pursuit of happiness — in Georgia. These are the very principles for which the heroes of April 9 gave their lives.

We will not accept this decision.

We will use all legal means, both domestically and internationally, to defend our rights, our work, and the principles we stand for.
We believe in the ideas Ayn Rand defended: that every individual has the right to live by their own mind, to act freely so long as they do not violate the rights of others, that the values of one’s labor belong to the individual, and that the role of the state is not to suppress independent thought, but to protect it. Our commitment to these principles defines our work.

"Anyone who fights for the future, lives in it today" — Ayn Rand

We will continue this fight. As long as we struggle without a grant, we will not stop the center's activities and will still gather with our loyal listeners and friends.

📍აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი დათო როგავა სტუმრად ლალი ანთიძის გადაცემაში "ლალისთან ყავაზე" თემა: „მშობლობის შესა...
04/03/2026

📍აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი დათო როგავა სტუმრად ლალი ანთიძის გადაცემაში "ლალისთან ყავაზე"

თემა: „მშობლობის შესახებ“

Dato Rogava ლალი ანთიძის საკვირაო სკოლა

Enjoy the videos and music you love, upload original content, and share it all with friends, family, and the world on YouTube.

28/02/2026

მოგესალმებით,

ამინდის გაუარესების გამო გვიწევს, დღევანდელი რანდევუ გავაუქმოთ. ახალ თარიღს შეგატყობინებთ მიმდინარე კვირას.

პატივისცემით,
აინ რენდის ცენტრი საქართველო

📣 აინ რენდის ცენტრის რეგიონული შეხვედრები წარმატებით გრძელდება!ამ თვეში ბათუმს ვეწვიეთ, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სა...
22/02/2026

📣 აინ რენდის ცენტრის რეგიონული შეხვედრები წარმატებით გრძელდება!

ამ თვეში ბათუმს ვეწვიეთ, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უკრაინულ სახლში ორი ლექცია გავმართეთ თემებზე: "აინ რენდი - რაციონალური ეგოიზმი" და "ცხოვრების არსი: გონება, არჩევანი, მიზანი, აინ რენდის წიგნის პირველწყაროს მიხედვით".

დიდი მადლობა ბსუ ფილოსოფიის კლუბი -ს თანამშრომლობისთვის.

🎉 აინ რენდის ცენტრი საქართველო გეპატიჟებათ მორიგ რანდევუზე, რომელიც გაიმართება 28 თებერვალს, 18:00 საათზე.აღნიშნულ რანდე...
22/02/2026

🎉 აინ რენდის ცენტრი საქართველო გეპატიჟებათ მორიგ რანდევუზე, რომელიც გაიმართება 28 თებერვალს, 18:00 საათზე.

აღნიშნულ რანდევუზე მოვაწყობთ დისკუსიას აინ რენდის და ობიექტივიზმის გარშემო არსებულ საკითხებზე. დისკუსია საშუალებას მოგცემთ უკეთ გაიგოთ რენდის ფილოსოფია. მოამზადეთ შეკითხვები, ჩაერთეთ დისკუსიაში და შემეცნებითად გაატარეთ საღამო ჩვენთან ერთად.

📅 თარიღი: 28 თებერვალი
🕔 დრო: 18:00 სთ
📍 ადგილი: თბილისი, ბიძინა ბარათაშვილის 11 (დიღომი)
📝 რეგისტრაცია აუცილებელია: https://forms.gle/ucofkBicLbPaU6HJ8

🗓 დღის წესრიგი:

18:00–19:00 — სტუმრების მიღება
19:00–20:30 — დისკუსია, მოდერატორი: დათო როგავა
20:30–21:30 — ხემსი

🎟 ღონისძიება ორგანიზებულია აინ რენდის ცენტრის საქართველოს მიერ, პრომეთეუსის ფონდის და კარლ ბარნის ფინანსური მხარდაჭერით.
🌟 მასპინძელი: აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი, დათო როგავა
📸 რეგისტრაციისას ეთანხმებით, რომ თქვენი ფოტო შეიძლება გამოქვეყნდეს ოფიციალურ გვერდზე.

🎉 რანდევუს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამიანები, რომლებიც მსგავს იდეებს, ღირებულებებსა და ინტერ...
03/02/2026

🎉 რანდევუს ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადამიანები, რომლებიც მსგავს იდეებს, ღირებულებებსა და ინტერესებს იზიარებენ და ეს კავშირები უფრო ძლიერი, ცოცხალი და საინტერესო გავხადოთ ❤️

ℹ️ უკვე სამი წელია, რანდევუ ის სივრცეა, სადაც ახალი იდეები იბადება და საუბრები ნამდვილ ურთიერთობებად იქცევა. ადგილი, სადაც ყველას შეუძლია გაატაროს თავისუფალი დრო საინტერესო და თბილ გარემოში.

🙏 აინ რენდის ცენტრი დიდ მადლობას უხდის ჩვენს თანადამფუძნებელს Dato Rogavaს რანდევუს იდეისთვის და მასპინძლობისთვის!

🙏 ასევე მადლობას ვუხდით პრომეთეუსის ფონდს, კარლ ბარნის ფინანსური მხარდაჭერისთვის!

📸: Avto Shervashidze

Prometheus Foundation

🎉🎉 თითქმის ყველა რანდევუს განსაკუთრებით საინტერესო აქტივობაა ქუიზი, თუმცა აინ რენდის დღეს ეს ქუიზი კიდევ უფრო განსაკუთრე...
02/02/2026

🎉🎉 თითქმის ყველა რანდევუს განსაკუთრებით საინტერესო აქტივობაა ქუიზი, თუმცა აინ რენდის დღეს ეს ქუიზი კიდევ უფრო განსაკუთრებული და საინტერესოა!

ვულოცავთ გამარჯვებულებს!

აინ რენდის დღისადმი მიძღვნილი რანდევუ ორგანიზებული იყო პრომეთეუსის ფონდის, კარლ ბარნის ფინანსური მხარდაჭერით.

რანდევუს მასპინძელია დათო როგავა, აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი.

ასე აღვნიშნეთ აინ რენდის დაბადების დღე ჩვენს წლის ყველაზე გამორჩეულ რანდევუზე! დიდი მადლობა ყველას სტუმრობისთვის ❤️ ღონი...
02/02/2026

ასე აღვნიშნეთ აინ რენდის დაბადების დღე ჩვენს წლის ყველაზე გამორჩეულ რანდევუზე!

დიდი მადლობა ყველას სტუმრობისთვის ❤️

ღონისძიება ორგანიზებულ იყო პრომეთეუსის ფონდის, კარლ ბარნის ფინანსური მხარდაჭერით.

რანდევუს მასპინძელია დათო როგავა, აინ რენდის ცენტრის თანადამფუძნებელი.

📸: Avto Shervashidze

Dato Rogava Prometheus Foundation

Address

11 Bidzina Baratashvili
Tbilisi
0159

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Ayn Rand Center Georgia • აინ რენდის ცენტრი საქართველო posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Ayn Rand Center Georgia • აინ რენდის ცენტრი საქართველო:

Share