მეგობრობის სახლი House of Friendship Дом дружбы

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მეგობრობის სახლი House of Friendship Дом дружбы
Directions

მეგობრობის სახლი House of Friendship Дом дружбы Интеграция национальных меньшинств проживающих в Гру?

3 - 4 ოქტომბერს, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თემებმა, მიიღეს მონაწიეობა "თბილისობის" დღესასწაულზე.
09/10/2026

3 - 4 ოქტომბერს, ეთნიკური უმცირესობების საბჭოს თემებმა, მიიღეს მონაწიეობა "თბილისობის" დღესასწაულზე.

25.09.2026წ. ვაზისუბანში პროექტის „ეზიდური იდენტობის ფერები“ ღონისძიება გაიმართა.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგი...
26/09/2026

25.09.2026წ. ვაზისუბანში პროექტის „ეზიდური იდენტობის ფერები“ ღონისძიება გაიმართა.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თინათინ ნიბლოშვილი, ისანი 2 (ვაზისუბანი) მაჟორიტართან, ბექა მენთეშაშვილთან, ასევე საკრებულოსთან არსებული ეროვნული უმცირესობების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარესთან, რიტა ხიდირბეგიშვილთან ერთად ვაზისუბნის დასახლებაში, N90-ე საჯარო სკოლის მიმდებარე სკვერში პროექტის „ეზიდური იდენტობის ფერები“ ფარგლებში გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
პროექტის მნიშვნელობაზე ააიპ ქალთა უფლებების სათემო ინიციატივის პროექტის დირექტორმა ლილი საფაროვამ ისაუბრა.

“თბილისის მეგობრობის სახლში" სწავლა დაიწყო, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულ A1/1  და B1.2 დონის ჯ...
18/09/2026

“თბილისის მეგობრობის სახლში" სწავლა დაიწყო, ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულ A1/1 და B1.2 დონის ჯგუფებთან, სახელმწიფო ენის და ინტეგრაციის პროგრამაზე. რომელსაც წარმატებით ახორციელებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
წარმატებას ვუსურვებთ, ჩვენს მსმენელებს.

დღეს, 17 სექტემბერს, „თბილისის მეგობრობის სახლში" სწავლა დაიწყო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულ ...
17/09/2026

დღეს, 17 სექტემბერს, „თბილისის მეგობრობის სახლში" სწავლა დაიწყო, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელთაგან დაკომპლექტებულ A2.1 დონის ჯგუფთან, სახელმწიფო ენის და ინტეგრაციის პროგრამაზე. რომელსაც წარმატებით ახორციელებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
ტრენერი-სახელმწიფო ენის ელჩი, ნანა ნიკოლაძე.

მსმენელებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა, თბილისის საკრებულოსთან არსებულ ეთნიკურ უმცირესობათა საბჭოს თავმჯდომარე რიტა ხიდირბეგიშვილმა .
მსმენელებს სახელმძღვანელოები სკოლისგან, საჩუქრად გადაეცათ.

30.06.2026 წელს ბელორუსულმა საზოგადოებამ „სიაბრი“ გერმანულ თემთან ერთად ჩაატარა ლიტერატურულ-მუსიკალური თემატიკის  საღამო...
01/07/2026

30.06.2026 წელს ბელორუსულმა საზოგადოებამ „სიაბრი“ გერმანულ თემთან ერთად ჩაატარა ლიტერატურულ-მუსიკალური თემატიკის საღამო „ოტო შმიდტი - მეცნიერი, არქტიკის დამპყრობელი“

დღეს, 30  ივნისს, თბილისის “მეგობრობის სახლში” სწავლა დაასრულა, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლთაგან დაკომპლექტებულმა ს...
30/06/2026

დღეს, 30 ივნისს, თბილისის “მეგობრობის სახლში” სწავლა დაასრულა, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლთაგან დაკომპლექტებულმა საბაზისო ქართულის A1.2 და საშუალო ქართულის B1.1 დონის ჯგუფმა, სახელმწიფო ენის და ინტეგრაციის პროგრამაზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
მსმენელებმა სასწავლო პროექტი საინტერესოდ წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.
კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობისათვის და შემდგომ ეტაპზე სწავლის გაგრძელების სურვილი გამოთქვეს.

დღეს, 29 ივნისს, თბილისის “მეგობრობის სახლში” სწავლა დაასრულა, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლთაგან დაკომპლექტებულმა სა...
29/06/2026

დღეს, 29 ივნისს, თბილისის “მეგობრობის სახლში” სწავლა დაასრულა, ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლთაგან დაკომპლექტებულმა საბაზისო ქართულის A2.2 დონის ჯგუფმა, სახელმწიფო ენის და ინტეგრაციის პროგრამაზე, რომელსაც წარმატებით ახორციელებს სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა.
ტრენერი-სახელმწიფო ენის ელჩი, ნანა ნიკოლაძე.
მსმენელებმა შემაჯამებელი დავალება, პრეზენტაციის სახით, ძალიან საინტერესოდ წარმოადგინეს.
კურსდამთავრებულებმა მადლობა გადაიხადეს სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობისათვის.

დღეს, თბილისის “ მეგობრობის სახლის” სახელმწიფო ენის შემსწავლელი B1 დონის ჯგუფი , ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმი...
19/06/2026

დღეს, თბილისის “ მეგობრობის სახლის” სახელმწიფო ენის შემსწავლელი B1 დონის ჯგუფი ,
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
პროგრამის მიხედვით, გასვლითი ტრენინგის ფარგლებში, დიდი ქართველი პოეტის, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდა.
მსმენელებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს გენიალური პოეტის მუზეუმში დაცული ნივთები, ფოტომასალა, ხელნაწერები და სხვა დოკუმენტები, რომლებიც გალაკტიონის ცხოვრების ერთგვარ მატიანეს წარმოადგენს.

დღეს, თბილისის  “მეგობრობის სახლის” სახელმწიფო ენის შემსწავლელი ა2 დონის ჯგუფი , (ტრენერი-ნანა ნიკოლაძე). ზურაბ ჟვანიას ...
18/06/2026

დღეს, თბილისის “მეგობრობის სახლის” სახელმწიფო ენის შემსწავლელი ა2 დონის ჯგუფი , (ტრენერი-ნანა ნიკოლაძე).
ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის
პროგრამის მიხედვით, გასვლითი ტრენინგის ფარგლებში, თბილისის ღვინის მუზეუმში იმყოფებოდა.
მსმენელები გაეცნენ ქართული ღვინის 8000 წლის ისტორიას და დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი, ღვინის წარმოებასთან დაკავშირებული არტეფაქტები.

14.06.2026 წელს კავკასიურ სახლში, ბელორუსიის თემის „სიაბრი“ -ს თანადგომით შედგაწიგნის პრეზენტაცია - მოთხრობების კრებული ...
14/06/2026

14.06.2026 წელს კავკასიურ სახლში, ბელორუსიის თემის „სიაბრი“ -ს თანადგომით შედგა
წიგნის პრეზენტაცია - მოთხრობების კრებული „თბილისური მოტივები“.

Address

Tbilisi
0102

Opening Hours

Monday 11:00 - 16:00
Tuesday 11:00 - 16:00
Wednesday 11:00 - 16:00
Thursday 11:00 - 16:00
Friday 11:00 - 16:00

Website

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მეგობრობის სახლი House of Friendship Дом дружбы posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share