24 თებერვლისთვის მოსალოდნელია რუსეთის მხრიდან უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო თავდასხმების გაძლიერება. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დაიბომბა ხარკოვი, ხერსონი, კრამატორსკი, არის მსხვერპლი და ნგრევა. უკრაინა განიცდის სამედიცინო აღჭურვილობის და, ამ შემთხვევაში, განსაკუთრებით სასწრაფო სამედიცინო დახმარების გადაუდებელ საჭიროებას.
უკრაინელმა კოლეგებმა მოგვმართეს თხოვნით დავეხმაროთ სასწრაფო
ambulance შეძენაში. რესურსები 24 თებერვლამდე უნდა შევაგროვოთ.
ქართველებს უკვე გვაქვს უკრაინისთვის მოკლე დროში კონსოლიდაციის და დახმარების მიწოდების გამოცდილება. ჩვენ გვჯერა, რომ ახლაც შევძლებთ ჩვენი წვლილის შეტანას ამ გლობალური ჰუმანიტარული ამოცანის შესრულებაში.
სასწრაფო საქართველოდან/Ambulance from Georgia –
ამ წუთიდან ვიწყებთ რესურსების შეგროვებას. ჩვენ არ მივმართავთ მარტო ექიმებს, ეს ჩვენი საქართველოს, ქართველი ხალხის დახმარება უნდა იყოს. უბრალოდ ექიმები გაცილებით უფრო მძაფრად ვხედავთ იმ შემზარავ სურათს, როცა სასწრაფო დახმარების მანქანა არის საჭირო და ის არ არის....
ფული გროვდება ამ ანგარიშებზე:
თიბისი
საქართველოს ბანკი
აუცილებლად მიუთითეთ დანიშნულება - შემოწირულობა. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „პოპულუს რეი“-ს საბანკო ანგარიშებია, სადაც სულ ცოტა ხნის წინ უკრაინის დასახმარებლად ყველაზე მასშტაბური და ეფექტური ქრაუდფანდინგის კამპანიის თანხები შეგროვდა.