თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, „თბილისის ახალგაზრდობის ცენტრის“ სახელით, 2009 წელს დაფუძნდა. ცენტრმა 2015 წლის მარტში სახელწოდება შეიცვალა და რეორგანიზაციის პროცესი დაიწყო. შემუშავდა ორგანიზაციის სტრატეგია და გაიწერა სამოქმედო მიმართულებები.
რეორგანიზაციის მთავარი მიზანი გახლდათ ცენტრის ევროპულ სტანდარტებზე გადასვლა, ახალაგაზრდებისთვის უკეთესი ს
ერვისების მიწოდება, მათთვის საჭირო კონსულტაციების გაწევა, თვითრეალიზაციისთვის ხელშეწყობა, ახალგაზრდებში ნოვატორული იდეების გამოვლენა და ცენტრის პროექტებისა და ინიციატივების შესახებ მათი მუდმივად ინფორმირება.
რეორგანიზაციის შემდეგ, ცენტრის საქმიანობის სფეროა როგორც თბილისის, ასევე ეროვნულ დონეზე ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება და ამ პროცესებში ახალგაზრდების როლის ზრდისაკენ მიმართული მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების განხორციელება.
თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა ოთხი მიმართულებით იშლება:
დემოკრატიზაცია და ჩართულობა ახალგაზრდულ პოლიტიკაში;
საერთაშორისო ცხოვრებასა და ევროპის ახალგაზრდულ პოლიტიკაში მონაწილეობის ხელშეწყობა;
მშვიდობის დამყარება, მდგრადი და ჰუმანური განვითარების ხელშეწყობა;
ახალგაზრდების საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრების ხელშეწყობა.
თბილისის ევროპული ახალგაზრდობის ცენტრი პროგრამების განსახორციელებლად თანამშრომლობს სტრასბურგსა და ბუდაპეშტში არსებულ ევროპის ახალგაზრდულ ცენტრებთან, ევროპის სკოლის მოსწავლეთა გაერთიანებების საორგანიზაციო ბიუროსთან (OBESSU), ევროკავშირისა და ევროსაბჭოს ახალგაზრდულ სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ, რეგიონულ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მომავალში, ერთგვარი ფილიალის ფორმატში, განახორციელებს უკვე შექმნილ, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში ადგილობრივ სპეციფიკასთან ადაპტირებულ პროგრამებს.
თბილისის ევროპული ახალგაზრდული ცენტრის საქმიანობა ორიენტირებულია თბილისში მცხოვრები ახალგაზრდების საჭიროებებზე. ცენტრის საქმიანობის სამიზნე აუდიტორია და ბენეფიციარები არიან თბილისის და საქართველოს სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, ახალგაზრდები და ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. სამომავლო პერსპექტივაში პროექტის ბენეფიციარები იქნებიან სახელმწიფო სტრუქტურები, საჯარო და კერძო ორგანიზაციები და ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოება.