მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition

მედიის ადვოკატირების კოალიცია  / Media Advocacy Coalition Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition, Non-Governmental Organization (NGO), Chovelidze 4a, Tbilisi.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აერთიანებს მედიის საკითხებზე მომუშავე და მედიის უფლებადამცველ 16 არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელთა ერთიანი ძალისხმევა ემსახურება თავისუფალი მედიაგარემოს შექმნას საქართველოში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია აგრძელებს მედიაგარემოს მონიტორინგს და ეხმაურება მედიის სფეროში ბოლო დღეებში განვითარებულ მ...
26/06/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია აგრძელებს მედიაგარემოს მონიტორინგს და ეხმაურება მედიის სფეროში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს, რომლებიც „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ წარმოებული რეპრესიული პოლიტიკის პირდაპირ გაგრძელებას წარმოადგენს. ქვეყანაში შექმნილი რთული ვითარება მიუთითებს იმაზე, რომ თავისუფალი სიტყვის შეზღუდვის მცდელობები სისტემურ ხასიათს იღებს.
---
The Media Advocacy Coalition continues to monitor the media environment and responds to recent developments in the media sector, which represent a direct continuation of the repressive policy pursued by “Georgian Dream” against independent media. The difficult situation in the country indicates that attempts to restrict free speech are becoming systemic.

განცხადება ვრცლად კომენტარში.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება თბილისის პროკურატურის მიერ ტელეკომპანია Formula • ფორმულა სიუჟეტის საფუძველზე გა...
18/06/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება თბილისის პროკურატურის მიერ ტელეკომპანია Formula • ფორმულა სიუჟეტის საფუძველზე გამოძიების დაწყებას და კატეგორიულად გმობს სამართალდამცავი უწყებების გამოყენებას მედიის წინააღმდეგ.

16 ივნისს თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცრუ დასმენა) დაიწყო. საქმეს საფუძვლად დაედო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე, რის გამოც ხაინდრავა უწყებაში მოწმის სახით უკვე გამოიკითხა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გამოძიების ძირითადი სამიზნე ინფორმაციის მომწოდებელი წყაროა

კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს ნაბიჯი წარმოადგენს არა მხოლოდ წყაროს დაშინების მცდელობას, არამედ პირდაპირ აზიანებს უშუალოდ მედიასა და ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას. წყაროს კონფიდენციალურობის დაცვა ჟურნალისტის უზენაესი უფლება და მოვალეობაა.

ეს შემთხვევა იზოლირებული არ არის და ბოლო წლებში ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების კიდევ ერთი თვალსაჩინო გამოვლინებაა. სამართლებრივი ინსტრუმენტების ამგვარი გამოყენება მიზანმიმართულად აუარესებს ისედაც მძიმე მედიაგარემოს, სადაც დამოუკიდებელი მედიასაშუალებები მუდმივი თავდასხმის, შევიწროების, ორგანიზებული დევნისა და წნეხის პირობებში მუშაობენ.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“ და მის გუნდს, რომლებსაცპროფესიული მოვალეობის შესრულება ამ მძიმე დროს უწევთ.
---
The Media Advocacy Coalition responds to the launch of an investigation by the Tbilisi Prosecutor's Office based on a report by Formula TV, and categorically condemns the use of law enforcement agencies against the media.
On June 16, the Investigative Division of the Tbilisi Prosecutor's Office initiated an investigation under Part 1 of Article 373 of the Criminal Code of Georgia (false denunciation).

The case is based on a statement filed by the lawyers of Goga Khaindrava, a supporter of "Georgian Dream," regarding the alleged commission of a crime by Formula TV, due to which Khaindrava has already been questioned at the agency as a witness. Information is also circulating that the primary target of the investigation is the information provider source.

The Coalition believes that this step represents not only an attempt to intimidate the source, but also directly damages the media itself and the freedom of expression in the country. Protecting the confidentiality of a source is a journalist's supreme right and duty.

This case is not isolated; it is yet another clear manifestation of the ongoing repressions against the independent media in the country in recent years. Such use of legal instruments deliberately worsens the already severe media environment, where independent media outlets operate under conditions of constant attack, harassment, organized persecution, and pressure.

The Media Advocacy Coalition expresses its full solidarity with Formula TV and its team, who have to perform their professional duties during these difficult times.

მედიის ადვოკატირების კოალიცია განაგრძობს მედიის გარემოს მონიტორინგს და მედიის სფეროში განვითარებული ნეგატიური პროცესების...
09/06/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია განაგრძობს მედიის გარემოს მონიტორინგს და მედიის სფეროში განვითარებული ნეგატიური პროცესების დოკუმენტირებას, რომლებიც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკა მიმართულია დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების კიდევ უფრო დასუსტებისკენ. პარლამენტში ინიცირებული ცვლილებები, როგორც მედიის აკრედიტაციის წესში, ისე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დაკომპლექტების პროცესში, ქმნის დამატებით რისკებს მედიის თავისუფლების, გამჭვირვალობისა და ინსტიტუციური დამოუკიდებლობისთვის.

8 ივნისს შალვა პაპუაშვილის მიერ ჩატარებული ბრიფინგის დროს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტი მედიის აკრედიტაციის წესს ამკაცრებს. ცვლილებების მიხედვით, შესაძლებელი ხდება არა მხოლოდ კონკრეტული ჟურნალისტის, არამედ მთლიანად მედიასაშუალების აკრედიტაციის შეჩერება ერთი წლამდე ვადით.

ევროპარლამენტის რეგულაციების დანერგვის საფარქვეშ პარლამენტი აგრძელებს დამოუკიდებელი მედიისთვის საქმიანობის გართულებას საკანონმდებლო ორგანოში. მედიის აკრედიტაციის მექანიზმები პარლამენტში უკვე არაერთხელ იქნა გამოყენებული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, რაც ქმნის საფუძვლიან ეჭვს, რომ ახალი რეგულაციები კიდევ უფრო გააძლიერებს მედიის მიმართ შერჩევითი და დამსჯელი მიდგომების გამოყენების საფრთხეს.

ამავე დროს, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს ცვლილებებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების შერჩევის წესშიც. მოქმედი მოდელით, კანდიდატების შესარჩევად არსებობდა ღია კონკურსისა და სპეციალური კომისიის მექანიზმი, რომელიც პროცესში პროფესიული შეფასებისა და საჯარო ინტერესის მინიმალურ გარანტიას ქმნიდა. ინიციირებული ცვლილებებით კი, შესაბამის სუბიექტებს კანდიდატების პირდაპირ წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ, სავალდებულო საკონკურსო და შეფასების პროცესის გარეშე. ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო ამცირებს გამჭვირვალობას და აძლიერებს გავლენების რისკს საზოგადოებრივ მაუწყებელზე, რომელიც უკვე წლებია „ქართული ოცნების“ ზეგავლენის ქვეშ იმყოფება და რომლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელ და პროფესიონალ ჟურნალისტებს დევნის.

აღნიშნული პროცესები წარმოადგენს იმ თანმიმდევრული პოლიტიკის ნაწილს, რომელსაც „ქართული ოცნება“ წლების განმავლობაში ატარებს მედიის სფეროს მიმართ - დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა, საჯარო ინსტიტუტებზე პოლიტიკური კონტროლის გაღრმავება და საზოგადოებრივი ზედამხედველობის მექანიზმების შესუსტება.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებსა და ყველა იმ ადამიანს, ვინც მზარდი ზეწოლის პირობებში აგრძელებს მუშაობას თავისუფალი და პროფესიული მედიის შესანარჩუნებლად.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვ...
03/06/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმაურება „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც ე.წ. რეორგანიზაციის პროცესის ფარგლებში 14 თანამშრომელი გაათავისუფლეს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.

გუშინ, 2 ივნისს, მედიით გავრცელებული ინფორმაციით ცნობილი გახდა აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტების გათავისუფლების შესახებ, რომელთა შორისაც არიან ირინა ყურუა, მაია მერკვილაძე, თეონა ხარაბაძე, ლევან ურიდია, სალომე გეგეშიძე და სხვა თანამშრომლები. ამავე პროცესის ფარგლებში გაუქმდა ქობულეთის ბიუროც. თავად გათავისუფლებული ჟურნალისტები მიუთითებენ, რომ მათთვის უცნობია გადაწყვეტილების მკაფიო და დასაბუთებული მიზეზები, ხოლო რიგ შემთხვევებში მიაჩნიათ, რომ რეალური მოტივი კრიტიკული და დამოუკიდებელი სარედაქციო პოზიციის ჩახშობაა.

სამსახურიდან გათავისუფლებული პირები საზოგადოებისთვის ცნობილნი არიან მაღალი პროფესიული სტანდარტებით, დამოუკიდებელი სარედაქციო მიდგომებით და განსხვავებული მოსაზრებების პატივისცემით.

სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც „აჭარის ტელევიზიასა და რადიოში“ და ზოგადად საზოგადოებრივ მაუწყებელში დამოუკიდებელ ხმებს ავიწროებენ. ბოლო წლების განმავლობაში არაერთი მსგავსი ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც მიუთითებს მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ შესუსტებასა და მაუწყებლის პოლიტიკური გავლენების ქვეშ მოქცევაზე.

საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია ემსახურებოდეს საზოგადოებრივ ინტერესს, იცავდეს ჟურნალისტების პროფესიულ დამოუკიდებლობას და ქმნიდეს თავისუფალი დისკუსიის სივრცეს. დღეს კი საპირისპირო პროცესს ვხედავთ. მედიის წინააღმდეგ მიმდინარე ეს პროცესი არ შეიძლება განვიხილოთ იზოლირებულ მოვლენად. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკის ნაწილი, მიმართული დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ, და სისტემური ზეწოლა ჟურნალისტებსა და განსხვავებული აზრის მქონე პროფესიონალებზე.

მედიის დასუსტება და კრიტიკული ხმების განდევნა პირდაპირ აზიანებს საზოგადოების უფლებას, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია და აკონტროლოს ხელისუფლების საქმიანობა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს „აჭარის ტელევიზიიდან და რადიოდან“ გათავისუფლებულ ჟურნალისტებსა და ზოგადად ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, რომლებიც რეპრესიების სამიზნე პროფესიული საქმიანობის განხორციელების გამო გახდნენ.

წყაროები კომენტარში →

საზოგადოების ერთიანობა დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად!
03/06/2026

საზოგადოების ერთიანობა დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად!

დღეს გაიხსნა ორდღიანი ფლიმარკეტი სინათლე მედიის მხარდასაჭერად.ხვალ, 31 მაისს გაიმართება აუქციონი, სადაც განსაკუთრებული ი...
30/05/2026

დღეს გაიხსნა ორდღიანი ფლიმარკეტი სინათლე მედიის მხარდასაჭერად.

ხვალ, 31 მაისს გაიმართება აუქციონი, სადაც განსაკუთრებული ისტორიის მქონე ნივთები გაიყიდება. აუქციონის კატალოგი კომენტარში.

შეიძინეთ ნივთები და გააძლიერეთ სინათლე✨

#სინათლემედია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია Formula • ფორმულა  დაჯარიმებასა და საქ...
23/05/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება კომუნიკაციების კომისიის მიერ ტელეკომპანია Formula • ფორმულა დაჯარიმებასა და საქართველოს პარლამენტის მიერ პუბლიკა • Publika და სტუდია „მონიტორის“ ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციების ვადამდე გაუქმების გადაწყვეტილებებს და მიიჩნევს, რომ ეს ფაქტები ქვეყანაში მედიის გარემოს კიდევ უფრო გაუარესებასა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რეპრესიული პოლიტიკის გაღრმავებაზე მიუთითებს.

კომუნიკაციების კომისია აგრძელებს კრიტიკული მედიის წინააღმდეგ სანქცირების მექანიზმების გამოყენებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის „ქართული ოცნების“ ხელში მედიის კონტროლის ინსტრუმენტად არის ქცეული. ტელეკომპანია „ფორმულას“ წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება კომუნიკაციების კომისიის მედიამომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მიერ ჩატარებულ მედიამონიტორინგს ეფუძნება. დეპარტამენტმა „ფორმულას“ ახალი ამბების პროგრამები დაამონიტორინგა და მიიჩნია, რომ არხმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით დადგენილი „სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის“ მოთხოვნები დაარღვია. კომისიამ „ფორმულა“ 2 500 ლარით დააჯარიმა ისეთი შეფასებითი ფორმულირებების გამოყენების გამო, როგორიცაა „ოცნების სუსი“, „ივანიშვილის რეჟიმი“, „ოცნების პრემიერი“, „ქართული ოცნების მთავრობის მეთაური“ და სხვა.

განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ კომუნიკაციების კომისია შინაარსობრივი რეგულირების მექანიზმებს სულ უფრო აქტიურად იყენებს დამოუკიდებელი მაუწყებლების წინააღმდეგ. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე გოგა გულორდავა წარსულში ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობდა და ასევე „ქართული ოცნების“ ყოფილი პარლამენტის წევრია. სწორედ „იმედი“ და POSTV იყვნენ ის სამთავრობო მაუწყებლები, რომლებიც დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის სასარგებლოდ გავრცელებული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გამო დაასანქცირა. მისი წინამორბედი კახა ბექაური პირადაც დასანქცირებული იყო.

დამოუკიდებელი მედიის საქმიანობის შეზღუდვის გაგრძელებაა საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებებიც, რომლითაც საგამოძიებო გუნდ „მონიტორსა“ და გამოცემა „პუბლიკას“ აკრედიტაციები ვადამდე გაუუქმდათ. ორივე ბრძანებას ხელი მოაწერა საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა, კახა ოქროჯანაშვილმა. ბრძანებების მიხედვით, მიზეზად დასახელდა ის, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები ზედიზედ 10 კვირის განმავლობაში არ იმყოფებოდნენ პარლამენტში.

ეს გადაწყვეტილებები ვერ განიხილება კონტექსტის გარეშე. პარლამენტში მოქმედი აკრედიტაციის წესები მედიასაშუალებებს აკრედიტებული ჟურნალისტების რაოდენობას უზღუდავს. როგორც „მონიტორს“, ისე „პუბლიკას“ მხოლოდ ოთხი აკრედიტებული ჟურნალისტი ჰყავდათ. ამავე დროს, დამატებითი ჟურნალისტების პარლამენტში დაშვების მოთხოვნები პრაქტიკაში ხშირად არ კმაყოფილდება. სწორედ ამ პირობებში, „მონიტორის“ ჟურნალისტმა მარიკა დუდუნიამ პარლამენტს ორჯერ მიმართა ერთჯერადი სპეციალური საშვის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ კი ჟურნალისტების „არყოფნა“ თავად პარლამენტმა აკრედიტაციის გაუქმების საფუძვლად გამოიყენა.

პარლამენტმა ახალი რეგულაციები არაერთხელ გამოიყენა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლების საქმიანობის შესაზღუდად.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ტელეკომპანია „ფორმულას“, „მონიტორს“, „პუბლიკას“ და ყველა ჟურნალისტსა და მედიასაშუალებას, რომლებიც მზარდი ზეწოლის მიუხედავად აგრძელებენ პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოების ინფორმირებას.

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა თავისუფალი აზრის დევნის პრაქტიკასთან დაკავშირებით.
19/05/2026

ევროსასამართლოს გადაწყვეტილების მიმოხილვა თავისუფალი აზრის დევნის პრაქტიკასთან დაკავშირებით.

⚖️ ევროსასამართლოს დღეს მიღებული გადაწყვეტილება მკაფიოდ განსაზღვრავს იმ სახელმძღვანელო სტანდარტს, რომელიც სულაც არ აძლევს ხელს შინაგან საქმეთა სამინისტროს, აწარმოოს თავისუფალი აზრის დევნის კოორდინირებული პრაქტიკა. კერძოდ, გადაწყვეტილებაში მკაფიოდ ვკითხულობთ:

🚨 ვულგარული ფრაზების გამოყენება არ არის გადამწყვეტი ფაქტორი გამოხატვის შეურაცხმყოფელად მიჩნევისას, რადგან მას შესაძლოა მხოლოდ სტილისტური დატვირთვა ჰქონდეს. სასამართლოს განმარტებით, სტილი კომუნიკაციის განუყოფელი ნაწილია, როგორც გამოხატვის ფორმა და იგი, შინაარსთან ერთად, დაცულია გამოხატვის თავისუფლებით.

🚨 დაუშვებელია ისეთი სანქციის გამოყენება, რომელიც არის მძიმე ან არაპროპორციული, მაგალითად, მაღალი ოდენობის ჯარიმა ან სისხლისსამართლებრივი სანქცია, რადგან ეს ახდენს არსებით ზეწოლას გამოხატვის თავისუფლებაზე.

🚨 საქმეს არ უნდა ჰქონდეს სისხლისსამართლებრივი ხასიათი ან არ უნდა არსებობდეს თავისუფლების აღკვეთის რეალური რისკი.

🚨 სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა მოხდეს კონტენტის წაშლა, ანგარიშების დაბლოკვა ან ცენზურის სხვა ფორმა.

📌 2023 წლისგან განსხვავებით (ამ საქმეში სასამართლომ სწორედ 2023 წლის კონტექსტზე იმსჯელა), დღევანდელი ვითარება ხასიათდება ადამიანის უფლებების უმძიმესი კრიზისით, სადაც, გამოხატვის თავისუფლება რეპრესიების მთავარი სამიზნეა. მათ შორის, შეურაცხყოფის მოტივით ადამიანების წინააღმდეგ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების წარმოება დროის გარკვეულ მომენტში შსს-სათვის რუტინად იყო ქცეული 2025 წელს. პირებს ეფარდებოდათ, არა მარტო, მაღალი ოდენობის სანქცია, არამედ, პატიმრობაც კი. სამართალდარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელის სახედ განისაზღვრა ჯარიმა 1500-იდან 4000 ლარამდე ან პატიმრობა 45 დღემდე, განმეორებითი ქმედებისთვის კი ჯარიმა 2500-იდან 6000 ლარამდე ან პატიმრობა 5-იდან 60 დღემდე.

ვრცლად იხილეთ პირველ კომენტარში ⬇

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისა...
14/05/2026

„აჭარა თაიმსის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას, დამოუკიდებელი მედიის დამფუძნებელი სულხან მესხიძე აგრესიის სამიზნე გახდა, კერძოდ მისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს. ინციდენტს პოლიციის წარმომადგენლები ხედავდნენ, მაგრამ არაფერი მიმოიქმედეს.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სულხან მესხიძე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს აგრესიისა და ძალადობის სამიზნე ხდება.

სოლიდარობა სულხან მესხიძეს და ყველა დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენელს, ვინც ამ რთულ ვითარებაში აგრძელებს პროფესიული მოვალეობის შესრულებას და საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდებას.

🔴 „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, „უსინათლოთა კავშირის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის არჩევნების გაშუქებისას, ონლაინ გამოცემის დამფუძნებელი და ჟურნალისტი, სულხან მესხიძე აგრესიის სამიზნე გახდა.

💬 „ინციდენტი არჩევნების პროცესის გაშუქების დროს, ეზოში მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის შესრულებისას სულხან მესხიძისთვის ტელეფონის წართმევა და დამტვრევა სცადეს.

ადგილზე მყოფი პოლიციელები ჟურნალისტის მიმართ განხორციელებულ აგრესიასა და ტელეფონის წართმევის მცდელობას ხედავდნენ, თუმცა მათ რეაგირება არ მოუხდენიათ.

ვიდეოკადრების სრულყოფილად გადაღება ვერ შევძელით, რადგან მობილურის დაზიანების თავიდან არიდების მცდელობისას ჩაწერა შეწყდა.
გარდა ამისა, კენჭისყრის სივრცეში შესვლისა და გადაღების შესაძლებლობა უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლებმა არ მოგვცეს.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც სულხან მესხიძე პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს სიტყვიერი და ფიზიკური აგრესიის სამიზნე ხდება“, - წერს გამოცემა.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნა...
10/05/2026

მედიის ადვოკატირების კოალიცია ეხმიანება გელა მთივლიშვილზე განხორციელებულ თავდასხმას. დამოუკიდებელი და პროფესიონალი ჟურნალისტის წინააღმდეგ ძალადობა აზიანებს მედიის თავისუფლებას, დემოკრატიას და საზოგადოების შესაძლებლობას, მიიღოს თავისუფალი ინფორმაცია.

10 მაისს, თავად გელა მთივლიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატელევიზიო ეთერიდან გამოსვლისთანავე მას თავს დაესხა ჰესების ლობისტი მარგებაძე, რის შედეგადაც ჟურნალისტმა სახის არეში დაზიანებები მიიღო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გელა მთივლიშვილი ხდება მუქარის, ზეწოლისა და ძალადობის სამიზნე. წლების განმავლობაში, მის წინააღმდეგ არაერთი აგრესიული კამპანია მიმდინარეობდა, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან. დაუსჯელობა და ფორმალური მართლმსაჯულება არა თუ ვერ უზრუნველყოფს ჟურნალისტების დაცვას და ძალადობის ეფექტიან გამოძიებას, პირიქით, ახალისებს მსგავს დანაშაულებს და მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო საშიშ გარემოს ქმნის.

გელა მთივლიშვილი არის გამორჩეული პროფესიონალი ჟურნალისტი, რომელიც წლების განმავლობაში პრინციპულად აშუქებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებს და იძიებს კორუფციის, ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

საქართველოში მედიის გარემოს მძიმე გაუარესებას ადასტურებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) შეფასებაც. მიმდინარე წლის მონაცემებით, ქვეყანამ მედიის თავისუფლების ინდექსში კიდევ 21 პოზიციით დაიხია უკან, ხოლო ბოლო წლებში ჯამურად - 75 პოზიციით, რაც „ქართული ოცნების“ პირობებში მედიის წინააღმდეგ მიზანმიმართული ზეწოლის ნათელი მაჩვენებელია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს გელა მთივლიშვილს, რომელსაც სხვა პროფესიონალ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, ურთულეს პირობებში უწევს საქმიანობა. ჟურნალისტებზე ძალადობის დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.

Address

Chovelidze 4a
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to მედიის ადვოკატირების კოალიცია / Media Advocacy Coalition:

Share