კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality

კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality დისკრიმინაციასთან ბრძოლისა და თანასწორობისათვის It unites eleven non-gov-ernmental organizations.

“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა.

ჩვენი მიზანია, ერთობლივი ძალებით შევუწყოთ ხელი დისკრიმინაციასთან ეფექტიან ბრძოლას და სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ ჩაგრულ ჯგუფებს.

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან:
• საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი;


• სოციალური სამართლიანობის ცენტრი;
• უფლებები საქართველო;
• კავშირი „საფარი“;
• საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA);
• ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG);
• პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
• საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI);
• ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI);
• ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC);
• თანასწორობის მოძრაობა.

ამჟამად კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია კავშირი საფარია.

---------------------------------

The Coalition for Equality is an informal alliance established in 2014 with the support of Open Society Georgia Foundation. The members of the Coalition are:

Open Society Georgia Foundation (OSGF);
Social Justice Center;
Rights Georgia;
Union Sapari;
Georgian Young Law-yers’ Association (GYLA);
Women’s Initiatives Supporting Group (WISG);
Partnership for Human Rights (PHR);
Georgian Democracy Initiative (GDI);
Tolerance and Diversity Institute (TDI);
Human Rights Center (HRIDC);
Equality Movement. The essential goal of the Coalition is to enhance the mandate and competences of anti-discrimination mechanisms and to sup-port the effective fight against discrimination. In 2015, the newly formed Coalition for Equality and the Public Defender of Georgia signed a Memorandum of Understanding on the Elimination of Discrimination. On 2 May 2014, the Parliament of Georgia passed the Law on the Elimination of All Forms of Discrimination which aims to eliminate all forms of discrimination and en-sure the equal enjoyment of rights of all persons under the legis-lation of Georgia. Since the adoption of the law, the Coalition for Equality has been researching and following the human rights sit-uation of various groups of people and preparing relevant reports on an annual basis.

გასულ სამუშაო კვირაში, კოალიცია „თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციების დელეგაცია სტრასბურგს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ...
13/05/2025

გასულ სამუშაო კვირაში, კოალიცია „თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციების დელეგაცია სტრასბურგს ეწვია.

ვიზიტის ფარგლებში, ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ევროპის საბჭოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს, ვესნა კოსს, შეხვდნენ და საქართველოში თანასწორობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

Today, the EU Ambassador to the Council of Europe met with representatives from Georgian NGOs dedicated to advancing equality, non-discrimination, and social inclusion as well as representatives from the Council of Europe Tbilisi Office and the Council of Europe's Anti-discrimination Cooperation Unit. The productive exchange focused on sharing insights and discussing challenges related to women’s rights, LGBTI inclusion, freedom of religion, and the fight against hate speech in Georgia.
This meeting underscored the EU’s steadfast commitment to supporting civil society organisations and human rights defenders, working together to foster positive change in line with democratic values. 🇪🇺
Council of Europe Inclusion and Anti-Discrimination Council of Europe

04/04/2025

როგორ გაუარესდა თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში 2024 წელს, - ექსპერტი ეკა სხილაძე "ევრონიუსის" ეთერში კოალიციის უახლეს ანგარიშს განიხილავს

13/03/2025

რა გამოწვევებს შეიცვას საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი თანასწორობის და, ზოგადად, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, - კოალიციის უახლეს ანგარიშს ექსპერტი ეკა სხილაძე და კოალიციის წევრი ორგანიზაციის საია-ს ანალიტიკოსი თამაზ კირტავა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განიხილავენ. კოალიციის კვლევის ნახვა შესაძლებელია აქ: https://tinyurl.com/2dfdtuz6

13/03/2025

⚠️ როგორ გაუარესდა თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში 2024 წელს, - ჩვენმა ექსპერტმა ეკა სხილაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" მაყურებელს კოალიციის უახლესი ანგარიში გააცნო.
📥 დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია აქ: https://tinyurl.com/2dfdtuz6

(For English scroll down)📢 ახალი ანგარიში: თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში - 2024 📢🔴 „კოალიცია თანასწორობისთვის“, ...
07/03/2025

(For English scroll down)

📢 ახალი ანგარიში: თანასწორობის მდგომარეობა საქართველოში - 2024 📢

🔴 „კოალიცია თანასწორობისთვის“, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით, წარმოადგენს ახალ ანგარიშს, რომელიც ასახავს საქართველოში ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის კრიტიკულ მდგომარეობას. 2024 წელს დისკრიმინაციული კანონმდებლობის, პოლიტიკური რეპრესიებისა და სახელმწიფო პოლიტიკიდან თანასწორობის საკითხების გაქრობის შედეგად ფუნდამენტური უფლებები საფრთხის ქვეშ დადგა.

🔴 მთავარი მიგნებები:
⚠️ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიღწეული საკანონმდებლო და ინსტიტუციური პროგრესი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
⚠️ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არასამთავრობო ორგანიზაციების ფუნქციონირებას საფრთხეს უქმნის, რაც განსაკუთრებით მძიმედ აისახება მოწყვლადი ჯგუფებისთვის აუცილებელი სერვისების მიწოდებაზე.
⚠️ „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონი პოლიტიკურ ჰომოფობიას ამყარებს, ზღუდავს ლგბტქი+ პირების ფუნდამენტურ უფლებებს მათ შორის ჯანდაცვის, განათლებისა და დასაქმების სფეროებში.
⚠️ სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული რიტორიკის გაძლიერება საზოგადოებრივ პოლარიზაციას აღრმავებს.
⚠️ განსხვავებული აზრის დევნა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას უწყობს ხელს.

📌 რისკები და გავლენა:
🔹 ქალები, ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ლგბტქი+ პირები, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები უფრო მძიმე დისკრიმინაციის წინაშე დგანან.
🔹 სამოქალაქო ორგანიზაციები, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვაში გადამწყვეტ როლს ასრულებდნენ, სისტემური შეტევის ქვეშ იმყოფებიან.
🔹 ევროატლანტიკური კურსიდან საქართველოს დაშორება ძალიან სერიოზულ საფრთხეს უქმნის ქვეყნის დემოკრატიულ მომავალს.

📢 რა უნდა შეიცვალოს?
✅ დისკრიმინაციული კანონები უნდა გაუქმდეს და დაზარალებული ჯგუფების უფლებები აღდგეს.
✅ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების პირობებში.

⚖️ თანასწორობისთვის ბრძოლა ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია!

📥 სრული ანგარიშის წასაკითხად: https://tinyurl.com/2dfdtuz6

------------------------

📢 New Report: The State of Equality in Georgia – 2024 📢

🔴 The Coalition for Equality, with the support of the Civil Society Foundation, presents a new report highlighting the critical state of human rights and equality in Georgia. In 2024, fundamental rights have come under serious threat due to discriminatory legislation, political repression, and the removal of equality issues from state policy.

🔴 Key Findings:
⚠️ Legislative and institutional progress in human rights protection is under question.
⚠️ The Law on Transparency of Foreign Influence endangers the functioning of civil society organizations, severely affecting the delivery of essential services to vulnerable groups.
⚠️ The Law on the Protection of Family Values and Minors reinforces political homophobia, restricting the fundamental rights of LGBTQI+ people in healthcare, education, and employment.
⚠️ The rise of hate speech and discriminatory rhetoric is deepening societal polarization.
⚠️ The persecution of dissenting voices and restrictions on freedom of expression are fueling authoritarian tendencies.

📌 Risks and Impact:
🔹 Women, children, persons with disabilities, LGBTQI+ people, and religious and ethnic minorities are facing heightened discrimination.
🔹 Civil society organizations, which play a crucial role in defending human rights, are under systemic attack.
🔹 Georgia’s distancing from its Euro-Atlantic course poses a grave threat to the country’s democratic future.

📢 What Needs to Change?
✅ Discriminatory laws must be repealed, and the rights of affected groups must be restored.
✅ Free and fair elections must be ensured under the supervision of international and local observers.

⚖️ The fight for equality has never been more urgent!

📥 Read the full report here: https://tinyurl.com/2xuczkeu



სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Sapari
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
Women's Initiatives Supporting Group
სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

(For English please scroll down)🔴 „კოალიცია თანასწორობისთვის“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობიდან ტ...
28/02/2025

(For English please scroll down)

🔴 „კოალიცია თანასწორობისთვის“ კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერის“ ამოღებას

⭕ საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტში დაინიცირდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საკანონმდებლო აქტებიდან ტერმინ „გენდერის“ სრულად ამოღებას და გენდერული საბჭოების გაუქმებას. აღნიშნული ცვლილებები ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ღირებულებებს, ადამიანის უფლებათა დაცვის ადგილობრივ და საერთაშორისო სტანდარტებს.

⭕ კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ინიცირებული კანონპროექტი, ფაქტობრივად, სრულად აქრობს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციაზე რეაგირების შესაძლებლობას და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს საქართველოში თანასწორობის უფლების გარანტიებს.

⭕ გენდერის სამართლებრივი ენიდან ამოღება გამოიწვევს თანასწორობის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებული აუცილებელი სამართლებრივი დაცვის გარანტიების მოშლას, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფებისთვის. ტერმინი „გენდერის“ გამოყენება უმნიშვნელოვანესია ინდივიდების გენდერული იდენტობის აღიარებისა და დაცვის თვალსაზრისით. საკანონმდებლო ცვლილებები გამოიწვევს უთანასწორობის გაღრმავებას გენდერული დისკრიმინაციის გაძლიერებას დასაქმების, განათლების და ჯანდაცვის, სოციალურ და სხვა სფეროებში.

⭕ საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაში მოდის ქალთა უფლებების დაცვის არაერთ უნივერსალურ დოკუმენტთან, მათ შორის, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) და სტამბოლის კონვენციებთან, რომელთა რატიფიცირებით საქართველოს სახელმწიფომ გენდერული თანასწორობის და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ პოლიტიკის შემუშავებისა და დაცვის გარანტიების შექმნის ვალდებულება აიღო.

⭕ „კოალიცია თანასწორობისთვის“ მიიჩნევს, რომ ტერმინ „გენდერის“ საკანონმდებლო სივრციდან გაქრობა არის სახელმწიფოს უთანასწორობის პოლიტიკის ნაწილი, რაც არადემოკრატიულ, არასამართლებრივ, საზოგადოების განვითარების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას წარმოადგენს და მოიტანს მძიმე შედეგებს საქართველოში დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და თანასწორობის უფლების გარანტიებთან მიმართებით.

-----------------------------

🔴 The Coalition for Equality categorically opposes the removal of the term “gender” from Georgian legislation

⭕ A package of legislative amendments has been initiated in the illegitimate parliament of Georgia, which envisages the complete removal of the term “gender” from legislative acts and the abolition of gender councils. The aforementioned amendments contradict constitutional values, local and international standards of human rights protection.

⭕ The explanatory note to the draft law states that the draft law does not affect the state of gender equality, which is not true. The initiated draft law, in fact, completely eliminates the possibility of responding to gender-based discrimination and causes irreparable damage to the guarantees of the right to equality in Georgia.

⭕ Removing gender from legal language will lead to the elimination of essential legal protection guarantees related to the enjoyment of the right to equality, especially for marginalized groups. The use of the term “gender” is crucial in terms of recognizing and protecting the gender identity of individuals. Legislative changes will lead to the deepening of inequality and the strengthening of gender discrimination in employment, education and healthcare, social and other areas.

⭕ The legislative amendments contradict a number of universal documents protecting women's rights, including the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination against Women (CEDAW) and the Istanbul Convention, by ratifying which the Georgian state undertook the obligation to develop policies and create protection guarantees for gender equality and against gender-based violence.

⭕ The Coalition for Equality believes that the disappearance of the term "gender" from the legislative space is part of the state's inequality policy, which is an undemocratic, illegal action directed against the development of society and will bring serious negative consequences in terms of eliminating discrimination and guaranteeing the right to equality in Georgia.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
Women's Initiatives Supporting Group
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

🔴 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა⭕ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბო...
10/12/2024

🔴 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა

⭕ 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. ბოლო ერთი წელი, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების მხრივ განსაკუთრებით მძიმე იყო. ამ ფონზე, არალეგიტიმურმა ხელისუფლებამ 2024 წლის 28 ნოემბერს საჯაროდ განაცხადა, რომ 2028 წლამდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნაზე, რაც კონსტიტუციის პირდაპირ დარღვევას წარმოადგენს. ბოლო პერიოდში რეჟიმის მხრიდან განხორციელებული ქმედებები სრულად სცდება ადამიანის უფლებათა დაცვისა და კონსტიტუციურ სამართლებრივ ჩარჩოებს.

📌 წამება, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა და განსაკუთრებული სისასტიკის ძალადობა ხორციელდება მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეების მიმართ,მათ შორის არასრულწოვნების, შშმ პირებისა და ქალების მიმართ;
📌 მხოლოდ, ბოლო რამდენიმე დღის შეკრება-მანიფესტაციის ფარგლებში უკანონოდ დააკავეს დაახლოებით 500-მდე მშვიდობიანი მანიფესტანტი;
📌 მედიის წარმომადგენლებზე პირდაპირ ეთერში და მის მიღმაც, ხორციელდება მიზანმიმართული, სასტიკი ძალადობა, ზეწოლა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა;
📌 ამოქმედდა რუსული კანონი, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიას, ყველა კრიტიკული ხმის ჩახშობას ემსახურება;
📌 ამოქმედდა ჰომოფობიური და ფაშისტური კანონი, რომელიც აწესებს ცენზურას და მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს;

⭕ “კოალიცია თანასწორობისთვის” გმობს ადამიანის უფლებათა დაცვის მკვეთრად გაუარესებულ სიტუაციას, მშვიდობიანი მანიფესტაციების მონაწილეთა მიმართ განხორციელებულ წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასტიკი ძალადობის ფაქტებს; სოლიდარობას უცხადებს უკანონოდ დაკავებულ მშვიდობიან მანიფესტანტებს და უერთდება მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნას; კოალიცია აგრძელებს აქტიურ ბრძოლას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე დასაბრუნებლად.

🔗 ვრცლად: http://equalitycoalition.ge/article/152

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Sapari
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
Women's Initiatives Supporting Group
სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

🔴 კოალიციის განცხადება⭕ „კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლ...
02/12/2024

🔴 კოალიციის განცხადება

⭕ „კოალიცია თანასწორობისთვის“ ეხმიანება 2024 წლის 2 დეკემბერს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებას.

⭕ ეს კანონი ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს, იწვევს ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებების გაუმართლებელ შეზღუდვას, აქტივისტურ, შემოქმედებით, მეცნიერულ საქმიანობაში ცენზურის დაწესებასა და ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წახალისებას.

⭕ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაუცველი და სტიგმატიზირებული ჯგუფი ლგბტქი+ თემია, ხოლო მცდარ და სიძულვილის ნარატივებზე დაფუძნებული კანონი ახალისებს სიძულვილით მოტივირებულ ძალადობას და ხელს უწყობს ისედაც სტიგმატიზირებული ადამიანების მიმართ სიძულვილის გაძლიერებას.

🔗 ვრცლად: http://equalitycoalition.ge/article/151

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Sapari
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
Women's Initiatives Supporting Group
სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

⭕ 13-14 ოქტომბერს, კახეთში, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიწროებისა და ძალადობის ეფექტურად აღმო...
16/10/2024

⭕ 13-14 ოქტომბერს, კახეთში, სათემო და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები შევიწროებისა და ძალადობის ეფექტურად აღმოფხვრის შესაძლებლობებთან დაკავშირებულ საკითხებზე ორ დღიან ტრენინგს დაესწრნენ.

⭕ ტრენინგს „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრი ორგანიზაციების ექსპერტები და ასევე მოწვეული ექსპერტები გაუძღვნენ და ორდღიანი სწავლების ფარგლებში მიმოიხილეს თანასწორობის მიმართულებით არსებული კონტექსტი, უმცირესობათა ჯგუფების უფლებრივი მდგომარეობა და არსებული გამოწვევები, შეუწყნარებლობა და ფობიები.

⭕ ტრენინგის ჩატარება შესაძლებელი გახდა RFSU-ს მხარდაჭერით.

🔗 ვრცლად: http://equalitycoalition.ge/article/150

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Sapari
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
Women's Initiatives Supporting Group
სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

25/09/2024
(For English please scroll down)🔴 ჰომოფობიისა და ცენზურის კანონი მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს📌 2024 წლის 17 სექტემბ...
19/09/2024

(For English please scroll down)

🔴 ჰომოფობიისა და ცენზურის კანონი მთელ საზოგადოებას უქმნის საფრთხეს

📌 2024 წლის 17 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ თანასწორობის იდეას, ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს.

📌 ჰომოფობიის საკანონმდებლო პაკეტი აწესებს ცენზურას, კონკრეტული ჯგუფისთვის არასასურველ თემატიკაზე ინფორმაციის, აზრისა და იდეების გამოხატვის, აგრეთვე ნებისმიერი სახის შეკრება-მანიფესტაციის აკრძალვით. ცენზურის დაკანონება და დემონსტრაციის აკრძალვა კი საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფს, არამედ - მთელ საზოგადოებას, რადგან სწორედ მსგავსი მეთოდებით იწყება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის დაკანონება და ავტორიტარული მმართველობის დამყარება ქვეყანაში.

📌 აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტის მესამე მოსმენით მიღებიდან მეორე დღეს, 18 სექტემბერს ტრანსგენდერი ქალი, კესარია აბრამიძე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს საკუთარ სახლში. ეს ტრაგიკული მოვლენა რაც კანონის მიღების მეორე დღეს მოხდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ სავალალო შედეგებს, რასაც ჰომო/ბი/ტრანსფობიური სიძულვილის დაკანონებას მოყვება.

📌„კოალიცია თანასწორობისთვის“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახს და ახლობლებს.

📌 კოალიცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა მჭიდროდ არის დაკავშირებული ლგბტქ თემის წინააღმდეგ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული სიძულვილისა და ჩაგვრის პოლიტიკასთან. აუცილებელია, შესაბამისი ორგანოების მხრიდან ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების დროულად და ეფექტიანად ჩატარება.

🔗 ვრცლად: http://equalitycoalition.ge/article/149

----------------

🔴 Homophobic and Censoring Law Threatens the Whole Society

📌 On 17 September, 2024, the Parliament of Georgia adopted a legislative package that contradicts the idea of equality, basic human rights and freedoms provided by the Constitution of Georgia;

📌 The homophobic legislative package adopted in the third reading imposes censorship by prohibiting the expression of information, opinions and ideas on topics undesirable for a specific group, as well as any form of assembly-manifestation. The legalisation of censorship and the prohibition of demonstrations are a threat not only to a specific group, but to society as a whole, because it is through similar methods that the legalisation of restrictions on freedom of expression and the establishment of authoritarianism in the country begin.

📌 On 18 September, the second day after the adoption of the said legislative package in the third reading, a transgender woman, Kesaria Abramidze, was brutally murdered in her own home. This tragic event, which occurred the day after the law was passed, proves once again the dire consequences of legalising homo/bi/transphobic hatred.

📌 The "Coalition for Equality" extends its condolences to the family and relatives.

📌 The Coalition believes that this tragic event is closely related to the State’s policy of hatred and oppression against the LGBTQI+ community. It is necessary for the competent authorities to carry out all necessary investigative measures in a timely and effective manner.

🔗 Read more: http://equalitycoalition.ge/article/149

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation
Rights Georgia / უფლებები საქართველო
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა / Georgian Democracy Initiative
ადამიანის უფლებათა ცენტრი / Human Rights Center
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR
საფარი • Sapari
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
Women's Initiatives Supporting Group
სოციალური სამართლიანობის ცენტრი• Social Justice Center
Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა

Address

10, Chovelidze Street
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

568 47 14 14

Alerts

Be the first to know and let us send you an email when კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to კოალიცია თანასწორობისთვის / The Coalition for Equality:

Share

ჩვენ შესახებ

“კოალიცია თანასწორობისთვის” არასამთავრობო ორგანიზაციების არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მიღების პროცესში ჩამოყალიბდა. ჩვენი მთავარი მიზანია ერთობლივი ძალებით შევუწყოთ ხელი თანასწორი გარემოს შექმნას, სწორედ ამიტომ, ვმუშაობთ, რომ: · გავაძლიეროთ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები · სამართლებრივად დავეხმაროთ დისკრიმინირებულ ჯგუფებს · ჩამოვაყალიბოთ პროგრესული სასამართლო პრაქტიკა · შევისწავლოთ თანასწორობის პოლიტიკა · გამოვავლინოთ სისტემური ხარვეზები და შევიმუშაოთ მათი გამოსწორების გზები

კოალიციის წევრი ორგანიზაციები არიან: • საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი • ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი(EMC) • კონსტიტუციის 42-ე მუხლი • კავშირი „საფარი“ • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) • ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) • პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRIDC) ამჟამად კოალიციის თავმჯდომარე ორგანიზაცია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.