სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს მრავალფეროვან ინიციატივებს ძლიერი სამოქალაქო სექტორისა და დემოკრატიული საზოგადოების დასამკვიდრებლად.

თითქმის 30 წელია, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის (ყოფილი ღია საზოგადოების ფონდის) გუნდი საქართველოს მოქალაქეების გაძლიერებისთვისა და განვითარებისთვის მუშაობს.

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი მხარს უჭერს იმ დამოუკიდებელ და მრავალფეროვან ხმებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, ადამიანის უფლებებისა და მედიის თავისუფლების დაცვას, უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და სო

ციალური სამართლიანობის დამკვიდრებას ემსახურებიან. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი არის პლატფორმა, სადაც ადამიანები, ორგანიზაციები თუ კოალიციები დემოკრატიული ცვლილებებისთვისა და საზოგადოებრივი სიკეთისთვის ერთიანდებიან.

___

For almost 30 years, the team of the Civil Society Foundation (former Open Society Georgia Foundation) has been committed to promoting and developing civil society in Georgia. Civil Society Foundation bolsters those independent and diverse voices and initiatives that serve Georgia’s European aspirations, protection of human rights and freedom of media, integration of minorities and establishment of social justice in the country. The Civil Society Foundation is a platform bringing together people, organizations and coalitions for democratic change and public good.

14/01/2026

Ერთი წელია, მზია ამაღლობელი ტყვეობაშია. Ამ პერიოდში, საზოგადოებამ ის დააფასა როგორც არა მხოლოდ კარგი და უკომპორომისო ჟურნალისტი, არამედ როგორც ქალი, რომელიც იბრძვის თავისი სიმართლის დასამტკიცებლად. Მზიას გაუტეხლობა ნამდვილად იყო გადამწვეტი იმისთის, თუ როგორ დაინახეს ის ადამიანებმა. მისმა სიმტკიცემ და შეუპოვრობამ სოლიდარობის ძაფები კიდევ უფრო განამტკიცა - ხატია ჯინჯიხაძე, ფონდის მედიის მხარდაჭერის პროგრამის მენეჯერი მზია ამაღლობელის შესახებ.

ჩვენი საერთო ბრძოლა სიმართლისთვის კვლავ გრძელდება! გილოცავთ ახალ წელს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ!
01/01/2026

ჩვენი საერთო ბრძოლა სიმართლისთვის კვლავ გრძელდება!
გილოცავთ ახალ წელს და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას გისურვებთ!

რუსული კანონის საქმეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, რვა მესამე მხარის მოსაზრებაა წარდგენილი. ეს მოსაზრებ...
25/11/2025

რუსული კანონის საქმეზე, რომელსაც სტრასბურგის სასამართლო განიხილავს, რვა მესამე მხარის მოსაზრებაა წარდგენილი. ეს მოსაზრებები სასამართლოს საქართველოს კონტექსტის უკეთეს გააზრებაში და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. საერთო ჯამში, მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები რუსულ კანონს რუსეთის მოდელზე შექმნილ, დისკრიმინაციულ მექანიზმად მიიჩნევენ და ფიქრობენ, რომ მისი მიზანი საქართველოში არასამთავრობო სექტორის საქმიანობის შეზღუდვაა.

მესამე მხარის მოსაზრების ინიციატორები თავად არ არიან დავის მხარეები, თუმცა აქვთ საჯარო, პროფესიული ან სამართლებრივი ინტერესი იმისა, რომ დაცული იყოს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი ისეთი უფლებები, როგორიცაა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლება თუ სხვა ძირითადი უფლებები – ის, რასაც სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სხვა მოსარჩელეებთან ერთად, რუსული კანონის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მეშვეობით ცდილობს.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ ასეთი უპრეცედენტო რაოდენობის მესამე მხარის მოსაზრებების დაშვება ნიშნავს, რომ სასამართლო ხედავს რუსული კანონის საქმის მნიშვნელობას ევროპული პრაქტიკის კონტექტში – ანუ, საქმე აღიქმება როგორც საჭირო დისკუსიის საგანი ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციისთვის. როგორც წესი, სასამართლო კიდევ უფრო მეტად ფრთხილად და სიღრმისეულად უდგება საქმის განხილვას იმ შემთხვევაში, როცა მესამე მხარის არგუმენტებს წარადგენს ვენეციის კომისია და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი – როგორც ეს არის რუსული კანონის საქმის შემთხვევაში.

მესამე მხარის მოსაზრებების ავტორები ოფიციალურად დეკლარირებულ „გამჭვირვალობის“ მიზანს ეჭვქვეშ აყენებენ და რუსულ კანონს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შემზღუდველ, დისკრიმინაციულ და მასტიგმატიზებელ კანონმდებლობად განიხილავენ, რომლის მიზანია არასამთვრობო ორგანიზაციების საქმიანობის შეუძლებლობა საქართველოში.

სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეზე წარდგენილ მესამე მხარის მოსაზრებებს გაეცანით ბმულზე: https://shorturl.at/3x3Cr

21/11/2025

რეპრესიები მოქალაქეების წინააღმდეგ — გიორგი ბურჯანაძე პროტესტისა და ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევის შესახებ.

ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინ...
10/11/2025

ქვეყნის ანტიკორუფციული მექანიზმები გამოიყენება არა იმისთვის, რომ ამხილოს და პასუხი აგებინოს კორუფციაში მონაწილე მაღალჩინოსნებს, არამედ იმისთვის, რომ კიდევ ერთი დარტყმა მიაყენონ დამოუკიდებელ, ქართულ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს.

მაშინ, როდესაც “ქართულ ოცნების” მაღალჩინოსნები და მათთან ასოცირებული ბიზნესები კორუფციაშია გახვეული, “ქართული ოცნებისვე” შექმნილი ზედამხედველობის მექანიზმები მიმართულია მხოლოდ მათ წინააღმდეგ, ვინც კორუფციას ამხელს.

ეს არ არის ანტიკორუფციული პოლიტიკა - ეს კორუფციის და კორუფციული მექანიზმების დაცვის სქემაა, რომელითაც იდევნება კორუფციის მამხილებელი დამოუკიდებელი სამოქალაქო სექტორი.

სამოქალაქო საზოგადოების ვრცელი განცხადება და ხელმომწერი ორგანიზაციები: https://shorturl.at/B0JI4

ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილე...
23/10/2025

ვეხმიანებით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს, სადაც „ქართული ოცნება“ მოქალაქეებს შეკრება-მანიფესტაციებში მონაწილეობის გამო აკავებს. რეპრესიული ცვლილებების მიღებიდან, ანუ 17 ოქტომბრიდან, დღემდე 70-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ ნაწილს უკვე შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. გუშინ, აქციაზე 29 პირი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, ხოლო ერთი პირი - სისხლის სამართლის წესით. ადმინისტრაციული წესით აღნიშნული პირების დაკავება ბოლო დღეებში მიღებული რეპრესიული კანონებით მოხდა.

როგორც ცნობილია, გასული წლის დეკემბრიდან მოყოლებული, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა რამდენჯერმე შეიტანა ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ცვლილებებს მკაცრი კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ვენეციის კომისიის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ „ქართულმა ოცნებამ” კანონი კიდევ უფრო გაამკაცრა და დაჩქარებული წესით მიიღო ცვლილებები, რითაც, აქციის მონაწილეები სისხლის სამართლის დევნის ობიექტები გახადა. მაგალითად, პირბადის ტარება, ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა პირდაპირ 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ერთი და ორ წლიანი პატიმრობით.

ცალსახაა, რომ ამ კანონის ცვლილებების მთავარი მიზნებია:
● გამოხატვის თავისუფლების უფლებით სარგებლობის შეზღუდვა და ფაქტობრივად მოსპობაც კი;
● მოქალაქეების დაშინება და იძულება, თავი შეიკავონ პროტესტში მონაწილეობისგან;
● თვითცენზურის დონის გაზრდა კრიტიკული აზრის მქონე მოქალაქეებში;
● აქციების ორგანიზატორების და მონაწილეების სისხლის სამართლის დევნის ობიექტებად გადაქცევა.
● ნებისმიერი პროტესტის კრიმინალიზება.

პროცესებზე დაკვირვება ცხადყოფს, რომ აღნიშნული კანონების აღსრულება და დემონსტრანტების დაკავებები ხდება ამორჩევით. განსაკუთრებული სამიზნეები არიან საზოგადოებისთვის ცნობადი პირები, აქტივისტები და ჟურნალისტები. სავარაუდოდ, მათ დემონსტრაციულად და ძალის გამოყენებით დაკავებას საზოგადოებაში აქციაში მონაწილეობის შიშის და ტერორის გავრცელების მიზანი აქვს.

გუშინდელი აქციის დროს ცალსახად გამოიკვეთა, რომ აკავებენ ტროტუარზე მდგომ მშვიდობიან მოქალაქეებსაც, მიუხედავად იმისა, რომ ეს აღნიშნული ახალი რეპრესიული კანონითაც კი არ არის აკრძალული.
დაკავებების ნაწილს წინ უსწრებდა, წინა დღეებში მოქალაქეთა ჩხრეკა რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე და მათგან ამოღებული პირბადეების ნივთმტკიცებად დალუქვა.

რაც შეეხება ვიდეო სამეთვალყურეო კამერების შეშვეობით შერჩეულ დემონსტრანტებს, მათ ხშირად გამოკითხვაზე გადაყვანის მოტივით ან/და ყველანაირი ახსნა - განმარტების გარეშე აკავებენ და გადაყავთ ან სასამართლოში, ან დროებითი მოთავსების იზოლატორში. დაკავებიდან სასამართლოში ან/და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, შსს ინფორმაციას პირის ადგილსამყოფელის შესახებ ადვოკატებს და ოჯახის წევრებს არ აწვდის. უმეტესად, ადვოკატებს არ აქვთ შესაძლებლობა, სასამართლო განხილვამდე დაცვის ქვეშ მყოფ პირს შეხვდნენ. საქმის განხილვა სასამართლოში დაჩქარებულად ინიშნება, რომელსაც უმეტესად ფორმალური ხასიათი აქვს. დაკავებულებს საქმის მასალებს პირდაპირ სასამართლო პროცესზე აცნობენ. ადვოკატებს არ ეძლევათ საშუალება, მოიძიონ მტკიცებულებები, წარადგინონ მოწმეები, სათანადოდ მოამზადონ საქმეზე დაცვის სტრატეგია და შეათანხმონ დაკავებულთან.

პოლიცილეების მიერ პირბადიანი ადამიანების დევნამ აბსურდული ფორმა მიიღო. იყო შემთხვევები, როდესაც პოლიციელებმა გააჩერეს მოქალაქეები, რომელთაც ჯანმრთელობის პრობლემების გამო ეკეთათ პირბადე.
დაკავებულებს შორის არიან ხანდაზმული პირები, არასრულწლოვანი ბავშვების დედები, ჟურნალისტები, მწერლები, მსახიობები, ექიმები და სამოქალაქო აქტივისტები.

განსაკუთრებით საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ყველა ამ საქმეს განიხილავენ მოსამართლეები, რომლებიც უკვე დასანქცირებულნი არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მიერ. ამ მოსამართლეებს შორის არიან: ზვიად ცეკვავა, მანუჩარ ცაცუა, ნინო ენუქიძე და კობა ჩაგუნავა.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ როგორც ამ არადემოკრატიული კანონების ასევე მათი აღსრულების ფორმის ერთადერთი მიზეზი არის ხელისუფლების შიში საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის მიმართ.
დაკავებულები ისჯებიან მხოლოდ ერთი მიზეზით — საქართველოს სიყვარულისა და თავისუფლებისადმი ერთგულებისთვის.

#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს

ბოლო ათი თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი მოქალაქეებს სამართლებრივად ეხმარება. • ქსელი ...
23/10/2025

ბოლო ათი თვეა, არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელი მოქალაქეებს სამართლებრივად ეხმარება.

• ქსელი მუდმივ რეჟიმში იღებს შეტყობინებებს დაკავებულთა და დაჯარიმებულთა შესახებ;

• ქსელის ადვოკატები დაინტერესებულ პირებს კონსულტაციას უწევენ სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით;

ქსელის ინფორმაციით, ამ პერიოდში შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო 2,000-მდე პირის მიმართ, სხვადასხვა საფუძვლით. მშვიდობიან შეკრებებსა და მანიფესტაციებში მონაწილეობისას ან მასთან კავშირში ადმინისტრაციული წესით დააკავეს 544 პირი.

არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის საქმიანობის შედეგები ასე გამოიყურება:

• ბოლო ათ თვეში, ქსელში შემოსულია 8,500-ზე მეტი ზარი;
• ქსელის ადვოკატები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გასაჩივრებაში 1400-ზე მეტ პირს დაეხმარნენ.
• ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი იზოლატორებში მოინახულეს და მათ პირველადი სამართლებრივი დახმარება გაუწიეს.

15/10/2025

„საქართველოს სახალხო დამცველს შეუძლია, მიმართოს ეუთო/ოდირს და მოითხოვოს სამართლებრივი დასკვნა აქციების შემზღუდავ ახალ დრაკონულ წესებზე“ — გიორგი ბურჯანაძის შეფასება.

საქართველოს წიგნის ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წარსდგა, რომლის თემატიკ...
15/10/2025

საქართველოს წიგნის ასოციაცია ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს კოლექტიური სტენდის სახელით წარსდგა, რომლის თემატიკა — “Georgian Characters Standing up for Democracy and Freedom”— საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობის ამსახველი და გამომხატველია.

გვიხარია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი კვლავ ქართული სტენდის მხარდამჭერთა რიგებშია.

15/10/2025

⭕️ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის წარმომადგენელმა, ხატია ჯინჯიხაძემ ევროპარლამენტში ისაუბრა საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებელსა და დირექტორზე, მზია ამაღლობელზე, რომელიც უკვე 275 დღეა ციხეშია.

💬"და ბოლოს, მზიას არ აქვს დასავლური განათლება. ის დაიბადა საქართველოს შორეულ რეგიონში. მაგრამ, დამიჯერეთ, მისი გაგება დემოკრატიის, სიტყვის თავისუფლების, თანასწორობის შესახებ ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც თავიანთი აკადემიური ხარისხები ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში მიიღეს, ან კარიერა საერთაშორისო ორგანიზაციებში შეიქმნეს. იმიტომ, რომ ის ნამდვილი ევროპელია. მზია არის ის, ვინც ევროპულ ღირებულებებს ატარებს, ისევე როგორც ბევრი, ბევრი ქართველი, რომლებიც ქუჩაში დგანან ამ ხნის განმავლობაში.

და სანამ დავასრულებ, მინდა ვახსენო ცვლილებების პაკეტი, რომლებსაც “ქართული ოცნება” ახლა იღებს. ისინი მუშაობენ ამაზე, სანამ ჩვენ ვლაპარაკობთ. ეს არის ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში, რომლებიც, ფაქტობრივად, კლავს შეკრებისა და სიტყვის თავისუფლებას ჩემს ქვეყანაში. ამის სამიზნე არა მხოლოდ კონკრეტულად პოლიტიკური გაერთიანებები, არამედ ინდივიდებიც არიან, რომლებსაც შეიძლება პატიმრობა დაემუქროთ, თუ ისინი ქუჩაში გავლენ და გააპროტესტებენ ნებისმიერ რამეს.

აქ მოსვლამდე ვფიქრობდი, რას გეტყოდათ მზია, აქ რომ ყოფილიყო. ბრძოლის შესახებ მისი ცნობილი ფრაზის გათვალისწინებით, მე ვფიქრობ, გეტყოდათ, რომ საქართველო აგრძელებს ბრძოლას და დაგვეხმარეთ, სანამ გვიან არ არის. მადლობა”,- ხატია ჯინჯიხაძე.

ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემო...
14/10/2025

ივანიშვილის პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის — მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას. ამ ცვლილებებით, ხელისუფლება ცდილობს, აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა. ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო. ასეთი კანონმდებლობა უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან.

ეს ინიციატივა არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს — ის შეეხება საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.

ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ — დაგაპატიმრებ.

ჩვენ, ხელმომწერი ორგანიზაციები, ვაფასებთ ამ ცვლილებებს როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში, შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრე...
10/10/2025

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების იურიდიული დახმარების ქსელი ყოველდღიურ რეჟიმში, შეზღუდული რესურსებით აგრძელებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობისას დაზარალებული, ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირების უფლებების დაცვას.

იურიდიული დახმარების ქსელი 12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ 2024 წელს ერთობლივი ძალისხმევით აამოქმედა. ქსელის ფარგლებში, 24 საათის განმავლობაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. ამ დრომდე, ქსელის ცხელი ხაზით 10 000-ზე მეტმა პირმა ისარგებლა. ქსელის წევრი ორგანიზაციების ადვოკატებმა ადმინისტრაციული წესით დაკავებული 450-მდე პირი მოინახულეს იზოლატორებში და გაუწიეს მათ როგორც პირველადი სამართლებრივი დახმარება, ასევე, მათი დიდი უმრავლესობის უფლებები დაიცვეს სასამართლო პროცესებზე. ამასთან, სამართლებრივი დახმარების ქსელი 1400-მდე პირს დაეხმარა უსამართლო ჯარიმების გასაჩივრებაში და განახორციელა სასამართლო წარმომადგენლობა. აღნიშნული საქმეების ნაწილი სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში კვლავაც განხილვის ეტაპზეა. ქსელის ადვოკატები აგრძელებენ აქციების დროს დაზარალებული პირების უფლებების დაცვას საგამოძიებო ორგანოებში. ქსელის საქმიანობის მიღმა, არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სამართლებრივ დახმარებას ასევე უწევს სისხლის სამართლის წესით დაკავებულ პირებს.

გვინდა საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2024-2025 წლებში „ქართულმა ოცნებამ“ ქართული სამოქალაქო ორგანიზაციების საქმიანობის წინააღმდეგ მიიღო და აამოქმედა არაერთი კანონი, რომლებიც კრძალავს რესურსების მიღებას საერთაშორისო ორგანიზაციებიდან და ფონდებიდან, ახდენს თანამოქალაქეთა დახმარების კრიმინალიზებას და მოითხოვს, რომ ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ ღირსების შემლახავ „უცხო ქვეყნის აგენტების“ რეესტრში. ამ ეტაპისათვის, ქსელში შემავალი ყველა ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროს დაწყებული აქვს მონიტორინგი სხვადასხვა საფუძვლით. პარალელურად, დაყადაღებულია სამართლებრივი დახმარების ქსელის წევრი ცალკეული ორგანიზაციების ანგარიშები და სისხლის სამართლის მძიმე მუხლებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ მათი ხელმძღვანელი პირები.

განხორციელებული რეპრესიული და ანტიდემოკრატიული კანონების ამოქმედების შედეგად, ორგანიზაციების ნაწილი იძულებული გახდა, შეეწყვიტა საქმიანობა, ხოლო ნაწილი - ვაგრძელებთ ადამიანის უფლებების დაცვას დარჩენილი მინიმალური რესურსებითა და პირადი ძალისხმევით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ არცერთი ადამიანი დარჩეს კვალიფიციური სამართლებრივი დახმარების გარეშე და არსებული რესურსების გათვალისწინებით, კვლავ გავაგრძელებთ მოქალაქეების დაცვას.

Address

4, Chovelidze Street
Tbilisi
0108

Alerts

Be the first to know and let us send you an email when სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to სამოქალაქო საზოგადოების ფონდი • Civil Society Foundation:

Share