ივლიტა ჯიბუტის სახელობის ფონდი
დაარსდა 2017 წლის 9 ოქტომბერს.
ფონდის საქმიანობა მიზნად ისახავს იმ პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ახალგაზრდების განათლებაზე, კულტურულ აღზრდასა და მათი სამეცნიერო-შემოქმედებით განვითარებაზე. ივლიტა ჯიბუტის სახელის ქველმოქმედების საშუალებით უკვდავსაყოფად, 2017 წლის 9 ოქტომბერს დავაარსეთ მისი სახელობის ფონდი.
ივლიტას ფონდი თავის საქმიანობას წარმართავს ი
მ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც დაკავშირებულია ახალგაზრდების საგანმანათლებლო და კულტურულ აღზრდა-განვითარებასთან, მათ სამეცნიერო-შემოქმედებით საქმიანობასთან.
უპირველესად მისი მოქმედების არეალში ექცევა ის ინსტიტუციები, რომლებშიც ივლიტა სწავლობდა:
•შუა ამაღლების საჯარო სკოლა;
•ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა;
•ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა;
•ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
•ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა(ISET);
და რომლებიც უკვდავყოფენ ივლიტას სახელს:
• ჩოხატაურში “ივლიტას ბიბლიოთეკა”;
• ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის “ივლიტას სახელობის ქართული ენისა და ლიტერატურის კაბინეტი”;
და სხვა.
შესაძლებლობების მიხედვით, ივლიტას საქველმოქმედო ფონდი არ შემოისაზღვრება მითითებული საზღვრებით.
ფონდი, თავისი საქმიანობით, ყოველთვის გამოთქვამს მადლობას, მხარდაჭერასა და სოლიდარობას მთელი ქვეყნის წინაშე.
“არ-დავიწყება მოყვრისა აროდეს გვიზამს ზიანსა”