The Chapter of Rose Croix - როზენკროიცერული კაპიტული -

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • The Chapter of Rose Croix - როზენკროიცერული კაპიტული -

The Chapter of Rose Croix - როზენკროიცერული კაპიტული - Tbilisi, Sovereignty Chapter of RC

სუვერენული როზენკროიცერული კაპიტული "გასხივოსნებული მტრედის რაინდები" კ01, თბილისის ზენიტში.

საქართველოს უმაღლესი საბჭო - Supreme Council of Georgia of Ancient and Accepted Scottish Rite. უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდება - Ancient and Accepted Scottish Rite შედგება რამდენიმე იერარქიული სტრუქტურისგან, მ.შ. :

- 4-14 ხარისხები - სრულყოფილების ლოჟა
- 15-18 ხარისხები - როზენკროიცერული კაპიტ

ული
- 19-30 ხარისხები - არეოპაგი

ტრიბუნალი, კონსისტორია და თავად წესდების უმაღლესი საბჭო (33).

ქ. თბილისში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 4-14 ხარისხების სრულყოფილების ლოჟა "პრომეთე" დაფუძნდა 2020 წლის მარტში, ხოლო 15-18 ხარისხების ზედამხედველი - როზენკროიცერული კაპიტული დაფუძნდა 2022 წელს.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა 33-ე და ბოლო ხარისხის საქართველოს უმაღლეს...
13/09/2025

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა 33-ე და ბოლო ხარისხის საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელით

👇 მიჰყევით და იხილეთ ბმულზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია 👇

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა 33-ე და ბოლო ხარისხის საქართველოს უმაღლესი საბჭოს სახელით:

ძვირფასო ძმებო და მეგობრებო, ვინც იზიარებს ჰუმანიზმისა და სოლიდარობის ღირებულებებს,

გაცნობებთ, რომ 2024 წლის სექტემბერში საქართველოს უმაღლესი საბჭო ღირსეულად იქნა მიღებული AIME-ს (Alliance Internationale Maçonnique Écossés — International Alliance of Scottish Rite Masons) პანევროპულ გაერთიანებაში. ეს მოვლენა წარმოადგენს არა მხოლოდ ჩვენს ერთგულებას ტრადიციებისადმი, არამედ საქართველოს მასონური საზოგადოების მზარდ საერთაშორისო ავტორიტეტსაც.

დღეს, 2025 წლის 13 სექტემბერს, დღის წესრიგში დგას საქართველოს უმაღლესი საბჭოს AIME-ს საერთაშორისო ოჯახში სრულ წევრად მიღების საკითხი. ეს ისტორიული ნაბიჯი განამტკიცებს საქართველოს ადგილს ევროპული და გლობალური მასონური სამყაროს დიდ ოჯახში და აძლიერებს ჩვენი ძმობის იდეალებს - თავისუფლებას, თანასწორობასა და სულიერ სრულყოფილებას.

ლოზანის კონვენტი, რომელიც 1875 წელს გაიმართა შვეიცარიაში, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო და არის. ევროპის და ამერიკის სუვერენული უმაღლესი საბჭოების შეკრებამ განამტკიცა ერთობა, განსაზღვრა წესდების ფილოსოფიური საფუძვლები და გაავრცელა ტოლერანტობისა და ძმობის იდეალები. კონვენტის მიერ ჩამოყალიბებული ფუნდამენტი დღესაც რჩება შოტლანდიური წესდების საქმიანობის გზამკვლევად.

150 წლის შემდეგ, ეს პრინციპები კვლავ ცოცხალი და აქტუალურია - გვახსენებს, რომ მასონური ძმობა არა მხოლოდ ტრადიციის დაცვაა, არამედ პასუხისმგებლობაა თანამედროვე საზოგადოების წინაშე.

ხვალ, 14 სექტემბერს, საქართველოს უმაღლესი საბჭო თანასწორი და სრულფასოვანი წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ლოზანის კონვენტის 150 წლის საიუბილეო ცერემონიაში - მომენტში, რომელიც აერთიანებს წარსულს, აძლიერებს აწმყოს და ხსნის გზას მომავლისკენ.

საქართველოს უმაღლეს საბჭოს წარმოადგენს ყოვლად ძლევამოსილი სუვერენული დიადი კომანდორი ირაკლი მ*.*, და 33 და ბოლო ხარისხის უმაღლესი საბჭოს წევრები. ეს დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ძმობა - ტრადიციებით გამყარებული და თანამედროვეობის გამოწვევებისთვის მტკიცედ მომზადებული - განაგრძობს გზას ჰარმონიისა და სოლიდარობისკენ.

#საქუს #უმაღლესისაბჭო #33 #შოტლანდიურიწესდება #საქართველო #მასონობა

2025 წლის 25 მაისს, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად ინსპექტორთა საქართველ...
26/05/2025

2025 წლის 25 მაისს, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 33-ე და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად ინსპექტორთა საქართველოს უმაღლესი საბჭოს იურისდიქციაში შემავალმა სუვერენულმა როზენკროიცერულმა კაპიტულმა, განმასხვავებელი სახელწოდებით "გასხივოსნებული მტრედის რაინდების" და ნომერი კ01 ჩაატარა რეგულარული მუშაობა, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო 4 კანდიდატის (მე-14 ხარისხში მყოფი ძმის) ამაღლება მე-17 და მე-18 ხარისხებში.

ვულოცავთ, ძმებს, ვარდისა და ჯვრის რაინდებს!

#საქუს #შოტლანდიურიწესდება

21/12/2023

მასონური უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ოცდამეცამეტე (33°) და ბოლო ხარისხის სუვერენულ დიად გენერალურ ინსპექტორთა საქართველოს უმაღლესი საბჭო

გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებებს, განვითარებას, ჰარმონიას და კეთილდღეობას!

#საქუს #უმაღლესისაბჭო #შოტლანდიურიწესდება #მასონობა

The Supreme Council of Georgia of Ancient and Accepted Scottish Rite wishes You a Merry Christmas and Happy New Year!

Prosperity, Development, Wellness and Harmony 2U!

#33°

04/10/2023
ვარდისა და ჯვრის სუვერენული კაპიტული "გასხივოსნებული მტრედის რაინდები" წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სტრუქტურუ...
06/07/2023

ვარდისა და ჯვრის სუვერენული კაპიტული "გასხივოსნებული მტრედის რაინდები" წარმოადგენს საქართველოს უმაღლესი საბჭოს სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც ფარავს უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 15-18 ხარისხებს.

სუვერენული კაპიტული დაფუძნდა ქალაქ თბილისში 2022 წლის სექტემბერში.

წარმატებები და წინსვლა!
14/06/2023

წარმატებები და წინსვლა!

23-26 ივნისს, ჩატარდება უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა ორდენი - საქართველოს დიადი ლოჟის ყოველწლიური ეროვნული ასამბლეა .

დიადი ლოჟის #სდლ ეროვნულ ასამბლეაზე დაგეგმილია დიად ოფიცერთა კოლეგიის შემადგენლობის განახლება სამი ახალი წევრით; ტრადიციულად ჩატარდება სდლ-ის რამდენიმე ღირსეული ლოჟის ღონისძიება და რიტუალური მუშაობა - კანდიდატების მიღება შეგირდის (1°) ხარისხში, გადაყვანა თანამოძმის (2°) ხარისხში და აყვანა - ოსტატის (3°) ხარისხში.

ასამბლეის მსვლელობისას დამტკიცდება წინა წლის ანგარიშები და წარმოდგენილი იქნება 2023-2028 წლების განვითარების გეგმა.

26 ივნისს კი, იგეგმება უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების ზეიმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღებენ ამ მასონური წესდების წევრი ძმები, მე-4 - 33-ე ხარისხებში.

საზეიმო ღონისძიებების მსვლელობისას, იგეგმება რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების გამოცხადება, რაც მალევე გახდება, ფართო საზოგადოებისთვის, ცნობილი.

#მასონი #მასონობა #დიადილოჟა #მასონთაკრება #ლოჟა #რეგულარულიმასონობა

გილოცავთ, საქართველოში უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შემოსვლის 3 წლის იუბილეს!
15/03/2023

გილოცავთ, საქართველოში უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების შემოსვლის 3 წლის იუბილეს!

დღეს, 16 მარტს, საქართველოში აღვნიშნავთ უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (Ancient and Accepted Scottish Rite - Rite Écossais Ancien et Accepté) შემოსვლის 3 წლის იუბილეს!

საქართველოში ერთადერთი რეგულარული და სუვერენული მასონური გაერთიანების - უძველესი თავისუფალი და მიღებული ქვისმთლელთა საქართველოს დიადი ლოჟის #სდლ ოსტატი მასონების მიღება "შოტლანდიური წესდების" ე.წ. "ზედა" ხარისხებში (4-33°) დაიწყო 2017 წლიდან, ამასთან, საქართველოს ისტორიაში პირველად, უშუალო ჩვენი სამშობლოს ტერიტორიაზე, უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების სახელოსნო პირველად სწორედ 2020 წლის 16 მარტს დაფუძნდა!

ეს იყო სრულყოფილების ლოჟა (4-14°) "პრომეთე" !

დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არსებობს უკვე წესდების მეორე სტრუქტურული ერთეული - სუვერენული როზენკროიცერული კაპიტული (15-18°) - "გასხივოსნებული მტრედის რაინდები" და სულ მალე იგეგმება მესამე სტრუქტურის - არეოპაგის (19-30°) - დაფუძნება, რაც საბოლოოდ ხელს შეუწყობს საქართველოს სუვერენული უმაღლესი საბჭოს (33°) დაფუძნებას!

გილოცავთ, ყველა ძმას ვინც უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 4-33° მუშაობს!

The Brethren from only Regular and Sovereign Masonic Obedience in Georgia 🇬🇪 - Grand Lodge of Ancient Free and Accepted Masons of Georgia, began to be integrated to the Ancient and Accepted Scottish Rite in 2017 and the first Atelier of the Rite was established this day - 16 of March, 2020. Therefore, We celebrate 3 years Anniversary of the Scottish Rite in Georgia 🇬🇪.

Today, there are two structures of the Scottish Rite on the Georgian soil - the Lodge of Perfection "Prométhée" and Sovereign Chapter "The Knights of the Blazing Dove". Sooner, we are expecting to consecration of the third structure - Aréopage, which will lead to final stage of forming the Sovereign Supreme Council of Georgia 🇬🇪.

Congratulations to all Brethren, who labors in 4-33° of the Ancient and Accepted Scottish Rite in Georgia!

.GE

გილოცავთ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! 🇬🇪🇬🇪🇬🇪❣️🇬🇪🇬🇪🇬🇪
14/01/2023

გილოცავთ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს! 🇬🇪🇬🇪🇬🇪❣️🇬🇪🇬🇪🇬🇪

საქართველოში ერთადერთი რეგულარულად და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანება - საქართველოს დიადი ლოჟა, გილოცავთ, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს!

დიდება - დიდება - დიდება

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე — აღინიშნება იანვრის თვის 14 რიცხვში.

#თავისუფლება #თანასწორობა #ძმობა #საქართველო🇬🇪 #დროშა

ასევე, გილოცავთ, ქართული თეატრის დღეს, რომელი ასევე 14 იანვარს აღინიშნება!

#14იანვარიქართულითეატრისდღე

🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

#სდლ #влг #საქართველოსდიადილოჟა #მასონები #масонство #ლოჟა #масоныгрузии #მასონებისაქართველოდან #влгрузии #масон #მასონებისაქართველოში #დიადილოჟა #მასონობა 🇬🇪 #მასონთალოჟა #масоны 🇬🇪 #მასონი #14იანვარი #14იანვარიდროშისდღე

მასონური გამომცემლობა საქართველოშიwww.masonic-publishing.ge ქართულენოვანი ლიტერატურა, ელექტრონულად ადაპტირებული სხვადასხ...
10/01/2023

მასონური გამომცემლობა საქართველოში
www.masonic-publishing.ge

ქართულენოვანი ლიტერატურა, ელექტრონულად ადაპტირებული სხვადასხვა ფორმატში.

პასუხები, თქვენს შეკითხვებზე!

#მასონურიგამოკცემლობა
#სოლომონასურელი

#ელწიგნები
#საქართველო

ქართველი მკვლევარი, მასონი, ავტორი; 14-15 წლის განმავლობაში, სხვადასხვა მასონური ლოჟის წევრი, ასევე, უძველესი და მიღ.....

23/10/2022

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების (Ancient and Accepted Scottish Rite) სრულყოფილების ლოჟა (Lodge of Perfection) "პრომეთე" (ქ. თბილისი) მუშაობს ამავე წესდების 4-14 ხარისხებში.

ლოჟის წევრი შეიძლება გახდეს საქართველოში ერთადერთი რეგულარული და კანონიერად დაფუძნებული მასონური გაერთიანების - საქართველოს დიადი ლოჟის #სდლ საფარველ ქვეშ და წიაღში მომუშავე სიმბოლური ღირსეული ლოჟების წევრი ოსტატი მასონი, რეკომენდაციის საფუძველზე.

ლოჟაში განდობა ტარდება მეოთხე, მეცხრე, მეთორმეტე და მეთოთხმეტე ხარისხებში.

უძველესი და მიღებული შოტლანდიური წესდების 15-18 ხარისხებზე ზედამხედველობას ახორციელებს ვარდისა და ჯვრის (როზენკროიცერული) სუვერენული კაპიტული.

წესდების 19-30 ხარისხებზე ზედამხედველობას ახორციელებს - არეოპაგი.

31 - 32 ხარისხები - კონსისტორია და ტრიბუნალი.

33 ხარისხი - სუვერენული ეროვნული უმაღლესი საბჭო.

Address

Tbilisi

Alerts

Be the first to know and let us send you an email when The Chapter of Rose Croix - როზენკროიცერული კაპიტული - posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to The Chapter of Rose Croix - როზენკროიცერული კაპიტული -:

Share