Caritas Georgia / საქართველოს კარიტასი

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • Caritas Georgia / საქართველოს კარიტასი

Caritas Georgia / საქართველოს კარიტასი საქართველოს კარიტასი გვერდში უდგას სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს 🤝, უზრუნველყოფს მათ მხარდაჭერას, დაცვასა 🛡️ და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას 🌱.
(2)

საქართველოს კარიტასი გაჭირვებაში მყოფ მოსახლეობას 1994 წლიდან ემსახურება.

🏘️🇬🇪 ძლიერი თვითმმართველი თემი ძლიერ რეგიონს ნიშნავს, ძლიერი რეგიონი კი - ძლიერ ქვეყანას. 🌱 კარიტასი საქართველოს სხვადას...
14/05/2026

🏘️🇬🇪 ძლიერი თვითმმართველი თემი ძლიერ რეგიონს ნიშნავს, ძლიერი რეგიონი კი - ძლიერ ქვეყანას.

🌱 კარიტასი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აქტიურად მუშაობს, რათა ადგილობრივი თემის განვითარებასა და გაძლიერებას ხელი შეუწყოს.

ორგანიზაცია თვითმმართველ თემებს ეხმარება:

• სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებაში და შესაბამისი ინიციატივების დაგეგმვაში;

• ახალგაზრდების, ქალების, ხანდაზმულებისა და მოწყვლადი ჯგუფების მხარდაჭერაში;

• საგანმანათლებლო, ეკონომიკური და სოციალურ მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებაში;

• თემის შიგნით თანამშრომლობის, ლიდერობის და თანადგომის კულტურის განვითარებაში.

✨ საქართველოს კარიტასი ქმნის ისეთ გარემოს, სადაც ყველა ადამიანს აქვს შესაძლებლობა, იყოს ცვლილების ავტორი საკუთარ საზოგადოებაში.

10/05/2026

🍛❤️ ცხელი სადილის მიღმა დამალული უხილავი შრომა და სიყვარული - როგორია საქართველოს კარიტასის ჰუმანიტარული სასადილოს ერთი დღე

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მ...
09/05/2026

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება. 1945 წლის 8 მაისს, გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომი დასრულდა. 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.

🌍 ამ ისტორიულ დღეს მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ მთავარი ერთმანეთზე ზრუნვა და ძალადობის უარყოფაა. საქართველოს კარიტასი მხარს უჭერს საზოგადოებას, სადაც სოლიდარობა, ემპათია და მშვიდობა ყოველთვის იმარჯვებს.

❤️‍🩹 ომის ტრავმა თაობიდან თაობებს მიჰყვება, ისტორიები კი არასდროს ხდება დავიწყებული. მეორე მსოფლიო ომმა, დიდ ტრაგედიასთა...
08/05/2026

❤️‍🩹 ომის ტრავმა თაობიდან თაობებს მიჰყვება, ისტორიები კი არასდროს ხდება დავიწყებული. მეორე მსოფლიო ომმა, დიდ ტრაგედიასთან ერთად, ბევრი ასეთი ადამიანური ისტორია დატოვა. სწორედ ერთ ასეთ ამბავს იხსენებს კარიტასის დღის ცენტრის ბენეფიციარი, სვეტლანა ჯუმუხაძე.

ეს ისტორია არამხოლოდ წარსულია, არამედ გაკვეთილია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ყველაზე რთულ დროსაც კი ადამიანობა შეინარჩუნო და მცირედიც გაუყო სხვებს 🫂

💭 ”მამაჩემი ომის დაწყების დღიდან დამთავრებამდე იბრძოდა. ერთხელ უკრაინაში ტყვედ ჩავარდა - პატარა სივრცეში ჰყავდათ დამწყვდეული სხვებთან ერთად.

მძიმე ზამთარი იდგა. ერთ დღეს გერმანელმა ოფიცერმა შემოაღო კარები და ტყვეებისთვის უკითხავს - ღუმელის გაკეთება თუ იცით ვინმემო. მამაჩემს ყველაფერი ეხერხებოდა და მაშინვე თქვა - მე ვიციო. მოუტანეს მასალები და მამაჩემმა მართლაც აუწყო.

ამ საქმეში კი მამაჩემს ერთი პური და ცოტა სალა მისცეს. სხვა ტყვეებთან რომ დაბრუნებულა სალა და პური ყველასთვის გაუნაწილებია. ყველას ცოტა შეგხვდა, მაგრამ მაინც სულ გავინაწილეთ და შევჭამეთო. ეს ძალიან დიდი სიხარული იყო მათთვის მაშინ“ - იხსენებს სვეტლანა მამის მონაყოლს.

🏠 სვეტლანა მამა ომიდან მშვიდობით დაბრუნდა. გადარჩა და შინ ეს სიკეთით სავსე ისტორიაც მოიტანა. დღეს სვეტლანა სწორედ ამ მემკვიდრეობით ცხოვრობს, რომ ყველაზე დიდ სიბნელეშიც კი ადამიანობას შეუძლია შინ დაგვაბრუნოს.

ფაშიზმზე გამარჯვების დღე სწორედ ასეთი ადამიანების დღეა - მათი, ვინც სასტიკი ომი გამოიარა, გულით კი სხვებამდე სიკეთე და სიყვარული მიიტანა. ❤️

#კარიტასი #8მაისი #ისტორია #რეალურიამბავი

🎨 ხელნაკეთ ნივთებს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვებათ თან - მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ნივთებს ახალგაზრდები საკუთარი ხელე...
07/05/2026

🎨 ხელნაკეთ ნივთებს განსაკუთრებული სიყვარული დაჰყვებათ თან - მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ნივთებს ახალგაზრდები საკუთარი ხელებით, საკუთარივე ფერადი მომავლისთვის ქმნიან.

✨ Q-ART-ULI არის სივრცე, სადაც სოციალურად დაუცველი და მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდები საკუთარი ნიჭითა და შრომით იკვლევენ გზას უკეთესი, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ.

🎯 18 წელს ზემოთ ახალგაზრდებისთვის თითოეული გაყიდული ნივთი პირდაპირი, შემოსავლის რეალური წყაროა, 16-18 წლის მოზარდებისთვის გროვდება ქულები, რომელთა დახმარებითაც ისინი სასურველი საჩუქრების მიღებას ახერხებენ, ხოლო 16 წლამდე ბავშვები კი ხელობას სწავლობენ.

🤝 შენ შეგიძლია შეიძინო მაღალი ხარისხის, ულამაზესი ნაკეთობები და ამით ახალგაზრდებს საყვარელი საქმის კეთებაში დაეხმარო:

🎁 დაათვალიერე და შეიძინე ხელნაკეთი ნივთები აქ - Qartuli / ქართული

❤️ ან დაუჭირე მხარი ჩვენს პროექტს პირდაპირი დონაციით - https://donation.caritas.ge/ka/

#კარიტასი #ქველმოქმედება #დახმარება #ქართული

07/05/2026

🤔 იცოდით, რომ ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოში ადამიანების მხოლოდ 6% გასცემს თანხას ქველმოქმედების მიზნით? მონაცემები ...
06/05/2026

🤔 იცოდით, რომ ბოლო კვლევის მიხედვით საქართველოში ადამიანების მხოლოდ 6% გასცემს თანხას ქველმოქმედების მიზნით? მონაცემები მსოფლიო ქველმოქმედების ინდექსიდან ხდება ცნობილი.

🤝 სამაგიეროდ, გამოკითხული ადამიანების 71% ამბობს, რომ მუდმივად ეხმარება უცხო ადამიანებს. 21% კი მონაწილეობს ან მონაწილეობა მიუღია მოხალისეობრივ საქმიანობაში.

💛 ეს მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოში ადამიანები ძალიან გულისხმიერები არიან. თუმცა, სამწუხაროდ, ქვეყანაში ჯერ არ არის დამკვიდრებული ფინანსური შემოწირულობის კულტურა.

✨ ჩვენ შეგვიძლია ამის შეცვლა - ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ემპათია რეალურ საქმედ ვაქციოთ და კვლავ დავეხმაროთ ათასობით ბავშვს, მოხუცსა თუ მარტოხელა დედას - https://donation.caritas.ge/ka/

#კარიტასი #ქველმოქმედება #დახმარება #სტატისტიკა

❤️ კარიტასის ღირებულებები სიკეთეზე - ადამიანის ღირსების პატივისცემაზე და უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვაზე დგას.იმას, თუ რამ...
05/05/2026

❤️ კარიტასის ღირებულებები სიკეთეზე - ადამიანის ღირსების პატივისცემაზე და უკეთესი სამყაროსკენ სწრაფვაზე დგას.

იმას, თუ რამხელა ძალა აქვს ამ ყოველდღიურ ზრუნვასა და ქველმოქმედებას, ყველაზე ზუსტად რომის პაპის, ლეო XIV-ის მიმართვა გადმოსცემს 👇

💭 "მოდით, ყოველდღიურად ვაჩვენოთ, რომ სიყვარული მშვენიერია - რომ უდიდესი სიხარულია, როცა ნებისმიერ ვითარებაში შეგვიძლია გაცემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დახმარების ხელს ვუწვდით მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.

ქველმოქმედების შუქს, რომელიც ჩვენს ოჯახებში ისახება და რწმენით ცოცხლობს, ნამდვილად შეუძლია სამყაროს შეცვლა - მისი სტრუქტურებისა და ინსტიტუტებისაც კი - ისე, რომ ყველა ადამიანი იყოს დაფასებული და არავინ იყოს დავიწყებული.

ძმებო და დებო, მოდით, ერთად ვაქციოთ ეს მტკიცე გადაწყვეტილებად და სასიხარულო ვალდებულებად" - რომის პაპი, ლეო XIV

#კარიტასი #ქველმოქმედება #დახმარება

🚪 წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს შეიძლება შენთვის კარგად ნაცნობი სახლის კარი ბოლოჯერ დახურო, წინ კი დაგხვდეს დიდი, შენთვის ჯე...
04/05/2026

🚪 წარმოიდგინე, რომ ერთ დღეს შეიძლება შენთვის კარგად ნაცნობი სახლის კარი ბოლოჯერ დახურო, წინ კი დაგხვდეს დიდი, შენთვის ჯერ ახალი სამყარო, სადაც არც მეგზური გყავს და არც ის იცი, ხვალ რა მოხდება.

🫂 მზრუნველობამოკლებული ახალგაზრდებისთვის, რომლებიც სრულწლოვანები ხდებიან და საოჯახო ტიპის სახლებსა თუ ზრუნვის სხვა სისტემებს ტოვებენ, დამოუკიდებელი ცხოვრება ზუსტად ასე იწყება. სწორედ ამიტომ, საქართველოს კარიტასის თვლის, რომ ორგანიზაციის პასუხისმგებლობა აქ არ მთავრდება.

🤝 ასეთი პრობლემის გადასაჭრელად საქართველოს კარიტასმა შექმნა დამოუკიდებელი ცხოვრების პროგრამა.

🌱 პროგრამის მიზანია, რომ ზრუნვის სისტემებიდან გამოსულ ახალგაზრდებს მოულოდნელად არ გამოეცალოთ საყრდენი და კვლავ ქუჩას არ დაუბრუნდნენ. კარიტასი მათ ეხმარება დამოუკიდებელ ცხოვრებაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც ხშირად ყველაზე რთულია.

მართალია, მსგავსი ჩართულობა ყველა შემთხვევაში არ არის საჭირო, თუმცა მაშინ, როდესაც განსაკუთრებული საჭიროება დგება, პროგრამა ახალგაზრდებს სთავაზობს 👇

🏡 უსაფრთხო გარემოს: დროებით საცხოვრებელს თბილისში,

📚 დახმარებას სასურველი პროფესიის აღმოჩენასა და განათლების მიღებაში.

💼 დასაქმების ხელშეწყობას.

💛 სხვა სახის სოციალურ დახმარებას

#გაიცანიკარიტასი #კარიტასი #ქველმოქმედება #მხარდაჭერა

🎨 1 მაისს, წმინდა იოსებ მშრომელის დღესასწაულზე, საქართველოს კარიტასის არლის ბავშვთა ცენტრმა უმშვენიერეს გამოფენას უმასპი...
04/05/2026

🎨 1 მაისს, წმინდა იოსებ მშრომელის დღესასწაულზე, საქართველოს კარიტასის არლის ბავშვთა ცენტრმა უმშვენიერეს გამოფენას უმასპინძლა.

ჩვენმა პატარა შემოქმედებმა სტუმრებს ტილოზე შესრულებული საოცარი ნამუშევრები - პეიზაჟები, ნატურმორტები და კუბიზმის ჟანრის ნახატები წარუდგინეს 🖼️

#კარიტასი #მხარდაჭერა #გამოფენა #რეგიონები

❤️ სითბო არასდროს რჩება იქ, სადაც მას გასცემ - ის გზას აგრძელებს და შეიძლება ერთ დღეს კვლავ შენ შეგხვდეს წინ.👦ეს ისტორია...
01/05/2026

❤️ სითბო არასდროს რჩება იქ, სადაც მას გასცემ - ის გზას აგრძელებს და შეიძლება ერთ დღეს კვლავ შენ შეგხვდეს წინ.

👦ეს ისტორია პატარა ბავშვზეა - ბავშვზე, რომელმაც, ცივ ქუჩაში ცხოვრების მიუხედავად, მოხალისეებს ყველაზე თბილი საშუალებით გადაუხადა მადლობა.

მოხალისე იხსენებს დღეს, როცა პროექტის ფარგლებში უსახლკაროებისთვის საკვებს არიგებდა. ყველაზე მკვეთრად კი მის მეხსიერებაში დარჩა 4 წლის პატარა ბიჭი დიდი გულით 👇

💭"ერთ დღეს ჩემთან 3-4 წლის ბიჭი მოვიდა და საჭმელი მთხოვა. როცა მას ცხელი წვნიანის ულუფა მივეცი, თვითონ ჭამაზე უარი თქვა და თეფში ბავშვიან ქალს მიუტანა. ყოველ ჯერზე როცა საჭმელად მოდიოდა, ჯერ ცდილობდა, სხვაზე ეზრუნა - შემდეგ კი თვითონ ეჭამა.

ჩვენი პროექტი ბევრ ადამიანს დაეხმარა, მაგრამ მისი რეალური მნიშვნელობა ბოლომდე არასდროს გამიაზრებია, სანამ ერთხელ ხალხმრავალ ქუჩაში მიმავალს ვიღაც არ ჩამეხუტა. ვიღაც ძალიან პატარა - ქვევით დავიხედე და დავინახე ის პატარა ბიჭი! ის იყო ყველაზე ძვირფასი ჩახუტება, რაც კი ოდესმე მიმიღია".

#სითბო #კარიტასი #საქართველოსკარიტასი #ქვემლოქმედება #დახმარება

Address

45 Besarion Jgenti Street
Tbilisi
0183

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Caritas Georgia / საქართველოს კარიტასი posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Caritas Georgia / საქართველოს კარიტასი:

Share