RDSSC

RDSSC Partnership for a Better Future
თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის

WHO WE ARE

Regional Development and Social Support Centre (RDSSC ) is a non-governmental organisation founded by the group of professionals having extensive background in working with international organisations, public, civil and private sector. WHAT WE DO

Planning, designing and implementing neutral and impartial, sustainable livelihood programmes for the vulnerable population;
Implementing r

esettlement projects, introducing modern approaches and technologies in agricultural activities. OUR TARGET GROUPS

Forcefully displaced population, internally displaced persons (IDPs), population adjacent to conflict areas, refugees and victims of natural disasters (so-called eco-migrants), vulnerable children and youth, farmers. OUR OBJECTIVE

To achieve self-reliance and economic stability of families and individuals through enhancing their skills, raising awareness on their rights and providing access to livelihood. To raise awareness of public sector and general population regarding problems faced by persons affected by natural disasters and natural disaster prevention measures. ONGOING PROJECTS

With financial support of Swiss Agency for Development and Cooperation, RDSSC is enhancing agricultural skills and livelihoods of resettled natural disaster victims from Ajara, Svaneti and other mountainous regions of Georgia. Funded by the Austrian Government through the Food and Agriculture Organization of the United Nations (FAO), RDSSC is implementing the national seed rehabilitation programme aiming at the arrangement of demonstration plots for training in seed production and certification process. Project “Transforming Useless into Useful - 3R (reduce, recycle, reuse) Approach” is funded by the EU within the framework of Small Grants Programme implemented by the United Nations Development Programme (UNDP) and delivered by the GEF (Global Environmental Facility). The project aims at implementing pilot initiative in Saguramo IDP settlement in solid and organic waste management and processing, as well as facilitating dialogue and cooperation among involved parties and promotion of the European model of waste management and recycling. COMPLETED PROJECTS

With financial support of Swiss Agency for Development and Cooperation, provision of vocational trainings and employment opportunities for the graduates of the Norio and Akhalsopheli Child Care Centres, as well as for IDPs;
Provision of agricultural trainings to farmers in production chain and marketing of different agricultural cultures in rural regions of Georgia. SUPPORTERS AND PARTNERS

SDC | MRA | Government of Autonomous Republic of Adjara | UNDP | European Union | FAO | SGP | gef

--------------------------------------------------------------------

ვინ ვართ ჩვენ

რეგიონული განვითარებისა და სოციალური დახმარების ცენტრი (RDSSC) საერთაშორისო, სამოქალაქო და კერძო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდის მიერ დაარსებული არასამთავრობო ორგანიზაციაა.

ჩვენი საქმიანობა

სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის ისეთი პროექტების დაგეგმვა, მოდელირება და განხორციელება, რომლებიც ემსახურება მდგრადი საარსებო პირობების შექმნას; განსახლების პროექტების განხორციელება, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

სამიზნე ჯგუფები

იძულებით გადაადგილებული პირები (დევნილები), კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობა, ლტოლვილები და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა (ე.წ. ეკო-მიგრანტები), სოციალურად დაუცველი ბავშვები და მოზარდები/ახალგაზრდები, ფერმერები.

მიზნები

მივაღწიოთ ოჯახებში სტაბილურობასა და ეკონომიკურ სიძლიერეს მათი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების, უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საარსებო პირობების ხელმისაწვდომობის გზით;
გავზარდოთ სახელმწიფო სტრუქტურებისა და საზოგადოების ინფორმირებულობა სტიქიის
შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემებისა და სტიქიის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ.

მიმდინარე პროექტები

შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, აჭარაში, სვანეთსა და საქართველოს სხვადასხვა მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისათვის საარსებო პირობების განვითარება და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლება სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში.

გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა და ავსტრიის მთავრობის მხარდაჭერით, საქართველოში სათესლე წარმოების სისტემის რეაბილიტაციის ეროვნული პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ცალკეული ფერმერების უზრუნველყოფას პირველი კლასის ხორბლის ახალი ჯიშებითა და თემატური ტრენინგებით.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული გაერო-ს განვითარების პროგრამისა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში ნარჩენების მართვის საპილოტე პროგრამა საგურამოს დევნილთა ჩასახლებაში, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების დახარისხებისა და გადამუშავების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და ევროპული მოდელის პოპულარიზაციას.

განხორციელებული პროექტები
შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მხარდაჭერით, ნორიოსა და ახალსოფლის ბავშვთა სახლის კურსდამთავრებულების და ასევე, იძულებით გადაადგილებულ პირთა პროფესიული მომზადება და შემდგომ დასაქმებაში დახმარების გაწევა.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები ფერმერებისათვის სოფლის მეურნეობის ტრენინგების ჩატარება წარმოების ჯაჭვის აწყობასა და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა კულტურის მარკეტინგის თემებზე.


დონორები და პარტნიორები

SDC | დევნილთა სამინისტრო | აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა | | UNDP | ევროკავშირი | FAO | SGP | gef

Address

6 Kalistrate Kutateladze Street
Tbilisi
0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when RDSSC posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to RDSSC:

Share