ექთანთა გაერთიანება • Union of Nurses

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • ექთანთა გაერთიანება • Union of Nurses

ექთანთა გაერთიანება • Union of Nurses პროფესიული განვითარების უწყვეტობა მომავლის ექთნებისთვის!

ადამიანით ვაჭრობის იდენტიფიკაციისა და ძალადობის სკრინინგის ეროვნული საინფორმაციო სესიები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში წ...
06/05/2026

ადამიანით ვაჭრობის იდენტიფიკაციისა და ძალადობის სკრინინგის ეროვნული საინფორმაციო სესიები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში წარმატებით დასრულდა.

🗣 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM), ექთანთა გაერთიანების (N(N)LE) და პარტნიორი სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლობით განხორციელდა ეროვნული საინფორმაციო სესიები, რომელმაც გააერთიანა თბილისის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთისა და აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები.
პროგრამა განხორციელდა კლინიკური მიმართულებების მიხედვით ფორმირებული ფოკუს ჯგუფების მოდელით, რაც უზრუნველყოფდა პროფესიული გამოცდილების გაზიარებას და პრაქტიკაზე დაფუძნებულ დისკუსიებს.

მონაწილეებს შორის იყვნენ:
• ექიმები
• ექთნები და მეანი-ექთნები
• კლინიკური ხარისხის მართვის სპეციალისტები
• აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით მომუშავე პერსონალი
• ადმინისტრაციული თანამშრომლები, რეგისტრაციის სამსახურის წარმომადგენლები და პაციენტთა მომსახურების პერსონალი (სერვის კოორდინატორები)
სესიების ფარგლებში განხილული იქნა:
• ადამიანით ვაჭრობის ინდიკატორების იდენტიფიკაცია სამედიცინო გარემოში
• პაციენტზე ორიენტირებული და ეთიკური კომუნიკაციის პრაქტიკა
• გადამისამართებისა და მრავალსექტორული რეაგირების მექანიზმები
• ძალადობისა და ტრეფიკინგის თანამედროვე ტენდენციები
ინიციატივამ ხელი შეუწყო პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას, სექტორთაშორისი თანამშრომლობის განვითარებას და ტრავმაზე ინფორმირებული, უსაფრთხო ჯანდაცვის მომსახურების პრინციპების ინტეგრაციას.

✊პარტნიორები მადლობას უხდიან ყველა მონაწილესა და თანამშრომელ ორგანიზაციას და ადასტურებენ მზადყოფნას, გააგრძელონ სტრატეგიული თანამშრომლობა ჯანდაცვის სისტემის მდგრადი განვითარების მიმართულებით.
________________________________________

The national information sessions on the identification of human trafficking and violence screening were successfully concluded in Tbilisi, Kutaisi, and Batumi.

🗣The sessions were carried out through the collaboration of the International Organization for Migration (IOM), the Nurses Association (N(N)LE), and partner medical institutions, bringing together representatives of healthcare facilities from the regions of Tbilisi, Kakheti, Kvemo Kartli, Imereti, and Adjara.
The program applied a clinical focus-group model, enabling structured professional dialogue and practice-oriented knowledge exchange.

Participants included:
• Doctors
• Nurses and midwives
• Clinical quality management specialists
• Accreditation and quality assurance personnel
• Administrative staff, patient registration officers, and patient service personnel (service coordinators)
Key thematic areas covered during the sessions included:
• Identification of trafficking indicators in healthcare environments
• Ethical and patient-centered communication approaches
• Referral pathways and multi-sectoral response mechanisms
• Emerging trends related to trafficking and violence
The initiative contributed to strengthening professional capacities, fostering cross-sector collaboration, and promoting trauma-informed, patient-centered healthcare services.

✊Partners express sincere appreciation to all participants and collaborating institutions and reaffirm their commitment to continued strategic cooperation supporting resilient and responsive healthcare systems in Georgia.

ექთანთა გაერთიანების გუნდი გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!🔸 ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშ...
11/04/2026

ექთანთა გაერთიანების გუნდი გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🔸 ეს უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული უკავშირდება სიკეთის გამარჯვებას ბოროტებაზე, სიცოცხლის ზეიმს სიკვდილზე და უკეთესი მომავლის რწმენას.

ქრისტე აღსდგა!

🌷 საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი, “გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე.” 🌷ექთანთა გაერთიანების გუნდი გილოცავთ ...
09/04/2026

🌷 საქართველოს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი თარიღი, “გზა ტრაგედიიდან თავისუფლებამდე.” 🌷

ექთანთა გაერთიანების გუნდი გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

🔺 რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ, 1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარის დანაყოფებმა დაარბიეს ცეცხლსასროლი იარაღის, სასანგრე ბარების და მომწამლავი ნივთიერებების გამოყენებით, დაიღუპა 21 ადამიანი, უმეტესად - ქალები. დაშავდა აქციის ასობით მონაწილე.

9 აპრილის ტრაგედიიდან ორი წლისთავზე საქართველომ აღიდგინა 1918 წელს მოპოვებული და საბჭოთა ოკუპაციის შედეგად 1921 წელს დაკარგული დამოუკიდებლობა.

1991 წლის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ მიიღო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი.

🇬🇪 ძლიერი საქართველო! 🇬🇪

#9აპრილი

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა: შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემასთან“ ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანება“ ბიზნეს სექტორთან თანამშრომ...
03/04/2026

🤝 სტრატეგიული პარტნიორობა: შპს „პინეო სამედიცინო ეკოსისტემასთან“

ა(ა)იპ „ექთანთა გაერთიანება“ ბიზნეს სექტორთან თანამშრომლობას აფართოებს

📌 თანამშრომლობა ითვალისწინებს:
▫️ უწყვეტი პროფესიული განვითარების (CPD) სისტემის დანერგვა
▫️ სავალდებულო და არჩევითი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება
▫️ სრულიად ციფრული სწავლების (E-Learning) მოდელების დანერგვა
▫️ ხელოვნური ინტელექტის (AI) პლატფორმების გამოყენება სასწავლო პროცესში
▫️ახალი სტანდარტების განვითარება ხარისხისა და აკრედიტაციის სფეროში

მიზანი:

✔️პროფესიული კომპეტენციების გაძლიერება
✔️პაციენტზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის საექთნო და მეანი-ექთნების მომსახურების დანერგვის ხელშეწყობა საქართველოში

➡️ საექთნო და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობები
________________________________________

🤝Strategic Partnership: with Pineo Medical Ecosystem LLC

N(N)LE Union of Nurses Expands Cooperation with the Business Sector

📌 Cooperation highlights:
▫️ Implementation of a Continuous Professional Development (CPD) system
▫️ Delivery of mandatory and elective educational programs
▫️ Deployment of fully digital learning (E-Learning) models
▫️ Use of Artificial Intelligence (AI) platforms in the learning process
▫️ Development of modern quality and accreditation standards

Goal:

✔️ Strengthen professional competencies
✔️Support the implementation of patient-centered, high-quality nursing and midwifery services in Georgia

➡️ Opening new professional development opportunities for nurses and midwives

“ექთანთა გაერთიანება” გილოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს! 🥼🩺🩵 “Union of Nurses” wishes you a happy International Doctor...
30/03/2026

“ექთანთა გაერთიანება” გილოცავთ ექიმების საერთაშორისო დღეს! 🥼🩺🩵

“Union of Nurses” wishes you a happy International Doctor’s Day! 🥼🩺🩵

30/03/2026

🟣 დღეს თბილისში მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკა გაიხსნა!

კლინიკა პაციენტების მიღებას ეტაპობრივად დაიწყებს მომდევნო 2 თვის განმალობაში. პირველ ეტაპზე კლინიკა პაციენტებს ამბულატორიულ მომსახურებას გაუწევს. პარალელურად მიმდინარეობს სტაციონარის ლიცენზირების პროცესი.

“ექთანთა გაერთიანებისა“-და თსსუ-ს პირველი ერთობლივი პროექტი - „საექთნო სამსახური“ თსსუ-ის მენტალური ჯანმრთელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

მეტი ინფორმაციისათვის 👉🏼 https://www.nof.ge/ka/presscenter/newspost/89

📍ვაშლიჯვარი, პეტრე სარაჯიშვილის ქუჩა N17-ში.

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და დროული რეაგირებამიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ა...
20/03/2026

ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და დროული რეაგირება

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანება და პარტნიორი კლინიკები გიწვევთ საინფორმაციო სესიებში. დაიცავით პაციენტები დროულად, გამოიყენეთ საჭირო მეთოდები და მიიღეთ პრაქტიკული ცოდნა მსხვერპლთა დროული გამოვლენის შესახებ.

📅 23–31 მარტი
📍 თბილისი, ქუთაისი, ბათუმი
✅მონაწილეობის სერტიფიკატები



For Healthcare Professionals: Human Trafficking and Victim Identification

IOM Georgia, the N(N)LE,Union of Nurses and partner medical institutions invite healthcare professionals to information sessions. Early detection can protect patients and safe potential victims.

📅 March 23–31, 2026
📍 Tbilisi, Kutaisi, Batumi
✅ Certificates upon completion

19/03/2026

„ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში“: უწყვეტი პროფესიული განათლება, აკრედიტაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის

მეტი ინფორმაციისათვის: https://www.nof.ge/ka/presscenter/newspost/90 💜

“The National Ecosystem for the Professional Development of Nurses and Midwives in Georgia: Continuous Professional Education, Accreditation, and Digital Transformation for Quality Healthcare.”

For more info: https://www.nof.ge/ka/presscenter/newspost/90 💜

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს, საქართველოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს ...
18/03/2026

ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს და მართლმადიდებლურ სამყაროს,
საქართველოს უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის - ილია II-ს გარდაცვალებას.

08/03/2026

„ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში“: უწყვეტი პროფესიული განათლება, აკრედიტაცია და ციფრული ტრანსფორმაცია ხარისხიანი ჯანდაცვისთვის.

✨ მონაწილეები: WHO, TSMU, UNG, Digital Knowledge, Vexon International, Temos Georgia.

https://www.nof.ge/ka/presscenter/newspost/90

“The National Ecosystem for the Professional Development of Nurses and Midwives in Georgia: Continuous Professional Education, Accreditation, and Digital Transformation for Quality Healthcare.”

✨ Participants: WHO, TSMU, UNG, Digital Knowledge, Vexon International, Temos Georgia.

📢 თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა სა...
08/03/2026

📢 თბილისში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „ექთნებისა და მეანი-ექთნების პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემა საქართველოში“.

რომელსაც ორგანიზება გაუწიეს ა(ა)იპ ექთანთა გაერთიანებამ (UNG), Digital Knowledge (იაპონია), Vexon International (იაპონია) და Temos International Healthcare Accreditation – საქართველოს ოფისმა, სასტუმრო Radisson Blu Iveria Hotel-ში

✊კონფერენციის მიზანი იყო:

• ექთნებისა და მეანი-ექთენების უწყვეტი პროფესიული განვითარების ეროვნული ეკოსისტემის კონცეპტუალური ჩარჩოს წარდგენა
• დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაძლიერება, ინსტიტუციური და საერთაშორისო პარტნიორობით
• სტრატეგიული და მდგრადი სამუშაო ძალის ჩამოყალიბება საქართველოს ჯანდაცვის სისტემისთვის

🗣 ღონისძიება გახსნა ია გელენიძემ (UNG). მისასალმებელი სიტყვით მიმართეს:
• Silvio Domente – WHO, საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი
• ირაკლი ნატროშვილი – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი
• საქართველოს სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებმა
სესიებში მონაწილეობდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, მათ შორის:
• Tomas Roubal – WHO, სტანდარტები და სტრატეგიული ხედვა CPD სისტემისთვის
• Kenji Ichimura – RN, MSN, SMAN – Vexon International, Japan
• Yoshihiro Gyoda – Digital Knowledge, Japan

🔍 სესიების ფარგლებში განხილული იყო:

• ექთნებისა და მეანი-ექთნების უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემის განვითარება

• პროფესიული განათლებისა და კლინიკური პრაქტიკის ინტეგრაცია

• ჯანდაცვის სფეროში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება

• ადამიანური კაპიტალის კარიერული განვითარების მოდელები და KPI ინდიკატორები

ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ სექციებსა და პანელურ დისკუსიას, სადაც მონაწილეობდნენ უნივერსიტეტების, კლინიკების, პროფესიული კოლეჯების, პროფესიული ასოციაციების და მარეგულირებელი ინსტიტუტების წარმომადგენლები.

კონფერენციამ უზრუნველყო პლატფორმა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებისა, ინსტიტუციური თანამშრომლობის გაღრმავებისა და თანამედროვე, მდგრადი CPD სისტემის ჩამოყალიბებისთვის საქართველოში.

https://www.nof.ge/ka/presscenter/newspost/90



📢 International Conference “National Ecosystem for Continuous Professional Development of Nurses and Midwives in Georgia” Held in Tbilisi!

organized by UNG – Union of Nurses Georgia, Digital Knowledge, Vexon International, and Temos International Healthcare Accreditation, Georgia Office, at Radisson hotel Tbilisi, Georgia

✊The objectives of the conference were:
• To present the conceptual framework for the national CPD system for nurses and midwives
• To strengthen engagement of stakeholders, with institutional and international partnerships
• To build a strategic and sustainable workforce for Georgia’s healthcare system
Opening remarks were delivered by Ia Gelenidze. Welcome speeches were given by:
• Silvio Domente – WHO, Head of the Country Office in Georgia
• Irakli Natroshvili – TSMU, Rector of Tbilisi State Medical University

🗣 Sessions featured international and local experts, including:
• Advisor on Health Policy WHO Country Office in Georgia
• Kenji Ichimura – VEXON International , Japan
• Yoshihiro Gyoda - Digital Knowledge, japan

🔍 Key topics discussed:

• Development of the CPD system for nurses and midwives in Georgia

• Integration of professional education and clinical practice

• Use of digital technologies in healthcare

• Human capital career development models and KPI indicators

The conference also included thematic sessions and a panel discussion with representatives from universities, hospitals, vocational colleges, professional associations, and regulatory institutions.

The event provided a platform for knowledge sharing, institutional collaboration, and the development of a modern, sustainable CPD system in Georgia.

🌼 გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🌸ძვირფასო ქეთნებო, თქვენი შრომა, ზრუნვა და პროფესიონალიზმი  ყოველდღიურად უამრავ ადამ...
08/03/2026

🌼 გილოცავთ ქალთა საერთაშორისო დღეს! 🌸

ძვირფასო ქეთნებო, თქვენი შრომა, ზრუნვა და პროფესიონალიზმი ყოველდღიურად უამრავ ადამიანს აძლევს იმედს და ძალას!

გისურვებთ წარმატებას და ბევრ მადლიერ პაციენტს ✨
მადლობა თავდადებული საქმისთვის!

🌼 Happy International Women’s Day! 🌸

Dear nurses, your hard work, care, and professionalism give hope and strength to so many people every day.

We wish you success and many grateful patients. ✨
Thank you for your dedication!

Address

გიორგი ლეონიძის ქ. N2, REGUS მე-4 სართული ოფისი N330/331
Tbilisi
0108

Opening Hours

Monday 09:00 - 21:00
Tuesday 09:00 - 21:00
Wednesday 09:00 - 21:00
Thursday 09:00 - 21:00
Friday 09:00 - 21:00

Telephone

+995591006351

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ექთანთა გაერთიანება • Union of Nurses posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ექთანთა გაერთიანება • Union of Nurses:

Share