Sinatle Media • სინათლე მედია

Directions Website

Sinatle Media • სინათლე მედია დამოუკიდებელი ონლაინმედიების სოლიდარობის და მდგრადობის ქსელი.

13/09/2026

💡დამოუკიდებელი ონლაინმედიის მხარდამჭერმა წამოწყებამ „სინათლე არ უნდა ჩაქრეს“ Ad Black Sea 2026-ზე წარმატება მოიპოვა.

🏆 სარეკლამო სააგენტო Windfor’s-ის მიერ შექმნილი „სინათლე მედიის“ მხარდამჭერი კამპანია Ad Black Sea 2026-ის - Grand Prix for Good ჯილდოს მფლობელი გახდა, თავად „სინათლე მედია“ კი - წლის საუკეთესო დამკვეთი.

ამის გარდა კამპანიამ მოიპოვა:

🥉 5 ბრინჯაოს მედალი
🥈 2 ვერცხლის მედალი
🥇 4 ოქროს მედალი

ვიდეოები: მარიამ მეტრეველი, სოსო გომარელი.

„„სინათლე“ ფინანსურთან ერთად ერთმანეთის ემოციურად გასაძლიერებელი ერთობაცაა. ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ ყველა ერთმანეთთ...
01/09/2026

„„სინათლე“ ფინანსურთან ერთად ერთმანეთის ემოციურად გასაძლიერებელი ერთობაცაა. ბევრს ნიშნავს, როცა იცი, რომ ყველა ერთმანეთთან კოორდინაციაშია. ვცდილობთ, ერთობლივად ვიმოქმედოთ. შევქმენით „სინათლის საბჭოც“ სწორედ იმიტომ, რომ უფრო მჭიდრო კომუნიკაცია გვქონოდა და შეთანხმებულად გვემოქმედა.

ამ ერთი წლის განმავლობაში, მგონია, უფრო მეტად დავაფასეთ ერთმანეთის შრომაც. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ყველას ჩვენი უნიკალური როლი და ფუნქცია გვაქვს ამ საზოგადოებაში და სწორედ ეს უნიკალურობა გვძენს მნიშვნელობას.

გულისამაჩუყებელია ის ერთგულება, რაც ამ რთულ დროს ჟურნალისტებმა გამოავლინეს პროფესიისა და, შესაბამისად, საზოგადოების მიმართ.

ან ერთად გადავრჩებით, ან ერთად გავქრებით – ალბათ, ეს რწმენაა, რაც გვაიძულებს, ვიზრუნოთ იმ წევრებზე, რომელთაც უფრო მეტად სჭირდებათ დახმარება. სულ ვიცით, ვის რა პრობლემა აქვს და ვცდილობთ დახმარებას.

ვამაყობთ იმით, რომ დიდი წნეხისა და რეპრესიების მიუხედავად, არცერთი მედია არ გადასულა საზღვარგარეთ სამუშაოდ. ჩვენ ყველანი ვრჩებით ქვეყანაში და ვაგრძელებთ საზოგადოებისთვის მუშაობას. მიუხედავად იმისა, რომ ეს უდიდეს ძალისხმევას მოითხოვს.

„სინათლისთვის“ გადარიცხული თითოეული ლარი ან ამ ერთობის გაძლიერებისთვის შეტანილი ნებისმიერი წვლილი უდიდესი ძალაა. გადარიცხვის დროს დანიშნულებაში რას გვიწერენ, იმასაც კი გაფაციცებით ვკითხულობთ და უსაზღვრო ბედნიერებას გვანიჭებს თითოეული გამამხნევებელი სიტყვა“.

ნატა ძველიშვილი

ინდიგო • Indigoს დირექტორი

#სინათლის1წელი
#სინათლეარჩაქრება

„„სინათლე მედია“ ჩვენთვის, პირველ რიგში, კრიზისის დროს ერთიანობის მნიშვნელობისა და სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვე...
31/08/2026

„„სინათლე მედია“ ჩვენთვის, პირველ რიგში, კრიზისის დროს ერთიანობის მნიშვნელობისა და სოლიდარობის თვალსაჩინო მაგალითია.

ჩვენი რედაქციის ჟურნალისტები ამ პროცესს სწორედ ასე ვუყურებთ, როგორც რთულ პერიოდში გაერთიანებას, ერთმანეთის მხარდაჭერასა და საერთო მიზნის გარშემო შეკრებას.

ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია პროფესიული სოლიდარობა და თანამშრომლობა მაშინ, როდესაც მედიის წინაშე სერიოზული გამოწვევები დგას."

ინგა ირიციანი

TOK2Region-ის ჟურნალისტი

#სინათლე1წლის
#სინათლეარცაქრება

„დამოუკიდებელი მედია დღეს მხოლოდ საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების, საჯარო სამსახურების გამჭვირვალობის, საკანონმდე...
31/08/2026

„დამოუკიდებელი მედია დღეს მხოლოდ საზოგადოების მიუკერძოებლად ინფორმირების, საჯარო სამსახურების გამჭვირვალობის, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესების, ადამიანების ძირეული უფლებების დაცვისა თუ მედიის ეთიკურობისთვის კი არ იბრძვის, მას ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება, გაქრობის პირასაა და გადარჩენისთვის იბრძვის!

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ მედიაორგანიზაციების გადარჩენა, რომლებიც წლებია, არ ღალატობენ ჟურნალისტურ პრინციპებს, პატივს სცემენ პროფესიულ ეთიკას და უმკლავდებიან კონფორმიზმის ცდუნებებს.

ამ ტოქსიკურ, გამანადგურებელ გარემოში მათი არსებობა, შენარჩუნება მინიმალურად მაინც, დასავლური ღირებულებების დაცვისა და რუსული ექსპანსიის ხელშეშლის ერთ-ერთი გზაა.

არსებობისთვის, სუნთქვისთვის ჰაერის მოსაპოვებლად, ჩვენი, საზოგადოების, ჩვენი გონიერი აუდიტორიისა და საქართველოს მომავალზე, მის ბედზე დაფიქრებული მეგობრების ერთობა გადამწყვეტია; ამაზე მნიშვნელოვანი რა უნდა იყოს?!“

ია მამალაძე

GURIA NEWS-ის დამფუძნებელი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

„სინათლე მედიამ“ შექმნა ბრძოლის განსხვავებული მეთოდი. ეს არის სხვაობა ჩვენსა და რუსებს, ჩვენსა და ბელარუსებს შორის, თუნდ...
27/08/2026

„სინათლე მედიამ“ შექმნა ბრძოლის განსხვავებული მეთოდი. ეს არის სხვაობა ჩვენსა და რუსებს, ჩვენსა და ბელარუსებს შორის, თუნდაც.

ჩვენ საკმარისად ადრე შევძელით გაერთიანება და სოლიდარობა, რამაც ქართული დამოუკიდებელი მედია ამ დრომდე გადაარჩინა.

„აი, ფაქტისთვის“ ამ ერთობას არა იმდენად ფინანსური, რამდენადაც მორალურად გადარჩენის მნიშვნელობა ჰქონდა. „სინათლე“ ჩვენთვის ბრძოლის გაგრძელების დიდ მოტივაციად იქცა."

ნინო ბაქრაძე

აი, ფაქტი • ifact.geს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი მედიები ერთად ვიდგეთ. როდესაც გარემო ...
27/08/2026

„ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დავინახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ დამოუკიდებელი მედიები ერთად ვიდგეთ. როდესაც გარემო რთულდება, ყველაზე ცუდი განცდა მარტო დარჩენაა. „სინათლე მედიამ“ სწორედ ეს განცდა გაგვიქრო - დაგვანახა, რომ ერთი გუნდის ნაწილი ვართ, რომელსაც ერთი მიზანი აქვს: საზოგადოებას არ მოაკლდეს თავისუფალი და პასუხისმგებლიანი ჟურნალისტიკა.

მაშინ როდესაც დამოუკიდებელი მედიების გაჩუმებისა და გაჩერების საფრთხე დადგა, „სინათლე მედიამ“ ეს საფრთხე ჩააქრო. ამ გაერთიანების ძალა მხოლოდ ფინანსებში არ არის. მისი ყველაზე დიდი ღირებულება სოლიდარობაა.

„სინათლე მედიის“ მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა რედაქცია, ოფისი, თანამშრომლები და, რაც მედიისთვის ყველაზე ძვირფასია – არ შეგვეწყვიტა საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კონტენტის შექმნა.

„ქუთაისიპოსტი“ მხოლოდ სიახლეების გამოქვეყნებისთვის არ არსებობს. ჩვენი საქმეა, ვიყოთ იმ ადამიანების ხმა, ვისაც ხშირად არავინ უსმენს; დავსვათ საჭირო კითხვები, მოვითხოვოთ პასუხები, გავაშუქოთ პრობლემები და არ მივატოვოთ თემა, სანამ შედეგს არ მივაღწევთ.

ამიტომ, ჩვენთვის „სინათლე მედიის“ მხარდაჭერა მხოლოდ ფინანსური დახმარება არ არის. ეს არის რწმენა, რომ ჩვენს საქმეს აზრი აქვს, რომ რეგიონული ჟურნალისტიკა აუცილებელია და რომ ამ ბრძოლაში მარტო არ ვართ“.

თეა ზიბზიბაძე

Kutaisipost • ქუთაისიპოსტის დირექტორი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

„სინათლე მედიამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა ერთობაშია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაერთიანებამ მ...
26/08/2026

„სინათლე მედიამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალა ერთობაშია და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც ამ გაერთიანებამ მოიტანა.

გარდა იმისა, რომ კამპანია მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი მედიის გადარჩენისთვის, დავრწმუნდით, რომ შეგვიძლია გაერთიანება, რესურსების განაწილება და ბრძოლა თავისუფლებისთვის; რომ სინამდვილეში იმაზე მეტნი და ძლიერები ვართ, ვიდრე რეპრესიულ რეჟიმს ჰგონია; რომ მიუხედავად ჩვენი გაჩუმების მცდელობისა, გავაგრძელებთ ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისა და თითოეული მოქალაქის უფლებისთვის – ხელი მიუწვდებოდეს სიმართლეზე, გადამოწმებულ და სანდო ინფორმაციაზე“.

ხატია ღოღობერიძე

აპრილი • Apriliს თანადამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

„სისტემამ ჩართო ძალიან ბევრი კომპონენტი, სადაც თავს გარკვეულწილად უძლურად გრძნობ – ტექნიკურად უძლურად, იმიტომ, რომ იდეოლ...
26/08/2026

„სისტემამ ჩართო ძალიან ბევრი კომპონენტი, სადაც თავს გარკვეულწილად უძლურად გრძნობ – ტექნიკურად უძლურად, იმიტომ, რომ იდეოლოგიურად ძალიან ძლიერი ხარ და იცი, რასაც აკეთებ. მაგრამ, როდესაც ამ ყველაფერში, ამ ბრძოლაში ხარ ჩართული და მარტო ხარ (არა ფიზიკურად, არამედ ორგანიზაციულად), არ იცი, რა გააკეთო, როგორი გამოსავალი იპოვო.

მგონია, რომ მედიებმა „სინათლის“ გაერთიანების ფარგლებში, განსაკუთრებით კი რეგიონულებმა, დავინახეთ სოლიდარობისა და მხარდაჭერის იმედი. ვგრძნობთ, რომ განსაკუთრებულები ვართ. ვგრძნობთ, რომ ერთმანეთის იმედი გვაქვს და ერთობლივად შეგვიძლია პრობლემებთან გამკლავება, ერთმანეთის დახმარება. ვიცით, რომ თანაბრად რთულ მდგომარეობაში ვართ.

ადრე ტრენინგებიც კი ასე გვქონდა: ცალ-ცალკე ტარდებოდა რეგიონული და ცენტრალური მედიისთვის.

დღეს „სინათლე“ არის ისეთი გაერთიანება, რომელმაც ტერიტორიული საზღვრები არ იცის და ამ გაერთიანების ნაწილად ყოფნა ძალიან დიდ ძალას გვაძლევს.

ვიცით, რომ მარტონი არ ვართ. მიუხედავად იმისა, რომ იმ რეგიონში, სადაც ვართ, ფიზიკურად კვლავაც მარტო ვრჩებით, იდეოლოგიურად ჩვენ გვერდით 21 ორგანიზაცია დგას“.

კამილა მამედოვა

Radio Marneuli 96.9 FM/ რადიო მარნეული 96.9 FM-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

„სამხრეთის კარიბჭისთვის“ „სინათლე მედია“ ნიშნავს, რომ ამ მძიმე პერიოდში მარტო არ ვართ. როდესაც დამოუკიდებელი მედია ყოველ...
25/08/2026

„სამხრეთის კარიბჭისთვის“ „სინათლე მედია“ ნიშნავს, რომ ამ მძიმე პერიოდში მარტო არ ვართ. როდესაც დამოუკიდებელი მედია ყოველდღიურად ფინანსურ, პროფესიულ თუ სხვა ტიპის გამოწვევებს აწყდება, ძალიან მნიშვნელოვანია იმის შეგრძნება, რომ შენ გვერდით არიან ადამიანები და მედიები, რომელთაც იგივე ღირებულებები აერთიანებს.

გასულ წელს, როდესაც „სამხრეთის კარიბჭე“ ოფისის დახურვის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, სწორედ „სინათლე მედიის“ მხარდაჭერამ მოგვცა შესაძლებლობა, შეგვენარჩუნებინა სამუშაო სივრცე და გაგვეგრძელებინა საქმიანობა.

იმ პერიოდში, როდესაც ფინანსური სირთულეები განსაკუთრებით მწვავე იყო, კამპანიის ფარგლებში მიღებულმა მხარდაჭერამ თანამშრომლების ხელფასების გაცემაშიც გადამწყვეტი როლი ითამაშა.

ეს მხოლოდ ფინანსური დახმარება არ ყოფილა – ეს იყო რწმენა, რომ ჩვენი შრომა და ჩვენი არსებობა მნიშვნელოვანია.

სწორედ ასეთი ერთიანობა გვაძლევს ძალას, მიუხედავად ყველა სირთულისა, გავაგრძელოთ ჩვენი საქმის კეთება.

გულო კოხოძე

სამხრეთის კარიბჭე / Sknews.geს დირექტორი

#სინათლე1წლის
#სინათლეარჩაქრება

"როდესაც დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ასეთი კოალიცია ქმნის დაცულობისა და ძალის განცდას. ერთიანობა მნიშვნელოვანი...
24/08/2026

"როდესაც დამოუკიდებელ მედიას საფრთხე ემუქრება, ასეთი კოალიცია ქმნის დაცულობისა და ძალის განცდას.

ერთიანობა მნიშვნელოვანია მაშინაც, როცა ერთ მედიას უტევენ ან რესურსებს უზღუდავენ და ქსელის სხვა წევრები მის გვერდით დგანან.

ეს გაერთიანება აუცილებელია, რომ ქვეყანაში დამოუკიდებელი სიტყვა გადარჩეს."

გიორგი გოგუა

64-ის თანადამფუძნებელი

#სინათლის1წელი
#სინათლეარჩაქრება

Address

16 Geronti Kikodze St
Tbilisi
0105

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Sinatle Media • სინათლე მედია posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share