საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory
Call Directions Website Contact the organization

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory, Nonprofit Organization, Tbilisi.

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიზანია ხელი შეუწყოს საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის გააზრებას. ორგანიზაციას სურს შექმნას თავისუფალი სააზროვნო და სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.

24/10/2026

სოვლაბის კლიპი უნგრეთის 1956 წლის რევოლუციის და საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ უნგრელი ხალხის ბრძოლის შესახებ

🚀 ქეთი ჩართოლანის “ქართული უტოპია: საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა” 📚 წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის დღ...
20/10/2026

🚀 ქეთი ჩართოლანის “ქართული უტოპია: საბჭოთა სამეცნიერო ფანტასტიკური მწერლობა”
📚 წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის დღეებზე
📅 30 ოქტომბერი - 1 ნოემბერი
📍 ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118

გელოდებით!

🔴 განახლებული ტირაჟი!საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქალებისა და მათი შთამომავლების მიერ მოთხრობილი ზეპირი ისტორიების...
19/10/2026

🔴 განახლებული ტირაჟი!

საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული ქალებისა და მათი შთამომავლების მიერ მოთხრობილი ზეპირი ისტორიების კრებული.

გელოდებით თბილისის წიგნის დღეებზე!
30 ოქტომბერი - ნოემბერი. ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118, თბილისი.

18/10/2026

“დაკარგული ისტორია: მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ”

წიგნის შეძენას შეძლებთ თბილისის წიგნის დღეებზე 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით.

მისამართი: ექსპო ჯორჯია, წერეთლის 118

📓30 Oct - 1 Nov📍Tsereteli ave. 118, Expo Georgia
17/10/2026

📓30 Oct - 1 Nov
📍Tsereteli ave. 118, Expo Georgia

შეგროვდა ✅სოვლაბი მადლობას უხდის ყველა იმ გულშემატკივარს და მეგობარს, რომლებიც ამ რთულ დროში მხარში უდგანან ორგანიზაციას...
16/10/2026

შეგროვდა ✅
სოვლაბი მადლობას უხდის ყველა იმ გულშემატკივარს და მეგობარს, რომლებიც ამ რთულ დროში მხარში უდგანან ორგანიზაციას და მონაწილეობენ ისტორიული წყაროების გადარჩენაში ❤

📷 ფოტოარქივი სოვლაბის განკარგულებაშია. დამუშავებისა და დიგიტალიზაციის კვალდაკვალ, მასში თავმოყრილ უნიკალურ მასალებს, სხვადასხვა ფორმატში გავუზიარებთ საზოგადოებას.

სოვლაბს თქვენი - გულშემატკივრების დახმარება სჭირდება!

დღევანდელ საქართველოში რეჟიმის მიერ შექმნილი რეპრესიული გარემოს წყალობით, ჩვენი ფინანსური რესურსები უკიდურესად შეზღუდულია, თუმცა კვლავ განვაგრძობთ კვლევას, საგანმანათლებლო მუშაობასა და დოკუმენტური წყაროების გადარჩენას.

ამჯერად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 1970-1980-იანი წლების საბჭოთა თბილისის და სხვა სივრცეების ყოფა-ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოარქივი შევიძინით და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რისთვისაც 1900 ლარის მობილიზება გვჭირდება.

თქვენი აქტიური თანადგომის და შემოწირულობების იმედი გვაქვს.



მიმღები: ირაკლი ხვადაგიანი
დანიშნულება: ფოტოარქივი

სოვლაბს თქვენი - გულშემატკივრების დახმარება სჭირდება!დღევანდელ საქართველოში რეჟიმის მიერ შექმნილი რეპრესიული გარემოს წყა...
30/09/2026

სოვლაბს თქვენი - გულშემატკივრების დახმარება სჭირდება!

დღევანდელ საქართველოში რეჟიმის მიერ შექმნილი რეპრესიული გარემოს წყალობით, ჩვენი ფინანსური რესურსები უკიდურესად შეზღუდულია, თუმცა კვლავ განვაგრძობთ კვლევას, საგანმანათლებლო მუშაობასა და დოკუმენტური წყაროების გადარჩენას.

ამჯერად, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა 1970-1980-იანი წლების საბჭოთა თბილისის და სხვა სივრცეების ყოფა-ცხოვრების ამსახველი უნიკალური ფოტოარქივი შევიძინით და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ, რისთვისაც 1900 ლარის მობილიზება გვჭირდება.

თქვენი აქტიური თანადგომის და შემოწირულობების იმედი გვაქვს.



მიმღები: ირაკლი ხვადაგიანი
დანიშნულება: ფოტოარქივი

🕯️🇬🇪 ვაგრძელებთ 1924 წლის აჯანყებისას საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილი საქართველოს დამფუძნებელი კრების ...
28/09/2026

🕯️🇬🇪 ვაგრძელებთ 1924 წლის აჯანყებისას საბჭოთა რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ დახვრეტილი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრთა გახსენებას. დღეს ვიხსენებთ ვალიკო ჯუღელს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი საკვანძო პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერს, როლის ბიოგრაფიაც უშუალოდ უკავშირდება სოხუმსა და აფხაზეთს.

🎓 ვალიკო ჯუღელმა სოხუმის გიმნაზია დაამთავრა 1912 წელს.

⚔️ 1917 წლის 12 დეკემბერს, მისი ხელმძღვანელობით, ახლაშექმნილმა სახალხო გვარდიან დაიკავა თბილისის არსენალი რითაც ქალაქი გაბოლშევიკებული რუსული ჯარის მიერ დაკავებას გადაარჩინა.

🇬🇪 1918 წლის გაზაფხულზე, ჯუღელის სარედლობით მოქმედმა გვარდიამ, აფხაზურ ასეულთან ერთად, დაამარცხა და აფხაზეთიდან განდევნა ბოლშევიკები. მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, 17 მაისს, ჯუღელი სოხუმიში თეთრ ცხენზე ამხედრებული შეუძღვა ქართულ ძალებს.

🐎⚔️ 1919 წლის გაზაფხულზე ჯუღელის სარდლობით განხორციელებული კონტრშეტევის შედეგად, საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაამარცხა და გაგრის ოლქიდან განდევნა გენერალ ანტონ დენიკინის მოხალისეთა არმია და ეს მხარე საქართველოს დაუმკვიდრა. 1919 წლის კონტრსეტევა იქცა ისტორიაში ერთადერთ პრეცედენტად როცა საქართველომ რუსეთს ძალით დაათმობინა ტერიტორია.

🎖️ ვალიკო ჯუღელი პირველი რესპუბლიკის გადატანილ პრაქტიკულად ყველა ომში უშუალოდ მონაწილეობდა. 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომისას, დაიჭრა ოსიაურში.

⛓️ 1921 წლიდან ვალიკო ჯუღელი ემიგრაციაში წავიდა, საიდანაც ანტისაბჭოთა აჯანყების მოსაწყობად 1924 წელს დაბრუნდა. ვალიკო ჯუღელი 1924 წლის 30 აგვისტოს თბილისში დახვრიტეს.

🥀🕯️ საბჭოთა რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ 1924 წლის აჯანყების გამო, საბჭოთა რუსულმა ხელისუფლებამ, შურისძიების მიზნით დახვრიტა დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი პოლიტიკოსები, ოფიცრები, სასულიერო პირები, მუშები, გლეხები, მასწავლებლები, სტუდენტები და მოსწავლეები.

📓 უცნობი ფოტოგრაფის ფოტოალბომი ჩვენი არქივიდან🎞️ Photo album by an unknown photographer from our archive
18/09/2026

📓 უცნობი ფოტოგრაფის ფოტოალბომი ჩვენი არქივიდან
🎞️ Photo album by an unknown photographer from our archive

17/09/2026

💥‼️მეორე მსოფლიო ომი სტალინმა და ჰიტლერმა ერთად დაიწყეს. სამი წლის განმავლობაში ისინი მოკავშირეები იყვნენ.

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:30 - 22:00
Tuesday 09:30 - 22:00
Wednesday 09:30 - 22:00
Thursday 09:30 - 22:00
Friday 09:00 - 22:00
Saturday 11:00 - 19:00
Sunday 11:00 - 19:00

Telephone

+995593785901

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია Soviet Past Research Laboratory:

Shortcuts

Share