საზოგადოება ივერიისა

Directions Website

საზოგადოება ივერიისა Contact information, map and directions, contact form, opening hours, services, ratings, photos, videos and announcements from საზოგადოება ივერიისა, Nonprofit Organization, Freedom Square 4, Tbilisi.

07/10/2026

მარტვილის ენკოლპიონი ✨
საუბრები საგანძურზე - მესამე გადაცემა 🎙️

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე მარტვილის ენკოლპიონის (გულზე სატარებელი ხატი) ისტორიულ-კულტურულ და ღვთისმეტყველურ მნიშვნელობას მიმოიხილავს.

„საუბრები საგანძურზე“ „საზოგადოება ივერიისას“ საგანმანათლებლო პროექტია. ის გაგაცნობთ მდიდარ მემკვიდრეობას, რომელიც წარმოდგენილია „საზოგადოება ივერიისას“ და საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობით გამოცემულ ნაშრომში „შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძური“.

▶️ სრული გადაცემის ბმული და წიგნის ელექტრონული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ კომენტარებში.

#საუბრებისაგანძურზე #მარტვილისენკოლპიონი #საზოგადოებაივერიისა #ეროვნულისაგანძური #ეროვნულიმუზეუმი

📚 ივერიისას თაროდან · ხელნაწერის ამბავიქართველები იმ იშვიათ ერებს შორის არიან, რომლებიც ქრისტიანობას საკუთარი დამწერლობი...
06/10/2026

📚 ივერიისას თაროდან · ხელნაწერის ამბავი

ქართველები იმ იშვიათ ერებს შორის არიან, რომლებიც ქრისტიანობას საკუთარი დამწერლობით შეეგებნენ. თხუთმეტი საუკუნის განმავლობაში ქართველი ბერები და მწიგნობრები წერდნენ, თარგმნიდნენ და ინახავდნენ წიგნებს: იერუსალიმსა და ათონზე, კონსტანტინოპოლსა და სინას მთაზე.

ამ წიგნების ყველაზე დიდი კოლექცია დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. მისი საუკეთესო ნიმუშები, V საუკუნიდან XIX საუკუნემდე, საზოგადოება ივერიისას ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ერთ გამოცემაში გაერთიანდა: „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“. წიგნი გამოიცა ქართულ და ინგლისურ ენებზე.

ყოველ ხელნაწერს თავისი ამბავი აქვს: ვინ დაწერა, როგორ გადარჩა, რა საიდუმლოს ინახავს.

ამ ამბებს ყოველკვირეულად მოგიყვებით.

გამოცემა შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ჩვენი ვებგვერდიდან: iveriisa.ge/ka/books

30/09/2026

✨ანჩისხატი - სასწაულთმოქმედი სიწმინდე
„საუბრები საგანძურზე“ • მეორე ,სრული გადაცემა

ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე სასწაულთმოქმედი ანჩისხატის ისტორიასა და მის სულიერ მნიშვნელობაზე საუბრობს. ასევე მოგვითხობს თამარ მეფის, სასულიერო პირებისა და მეცნიერების იმ განსაკუთრებულ ღვაწლზე, რომლის წყალობითაც ხელთუქმნელმა ხატმა ჩვენამდე მოაღწია.

✨ გადაცემაში მოისმენთ:
🔹 სად მოიხსენიება პირველად ანჩისხატი?
🔹 როგორ აღმოჩნდა ის საქართველოში?
🔹 რას გვიყვება ანჩისხატზე არსებული წარწერები?

შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული საგანძურის შესახებ გადაცემების სანახავად გამოიწერეთ ჩვენი იუთუბ არხი.

🔗 ლინკი იხილეთ კომენტარებში.

📚 ივერიისას თაროდანსაზოგადოება ივერიისა იცავს და აცოცხლებს ეროვნულ საგანძურს, ქართულ ხელნაწერებს და გამოსცემს უნიკალურ წ...
28/09/2026

📚 ივერიისას თაროდან

საზოგადოება ივერიისა იცავს და აცოცხლებს ეროვნულ საგანძურს, ქართულ ხელნაწერებს და გამოსცემს უნიკალურ წიგნებს.

ამ წიგნებში საქართველოს ისტორია, რწმენა და კულტურაა შემონახული. ამიტომ ახალ რუბრიკაში, „ივერიისას თაროდან", მათში თავმოყრილ ისტორიებს თქვენც გაგიზიარებთ.

რუბრიკას ვიწყებთ წიგნით „აფხაზეთი". მასში წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობა, ქვის ხანის იარაღიდან ასი წლის წინ გადაღებულ ფოტოებამდე. წიგნი გამოსაცემად მოამზადა ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა დინარა ვაჩნაძემ. გამოცემა სამ ენაზეა: ქართულად, აფხაზურად და ინგლისურად.

გამოცემა შეგიძლიათ უფასოდ ჩამოტვირთოთ ჩვენი ვებგვერდიდან: iveriisa.ge/ka/books

📖 „აფხაზეთი" (2021) · საქართველოს ეროვნული მუზეუმი · გამოიცა საზოგადოება ივერიისას მხარდაჭერით

აფხაზეთის საგანძური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმიდან და მისი შემოგარენიდან არაერთი ექსპონატი ინახება. დღეს რამდენი...
27/09/2026

აფხაზეთის საგანძური

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში სოხუმიდან და მისი შემოგარენიდან არაერთი ექსპონატი ინახება. დღეს რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ: XI–XII საუკუნეების წმ. ეკატერინეს მოოქრულ ხატს, ბესლეთის ხიდისა და ზღვისპირა ქალაქის ძველ ფოტოებს.

📖 „საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანძური. აფხაზეთი“ · გამოიცა „საზოგადოება ივერიისას“ მხარდაჭერით

#სოხუმი #აფხაზეთი #აფხაზეთისსაგანძური #საზოგადოებაივერიისა

გილოცავთ ჯვართამაღლებას!მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ...
26/09/2026

გილოცავთ ჯვართამაღლებას!

მართლმადიდებელი სამყარო დღეს ჯვართამაღლებას ზეიმობს. იესოს ცხოველმყოფელი ჯვრის ამაღლება სულიერი ამაღლების მაგალითია ყოველი ქრისტიანისთვის.

უფლის ცხოველმყოფელი ჯვრის მადლი და ძალა გფარავდეთ თქვენ და ჩვენს სამშობლოს! 🙏✨

25/09/2026

📜 სასწაულთმოქმედი ანჩისხატი✨
საუბრები საგანძურზე - მეორე გადაცემა 🎙️

„ანჩისხატი ფასდაუდებელი ძეგლია ქართული შუა საუკუნეების ხელოვნებისა... მთელი მუზეუმია ჩვენს წინაშე ლითონმქანდაკებლობის ხელოვნებისა და სრულიად უნიკალური ენკაუსტიკური მხატვრობა. ამ ხატს ბადალი ჩვენს საგანძურში ამ მხრივ არ მოეპოვება და არა მხოლოდ ჩვენს საგანძურში, ის არის უმნიშვნელოვანესი ძეგლი მსოფლიო ქრისტიანული ხელოვნებისა.“ - ნანა ბურჭულაძე

გადაცემათა ციკლის მეორე ეპიზოდში ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი, პროფესორი ნანა ბურჭულაძე მიმოიხილავს სასწაულთმოქმედი ანჩისხატის ისტორიულ-კულტურულ მნიშვნელობას.

▶️ სრული გადაცემის ბმული პირველ კომენტარშია.

#საუბრებისაგანძურზე #ანჩისხატი #საზოგადოებაივერიისა #ეროვნულისაგანძური

23/09/2026

🎬 „საუბრები საგანძურზე“ - პირველი სრული გადაცემა

მოუსმინეთ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორ, პროფესორ ნანა ბურჭულაძეს, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ქრისტიანული ხელოვნების საგანძურის ისტორიაზე საუბრობს.

გადაცემაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ექვთიმე თაყაიშვილის, გიორგი ჩუბინაშვილის, შალვა ამირანაშვილის და სხვა ქართველი მეცნიერების ღვაწლს 🤍

👇 გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, ბმული კომენტარებშია.

#საზოგადოებაივერიისა #საუბრებისაგანძურზე #ნანაბურჭულაძე

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ერთ-ერთია იმ 12 საუფლო დღესასწაულთაგან, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ღვთი...
21/09/2026

ღვთისმშობლის შობის დღესასწაული ერთ-ერთია იმ 12 საუფლო დღესასწაულთაგან, რომლებსაც მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს. ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოში მისადმი მიძღვნილი არაერთი უძველესი და გამორჩეული ხატი არსებობს.

გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი: ფოტოებში ნახავთ ხახულის, წილკნის, მარტვილისა და აწყურის ხატებს, რომლებმაც საუკუნეების განმავლობაში შემოინახეს ქართველი ხალხის რწმენა და სიყვარული ღვთისმშობლის მიმართ.✨

Address

Freedom Square 4
Tbilisi

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საზოგადოება ივერიისა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Shortcuts

Share