B4G • Business for Growth

Call Directions Website Contact the organization

B4G • Business for Growth ერთად ზრდისა და წარმატებისთვის! BPN Georgia - ძლიერი მეწარმეობისთვის საქართველოში!
(1)

BPN Georgia არის შვეიცარიული ორგანიზაციის (BPN) წარმომადგენლობა საქართველოში, რომელიც გთავაზობთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების 2 წლიან პროგრამას.
პროგრამის ფარგლებში მიიღებთ:
• თქვენზე მორგებულ ინდივიდუალურ ბიზნეს ქოუჩინგებს/კონსულტაციებს ქართველი და შვეიცარიელი ესპერტებისგან;
• პრაქტიკაზე ორიენტირებულ ბიზნეს ტრენინგებს და სემინარებს (საერთაშორისო და ადგილობრივ მაგალითებზე დაყრდნობით);
• თქვენი ბიზნესის ცნობადობის ამაღლებას (პუბლიკაციები, ვიდეორგოლები, გამოფენა-გაყიდვები და ა. შ.);
• ნეთვორქინგის შესაძლებლობას სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენლებთან.

პროგრამის 95% თანადაფინანსებულია შვეიცარიული ფონდის - BPN მიერ.

შეიძლება პირველივე ცდით მიზანს ვერ მიაღწიო, მაგრამ მასთან უფრო ახლოს მიხვიდე. 🎯არ შეჩერდე. B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად ...
26/10/2026

შეიძლება პირველივე ცდით მიზანს ვერ მიაღწიო, მაგრამ მასთან უფრო ახლოს მიხვიდე. 🎯

არ შეჩერდე.

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡

ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი. 🧡წარმატებები!  EasyProcurement - მარტივი შესყიდვებ...
22/10/2026

ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების მხარდამჭერი. 🧡

წარმატებები! EasyProcurement - მარტივი შესყიდვები

🎟️ ბილეთების შეძენას შეძლებთ ბმულზე: https://tkt.ge/ProcurementConference2026

🤝 Procurement Conference 2026-ის პარტნიორიაB4G • Business for Growth
📅 11 ნოემბერი, 2026
🎟️ ბილეთები: https://tkt.ge/ProcurementConference2026

🤝 B4G • Business for Growth is a partner of Procurement Conference 2026!
📅 November 11, 2026
🎟️ Tickets: https://tkt.ge/ProcurementConference2026

აქციე გამოწვევა  ზრდის შესაძლებლობად. 🌱B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡
19/10/2026

აქციე გამოწვევა ზრდის შესაძლებლობად. 🌱

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡

პარტნიორებთან ზეპირი შეთანხმება, თანამშრომლებთან გაურკვეველი პირობები და ზოგადი მიდგომა  „ხელშეკრულება მერე იყოს“  ნაცნო...
12/10/2026

პარტნიორებთან ზეპირი შეთანხმება, თანამშრომლებთან გაურკვეველი პირობები და ზოგადი მიდგომა „ხელშეკრულება მერე იყოს“ ნაცნობი სცენარია, არა? 🤔 სწორედ ასეთი საკითხების უყურადღებოდ დატოვება უქმნის ბიზნესს ზრდის ეტაპზე სერიოზულ რისკს.

სწორედ ამიტომ, B4G-ის წევრმა, ნიკა მაღედანმა (KNM Advisory -ის დამფუძნებელმა), ბიზნეს ასოციაციის წევრებს ამ თემასთან დაკავშირებით საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარა.

აქტუალურ თემასთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული გამოცდილების გაზიარებაა - სწორედ ეს არის B4G-ის მთავარი იდეა: ერთმანეთის ცოდნითა და გამოცდილებით ერთად ზრდა.⚡️

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡

Meta Business Manager ვორქშოპი - პრაქტიკული შეხვედრა მათთვის, ვისაც სურს Meta-ს ბიზნეს გარემო სწორად, უსაფრთხოდ და პროფე...
10/10/2026

Meta Business Manager ვორქშოპი - პრაქტიკული შეხვედრა მათთვის, ვისაც სურს Meta-ს ბიზნეს გარემო სწორად, უსაფრთხოდ და პროფესიონალურად ჰქონდეს აწყობილი.

ვორქშოპზე გავივლით:
🔸ბიზნეს პორტფოლიოს შექმნასა და სწორად გამართვას
🔸Facebook გვერდისა და Instagram ანგარიშის დამატებას და ერთმანეთთან დაკავშირებას
🔸სარეკლამო ანგარიშის შექმნასა და სწორ კონფიგურაციას
🔸ბიზნეს ინფორმაციის შევსებას და მონაცემების მოწესრიგებას
🔸დომენის დამატებასა და სწორად განთავსებას
🔸მფლობელობისა და წვდომების სწორად მართვას
🔸მომხმარებლებისა და პარტნიორებისთვის წვდომების უსაფრთხოდ განაწილებას
🔸ბიზნეს აქტივების ერთ სისტემაში სწორად ორგანიზებას

ვორქშოპის მიზანია, ზუსტად იცოდე, როგორ უნდა იყოს აწყობილი შენი ბიზნესის Meta გარემო, სად რა უნდა იყოს განთავსებული და როგორ უნდა მართო ყველაფერი სწორად ერთ სივრცეში.

👩‍🏫 სპიკერი: სალომე დვალიძე

📍 ფორმატი: Online | თეორია + პრაქტიკა

⏱ ხანგრძლივობა: 2 საათი

💰 ღირებულება: 40 ლარი (B4G-ის წევრებისთვის მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება)

💻 მომზადება: პრაქტიკული ნაწილისთვის თან იქონიეთ ლეპტოპი და წვდომა თქვენს Facebook ბიზნეს გვერდზე.

📥 რეგისტრაცია: https://forms.gle/YXpJFHJmCm3gwxtg6

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🚀

📍 B4G-ის წევრების უკუკავშირიზოგჯერ ფილმის ნახვა ბევრად მეტია, ვიდრე გვგონია, მითუმეტეს, როდესაც ამას სხვებთან ერთად ვაკე...
06/10/2026

📍 B4G-ის წევრების უკუკავშირი

ზოგჯერ ფილმის ნახვა ბევრად მეტია, ვიდრე გვგონია, მითუმეტეს, როდესაც ამას სხვებთან ერთად ვაკეთებთ.

ამჯერადაც ასე იყო - B4G-ის წევრებმა ერთად ვნახეთ და განვიხილეთ ფილმი. ერთმანეთის მოსმენამ, განსხვავებული ხედვების გაზიარებამ და იდეების გაცვლამ ახალი პერსპექტივების აღმოჩენის შესაძლებლობა მოგვცა. ✨

გიზიარებთ ერთ-ერთი მონაწილის შთაბეჭდილებას:

💬 „ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ დამაფიქრა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, სხვისი აზრის მიღება და იდეების გაზიარება. შეიძლება ერთი ადამიანის იდეა იყოს დასაწყისი, მაგრამ გუნდში სხვადასხვა ხედვის გაერთიანებამ მას კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობები მისცეს.“ ❤️🙌

სწორედ ასეთი შეხვედრები გვახსენებს, რომ განვითარება მხოლოდ ახალი ცოდნის მიღებას არ ნიშნავს - ის ასევე ერთმანეთის მოსმენას, განსხვავებული პერსპექტივების აღმოჩენასა და ერთად ახალი შესაძლებლობების შექმნას გულისხმობს.

სწორედ ასეთი გარემოსა და ღირებულებების შექმნისთვის არსებობს B4G.

მადლობა თითოეულ მონაწილეს, ვინც ამ სივრცეს საკუთარი გამოცდილებითა და ენერგიით ქმნის ჩვენთან ერთად. 🤝

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡

ბიზნესის ზრდა ლიდერის საკუთარ თავთან შეხვედრით იწყება! 🧭​ნებისმიერი სტრატეგიული ნაბიჯის უკან დგას ლიდერი მისი შინაგანი მ...
02/10/2026

ბიზნესის ზრდა ლიდერის საკუთარ თავთან შეხვედრით იწყება! 🧭

​ნებისმიერი სტრატეგიული ნაბიჯის უკან დგას ლიდერი მისი შინაგანი მდგომარეობით, ღირებულებებითა და იმ უხილავი ბარიერებით, რომლებიც ხშირად ლიმიტს გვიწესებენ.

​ვორქშოპზე - „ლიდერის შინაგანი კომპასი“ სწორედ ამ სიღრმეებში ჩავედით.

​ეს იყო გულწრფელი, ღრმა და ინტერაქციული პროცესი, სადაც თითოეულმა მონაწილემ შეძლო:

▪️ შინაგანი აღმოჩენების გაკეთება და ამის მკაფიო, პრაქტიკულ სამოქმედო ნაბიჯებად გარდაქმნა;

▪️ იმ ფოკუსის დანახვა, რომელიც მდგრადი განვითარების წინაპირობაა.

​მადლობა თითოეულ მონაწილეს ნდობისა და გამბედაობისთვის.🧡

როცა ლიდერი მზადაა თვალი გაუსწოროს საკუთარ თავს, ბიზნესის ზრდა გარდაუვალი ხდება!✨️

​გისურვებთ საჭირო, გაბედულ სვლებს იმ მიმართულებით, რასაც თქვენი შინაგანი კომპასი გიჩვენებთ! 🚀

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🧡

⚖️ ბიზნესი იზრდება, მაგრამ რამდენად გამართულია ის წესები, რომლითაც ყოველდღიურად შენ მას მართავ?ბიზნესის დაწყებისას ბევრი...
29/09/2026

⚖️ ბიზნესი იზრდება, მაგრამ რამდენად გამართულია ის წესები, რომლითაც ყოველდღიურად შენ მას მართავ?

ბიზნესის დაწყებისას ბევრი რამ მარტივად წყდება: პარტნიორებს ერთმანეთის ესმით, თანამშრომლებთან შეთანხმებები „ზეპირადაც მუშაობს“, კონტრაქტორებთან კი „ხელშეკრულებას მერე გავაკეთებთ“ მიდგომა ხშირად ჩვეულებრივი ამბავია.

⚠️მაგრამ როცა ბიზნესი იზრდება, ეს მიდგომა უკვე რისკია.

პარტნიორებს შორის გაუგებრობა, ბუნდოვანი პირობები დასაქმებულებთან, არასათანადოდ გაფორმებული კონტრაქტები ან დოკუმენტების მოუწესრიგებელი მართვა შეიძლება გადაიზარდოს დავაში, ფინანსურ დანაკარგში და ამან შეიძლება ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობა სერიოზულად შეაფერხოს.

სწორედ ამიტომ, ბიზნესის ზრდასთან ერთად საჭიროა არა მხოლოდ მეტი გაყიდვა და მეტი მომხმარებელი, არამედ უფრო მკაფიო წესები, პასუხისმგებლობები და სტანდარტიზებული პროცესები.

🎯 ვებინარის თემა:

ბიზნესის მართვის სტანდარტიზაცია - პარტნიორული ურთიერთობები ბიზნესში, დასაქმებულებისა და კონტრაქტორების მენეჯმენტი

შეხვედრაზე განვიხილავთ:

🔹 პარტნიორულ ურთიერთობებს - როგორ განვსაზღვროთ წილები, გადაწყვეტილებების მიღების წესი, პარტნიორის გასვლის პირობები და როგორ შემცირდეს მომავალში დავების რისკი

🔹 დასაქმებულებთან ურთიერთობას - რა უნდა გავითვალისწინოთ შრომით ხელშეკრულებებსა და შიდა რეგულაციებში და რა შეცდომებს უშვებენ მეწარმეები ყველაზე ხშირად

🔹 კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას - როგორ ვიმუშაოთ მომწოდებლებთან, სერვისის პროვაიდერებთან, მომხმარებლებთან და სხვა ბიზნეს პარტნიორებთან სათანადოდ გაფორმებული ხელშეკრულებებით

🔹 ხელშეკრულებების მართვას - როგორ მოვაწესრიგოთ დოკუმენტები და ყოველდღიური პროცესები ისე, რომ ბიზნესის მართვა უფრო მარტივი და კონტროლირებადი გახდეს

🔹 პრაქტიკულ ინსტრუმენტებს - რა უნდა ჰქონდეს მეწარმეს ყოველდღიურ მართვაში დანერგილი, რათა ბიზნესის ზრდასთან ერთად სამართლებრივი საკითხებიც სისტემურად მართოს

💬 შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმობა კითხვა-პასუხს, სადაც მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, სპიკერს დაუსვან მათთვის აქტუალური კითხვები.

ეს ვებინარი შენთვისაა, თუ ხარ:

✔ მცირე ან საშუალო ბიზნესის მფლობელი

✔ სტარტაპერი

✔ დამფუძნებელი

✔ მენეჯერი

✔ მეწარმე, რომელსაც სურს ბიზნესის ზრდასთან ერთად მისი სამართლებრივი საფუძვლებიც გაამყაროს

🎙 სპიკერი: ნიკა მაღედანი, იურისტი, კომპანია KNM Advisory-ის დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი

📅 თარიღი: 10 ოქტომბერი

🕐 დრო: 14:00 სთ

💻 ფორმატი: Online

💳 ღირებულება: სიმბოლური 29 ლარი, B4G-ის წევრებისთვის საჩუქრად 🎁

დარეგისტრირდით: https://forms.gle/KNi7WBRkn3EpdXoX7

ადამიანები ბიზნესის უკან | B4G-ის წევრები ✨გაიცანით ბარბარე გალდავა - კომპანია Karavela•კარაველა-ს დამფუძნებელი. ⛺,,ჩემი...
28/09/2026

ადამიანები ბიზნესის უკან | B4G-ის წევრები ✨

გაიცანით ბარბარე გალდავა - კომპანია Karavela•კარაველა-ს დამფუძნებელი. ⛺

,,ჩემი ბიზნესი ჩემთვის იმაზე ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ საქმე - ის ჩემი მეოთხე შვილია. ❤️

მიყვარს, ვზრუნავ მის ზრდასა და განვითარებაზე და ყოველდღიურად ვცდილობ, უკეთესი გავხადო.

„კარაველა“ ჩემთვის მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის შესაძლებლობა, ბავშვების ცხოვრება უფრო მხიარული, შემეცნებითი და სათავგადასავლო გავხადო და მშობლებს სწორი არჩევანის გაკეთებაში დავეხმარო. ⛺✨

ჩემთვის „კარაველას“ თითოეული პროდუქტი ბედნიერ პატარასთან, კმაყოფილ მშობელთან და, თუნდაც, ერთი მეწარმე ქალის გაძლიერებასთან ასოცირდება. ❤️

ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემთვის სწორედ ბავშვების სიხარულია, მშობლების გამოგზავნილი ფოტოები და ვიდეოები, სადაც ვხედავ, როგორ აბედნიერებს პატარებს ის, რაც მათთვის სიყვარულით შევქმენით. ასეთ მომენტებში კიდევ უფრო კარგად ვხვდები, რომ ჩემი საქმე მხოლოდ პროდუქტის შექმნა არ არის - ჩვენ ამ პროდუქტით ადამიანების ცხოვრებაში ბედნიერება შეგვაქვს. 🥰

ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ ჩემი გზა სხვებისთვისაც შეიძლება მოტივაცია გახდეს. ხშირად მეუბნებიან, რომ „კარაველათი“ მათთვის მაგალითი ვარ. ეს ჩემთვის ერთდროულად დიდი სიხარულიცაა და პასუხისმგებლობაც.

მე ვაკეთებ იმას, რაც მიყვარს - ისე, როგორც შემიძლია. პირველ რიგში, მინდა ჩემი შვილებისთვის ვიყო მაგალითი და შემდეგ იმ ქალებისთვისაც, რომლებიც საკუთარ საქმეზე ოცნებობენ, თუმცა ჯერ კიდევ ვერ გაუბედავთ ყოველდღიური რუტინისგან თავის დაღწევა და საკუთარი იდეის რეალობად ქცევა.

ამისთვის ზოგჯერ მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო - გაბედო, სცადო! ✨

საკუთარი საქმის დაწყება მხოლოდ ბიზნესი არ არის. ეს არის გზა, შექმნა რაღაც ახალი, შენი და ღირებული. "❤️

B4G - ერთად ზრდისთვის, ერთად წარმატებისთვის! 🚀

თანამედროვე პროგრამა ან ძვირადღირებული დანადგარი თავისთავად ეფექტიანობას არ ნიშნავს.მთავარია, რამდენად ეხმარება ის ადამი...
24/09/2026

თანამედროვე პროგრამა ან ძვირადღირებული დანადგარი თავისთავად ეფექტიანობას არ ნიშნავს.

მთავარია, რამდენად ეხმარება ის ადამიანებს უკეთ, სწრაფად და უსაფრთხოდ მუშაობაში?

ტექნიკური საშუალებები მოიცავს ყველაფერს, რასაც ორგანიზაცია საქმიანობისთვის იყენებს: სამუშაო სივრცეს, მანქანა-დანადგარებს, ტექნიკას, პროგრამულ უზრუნველყოფასა და ციფრულ სისტემებს.

ორგანიზაციები ხშირად ორ უკიდურესობაში ექცევიან:

❌ საჭირო ტექნოლოგიებს არ იყენებენ და თანამშრომლებს რუტინული სამუშაოს ხელით შესრულება უწევთ;

❌ ნერგავენ რთულ ან ძვირადღირებულ სისტემებს, რომლებიც რეალურ საჭიროებებს არ პასუხობს და გუნდი ეფექტიანად ვერ იყენებს.

ტექნიკური საშუალებების შეფასებისას მნიშვნელოვანია, ვიკითხოთ:

🔹 ამარტივებს თუ ართულებს ტექნოლოგია სამუშაო პროცესს?
🔹 შეესაბამება თუ არა ის ორგანიზაციის რეალურ საჭიროებებს?
🔹 აქვთ თუ არა თანამშრომლებს მისი გამოყენებისთვის საჭირო ცოდნა?
🔹 რამდენად უსაფრთხოა არსებული ტექნიკა და დანადგარები?
🔹 რომელი რუტინული ოპერაციის ავტომატიზაციაა შესაძლებელი?
🔹 ათავისუფლებს თუ არა ტექნოლოგია ადამიანების დროს უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოსთვის?

⚠ თუ თანამშრომლები დიდ დროს ხარჯავენ განმეორებად, მექანიკურ დავალებებზე ან ტექნიკური სისტემა საქმის გამარტივების ნაცვლად დამატებით სირთულეებს ქმნის, არსებული საშუალებები გადახედვას საჭიროებს.

💡სწორი ტექნოლოგია რეალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს, პროცესებს ამარტივებდეს და ადამიანებს უკეთ მუშაობაში ეხმარებოდეს.

🔄 ამ პოსტით ორგანიზაციის შვიდივე ელემენტი განვიხილეთ. მათი ცალ-ცალკე გაუმჯობესება საკმარისი არ არის.

მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მთელი სისტემა შეთანხმებულად მუშაობდეს.

💬 თქვენს ორგანიზაციაში რომელი ტექნოლოგია ამარტივებს მუშაობას და რომელი ქმნის დამატებით სირთულეებს?

#ორგანიზაციის7ელემენტი #ტექნოლოგიები #ავტომატიზაცია #ბიზნესკონსალტინგი #ორგანიზაციულიგანვითარება

Address

Tbilisi

Opening Hours

Monday 09:00 - 13:00
13:30 - 18:00
Tuesday 09:00 - 13:00
13:30 - 18:00
Wednesday 09:00 - 13:00
13:30 - 18:00
Thursday 09:00 - 13:00
13:30 - 18:00
Friday 09:00 - 13:00
13:30 - 18:00

Telephone

+995595079341

Alerts

Be the first to know and let us send you an email when B4G • Business for Growth posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to B4G • Business for Growth:

Shortcuts

Share