Temida • თემიდა

Temida • თემიდა სოციალური, იურიდული და ჯანმრთელობის სერვისები თემის წევრებისთვის 🩵🤍🩷 | Social, legal, and health services for community members

Trans Led Q***r, Feminist Community Organization • ტრანს/ქვიარ ფემინისტური სათემო ორგანიზაცია
For More Info ➔ temida.org.ge

26/11/2025

“ეს გამოიწვევს მომავალი თაობის დაღუპვას” – ასე აფასებენ ბავშვთა საკითხებზე მომუშავე პროფესიონალები “ქართული .....

For the English version, please check below:მწუხარებით გიზიარებთ ტრაგიკულ ინფორმაციას ტრანს თემის წევრის გარდაცვალების შ...
26/11/2025

For the English version, please check below:

მწუხარებით გიზიარებთ ტრაგიკულ ინფორმაციას ტრანს თემის წევრის გარდაცვალების შესახებ.

ტომირის კუსიანოვა თბილისის ქვიარ სცენისა და აქტივიზმის გამორჩეული ფიგურა იყო — ადამიანი, რომელსაც ფენომენალურად გამოსდიოდა ადამიანებს შორის ხიდების მშენებლობა. სწორედ ამ ენერგიით აძლიერებდა ურთიერთობებს საქართველოსა და ყაზახ თემის წევრებს შორის.

ტრაგიკული შემთხვევის არაერთი გარემოება ამ ეტაპზე კვლავ გაურკვეველია. იმ ვითარებაში, როცა საქართველოს კანონმდებლობა და არსებული საგამოძიებო პრაქტიკა ვერ უზრუნველყოფს ტრანს ადამიანებთან დაკავშირებული საქმეების სრულფასოვან, სენსიტიურ და მიუკერძოებელ გამოძიებას, ჩვენთვის რთულია მივიღოთ გავრცელებული ვერსიები მომხდართან დაკავშირებით.

სამწუხაროდ, როგორც საქართველოში, ისე ყაზახეთში, ტრანს ადამიანების სისტემური უგულებელყოფა და მათი ფუნდამენტური უფლებების დარღვევა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება. ადამიანები ხშირად იძულებულნი არიან დატოვონ ქვეყანა, თუმცა ემიგრაციაშიც აწყდებიან ძალადობას, დისკრიმინაციასა და ინსტიტუციურ უყურადღებობას.

ამ მძიმე დროს მოვუწოდებთ ყველას სოლიდარობისკენ:
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი მიგრანტი თემის წევრების მხარდაჭერა, რესურსების მობილიზება და ერთმანეთის გვერდში დგომა.

დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი.
გავიზიაროთ ტკივილი.
გავაძლიეროთ ერთმანეთი.

We share with deep sorrow the tragic news of the passing of a member of our trans community.

Tomiris Kussianova was a remarkable figure in Tbilisi’s q***r scene and activism — a person with an extraordinary ability to build bridges between people. With this very energy, she strengthened connections between activists in Georgia and Kazakhstan.

Many circumstances surrounding this tragic incident remain unclear at this stage. In a context where Georgian legislation and current investigative practices fail to ensure thorough, sensitive, and impartial inquiries into cases involving trans people, it is difficult for us to accept the publicly circulated versions of what happened.

Sadly, in both Georgia and Kazakhstan, the systemic neglect of trans people and the violations of their fundamental rights remain critical issues. Many are forced to migrate in search of safety, yet even in migration they often face violence, discrimination, and institutional indifference.

In this painful moment, we call for solidarity:
it is especially important to support our migrant community members, mobilize resources, and stand by one another.

Let us support each other.
Let us share the grief.
Let us strengthen one another.

💡 “თემიდა” უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გთავაზობთ:ჩვენი სერვისი მოიცავს:✅ მეგობრულ და პროფესიონალურ იურიდიულ კონსულტა...
23/04/2025

💡 “თემიდა” უფასო სამართლებრივ კონსულტაციას გთავაზობთ:

ჩვენი სერვისი მოიცავს:
✅ მეგობრულ და პროფესიონალურ იურიდიულ კონსულტაციას
✅ აუცილებელი ინფორმაციის მიღებას საჭირო სამართლებრივ მექანიზმებზე/ დოკუმენტების მომზადება

📞 დაგვიკავშირდი: +995 599 144 363

გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას ტრანს და არაბინარული თემის წევრების, რაც მოიცავს:💬 ფსიქოლოგთან კონსულტაციას  👉ფსი...
23/04/2025

გთავაზობთ უფასო ფსიქოლოგიურ დახმარებას ტრანს და არაბინარული თემის წევრების, რაც მოიცავს:

💬 ფსიქოლოგთან კონსულტაციას
👉ფსიქიატრთან კონსულტაციას

📩 ვიზიტის დასაჯავშნად მოგვწერეთ: +995 599 144 363

“თემიდა” თემის წევრებს დასაქმებაში ხელშეწყობას გთავაზობთ: 👉დასაქმების კონსულტაცია👉ვაკანსიების მოძიება👉რეზიუმეს გამართვა👉...
23/04/2025

“თემიდა” თემის წევრებს დასაქმებაში ხელშეწყობას გთავაზობთ:

👉დასაქმების კონსულტაცია

👉ვაკანსიების მოძიება

👉რეზიუმეს გამართვა

👉დასაქმების გასაუბრებისთვის მომზადება

👉გადამზადებისა და ახალი უნარ-ჩვევების კურსების მოძიება და დაფინანსება

📞კონსულტაციის დასაჯავშნად მოგვწერეთ : +995 599 144 363

👉თუ გინდა შენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, სოციალურ გარემოში უკეთესად ადაპტირება👉თუ იმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში...
23/04/2025

👉თუ გინდა შენი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზება, სოციალურ გარემოში უკეთესად ადაპტირება

👉თუ იმყოფებით კრიზისულ სიტუაციაში და საჭიროებ სამედიცინო, ფსიქოლოგიურ ან სხვა სახის მხარდაჭერას

📞 დაგვიკავშირდი +995 599 144 363

🤝 რაში დაგეხმარება სოციალური მუშაკი?

✅ შენთან ერთად შევაფასებთ შენს ძლიერ და სუსტ მხარეებს
✅ შევიმუშავებთ სამოქმედო გეგმას, რომელიც დაგეხმარება წინსვლაში
✅ გაგიზიარებთ პრობლემების გადაჭრის ეფექტურ გზებს
✅კრიზისული სიტუაციის მართვა და გამოსავლის ერთად მოძებნა
✅სამედიცინო, ფსიქოლოგიური ან სხვა სახის მხარდაჭერა
✅თქვენთვის საჭირო სერვისებთან მარტივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია 🩵🤍🩷📣ჩაიტარე უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე!გაიგე 15 წუთში პასუხი: ✅ აი...
23/04/2025

ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია 🩵🤍🩷

📣ჩაიტარე უფასო ტესტირება სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე!

გაიგე 15 წუთში პასუხი:

✅ აივ ინფექცია/შიდსი
✅ სიფილისი
✅ B ჰეპატიტი
✅ C ჰეპატიტი

🆓 რას მოიცავს სერვისი?
💬 კონსულტაცია სოციალურ მუშაკთან
🧪ტესტირება
🩺 საჭიროების შემთხვევაში მკურნალობაზე გადამისამართება
👉ეს ინიციატივა ხორციელდება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შიდსთან, ტუბერკულიოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

⏳ ნუ გადადებ – იზრუნე შენს ჯანმრთელობაზე დაჯავშნე ვიზიტი დღესვე! 🚀

გამოიწერე აივ პრევენციის პაკეტი Selftest.ge-დან უფასოდ თბილისსა და ბათუმში! (Link bio)T-Pack-ში დაგხვდება:1. აივ ინფექცი...
23/04/2025

გამოიწერე აივ პრევენციის პაკეტი Selftest.ge-დან უფასოდ თბილისსა და ბათუმში! (Link bio)

T-Pack-ში დაგხვდება:

1. აივ ინფექცია/შიდსის სწრაფი ტესტი
2. კონდომები (პრეზერვატივები)
3. ლუბრიკანტები
4. გზამკვლევი 👉რა უნდა ვიცოდეთ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების შესახებ
5. სტიკერები

✨T-Pack-ს სრულიად უფასოდ 🛵GLOVO -ს საშუალებით მოგაწვდით.

🙏სერვისის მიწოდება შესაძლებელი გახდა Equality Movement / თანასწორობის მოძრაობა ის
ისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, შიდსთან, ტუბერკულოზთან და მალარიასთან ბრძოლის გლობალური ფონდის პროექტის ფარგლებში.

📣თუკი ხარ ლგბტქი+ თემის წევრი, განიცდი ძალადობას ან ხარ სხვა კრიზისულ მდგომარეობაში და დაკარგე საცხოვრისი „თემიდა“ დროებ...
23/04/2025

📣თუკი ხარ ლგბტქი+ თემის წევრი, განიცდი ძალადობას ან ხარ სხვა კრიზისულ მდგომარეობაში და დაკარგე საცხოვრისი „თემიდა“ დროებით საცხოვრისს გთავაზობს.

#საცხოვრისი

სერვისი ფუნქციონირებს 24 საათის განმავლობაში. საცხოვრისში ზრუნვას გასწევს სპეციალისტების მიერ დაკომპლექტებული მულტიფუნქციური გუნდი.

საცხოვრისში არსებული სერვისები:
• საცხოვრისში განთავსება
• სამჯერადი კვება
• სოციალური მუშაკის მომსახურება
• ფსიქოლოგის მომსახურება
• იურიდიული დახმარება
• სამედიცინო მომსახურება
• დასაქმების კონსულტაცია

სერვისის საჭიროების შემთხვევაში 24/7 მოგვწერე ან დაგვირეკე: +995 800 000 180
[email protected]

📢 დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე...
07/03/2025

📢 დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე ზედამხედველობას წევს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო და საქართველოს მოუწოდა გააუქმოს ანტი-ლგბტ(ქ)ი კანონი. კომიტეტმა ასევე მოითხოვა რელიგიური უმცირესობების დასაცავად ქმედითი ნაბიჯების მიღება - https://cutt.ly/QrynnOqA

⚪ 2025 წლის 4-6 მარტს გამართული სხდომის ფარგლებში, კომიტეტმა იდენტობის საქმეების ჯგუფზე შუალედური რეზოლუცია მიიღო, რომელიც ხაზგასმით მოითხოვს, საქართველოს ხელისუფლებამ დააჩქაროს და დაასრულოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება, უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების დაცვა და აღასრულოს ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება ქობულეთში მუსლიმური პანსიონატის გამოყენების საკითხზე.

⚫ კომიტეტმა შეშფოთება გამოხატა, რომ, მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოში ამოქმედდა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის“ შესახებ კანონი, რომელიც ზღუდავს ლგბტ(ქ)ი იდენტობების გამოხატვას და საჯარო შეკრებებს. კომიტეტის აზრით, ეს კანონი ეწინააღმდეგება ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებებს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, გააუქმოს აღნიშნული კანონი და არ გადადგას შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც კონვენციის 46-ე მუხლის შეუსრულებლობას გამოიწვევს.

🔴 კომიტეტმა სახელმწიფოს მოუწოდა, დაგმოს დისკრიმინაციული ნარატივები, მიიღოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა სიძულვილის დანაშაულებისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ, ასევე უზრუნველყოს მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან მკაფიო მხარდაჭერა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით.

❗საქართველოს მთავრობამ 2025 წლის ივნისის ბოლომდე უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების სპეციალიზებული სისტემის შესახებ, მათ შორის, ამოქმედების თარიღებისა და შესაბამისი სტატისტიკის მიწოდებით.

დღეს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვე

Address

…. 18
Tbilisi
0109

Opening Hours

Tuesday 12:00 - 20:00
Wednesday 12:00 - 20:00
Thursday 12:00 - 20:00
Friday 12:00 - 20:00
Saturday 12:00 - 20:00

Telephone

+995322000351

Alerts

Be the first to know and let us send you an email when Temida • თემიდა posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to Temida • თემიდა:

Share