08/06/2026
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
#ერთად ჩვენ შევძლებთ
“Together we can”,
📢ნალოქსონი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ანტიდოტია, რომელიც გამოიყენება ოპიოიდური ნარკოტიკების (მაგალითად: ჰეროინის, მორფინის, ფენტანილის) ზედოზირების გადაუდებელ შემთხვევებში. მისი დროული გამოყენება გადამწყვეტია ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად.
‼️დღეს საქართველოში პრეპარატ ნალოქსონის ხელმისაწვდომობის პრობლემაა. ჩვენი მოკვლევის შედეგად, არცერთ სააფთიაქო ქსელში, სასწრაფო დახმარების სამსახურში, კლინიკებში მედიკამენტი ხელმიუწვდომელია. შექმნილი ნარკოსცენიდან გამომდინარე ეს საზოგადოებრი ჯანდაცვისთვის დიდი პრობლემაა.
თათა ასათიანი
კლინიკა "ლიბერტასი"-ს სამედიცინო დირექტორი, ექიმი-ნარკოლოგი, ფსიქიატრი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
▶️,,ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინტერვენციაა ოპიოიდური ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შესამცირებლად. ოპიოიდური ზედოზირების დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს წუთებს: სუნთქვის დათრგუნვამ რამდენიმე წუთში შესაძლოა გამოიწვიოს ტვინის დაზიანება და სიკვდილი, ხოლო ნალოქსონს შეუძლია ამ პროცესის სწრაფად შეჩერება.
ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდა ჩვენს ქვეყანაში უმნიშვნელოვანესია, რადგან:
✔️ხელს უწყობს ოპიოიდური ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას
✔️ იძლევა სასწრაფო დახმარების მოსვლამდე მოქმედების შესაძლებლობას
✔️ნალოქსონი უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი პრეპარატია — მისი გამოყენება შესაძლებელია შესაბამისი მოკლე ინსტრუქციის მიღების შემდეგ
✔️დროული ჩარევა ამცირებს მძიმე გართულებებისა და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის რისკს.
▶️საქართველოსთვის ნალოქსონის ხელმისაწვდომობის გაზრდა ნიშნავს მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემცირებას და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებას. ნალოქსონი არ არის მხოლოდ ოპიოიდური ზედოზირების მართვის ეტალონური მედიკამენტი — ის არის სწრაფი და ეფექტური საშუალება, რომელიც კრიტიკულ მომენტში ადამიანს მეორე შანსს აძლევს".