ELSA Tbilisi

ELSA Tbilisi The European Law Students’ Association (ELSA) is an international, independent, non-political, non-profit making organization run by and for law students.
(1)

ELSA Tbilisi is a local group of ELSA Georgia, representing an association in Tbilisi.

გააფართოვე შენი იურიდიული კარიერის ჰორიზონტი ELSA-სთან ერთად! 🌍⚖️სამართლის თეორია კარგია, მაგრამ მისი პრაქტიკაში რეალიზე...
23/04/2026

გააფართოვე შენი იურიდიული კარიერის ჰორიზონტი ELSA-სთან ერთად! 🌍⚖️
სამართლის თეორია კარგია, მაგრამ მისი პრაქტიკაში რეალიზება- შეუცვლელი. ELSA Traineeships გაძლევს შანსს მიიღო პრაქტიკული გამოცდილება საზღვარგარეთ.
რატომ უნდა დაინტერესდე?
🔹 სტაჟირება წამყვან იურიდიულ ფირმებში, საერთაშორისო ორგანიზაციებსა თუ სასამართლოებში.
🔹 გაეცანობი უცხო ქვეყნის სამართლებრივ სისტემას უშუალოდ პრაქტიკოსებისგან.
🔹დაამყარებ პროფესიულ კავშირებს უცხოელ კოლეგებთან.
გაინტერესებს, როგორ აქციო ეს შესაძლებლობა შენს რეალობად?
📍 შემოგვიერთდი საინფორმაციო შეხვედრაზე!
ჩვენ დეტალურად გაგაცნობთ:
✅ როგორ შეარჩიო შენი ინტერესების შესაბამისი ვაკანსია;
✅ რა არის საჭირო წარმატებული აპლიკაციისთვის;
✅ როგორ დაგეხმარება ELSA სტაჟირების ყოველ ეტაპზე.

📍აპლიკანტებს დავუკავშირდებით მეილის საშუალებით და გავაცნობთ შეხვედრის ჩატარების ზუსტ დროსა და თარიღს.

📍სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/UK5YM7S3Zk2xzJJ67

🚀 არ დაკარგო დრო! დაიწყე შენი საერთაშორისო კარიერა დღესვე!

22/04/2026
💼 იურიდიული დასაქმების ფორუმი 2026 🔹2026 წლის 5 აპრილს, ELSA Tbilisi-ისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ...
17/04/2026

💼 იურიდიული დასაქმების ფორუმი 2026

🔹2026 წლის 5 აპრილს, ELSA Tbilisi-ისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობის ორგანიზებით, რიგით მეოთხედ განხორციელდა იურიდიული დასაქმების ფორუმი 2026
რომელსაც ამჯერად თსუ-მ უმასპინძლა.

🔹 ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებს მიეცათ უნიკალური შესაძლებლობა, პირისპირ შეხვედროდნენ წამყვან იურიდიულ ფირმებს, ორგანიზაციებსა და სამართლებრივ ინსტიტუტებს.

🔹 მათ გაიგეს მიმდინარე ვაკანსიების, სტაჟირებებისა და კარიერული პერსპექტივების შესახებ.

🔹 დამსაქმებლებთან უშუალო კომუნიკაციამ მონაწილეებს საშუალება მისცა, გადაედგათ პირველი ნაბიჯები წარმატებული კარიერისკენ!

💼 ღონისძიების ფარგლებში სტუდენტებისთვის აქტიური ვაკანსიები გამოაცხადეს 20-მა ფირმამ:

Lekishvili & Patieshvili • Criminal Defense Lawyers; ირმა დალაქიშვილის საადვოკატო ფირმა; GLCC; Zedelashvili & Lawyers Group/ზედელაშვილი და ადვოკატთა ჯგუფი; ლეგის აკადემია / Legis Academy; Nakashidze & Partners; Dots Legal • Law Office; Legal Consulting Company - Gabodze & Partners; Kortava Kharaishvili Legal Intelligence; სპს „გოჩელაშვილები და პარტნიორები“; Nova Jurists; ა(ა)იპ ,,იურისტთა საერთაშორისო საზოგადოება"; საქართველოს იურისტთა უმაღლესი სკოლა • Georgian Lawyers High School; საადვოკატო ბიურო ფხალაძე და პარტნიორები / Pkhaladzé et Associés; ბექა ნემსიწვერიძის იურიდიული კომპანია; AM Law Office • ასლამაზიშვილი მეზურნიშვილის საადვოკატო ოფისი; ემერიტუსი; GLG; შპს „ჯეოიურისტი“; LBP • Law Office

✨ელსა თბილისი მადლობას უხდის პარტნიორებსა და მოსულ სტუმრებს და გემშვიდობებათ იურიდიული დასაქმების ფორუმი 2027-მდე.

🔹 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის კოლაბორაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 აპრილს გაიმართა ვებინარი “შრომითი უფლებები: პრ...
15/04/2026

🔹 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის კოლაბორაციის ფარგლებში, მიმდინარე წლის 6 აპრილს გაიმართა ვებინარი “შრომითი უფლებები: პრაქტიკა და საერთაშორისო სტანდარტები”.

შეხვედრას გაუძღვა სიმონ ტაკაშვილი, იურიდიული კომპანია “ჯეი ენდ თი ქონსალთინგის” პარტნიორი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

💼 მონაწილეები გაეცნენ დამსაქმებლის უფლებების დაცვის ძირითად პრინციპებსა და შრომითი ხელშეკრულების დადების წესებს, გამოსაცდელი ვადის თავისებურებებსა და შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის სამართლებრივ საფუძვლებს.

ვებინარი მიმდინარეობდა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში, რის ფარგლებშიც განხილულ იქნა არაერთი საკითხი, მათ შორის სტაჟირება, შრომითი მიგრაცია და მიმდინარე რეფორმები.

🔸 ელსა თბილისისა და ელსა ბათუმის სახელით დიდ მადლობას ვუხდით ბატონ სიმონს საინტერესო მოხსენებისთვის, მონაწილეებს კი კითხვებისა და აქტიური დისკუსიისთვის.

ელსა თბილისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!
12/04/2026

ელსა თბილისი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

🔷 მიმდინარე წლის 3 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნი...
10/04/2026

🔷 მიმდინარე წლის 3 აპრილს ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია თბილისის (ELSA Tbilisi) ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა პროფესიული განვითარების ვორქშოპი თემაზე „კლიენტთან კონსულტირების მეთოდიკა“.

🗣️ შეხვედრას გაუძღვა: თათია ინაძე - პრაქტიკოსი იურისტი და ადვოკატი.

🔷 ვორქშოპის ფარგლებში იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია კლიენტთან ეფექტური კომუნიკაციისა და კონსულტირების პროცესის შესახებ. შეხვედრის განმავლობაში განხილულ იქნა კონსულტაციის სტრუქტურა, კლიენტთან საუბრისას კითხვების სწორად ფორმულირების მნიშვნელობა, აქტიური მოსმენის ტექნიკები და ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც იურისტს ეხმარება რელევანტური ინფორმაციის სწორად იდენტიფიცირებასა და სამართლებრივი პრობლემის ჩამოყალიბებაში.

📌ვორქშოპის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროფესიული კომუნიკაციის სტილსა და იმ ფაქტორებს, რომლებიც კლიენტთან ურთიერთობისას ნდობის ჩამოყალიბებას განაპირობებს. მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ პრაქტიკულ სავარჯიშოებში, სადაც თავად გამოსცადეს კლიენტთან კონსულტირების პროცესი და პრაქტიკაში გამოიყენეს მიღებული ცოდნა.

🎯 აღნიშნული ვორქშოპი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა სტუდენტებისთვის პრაქტიკული იურიდიული უნარების განვითარების თვალსაზრისით, რადგან მათ მიეცათ შესაძლებლობა უკეთ გაეაზრებინათ კლიენტთან მუშაობის სპეციფიკა და გაეღრმავებინათ პროფესიული კომუნიკაციისთვის აუცილებელი უნარები.

🌟 ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია მადლობას უხდის ვორქშოპის მომხსენებელს, კომპანია Blue Tie Wines-ს, პროექტის მონაწილეებსა და ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University-ს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის!

🇬🇪 ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.1989 წლის ამ დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო ქართველი ერის მუდმივი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდე...
09/04/2026

🇬🇪 ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი.

1989 წლის ამ დღემ კიდევ ერთხელ ცხადყო ქართველი ერის მუდმივი სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.

ტკივილი დარჩა ისტორიად, მაგრამ მათი სიმამაცე ჩვენს მომავლად იქცა!

✊🏻 ჩვენ ვაფასებთ მათ თავდადებას და ვაგრძელებთ გზას თავისუფლებისკენ.

🔹მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ELSA Tbilisi-სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ...
07/04/2026

🔹მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ ELSA Tbilisi-სა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ თვითმმართველობას შორის ღია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა! 📝✨

🔹 თანამშრომლობა მიზნად ისახავს სტუდენტური აქტივობების ხელშეწყობას, აკადემიური ცოდნის გაღრმავებასა და ახალი პროექტების ინიცირებას.

🚀 გვჯერა, რომ წინ ძალიან ნაყოფიერი და საინტერესო ერთობლივი გზაა!

07/04/2026

Address

Chavchavadze Avenue #3
Tbilisi
GEORGIA0179

Alerts

Be the first to know and let us send you an email when ELSA Tbilisi posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to ELSA Tbilisi:

Share