15/10/2025
🇬🇪🤝🇪🇺საქართველოსა და ევროპის კინესთეტიკის ასოციაციების თანამშრომლობის თაობაზე არაერთხელ გიამბეთ. ჩვენი ერთობლივი პროექტი - კინესთეტიკის სატრენერო განათლება - კვლავ გრძელდება.
ამ პროექტის განმახორციელებელი და ფინანსური მხარდამჭერები კვლავ ფონდი “ცხოვრების ხარისხი” - Stiftung Lebensqualität და ორგანიზაცია “გერმანიის პრო ცხოვრების ხარისხი” - Pro Lebensqualität Deutschland e.V. არიან.
პირველი საფეხურის დასრულების შემდგომ, ამ ერთ წელიწადში, ჩვენმა ტრენერებმა გარკვეული პრაქტიკული გამოცდილება დააგროვეს.
👉 ამა წლის ნოემბერში დაიწყება მეორე საფეხურის საგანმანათლებლო კურსი, რომელშიც 9 მონაწილე გვყავს. მონაწილეები სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები არიან. ეს ორგანიზაციებია:
• „ჰოსპისი ფერისცვალება“
• ფონდი „თაობა“
• „საქართველოს კარიტასი“
• „მედფოქსი“
• „ნიუ ჰოსპიტალი“
• “რეჰაუსი”
📘 მეორე საფეხურის სატრენერო განათლება ხუთი ეტაპისა და ხუთი ფაზისგან შედგება. სწავლების კურსი 2027 წელს დასრულდება.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მეორე საფეხურის ტრენერს უფლებამოსილება აქვს ჩაატაროს კინესთეტიკის ძირითადი კურსი და გასცეს შესაბამისი სერტიფიკატი.
👨🏫 საგანმანათლებლო კურსს უძღვებიან შვეიცარიიდან და რუმინეთიდან მოწვეული ლექტორები - ბატონები შტეფან კნობელი და ანდრაშ მარტონი.
🔹 შტეფან კნობელი — მოვლის ექსპერტი და კინესთეტიკის ლექტორი. ამზადებს კინესთეტიკის ტრენერებს და ხელმძღვანელობს ფონდ „ცხოვრების ხარისხის“ პროექტებს სხვადასხვა ქვეყნებში. ცხოვრობს შვეიცარიაში, შუბელბახში.
🔹 დოქტორი ანდრაშ მარტონი — ექიმი, რომელიც ცხოვრობს რუმინეთში, მუშაობს ზიბენბურგენში, ალბა ლულიას ეპარქიაში კარიტასის დირექტორად. ამავე დროს ის არის ევროპის კარიტასის მზრუნველობისა და მობილობის სამუშაო ჯგუფის წევრი.
🌿 წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მონაწილეებს და გვჯერა, რომ მათი ცოდნა, კომპეტენცია და უნარ-ჩვევები მათივე პროფესიულ სფეროებში დიდ გავლენას მოახდენს ადამიანების ჯანმრთელობაზე და ცხოვრების ხარისხზე.