საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW

  • Home
  • Georgia
  • Tbilisi
  • საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW
Call Directions Website Contact the organization

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW https://www.youtube.com/ Today GASW has more than 200 members who have gained practical experience in collaboration with the association.
(1)

The Georgian Association of Social Workers (GASW) is a non-governmental, non-political and not-for-profit organization founded in 2004 in Tbilisi, Georgia by the first qualified Georgian social workers with academic education acquired in the field of social work in the leading western universities.

GASW is the first such initiative in the country, advocating for the rights, recognition and importance of social workers in Georgia, and the clients they serve.

17/03/2026

ძვირფასო კოლეგებო, გილოცავთ სოციალური მუშაობის მსოფლიო დღეს!
პროფესიული თემის წლევანდელი გლობალური დევიზი იმედის გაღვივებასა და საზოგადოების გაერთიანებას ეხება, რაც უდაოდ, აქტუალურია მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. დაე შეგვეტანოს ქმედითი წვლილი იმედისა და ჯანსაღი და სამართლიანი საზოგადოების შენებაში!!!

📢 სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღეეძღვნება მაია მგელიაშვილის მარადიულ ხსოვნას📅 17 მარტი, 2026🕐 13:00 – 15:00💻 ონლაინ შეხვედრ...
12/03/2026

📢 სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღე
ეძღვნება მაია მგელიაშვილის მარადიულ ხსოვნას

📅 17 მარტი, 2026
🕐 13:00 – 15:00
💻 ონლაინ შეხვედრა (Zoom)
🔗 https://us06web.zoom.us/j/89269280398
Meeting ID: 892 6928 0398

📚 შეხვედრის ფარგლებში გაიმართება მარკ დოელის წიგნის „საბჭოთა საქართველო 20 ნივთში“ პრეზენტაცია და მოხსენება თემაზე:
„დასავლური პერსპექტივა აღმოსავლურ ცხოვრებაზე – ისტორიული კვლევა და წარსულის კავშირი თანამედროვეობასთან“.

🔔 შეხვედრაზე, ასევე, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეორგანიზაციის სამუშაო ჯგუფის წევრები წარმოადგენენ ასოციაციის რეფორმის პროცესს და დაგეგმილ ცვლილებებს.

გელოდებით შეხვედრაზე!

Zoom is the leader in modern enterprise cloud communications.

10/03/2026

ძვირფასო სოციალურო მუშაკებო,

მოგეხსენებათ, მიმდინარეობს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეორგანიზაციის პროცესი, რომელიც მოიცავს ასოციაციის მართვის მოდელის განახლებას, რამაც უნდა უზრუნველყოს წევრთა მეტად ჩართულობაზე დაფუძნებული მართვა.

პროცესი არის ღია და მონაწილეობითი. ასოციაციის დამფუძნებლების მიერ შეირჩა საკონსულტაციო კომპანია STREAM, რომელიც ასოციაციას მხარს უჭერს ორგანიზაციული განვითარების მიმართულებით. საწყის ეტაპზე STREAM ჯგუფის მიერ ჩატარდა გამოკითხვა, რომლის საშუალებითაც ასოციაციის წევრებსა და დაინტერესებულ კოლეგებს მიეცათ შესაძლებლობა ჩართულიყვნენ რეორგანიზაციის პროცესში. შედეგად ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ასოციაციის წევრებს და აქტიურად მუშაობს ქვემოთ მოცემული ცვლილებების პროექტზე. კერძოდ:

· ასოციაციის რეორგანიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება

· ახალი ან განახლებული ორგანიზაციული სტრუქტურის შემუშავება

· ასოციაციის წესდებაში ცვლილებათა პროექტის მომზადება

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ რეორგანიზაციის პროცესი განხორციელდეს მაქსიმალურად ინკლუზიურად და გამჭვირვალედ. სწორედ ამიტომ გვსურს მიმდინარე პროცესი გავაცნოთ როგორც მოქმედ წევრებს, ისე იმ კოლეგებსა და სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებული არიან ასოციაციის წევრობით და ჩართვით.

გიწვევთ აქტიური მონაწილეობისთვის — თითოეული თქვენი გამოცდილება, ხედვა და პროფესიული დამოკიდებულება ფასდაუდებელია ასოციაციის მომავლის ფორმირებისთვის. დამატებითი ინფორმაციის ან სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში ჩასართავად მოგვმართეთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].

პატივისცემით,
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის რეორგანიზაციის სამუშაო ჯგუფი

25/02/2026

„სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამის გაუქმების გადაწყვეტილება ნიშნავს ბავშვთა დაცვის, ძალადობის პრევენციისა და სოციალური უსაფრთხოების სისტემის დასუსტებას. “ !!!
https://www.facebook.com/watch?v=2081404889071184

გიზიარებთ მხარამდჭერი პროფესიების პროფესიული ასოციაციების და კავშირების ერთობლივ განცხადებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტე...
20/02/2026

გიზიარებთ მხარამდჭერი პროფესიების პროფესიული ასოციაციების და კავშირების ერთობლივ განცხადებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მხარდამჭერი პროფესიების საგანმანათლებლო პროგრამების გაუქმების თაობაზე. ძალა ერთობაშია!
https://drive.google.com/file/d/1XlMDGiUDcbQxnhTHIBIVITxHtnEvXFxe/view

გიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი...
17/02/2026

გიზიარებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, სოციალური მუშაობის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელის, ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებლის, შორენა საძაგლიშვილის პოზიციას განათლების მიმდინარე რეფორმასთან დაკავშირებით.
https://www.facebook.com/61583633797220/posts/122125034691121126/?app=fbl

🟥 რატომ არის „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ მცდარი გზა
⚫ დღეს გვთავაზობენ მარტივ ფორმულას: “რესურსების სიმწირის პირობებში თითო ქალაქში თითო ფაკულტეტი”. ეს იდეა ადმინისტრაციულად შეიძლება ლოგიკური ჩანდეს, მაგრამ აკადემიურად და სტრატეგიულად ის სახიფათოა.
➡️პირველი – უნივერსიტეტი არ არის ქარხანა, სადაც მიმართულებები ტექნიკურად ნაწილდება. უნივერსიტეტი არის ინტელექტუალური ეკოსისტემა. მისი ძალა მრავალფეროვნებაში, დისკუსიაში და განსხვავებული სკოლების თანაარსებობაშია. როდესაც ერთ ქალაქში ერთი მიმართულება მხოლოდ ერთ ინსტიტუტში კონცენტრირდება, იქმნება აკადემიური მონოპოლია. მონოპოლია კი ხარისხს არ ზრდის – იგი ამცირებს მას.
➡️მეორე – კონკურენცია განათლებაში არ არის პრობლემა; ის ხარისხის მექანიზმია. როდესაც სტუდენტს არჩევანი აქვს, უნივერსიტეტები იძულებული არიან განავითარონ პროგრამები, განაახლონ კურიკულუმი, გააძლიერონ კვლევა. „ერთი ქალაქი – ერთი ფაკულტეტი“ ამ არჩევანს აუქმებს და სისტემას ინერციისკენ უბიძგებს.
➡️მესამე – თანამედროვე მეცნიერება ინტერდისციპლინარულია. სოციალური მეცნიერებები, ტექნოლოგია, განათლება, ჯანდაცვა – ისინი ურთიერთკავშირში ვითარდებიან. თუ ქალაქში მიმართულებები ინსტიტუციურად გაიყოფა, ეს ბუნებრივ აკადემიურ თანამშრომლობას დააზიანებს.
➡️მეოთხე – ისტორიული პროფილი არ უნდა იქცეს განვითარების შეზღუდვად. უნივერსიტეტები იცვლებიან, ქმნიან ახალ კვლევით სკოლებს, იზიდავენ ახალ თაობას. წარსული იდენტობა განვითარების ერთადერთი განმსაზღვრელი ვერ იქნება.
➡️და ბოლოს – რესურსების ოპტიმიზაცია არ ნიშნავს კონცენტრაციას. შესაძლებელია სხვა მოდელებიც:
ერთობლივი კვლევითი ცენტრები, გაზიარებული ინფრასტრუქტურა, კონსორციუმები, ადმინისტრაციული რესურსების გაერთიანება – მონოპოლიზაციის გარეშე.
🔷თუ მიზანი ხარისხის ამაღლებაა, მაშინ გვჭირდება თანამშრომლობა და არა ცენტრალიზაცია.
🔷თუ მიზანი ეფექტიანობაა, მაშინ გვჭირდება მართვის გაუმჯობესება და არა აკადემიური მრავალფეროვნების შემცირება.
🔺განათლების სისტემა უნდა აშენდეს პლურალიზმზე, არა ერთიანობაზე.
🔺მცირე ქვეყანას მეტი ინტელექტუალური ცენტრი სჭირდება – არა ნაკლები

14/02/2026

სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების კვოტების შესახებ (14.02.2026): 2025–2026 წლებში ქვეყანაში სოციალურ მუშაობაში ჯამში იყო 55 ადგილი (BA TSU – 30; MA – 25, მათ შორის 10 – TSU და 15 – ISU). ამჟამად არის 60 ადგილი (BA TSU – 50; MA TSU – 10).

მიუხედავად საბაკალავრო საფეხურზე ადგილების მნიშვნელოვანი ზრდისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის პროგრამების გაუქმება დაინტერესებულ პირებს უზღუდავს არჩევანის შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სოციალური მუშაობის პროგრამა, განსხვავებით სხვა დარგებისა, არც ერთ კერძო უნივერსიტეტში არაა!

გარდა ამისა, უაღრესად დასანანია, რომ ამ ახალბედმა პროფესიამ ოცი წლის წინ შეძლო ის, რომ ერთდროულად ორ სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიმკვიდრა თავი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ოცწლიანი არსებობის იუბილეზე უწევს ფუნქციონირების შეწყვეტა.

ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ უფრო კრიტიკულად არის გადასააზრებელი სერტიფიცირების პარალელური მექანიზმის არსებობა, რომელიც თავის დროზე შემუშავდა როგორც გარდამავალი, შუალედური მექანიზმი პროფესიული სისტემის ფორმირების ეტაპზე, რომელმაც უზრუნველყო პრაქტიკაში დასაქმებული კადრების სამართლებრივ და პროფესიულ ჩარჩოში მოქცევა. მიზანშეწონილად მიგვაჩნია სერტიფიცირების მექანიზმის დასრულება და პროფესიის განვითარების შემდგომი გადაწყვეტილებების დაფუძნება დარგის გრძელვადიან სტრატეგიულ ხედვაზე.

Send a message to learn more

13/02/2026

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის განცხადება
საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია გამოხატავს შეშფოთებას მიმდინარე განათლების რეფორმის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამების დახურვის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ასოციაციის, როგორც პროფესიული გაერთიანების, ერთ-ერთი მიზანი მისი დაფუძნების დღიდან იყო სოციალური მუშაობის აკადემიური პროგრამების განვითარების ხელშეწყობა და პროფესიული სტანდარტების დამკვიდრება. უკანასკნელი ორი ათწლეულის განმავლობაში ასოციაციამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ პროგრამების შექმნასა და განვითარებაში.
ვაცნობიერებთ, რომ განათლების რეფორმა კომპლექსური და სისტემური პროცესია. თუმცა გაურკვეველია, რა კრიტერიუმებსა და მტკიცებულებებს ეფუძნება „ერთი ფაკულტეტი — ერთი ქალაქის“ მიდგომა და რა არის მისი აკადემიური და სტრატეგიული დასაბუთება.

სოციალური მუშაობა არის ადამიანის უფლებებზე, მტკიცებულებებსა და პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებული დისციპლინა, რომლის არსებობა მრავალფეროვან აკადემიურ გარემოში პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სოციალურ პოლიტიკასა და სოციალური მომსახურებების ხარისხთან.

დამატებით კითხვებს აჩენს „ბაზრის კვლევაზე“ დაყრდნობით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო საფეხურზე 50 და სამაგისტრო საფეხურზე 10 ადგილის განსაზღვრა. გაურკვეველია, რა მეთოდოლოგიასა და მონაცემებზეა დაფუძნებული ეს რაოდენობრივი შეზღუდვა იმ პირობებში, როდესაც მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული სოციალური მომსახურებების სისტემას გაცილებით მეტი კვალიფიციური კადრი სჭირდება, ხოლო პარალელური სერტიფიცირების მექანიზმიც დაშვებულია. ასეთ ვითარებაში კვოტებით პროფესიის საჭიროებების შეფასება აკადემიურად და სტრატეგიულად არასაკმარისად დასაბუთებულია.

მოვუწოდებთ გადაწყვეტილების მიმღებ პირებს უზრუნველყონ პროცესის გამჭვირვალობა, წარმოადგინონ მკაფიო და არგუმენტირებული დასაბუთება და ჩართონ პროფესიული და აკადემიური წრეები განხილვის პროცესში.

სოლიდარობას ვუცხადებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის საგანმანათლებლო პროგრამებს, აკადემიურ პერსონალს, კურსდამთავრებულებსა და სტუდენტებს და, ასევე, მთელ აკადემიურ საზოგადოებას.

საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია

12/12/2025

ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ინფორმაცია წარმოადგენს განსაკუთრებით მგრძნობიარე პერსონალურ მონაცემს და მისი გამოყენება კონტროლის, დისკრიმინაციის ან სტიგმატიზაციის მიზნით დაუშვებელია. ასეთი მონაცემების ცენტრალიზებული შეგროვება ზრდის ადამიანის უფლებების დარღვევის რისკს და შეიძლება ადამიანებს დახმარების ძიებაში შეუშალოს ხელი.

სოციალური მუშაკები ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა ეფუძნებოდეს კონფიდენციალურობის, პროფესიული ეთიკისა და ადამიანის უფლებების დაცვის უმაღლეს სტანდარტებს.
ფსიქიკურ ჯანდაცვასთან დაკავშირებული კანონების შემუშავება განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს!
https://www.who.int/publications/i/item/9789240080737

Address

44, Kazbegi Avenue
Tbilisi
0177

Opening Hours

Monday 10:00 - 18:00
Tuesday 10:00 - 18:00
Wednesday 10:00 - 18:00
Thursday 10:00 - 18:00
Friday 10:00 - 18:00

Telephone

+ 995 32 239 00 71

Alerts

Be the first to know and let us send you an email when საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW posts news and promotions. Your email address will not be used for any other purpose, and you can unsubscribe at any time.

Contact The Organization

Send a message to საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია/GASW:

Shortcuts

Share